• აკორდ ჯორჯია - ერთად ვაშენებთ საქართველოს!

    «აკორდ»-ის კომპანიების ჯგუფი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ერთ-ერთი ძლიერი სამშენებლო კომპანიაა, რომლის ძირითადი მიმართულება საავტომობილო გზებისა და საგზაო ხელოვნური ნაგებობების მშენებლობაა. კომპანიების ჯგუფმა მსხვილი საგზაო პროექტები განახორციელა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკაში.

    საქართველოში «აკორდ»-ის კომპანიების ჯგუფმა 2009 წლის 9 ივლისს სვენეთი-რუისის ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. სვენეთი-რუისის 15 კმ-იანი მონაკვეთის პროექტი ამიერკავკასიაში ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობას მოიცავს. 3 ლოტად დაყოფილ ობიექტზე შენდება საავტომობილო გზის მონაკვეთები, ესტაკადები და 800 მეტრიანი ორი პარალელური გვირაბი. I და II ლოტზე «აკორდ»-ის კომპანიების ჯგუფი სამშენებლო სამუშაოების უშუალო შემსრულებელია.

    «აკორდ”-ის კომპანიების ჯგუფს საქართველოში გააჩნია როგორც სამშენებლო, ასევე ადმინისტრაციული წარმომადგენლობები.

    განსაკუთრებით შთამბეჭდავია კომპანიის მდიდარი ტექნიკური ბაზა, რომლითაც საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს: 4 ბეტონის ქარხანა, 2 ასფალტის ქარხანა, 1 ბეტონის კოჭებისა და მილების დამამზადებელი ქარხანა; ავტოფარეხი 600 ერთეული მექანიზმით, ლაბორატორია, საერთო საცხოვრებლები, მუშათა სასადილოები, სამედიცინო პუნქტები, ოფისები და სხვ.

    საქართველოში «აკორდ»-ის კომპანიების ჯგუფმა, ჩქაროსნული გზატკეცილის გარდა, სხვა საგზაო პროექტებიც განახორციელა. ესენია: წალკა-ნარდევანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; თბილისი-თიანეთის; ქუთაისი-წყალტუბო-ლენტეხისა და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზებზე ცალკეული მნიშვნელოვანი მოცულობის მონაკვეთების რეაბილიტაცია.

    «აკორდ»-ის კომპანიების ჯგუფმა აღნიშნულ პროექტებში 900-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა.

    «აკორდ»-ის კომპანიების ჯგუფი აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებში. კომპანია მხარს უჭერდა ისეთ საზოგადოებრივ ღონისძიებებს, როგორიცაა: საქართველოში ტურიზმის სფეროს მხარდაჭერა (საირმის კონფერენციის გენერალური სპონსორი); პროექტის განხორციელების ადგილებში ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის მხარდაჭერა; საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობა და ა.შ.

     

  • გზა წარმატებისაკენ პროფესიონალიზმზე გადის

    შპს «ცეკური» 1996 წელს დაარსდა და ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა ქვეყნის სამშენებლო ბიზნესში. საქმიანობის სფერო:  საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა;

    2009 წელს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შპს «ცეკურს» წლის საუკეთესო საგზაო-სამშენებლო კომპანიის წოდება მიენიჭა. ხოლო 2010 წელს - საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მადლობის სიგელები პერსონალურად გადაეცათ: კომპანიის გენერალურ დირექტორს სერგო ხაბულიანს, ტექნიკურ დირექტორს ემზარ მელიქიძეს, სამუშაოთა მწარმოებელს შალვა ჯანელიძეს და აღმასრულებელ დირექტორს - ბატონი სერგოს ვაჟს ბექა ხაბულიანს, რომელიც კომპანიის მმართველ გუნდში ოთხი წელია საქმიანობს.        

    კომპანიას საკუთრებაში გააჩნია რკინიგზის ჩიხი მცხეთის რაიონში, ასფალტ-ბეტონის ქარხანა და ქვიშა-ღორღის კარიერები მცხეთის რ-ნის სოფ. ძეგვისა და ცაგერის რ-ნის სოფ. ბარდნალას ტერიტორიებზე, ინერტული მასალის გადამამუშავებელი სამტვრევი დანადგარები, ასევე თანამედროვე ავტომექანიზმების პარკი. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისა  და შევსების მიზნით «ცეკური» თანამშრომლობს  ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა “WIRTGEN INTRNATIONAL”, “Ingersoll Rand ABG”, “Bomag GmbH”, სს «კრემენჩუგის საგზაო მანქანების ქარხანა» და სხვა.

    2010 წელს კომპანიამ წარმატებით განახორციელა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით: კავთისხევი-კასპის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთისა და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები; დაიწყო და წარმატებით ხორციელდება ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის კმ68-კმ87 და 40კმ-49 მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები; მიმდინარეობს ზონა ¹13-ში შემავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები და სხვა.

    მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით: დაბა თიანეთის წყალსადენისა და ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები; ქ.ცაგერის წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია.

    ქ. თბილისის ისანი-სამგორის გამგეობის დაკვეთით: ისანი-სამგორის რაიონში კოპცოვის, საინგილოს და გარე კახეთის ქუჩების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები; ყოფილი ისნის და კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების და შიდა ეზოების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები.

    ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით: ისტორიულ უბნებში - კოსტავას, კალანდაძის, სანაპიროსა და არსუკიძის ჩიხებში გზის საფარის რეაბილიტაციის და ანტიოქიის ტაძრის მიმდებარე ავტოსადგომთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები.

    «ჩვენი წარმატების საფუძველი სწორი მენეჯმენტი და კვალიფიციურ ინჟინერთა ჯგუფია, რაც დიდი მონაპოვარია ჩვენი კომპანიისათვის. გზა წარმატებისაკენ ხომ პროფესიონალიზმზე გადის»- სერგო ხაბულიანი.

     

  • გზების ხარისხის კონტროლი აუცილებელია

    შპს «საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია» - საქართველოში მოქმედი ადგილობრივი მოწინავე, კონკურენტუნარიანი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს საავტომობილო გზების მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთების, გზებზე სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციის სამუშაოებზე საერთო ტექნიკურ ზედამხედველობასა და საკონსულტაციო მომსახურებას.

    კომპანიის დირექტორი მერაბ ჯიშიაშვილი საგზაო დარგის გამოცდილი სპეციალისტია. მას წლების მანძილზე წარმატებით შესრულებული სამუშაოებისათვის დამკვეთი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა სახის ჯილდოები აქვს მიღებული.  მათ შორის, 2010 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით - ღირსების ორდენი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მადლობის სიგელები, 1999 წელს - საავტომობილო გზების მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის ღირსების მედალი.

    დირექციაში საავტომობილო გზებისა და საინჟინრო - ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის, კვლევა-ძიებისა და პროექტირების, საინჟინრო-გეოლოგიური და სხვა სფეროს  მაღალკვალიფიციური კადრები  საქმიანობენ, რომლებიც კონკრეტული საზედამხედველო ობიექტის მონიტორინგისათვის საჭირო სპეციფიკურ ცოდნას ფლობენ. მათი მუშაობის პრინციპია «ენდე, მაგრამ შეამოწმე.»

    მერაბ ჯიშიაშვილი წარმატებების საფუძვლად სწორ მენეჯმენტს და გამორჩეულ ადამიანურ რესურსებს მიიჩნევს და როგორც თვითონ აღნიშნავს, კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გაწეულ ყველა ღონისძიებას მყარ კაპიტალდაბანდებად მიიჩნევს: «დირექციის თანამშრომლებს, მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში, გავლილი აქვთ მშენებლობის ზედამხედველობისა და კომპიუტერული პროგრამების სწავლების კურსები. მათ შორის, რამდენიმე წამყვანმა სპეციალისტმა აშშ-ში, შვედეთსა და ფინეთში წარმატებით გაიარა სამშენებლო ორგანიზაციის მართვის სპეციალური კურსები. კომპანიის მიერ ზედამხედველობა ხორციელდება უცხოელი ექსპერტების მიერ დამუშავებული მშენებლობის საზედამხედველო სახელმძღვანელოების მიხედვით. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებით ვიწვევთ სხვადასხვა პროფილის როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ კონსულტანტ-სპეციალისტებს. ჩვენ ყოველდღე ვცდილობთ გავზარდოთ კომპანიის კონკურენტუნარიანობა, როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსების განვითარების გზით,» - მერაბ ჯიშიაშვილი.

    კომპანია უზრუნველყოფილია საზედამხედველო მომსახურების გაწევისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით; გააჩნია უახლესი ხელსაწყო-დანადგარებით აღჭურვილი საკუთარი ლაბორატორია.

    კომპანიას საზედამხედველო-საკონსულტაციო მომსახურება აქვს გაწეული ქვეყანაში განხორციელებულ თითქმის ყველა მნიშვნელოვან პროექტზე. ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა მხრიდან ნდობისა და პარტნიორობის მიღწევა სწორედ ისეთი მასშტაბური სამუშაოების წარმატებით განხორციელების შედეგად შეძლო, როგორიცაა: მსოფლიო ბანკის, ევროგაერთიანების, არაბთა ეკონომიკური განვითარების -  კუვეიტის ფონდის, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ფონდ - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის პროექტები.

    მერაბ ჯიშიაშვილი: «დირექცია წარმატებით თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან. საქართველოში განხორციელებული გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის პროექტების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის სტატუსით აწარმოებდა ზედამხედველობას ისეთ წამყვან უცხოურ კომპანიებთან ერთად, როგორიცაა: ამერიკული კომპანია “The Louis Berger Group“, კუვეიტური კომპანია “PAN ARAB CONSULTING ENGINEERS”, ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია “WS ATKINS”, ავსტრიული კომპანია “NIEVELT INGENIUR GmbH”, ფინური საკონსულტაციო კომპანია “FINNROAD LTD”. დღეისათვის ჩვენი ორგანიზაცია სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და წარმატებით უწევს კონკურენციას შიდა თუ უცხოურ კონკურენტ კომპანიებს».

    2010 წელს კომპანიამ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, საგზაო სამუშაოების ზედამხედველობა განახორციელა ბიუჯეტის ასიგნებებითა და მსოფლიო ბანკის სახსრებით დაფინანსებულ 90 სამშენებლო თუ სარეაბილიტაციო პროექტზე. ასევე, ზედამხედველობა-მონიტორინგი გაუწია საგზაო სამუშაოებს «ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსათვის» მიერ დაფინანსებული სამცხე-ჯავახეთის გზების (220კმ) რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში.


  • მოკლე დროში მიღწეული დიდი წარმატებები

    «კომპანია ბლექ სი გრუპი»   2005 წელს დაარსდა და მოკლე დროში, საგზაო-სამშენებლო სექტორში დიდ წარმატებებს მიაღწია.

    2005-2010 წლებში კომპანიამ ქ. თბილისის მერიის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მსოფლიო ბანკის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, კუვეიტის საგზაო მშენებლობის ფონდისა და ფონდი «ათასწლეულის გამოწვევის» დაფინანსებით, წარმატებით განახორციელა მრავალი საგზაო-სამშენებლო პროექტი, როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ.27-კმ.43 მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციისა (ჩქაროსნული ბეტონისსაფარიანი ავტობანი) და სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციის პროექტები (ჯამში 110 კმ), რომელიც შ.პ.ს «კომპანია ბლექ სი გრუპმა» ოპტიმალურ ვადაში, პროექტით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით შეასრულა. კომპანიის აქტივშია 2010 წელს დედაქალაქში ნუცუბიძის პლატოსა და დიღმის დამაკავშირებელი ახალი 5 კმ-იანი გზა, რომელმაც მნიშვნელოვნად განტვირთა საბურთალოს რ-ნის ქუჩები. წარმატებით დასრულებული მასშტაბური პროექტებით ახალგაზრდა კომპანიამ უდიდესი გამოცდილება მიიღო, რის შედეგადაც დღეს საქართველოში საგზაო მშენებლობის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია და ნებისმიერი ახალი პროექტის განსახორციელებლად საჭირო კვალიფიკაციას აკმაყოფილებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შ.პ.ს «კომპანია ბლექ სი გრუპი» 2010 წლის საუკეთესო საგზაო-სამშენებლო კომპანიად დაასახელა, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელით მიღებული აქვს მადლობა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. ამავე წელს კომპანიის ხელმძღვანელი და წამყვანი პერსონალი პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

    შ.პ.ს «კომპანია ბლექ სი გრუპი»-ს ბალანსზე ირიცხება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 3 მობილური საწარმოო-ტექნოლოგიური ბაზა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მობილიზებულ იქნას საქართველოს ნებისმიერ რეგიონში: კერძოდ: 3 ასფალტის ქარხანა, 2 სტაციონარული და 3 მობილური ქვის სამტვრევი დანადგარი, 1 სტაციონარული და 1 მობილური ბეტონის ქარხანა, ბეტონკონსტრუქციების ქარხანა, ბეტონის ნაკეთობათა, ქვაფენილისა და ბორდიურის საამქრო, სპირალური მილების საამქრო, მასალებისა და სამუშაოს ხარისხის მაკონტროლებელი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია. კომპანიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა პერსონალის მუშაობისა და დასვენების შესაბამისი კომფორტული პირობების შექმნას, ფუნქციონირებს კეთილმოწყობილი საცხოვრებელი და საოფისე კემპები და კვების ობიექტები. კომპანიაში არსებობს ტექნიკური პერსონალის სწავლებისა და გადამზადების ცენტრი, სადაც სხვადასხვა სპეციალობას ეუფლებიან კომპანიის თანამშრომლები და დამწყები სპეციალისტები.

    შ.პ.ს «კომპანია ბლექ სი გრუპი» საკმაოდ წარმატებულად საქმიანობს მეღვინეობის სფეროში. კერძოდ, კომპანია «ბლექ სი ვაინი»-ს ეგიდით აწარმოებს «საფერავისა» და «წინანდლის» სამარკო ღვინოებს. ასევე, კომპანია აქტიურად მონაწილეობს კახეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში; კერძოდ, სიღნაღში ფუნქციონირებს ღვინის სადეგუსტაციო დარბაზი  «ღვინის სამყარო», სადაც წარმოდგენილია ქართული და უცხოური ღვინის საუკეთესო ნიმუშები, აქვე ფუნქციონირებს კომფორტული ინტერნეტ-კაფე.

    ამასთან ერთად, შ.პ.ს «კომპანია ბლექ სი გრუპი» მეცენატობას უწევს საქართველოს სახვითი ხელოვნების ცენტრის ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში.

    დღეისათვის კომპანიაში 800-მდე ადამიანია დასაქმებული.

    შ.პ.ს «კომპანია ბლექ სი გრუპის» მიერ მოკლე დროში მიღწეული დიდი პროგრესი მომავალში მრავალი გრანდიოზული პროექტის წარმატებით განხორციელების საწინდარია.

     

  • გთავაზობთ უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს

    კომპანია საქართველოს საგზაო-სამშენებლო სექტორში 2009 წელს გამოჩნდა, მაგრამ მოკლე დროში მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ტენდენციებით ბაზარზე საკუთარი ნიშა მოიპოვა.

    კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება გზებზე, ხიდებსა და  გვირაბებში მოძრაობის მენეჯმენტია.

    ნიკა გაბელაია: «მისასალმებელია, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ობიექტების თანამედროვე უსაფრთხოების ღონისძიებებით აღჭურვას. ჩვენ რამდენიმე დიდ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა. განვახორციელეთ მოძრაობის უსაფრთხოებისათვის აუცილებელი საგზაო ნიშნების - შუქამრეკლი და დიოდური საორიენტაციო პანელებისა და გზის განათების სისტემის მონტაჟი.  გზების მონიშვნა ახალი ტექნოლოგიებით - გზის მარკირება ცივი და ცხელი პლასტიკითა და პოლიმერული ლენტებით. მინდა გითხრათ, რომ დამკვეთი ჩვენი კომპანიის მომსახურებით ყოველთვის კმაყოფილია».

    «ჯეოვიამ» 2010 წელს სხვადასხვა ობიექტებზე განახორციელა დისტანციური მართვის ცენტრისა და ცვლადი სიანფორმაციო (VMS) - საგზაო (VTS) ნიშნების; ასევე, შუქამრეკლი საინფორმაციო და მიმართულების საგზაო ნიშნების მონტაჟი.  იგოეთი-სვენეთის მონაკვეთზე ამრეკლი საინფორმაციო საგზაო ნიშნების, ლითონკონსტრუქციების ინდივიდუალური და დისტანციური საინფორმაციო საგზაო ნიშნების სამონტაჟო სამუშაოები. განმუხურში 1.5 კმ-იანი გზისა და განმუხური-ანაკლიის დამაკავშირებელი ახალი 360 მეტრიანი ხიდის განათება. გზებზე ტურისტული საინფორმაციო მაჩვენებელი ნიშნების მონტაჟი.

    კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ ისეთ მწარმოებლებთან როგორიცაა: 3M; Telegra; D. SWAROVSKI & co,

    2010 წელს გეოვიამ ქართულ ბაზარს ახალი ბრენდი შესთავაზა - შრედერის კომპანიის მიერ წარმოებული «ფურიო 3»-ის ულტრათანამედროვე ტექნოლოგია, რომლის განათების სისტემა ეკონომიურობითა და ნათების სიმძლავრით გამოირჩევა. სისტემას გააჩნია ძაბვის რეგულირების მაკონტროლებელი მექანიზმი და სტანდარტული ყვითელი სანათებისაგან განსხვავებით, კოსმოლაით ფერებს გამოსცემს.

    ნიკა გაბელაიას განცხადებით «ფურიო 3»-ის განათების სისტემას ქვეყანაში მშენებარე ერთ-ერთ მასშტაბურ  ობიექტზე დაამონტაჟებენ: «ამ ტექნოლოგიით არის დაგეგმილი ჩქაროსნული გზატკეცილის სვენეთი-რუისის მონაკვეთის განათება. შრედერის განათების სისტემებით არის განათებული რომის კოლიზეუმი იტალიაში, ბრანდერბურგის კარიბჭე - გერმანიაში. საქართველოში - ბათუმისა და ანაკლიის ბულვარები და ანაკლია-განმუხურის ხიდი».

  • გზებისა და ხიდების მშენებლობის დიდოსტატები


    სამშენებლო კომპანია «ზიმო» 1997 წელს დაარსდა და დაარსებიდან დღემდე ქვეყნის სამშენებლო სექტორში დიდი ავტორიტეტით გამოირჩევა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი, ზურაბ კიკნაძე აღნიშნავს, წარმატებებს მაღალკვალიფიციური კადრები და თანამედროვე ტექნიკური ბაზა განაპირობებს.

    კომპანიას ხელმძღვანელობს დირექტორთა საბჭო: ზურაბ კიკნაძე - გენერალური დირექტორი, ილია ქავთარაძე - სატრანსპორტო მშენებლობის დირექტორი, ლევან მარშანია – სამოქალაქო მშენებლობის დირექტორი და გია უროტაძე – ლოჯისტიკის დირექტორი.

    2006 წელს ინოვაციური პროექტისათვის «ავტობანი» შპს «ზიმო» დასახელდა «წლის სამშენებლო კომპანიად»; 2010 წელს მიენიჭა «წლის საუკეთესო საგზაო-სამშენებლო კომპანიის» წოდება.

    კომპანიის გენერალური დირექტორი ზურაბ კიკნაძე საქართველოს აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის 2001, 2005, 2009 და 2010 წლებში ოთხჯერ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 

    კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ხიდების, გვირაბების და საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია წარმოადგენს.

    «ზიმოს» მიერ ბოლო წლებში წარმატებით განხორციელდა შემდეგი პროექტები: ანაკლია - განმუხურის დამაკავშირებელი გზისა და მდ. ენგურზე 360 მეტრიანი ხიდის მშენებლობა; ახალი ხიდები მდ. სუფსაზე ჩოხატაური-ზომლეთის გზაზე, მდ. გლდანულაზე თბილისი-თიანეთის გზაზე და მდ. მტკვარზე ახალციხის რაიონში, სამი ხიდი ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე... დედაქალაქში: ჟიული შარტავას ქუჩის რეკონსტრუქცია; მამადავითთან და მთაწმინდის პანთეონთან მისასვლელი გზისა და მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიის რეკონსტრუქცია და სხვ.  

    კომპანიას სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებითაც უამრავი  წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები თბილისსა და ბათუმში; მრავალსართულიანი საოფისე შენობები.   

    «ზიმომ» ქ. ბათუმში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა: 3,3კმ-იანი ახალი გზის მშენებლობა ბულვარიდან აეროპორტამდე, ბათუმის პლაჟის გასწვრივ ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედით სასეირნო ბილიკების მოწყობა, ასევე, სანაპიროს ბულვარში ახალი კონტურული ქანდაკებების დადგმა; ადლიის ახალი საბაჟო ტერმინალის, «გეზი»-ს მშენებლობა...

    «ზიმო» აქტიურად არის ჩართული ბათუმის სანაპირო ზოლის სოფელ კვარიათამდე გაგრძელების პროექტში. ამჟამად, საფუძველი ეყრება ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი უბნის  მშენებლობას.

    კომპანიის ხელმძღვანელობა ქველმოქმედებას მნიშვნელოვან დროსა და სახსრებს უთმობს. სასტუმრო სახლის მშენებლობა და კელიების აღდგენა სამონასტრო კომპლექს დავით-გარეჯში; სხვადასხვა სარეაბლიტაციო სამუშაოები: თბილისში, ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში; მცხეთაში - დედათა მონასტერში; შატილის სკოლა-ინტერნატში; ბოდბის დედათა მონასტერში... ეს ამ კომპანიის საქველმოქმედო საქმიანობის მცირე ჩამონათვალია.

  • ჩვენი საქმიანობით ქვეყნის მომავალს ვაპროექტებთ

    კომპლექსური ინსტიტუტი «საქგზამეცნიერება» 45 წელია საგზაო დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. ინსტიტუტი 5 ძირითადი ცენტრისაგან შედგება: საგზაო-სატრანსპორტო პრობლემათა შესწავლის ცენტრი; გზების პროექტირების ცენტრი; ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების საგამოცდო ცენტრი; სამშენებლო მასალების შესწავლისა და გამოცდის ცენტრი; ინფორმაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი. ასევე, ინსტიტუტს აქვს ფილიალები: ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში (ძლიერი ცენტრი ფუნქციონირებდა სოხუმში).

    2010 წელს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ «საქგზამეცნიერება» წლის საუკეთესო საპროექტო ორგანიზაციად დასახელდა.

    გენერალური დირექტორი  თამაზ შილაკაძე - საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი; საქართველოს დამსახურებული ინჟინერი; სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში; ტრანსპორტის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, დოქტორი, პროფესორი; საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი. მიღებული ჯილდოები: საქართველოს ღირსების ორდენი; აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრების - საერთაშორისო ღირსების ორდენები. თუმცა, ყველაზე მეტად «საპატიო თბილისელის» წოდებით ამაყობს.

    ბევრი მეგზევის მსგავსად, წლების მანძილზე ნალოლიავები საქმის შვილისთვის გადალოცვას ბატონი თამაზიც აპირებს. მისი ვაჟი, გიორგი შილაკაძე - საგზაო დარგის დოქტორანტი - ამჟამად კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე და საგზაო-სატრანსპორტო პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელია. თუმცა, თამაზ შილაკაძე უფრო გრძელვადიან გეგმაზეც ალაპარაკდა: «ჩემ მიერ განვლილ გზას, იმედი მაქვს, შვილიშვილები გააგრძელებენ. სამი ვაჟი შვილიშვილი მყავს - თამაზი, რეზო და ნიკოლოზი, ერთ-ერთი მაინც რომ გაჰყვეს ამ გზას ბედნიერი ვიქნები.»

    «საქგზამეცნიერება” სხვადასხვა პროფილით საქართველოში თითქმის ყველა დიდ მშენებლობაში მონაწილეობდა, სადაც ახდენდა სამშენებლო მასალების შესწავლასა და შესაბამისი რეცეპტების შედგენას (ასფალტ-ბეტონისა და ცემენტ-ბეტონის), ასევე, აშენებული ხიდებისა და საინჟინრო ნაგებობების დინამიკური და სტატიკური გამოცდების ჩატარებას. კომპანიის მიერ მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში 70-ზე მეტი ხიდი გამოიცადა.

    «საქგზამეცნიერების» მიერ 2010 წელს განხორციელდა ბეტონის გზების მშენებლობის პროექტირება კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში.

    კომპანიამ წარმატებით იმუშავა თბილისში ახალი ჩქაროსნული გზის მშენებლობის პროექტირებაზე, რომლის შედეგად, დედაქალაქს უკვე ემსახურება გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე, მდინარე ვერეს ხეობაში გამავალი ახალი ოთხზოლიანი ბეტონის გზა. უკვე დასრულდა და განიხილება ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის პროექტი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს ვერეს ხეობისა და იყალთოს მთის ქვეშ გვირაბის გავლით დააკავშირებს იპოდრომსა და ბახტრიონის ქუჩასთან, საბურთალოსა და ყაზბეგის ქუჩებთან. ამ პროექტის განხორციელება 2011 წელს არის დაგეგმილი.

    «საქგზამეცნიერების» სპეციალისტებმა იმუშავეს მესტია-უშგულის გზიდან სამთო-სათხილამურო კომპლექსებთან მისასვლელი 10 კმ-ანი სრულიად ახალი ბეტონის გზის პროექტზე; თბილისი-რუსთავისა და თბილისი-მარნეულის ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის წინასაპროექტო კვლევაზე, რომლის საფუძველზეც თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობის დეტალურ პროექტირებაზე სატენდერო პროცედურები დაიწყო.

    ვამაყობ, რომ ჩემს კომპანიაში მუშაობენ ისეთი მაღალი რანგის სპეციალსტები, როგორებიც არიან: გურამ ჩიგოგიძე, რამინ ძნელაძე, ზურაბ ორაგველიძე, თამაზ დათუნაშვილი, ომარ კაკაურიძე... მათი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებს დიდი დოზით უნდა გავუზიაროთ.  ჩემი მიზანია, შეიქმნას საგზაო ინჟინერთა ახალი პლეადა, რომლებიც მაქსიმალურად განავითარებენ ჩვენი თაობის გამოცდილებას და მეცნიერულ მუშაობას გააგრძელებენ საგზაო დარგის განვითარებისათვის. ჩვენ – ამ სფეროს ყველა თაობა, ჩვენი საქმიანობით ქვეყნის მომავალს ვაპროექტებთ,» - აცხადებს 79 წლის ენერგიული ხელმძღვანელი, რომელმაც ამ მიზნის განხორციელება უკვე დაიწყო - კომპანიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები და მაგისტრები დაასაქმა. მათი სწავლის საფასურის ანაზღაურებაც საკუთარ თავზე აიღო და ამაყობს, რომ ორი მათგანი მალე დოქტორი გახდება.

     

  • ტრანსპროექტი - ლიდერი კომპანია 60 წლიანი გამოცდილება და უახლესი ტექნოლოგიები

    საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტი  შპს «ტრანსპროექტი» 1952 წელს შეიქმნა და დღემდე საქართველოს საგზაო-სამშენებლო სექტორში გამორჩეული ავტორიტეტითა და პროდუქტიულობით გამოირჩევა.

    დირექტორი - ტალი ტალიაშვილი 33 წელზე მეტია ამ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. წლების განმავლობაში მას არაერთი სამთავრობო ჯილდო და საპატიო წოდება აქვს მიღებული. მათ შორის: «ღირსების ორდენი”; «საქართველოს საპატიო მეგზევისა» და «საქართველოს მშენებლობის დამსახურებული მუშაკის» წოდებები;  არის საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი.

    კომპანიის თანამედროვე მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების თანამედროვე სტანდარტებით ორგანიზაცია იმ საქმიანობის არასრული ნუსხაა, რომელსაც ბატონ ტალი ტალიაშვილის ვაჟი - ინსტიტუტის დირექტორ-მენეჯერი დავით ტალიაშვილი კომპანიის მაღალი კონკურენტუნარიანობისათვის ახორციელებს. ახალგაზრდა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი სრულყოფილად ფლობს რამდენიმე უცხო ენას, პროექტირების კომპიუტერულ მეთოდებსა და პროგრამებს, გეოტექნიკურ და ტოპოგრაფიულ ტექნოლოგიებს.  დავით ტალიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულია ღირსების მედლით.

    ინსტიტუტი საავტომობილო გზებისა და მასზე განლაგებული ყველა საინჟინრო ნაგებობის მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციისა და პრევენციული ღონისძიებების საპროექტო სამუშაოებს წარმატებით ახორციელებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მუშაობს ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენაზე: გენერალური გეგმები; ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება; სპეციალური შესწავლები; საინჟინრო პროექტი; ეკოლოგიური შეფასება; ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, და გეოდეზიური ძიება; წინასაპროექტო შეფასება და დეტალური პროექტი, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება საერთაშორისო და ეროვნული ტენდერებისათვის.

    «ტრანსპროექტი» აღჭურვილია საველე ტოპოგრაფიული და საინჟინრო გეოლოგიური სამუშაოებისათვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით, გეოდეზიური, სეისმური და საბურღი მანქანებითა და მოწყობილობებით. საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები ინსტიტუტის მიერ ხორციელდება ავტომატიზებული სისტემებით, ბოლო თაობის კომპიუტერული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.

    «ტრანსპროექტმა» ბოლო წლებში საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის შედგენაზე იმუშავა საქართველოში განხორციელებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში, მათ შორისაა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ნატახტარი-აღაიანის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები; ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისა და ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთის 4 ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება; ქუთაისის შემოსავლელი ახალი 17 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა; სენაკი-ფოთი-სარფის გზის 89-96 კმ-ებზე მახინჯაურის მონაკვეთისა და გვირაბების მშენებლობა; «SLRP“ პროექტის ფარგლებში 15 ობიექტის - სულ 200 კმ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 1-66 კმ-ებზე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები; ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი-ადიგენის მონაკვეთის სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები; ზუგდიდი-მესტია-ლასდილის 81-139 კმ-ებზე - ხაიში-მესტიის მონაკვეთის სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები... ეს არის იმ პროექტების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც «ტრანსპროექტმა» მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელა.

    ტალი ტალიაშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამუშაოების შესრულების ხარისხს. ამიტომაც, როგორც ამბობენ, ინსტიტუტში საქმის «ვირტუოზები» ჰყავს დასაქმებული.

    კომპანიის დირექტორი ყველა წარმატებას სწორედ «ტრანსპროექტის» კვალიფიციური კადრების დამსახურებად მიიჩნევს. რასაც ამაყად აღნიშნავს: «ინსტიტუტის მთავარი მონაპოვარი საქართველოში უძლიერესი საინჟინრო ჯგუფია - ვ. ჯიქია, რ. ჩიქოვანი, ა. ჯვარშეიშვილი, რ. ნებიერიძე, ი. ცერცვაძე, ვ. ღონღაძე... ამ ადამიანების პროფესიონალზმისა და გამოცდილების დამსახურებით კომპანიას ნებისმიერი რთული ამოცანის დაძლევა შეუძლია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ტრანსპროექტი” კონკურენტუნარიანი კომპანიაა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენს სფეროში ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვართ «.

     

  • ვაშენებთ ახალ გზებს ახალი სტანდარტებით

    «კავკასუს როუდ პროჯექტმა» საგზაო სამშენებლო სფეროში კონკურენციის გაზრდისა და ადგილობრივი კომპანიების განვითარების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა. ნოვატორული იდეებით გამორჩეული ხელმძღვანელობა და პროფესიონალი კადრები ამ კომპანიის წარმატების საფუძველია. «კავკასუს როუდ პროჯექტს» და ქვეყანაში განხორციელებულ ყველაზე დიდ საგზაო-სამშენებლო პროექტებს ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე ხელმძღვანელობს.

    პარტნიორები:  Strabag AG  (ავსტრია), Heilit+Woerner GmbH (გერმანია), DYWIDAG BAU GmbH (გერმანია), Joint - Tec International GmbH (გერმანია).

     

    განხორციელებული პროექტები

     

    «კავკასუს როუდ პროჯექტმა» საგზაო-სამშენებლო სექტორში მოღვაწეობა 2005 წელს თბილისის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში დაიწყო. 2006 წელს კი  გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, საქართველოში პირველად, ბეტონისსაფარიანი ჩქაროსნული გზატკეცილის (ნატახტარი-აღაიანის 16 კმ-იანი მონაკვეთი) მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა.

    2007-2008 წლებში, ასევე გერმანელ პარტნიორებთან ერთად, კომპანიამ ჩქაროსნული გზატკეცილის მომდევნო, აღაიანი-იგოეთის 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები განახორციელა.

    2009 წელს, ექსპერიმენტული პროექტის «ბეტონის გზები სოფლად» ფარგლებში, პირველი ცემენტ-ბეტონის გზა სოფელში, სწორედ «კავკასუს როუდ პროჯექტმა» დააგო (ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების  - ქვედა სამებისა და ზედა სამების დამაკავშირებელი 4 კმ-იანი ცემენტ-ბეტონის გზა). კომპანიამ წარმატებით განახორციელა 2009-2010 წლების ყველაზე თვალსაჩინო და მასშტაბური პროექტი თბილისში - ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. ესეც პირველი ცემენტ-ბეტონის გზაა დედაქალაქში, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა.

    კომპანიის მიერ დანერგილ ინოვაციებს შორი აღსანიშნავია ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტის   ფარგლებში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც საქართველოში პირველად იყო გამოყენებული: კანადური კომპანია «არმტეკის» ღრმა გალვანიზაციის მქონე გოფრირებული რკინის კონსტრუქციები  გვირაბებისა და ხიდების ასაწყობად; რკინა-ბეტონის  მონოლითური ხიდები ბურჯებს შორის 25 მეტრიანი მანძილით, კონსტრუქციის წინასწარი დაძაბვის გარეშე; არმირებული გრუნტით მოწყობილი კედლები; გზებზე ფეხით გადასასვლელი ხის ხიდები; კლდის მასივზე ქვათაცვენისაგან დამცავი ლითონის ბადეები.

    2010 წელს კომპანიამ განახორციელა მესტიის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა. 2010 წელს კომპანიამ დაიწყო ქუთაისში მთავრობის სახლის მშენებლობა.

  • გუნდი, რომელიც ყოველთვის კონკურენტუნარიანია

    ს.ს. «არქეოპოლისი» 1996 წელს აგროსამშენებლო ფირმა «სენაკის» ბაზაზე დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც თავიდანვე გზების, ხიდებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე იყო ორიენტირებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ «არქეოპოლისი» სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ყველაზე მძლავრი და მაღალტექნოლოგიური კომპანიაა, რაც მისი უშუალო ხელმძღვანელის -  დემურ გადელიას მრავალწლიანი გამოცდილებითა და მონდომებით არის მიღწეული.

     

    დემურ გადელია: 1995-2003 წლებში ორჯერ მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი; სრული პროფესორი; 2010 წელს «წლის საუკეთესო მეგზევის» წოდება მიენიჭა. ორჯერ დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

     

    კომპანიას 2010 წლიდან აშშ-ში მიღებული ფინანსისტის კვალიფიკაციით, ახალი გენერალური დირექტორი, ბატონი დემურის ვაჟი - დავით გადელია მართავს.

    «არქეოპოლისი» რეგიონში უმდიდრესი ტექნიკური ბაზით გამოირჩევა. სენაკის მუნიციპალიტეტში 25 ჰა ფართობზე განთავსებულ ბაზაზე 2 ასფალტის ქარხანა, 3 ქვის სამტვრევი საამქრო, ბეტონის ქარხანა, რკინა-ბეტონის პოლიგონი, ბლოკის საჭრელი საამქრო და უახლესი ტექნიკით დაკომპლექტებული ავტოპარკი ფუნქციონირებს.

    2010 წელს «არქეოპოლისის» ხელმძღვანელობამ  ახალი - გზის ბეტონის საფარის მოწყობის ტექნოლოგია წარმატებით აითვისა. ამ სიახლესთან დაკავშირებით, კომპანიის ტექნიკურ ბაზას ორი - სტაციონარული და მობილური ბეტონის ქარხანა და ბეტონის დამგები მანქანა შეემატა.

     

    2010 წლის გამორჩეული პროექტები 

     ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის გზის მშენებლობა; ენგურის ხეობაში გამავალ გზაზე გაბიონებისა და გზის საყრდენი კედლების მოწყობა; მესტიის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები; მესტია-ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი 3 კილომეტრიანი, ახალი ბეტონისსაფარიანი გზის მშენებლობა; ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდისა და 3 კმ. გზის მშენებლობის სამუშაოები კომპანია «ზიმოსთან» ერთად; ბეტონის გზების მშენებლობა რაჭაში, მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაცია და ა.შ.

    2011 წელს «არქეოპოლისის» კოლექტივი ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო ობიექტზე-ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის მომდევნო 20 კმ-იან მონაკვეთზე, ზღვის დონიდან 200 მეტრზე გააგრძელებს ბეტონის გზის მშენებლობას.

    დემურ გადელია: «ჩვენი კომპანიისთვის ეს ობიექტი დიდი გამოწვევაა. თანაც, ბარიდან ამოსულებს მთიელები ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, ამ გზას ვერ გაუძლებენო, მაგრამ 2010 წელს 10 კილომეტრიანი მონაკვეთის წარმატებით დაძლევით დავამტკიცეთ, რომ პროფესიონალიზმს ვერანაირი სირთულე ვერ დაუდგება წინ. ჩვენი გუნდი ნებისმიერ პირობებში კონკურენტუნარიანია».

     

  • ხარისხი ყოველთვის მოდაშია!

    «ალბატროსი» ქართულ ბაზარზე 2000 წელს შემოვიდა და სამშენებლო მასალების სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო: მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები შემოიტანა.

    ამჟამად «ალბატროსი» მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების მწარმოებელ კომპანიათა შორის ერთადერთია საქართველოში, რომელიც მსხვილ გადამხდელთა რიგებშია და საბაჟოს «ოქროს სიაში» იმყოფება, რაც კომპანიას საგრძნობლად უმარტივებს საბაჟო პროცედურებს. რაც შეეხება ახალ ტექნოლოგიებს, «ალბატროსი» თავის სექტორში ამ მხრივაც ლიდერია. საქართველოს ბაზრის ნოვაციის 90%, თუ მეტი არა, კომპანია «ალბატროსის» დანერგილია.

    «ალბატროსის» პრეზიდენტი ზაზა ჩხაიძე მიიჩნევს, რომ კომპანიის წარმატება, პირველ რიგში, დღევანდელმა ბიზნესგარემომ და თანამშრომელთა დაუღალავმა შრომამ განაპირობა.

    კომპანიის სლოგანია: ხარისხი ყოველთვის მოდაშია და მისი წარმატებაც საქმისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ განაპირობა.

    «ალბატროსს» აქვს საკუთარი დროშა და გერბი, ჰყავს მინიფეხბურთის 8 გუნდი, ატარებს შიდა ჩემპიონატებს და ჯანსაღი ცხოვრების წესს ამკვიდრებს. კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 645 ლარს შეადგენს. მალე დაინერგება თანამშრომელთა დაზღვევის სისტემები.

     

    პირველი ნაბიჯები

     

    კომპანია «ალბატროსის» პრეზიდენტმა ზაზა ჩხაიძემ 1988 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. მისაბაძი ბიზნესმენი მისთვის ფერდინანდ პორშეა, გამომგონებელი, რომელიც  ყველაზე მეტად თავდაუზოგავ შრომას აფასებდა და თვითონაც ასე ცხოვრობდა.

    ზაზა ჩხაიძე: «მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები ახალი ტექნოლოგია იყო და ინტუიციით მივხვდი, რომ მისაღები იქნებოდა მოსახლეობის ფართო ფენებისათვის. თუმცა ბიზნესი მაინც რთულად დაიწყო. როგორც, ზოგადად, სიახლისადმი, საზოგადოებას ამ ტექნოლოგიის მიმართაც უნდობლობა ჰქონდა. იყო შემთხვევები, როცა მომხმარებლები ფიჭვის ხის ფანჯარას ამჯობინებდნენ მეტალო-პლასტმასს.

    იმ პერიოდისათვის, 2001-2002 წლებში, საქართველოში არ იყო ხელსაყრელი  ბიზნესგარემო. საბაჟო, საგადასახადო, საბანკო სისტემები მოუწესრიგებელი იყო. დღეს საბაჟო მომსახურება, საგადასახადო კანონმდებლობა საკმაოდ გამარტივებულია, რაც კომპანიებს განვითარების საშუალებას აძლევს.»

    პროექტის «ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე» ფარგლებში 2010 წლის ოქტომბერ-ნოემბრის ბოლოდან კომპანია «ალბატროსს» შემოაქვს მეტალო-პლასტმასის პროდუქცია ხის ტექსტურით. ეს სრულიად ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც დღეისათვის მხოლოდ გერმანიასა და ბელგიაშია დანერგილი. საქართველო ამ ინოვაციის მოხმარებით მესამე ქვეყანაა.

     

     

    მყუდრო სახლი ლამაზი «თვალებით»

     

    ზაზა ჩხაიძე: «ადამიანი რომ თავის სახლს შეხედავს, პირველ რიგში ფანჯრებს უყურებს: ხომ სიმშვიდეა, სტუმარი ხომ არ მოსულა და ა.შ. სახურავს ან საძირკველს არავინ ათვალიერებს. დააკვირდით, როდესაც სახლიდან გასული შინ ბრუნდებით, უნებურად მზერა ფანჯრისკენ გაგირბით. სასიამოვნო განცდაა, რომ შეგვიძლია, მომხმარებელს სიხარული მოვგვაროთ, როცა მათ სახლს ვალამაზებთ და ბედნიერ სახეებს ვხედავთ.

    როგორც ქალის სილამაზის აღქმას ვიწყებთ ლამაზი თვალებიდან, ასევე სახლის სილამაზე აღიქმება ლამაზი ფანჯრებიდან. ამიტომ ვცდილობთ, განსაკუთრებულად ლამაზი ფანჯრები გავაკეთოთ, დიზაინით, არქიმედეს კვეთის გეომეტრიით» - ასეთია ზაზა ჩხაიძის დამოკიდებულება არჩეული საქმისადმი, რომელსაც, სხვათა შორის, თავიდან აირჩევდა, ბიზნესს ახლა რომ იწყებდეს.

     

     

    კონკურენცია და ინოვაცია

     

    ნებისმიერ ჯანსაღ ბაზარზე არის კონკურენცია და არიან კონკურენტები, მაგრამ «ალბატროსი» აქაც გამოირჩევა თავისი სტილით, რაც იმაში გამოიხატება, რომ კონკურენტებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს, ხდება ინფორმაციის გაცვლა და ნოვაციების გაზიარება.

    «ალბატროსმა» მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებში სამმაგი შუშები დანერგა. გერმანიის ქალაქ როზენჰაიმის კვლევით ინსტიტუტში, რომელიც კარ-ფანჯრებისა და ვიტრაჟების კვლევის პროგრამასაც ახორციელებს, დაადგინეს, რომ ქართველმა მომხმარებელმა თბოდანაკარგის ძირითადი წილი ფანჯრებსა და ვიტრაჟებზე მოდის. სამმაგი შუშის პრაქტიკულობა სწორად გაიაზრა. კომპანია «ალბატროსში» ბოლო პერიოდის შეკვეთების 80% სწორედ სამმაგ შუშებზე მოდის, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის ბიუჯეტს ზაფხულში სახლის კონდიცირებაზე და ზამთარში - გათბობაზე. სამმაგი შუშები ასევე ამცირებს გარე ზემოქმედებას - ვიბრაციებსა და ხმაურს, რაც სახლის სიმყუდროვის ერთ-ერთი განმსაზღვრელია. 

    კომპანია «ალბატროსს» საქართველოში შემოაქვს ყველაზე ცნობილი გერმანული  პროფილები - SALAMANDER da KOMMERLING. წარმოებაში ასევე იყენებს მაღალი ხარისხის თურქულ პროფილებს.

    «ყოველდღიურად ვზრუნავთ ხარისხის ამაღლებაზე და იმ დეტალების დანერგვასა და გაუმჯობესებაზე, რომელიც ზრდის ფანჯრების ხარისხს და მისი ექსპლოატაციის ხანგრძლივობას», - ამბობს კომპანიის პრეზიდენტი.

     

     

    მსოფლიო კრიზისი

     

    ზაზა ჩხაიძე: «საქართველო, როგორც მსოფლიო თანამეგობრობის ერთ-ერთი წევრი, გვერდს ვერ აუვლიდა ეკონომიკურ ქარტეხილებს, მაგრამ აქაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამშენებლო სექტორში, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით, კრიზისი ნაკლებად საგრძნობი გახადა პროექტმა «ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე», რაც მოიაზრებს მშენებლობების დაფინანსებას, ახალი სახლების შენებას, სამშენებლო ორგანიზაციებისათვის ე.წ. სისხლის გადასხმას, რაზეც უშუალოდ არიან მიბმული კარ-ფანჯრების მწარმოებელი ფირმები.

    პირველ ეტაპზე კრიზისის დაწყება შოკისმომგვრელი იყო ყველასათვის. კრიზისის პირველი ნიშანი ისაა, რომ ფულის მასა დეფიციტი გახდა, ბანკებმა შეწყვიტეს კრედიტების გაცემა. ასეთ ვითარებაში, ადამიანი ფიქრობს, სად შეუკვეთოს პროდუქცია, რომელ კომპანიაზე გააკეთოს არჩევანი. იგი ასეთ დროს არჩევანს აკეთებს ხარისხზე და ცნობილ კომპანიაზე, რომელსაც გაკოტრების საშიშროება არ ემუქრება და აღებულ ვალდებულებას შეასრულებს. აქედან გამომდინარე, მსოფლიო კრიზისი მცირე მეწარმეებს უფრო შეეხო, ვიდრე დიდებს».

     

     

    ადამიანმა თავისი სამშობლოს ცხოვრებით უნდა იცხოვროს

     

    ზაზა ჩხაიძე: «დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს ისე სჭირდება კვალიფიციური კადრები. ყველა, ვინც მიიღებს უცხოეთში განათლებას, სამშობლოში უნდა დაბრუნდეს. ცხოვრება არ არის მხოლოდ ის, რომ სადაც კარგად მოეწყობი, იქ დარჩე. ადამიანმა თავისი სამშობლოს ცხოვრებით უნდა იცხოვროს და შეეცადოს, იგი უკეთესი გახადოს».

     

     

    «ალბატროსის» რჩევები და სურვილები:

     

    შეეცადეთ, თქვენი ფანჯრები იყოს მრავალფუნქციური, ენერგიის შენახვის, განიავების, გაღების მოხერხებულობის თვალსაზრისით. ნუ დაზოგავთ თანხას ნოვაციურ დეტალებზე, რაც თქვენი კომფორტის შექმნას ემსახურება. 

    დაამზადეთ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები სამმაგი მინით. ორმაგსა და სამმაგს შორის ფასში განსხვავება იმდენად მცირეა, რომ დაზოგილი სითბოს საფასური მას პირველსავე წელს ამოიღებს.

  • «გეორგინა» - მაღაზიათა ქსელი ხარისხიანი პროდუქციით

    კომპანია «გეორგინა» ქართულ ბაზარზე საკეტებით ვაჭრობის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად შპს-ს სახით 2002 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალფეროვანი პროდუქციის - საკეტების, ანჯამების, სახელურების, ურდულების, სეიფების, ბოქლომებისა და სხვა აქსესუარების საიმედოობამ და ხარისხის გარანტიამ წლების განმავლობაში მომხმარებლის ნდობა დაიმსახურა და პოპულარობა მოიპოვა. კომპანია ნულიდან დაწყებული და გონივრულად მართული საოჯახო ბიზნესის ერთგვარი მაგალითია, რომელიც არა მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს წარმატებას, არამედ მუდმივად ვითარდება და ეხმიანება თანამედროვე გამოწვევებს. კომპანიის დირექტორ ციცო ფუტკარაძეს მიაჩნია, რომ მისი წარმატების ფორმულა ერთი შეხედვით მარტივი და ჩვეულებრივია, სინამდვილეში კი რთულად მისაღწევი: შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, რისკი და მუდმივად უკეთესი მომავლის იმედი.   

    - ქალბატონო ციცო, თქვენი ბიზნესი რთულ 90-იან წლებში წამოიწყეთ. ბევრი იმდროინდელი კომპანია გაკოტრდა, თქვენ კი ამ სფეროში საკუთარი ნიშა დაიმკვიდრეთ. როგორ მოახერხეთ ეს? 

    - იმ პერიოდში, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, ბიზნესი მართლაც არაფრიდან, პატარა ჭანჭიკებიდან დავიწყეთ. ის, რომ დღეს კომპანია მაღაზიათა ქსელის მფლობელი და საკმაოდ ცნობილი ბრენდების დილერია საქართველოში, დიდი შრომის, კონკურენციისა და რისკის შედეგია. ყველას კარგად გვახსოვს განუკითხაობის, უფულობისა და უშუქობის დრო, როცა მსგავსი პროდუქციის შეძენა მხოლოდ ელიავასა და ქავთარაძის ბაზრობებზე შეიძლებოდა... ვიდრე გავფართოვდებოდით, ჯერ მომხმარებელთა მოთხოვნები შევისწავლეთ, მომხმარებელი ხომ თავად გვკარნახობს, ბიზნესი რა მიმართულებით უნდა წარვმართოთ. შემდგომში თავად გავბედე და ჩემი გემოვნების მიხედვით ამ სფეროში უკვე არსებული, წარმატებული ბრენდების პროდუქცია შევთავაზე მომხმარებელს. ხარისხმა ნდობის ფაქტორი გააქტიურა და გაყიდვებიც გაიზარდა.

    - დღეს რომელი ბრენდების პროდუქციაზე ხართ ორიენტირებული?

    - ეს გახლავთ «ჩიზა», «მოტურა», «AGB», «აპექსი», «პრო-სამი», «მონდეო», «მარტინელი», «მანდელი», «ელბორი», «ჰანდლესი», «ტროპექსი» და სხვა. კომპანიას გასაყიდი აქვს ევროპული, რუსული, თურქული, იტალიური, ესპანური, ფინური პროდუქცია - კოდირებული და ბრონირებული მაღალი საიმედობის საკეტები, უახლესი დიზაინის სახელურები, ანჯამები, სეიფები, დაცული ბოქლომები, ერთი სიტყვით, 1200-მდე დასახელების პროდუქცია. კომპანია წლებია თანამშრომლობს და მჭიდრო კონტაქტი აქვს რუსეთის მსხვილ მწარმოებლებთან, რომლებთანაც ურთიერთობა არასოდეს შეუწყვეტია, რაც ასევე მისაღებ ფასს განაპირობებს. სულ ახლახან შემოვიტანეთ ჩინური პროდუქცია, რათა ყველანაირი მომხმარებელი დაგვეკმაყოფილებინა და მათთვის უფრო ფართო არჩევანი შეგვეთავაზებინა. ჩვენს მომხმარებლებს «გეორგინა» მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს - პროდუქციის შერჩევიდან მონტაჟამდე.   

    - სტერეოტიპული შეხედულებებით, თქვენ ე.წ. «მამაკაცურ ბიზნესში» ხართ ჩართული. ეს გარკვეულ დისკომფორტს არ გიქმნით?

    - სულაც არ მიმაჩნია ეს მამაკაცურ საქმიანობად, პირიქით. ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ხარისხს, არამედ პროდუქციის დიზაინს, ვიზუალს და მიუხედავად იმისა, რომ შრომატევადი სამუშაოა, არც ისეთი რთულია, ქალმა ალღო ვერ აუღოს. ჩვენი კომპანიის კონსულტანტების უმრავლესობაც გოგონები არიან. სქესზე უფრო მეტად აქ მნიშვნელოვანი კომპეტენციაა. მყიდველი უნდა გენდობოდეს. როგორი კარგიც უნდა იყოს პროდუქცია, თუ მომხმარებლამდე სწორი ფორმით ვერ მიიტანე, წარუმატებლობა გელის. ჩვენს სფეროში დიდი კონკურენციაა. თუმცა, ამას მხოლოდ მივესალმები. 

    - გასულ წელს თუ შეგიძლიათ უწოდოთ წარმატებული?

    - ჩემთვის ყოველი წელი წარმატებულია. ჩვენი ბიზნესი არსებობს და ვითარდება, ერთ ადგილას არ ვჩერდებით. წინ ახალი პერსპექტივებია. ახლო მომავალში ვგეგმავ, ავეჯის აქსესუარები შემოვიტანო, ასევე, კარებიც. მიხარია, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი გვცნობს, როგორც ხარისხიანი პროდუქციის მიმწოდებელს. «გეორგინაში» მშვიდი გარემო და კვალიფიციური კონსულტაცია გელოდებათ, რაშიც თავადაც შეგიძლიათ, დარწმუნდეთ.    

     

     

  • წარმატებული «დიზაინ დებიუტი» მოსკოვიდან თბილისამდე

    არცთუ შორეულ წარსულში საქართველოში ყველა საცხოვრებელი ბინა ტყუპისცალივით ჰგავდა ერთმანეთს და ინტერიერის მოწყობაც დაუწერელი წესით ხდებოდა: გქონოდა ის, რაც ჰქონდათ სხვებს. საბედნიეროდ, დღეს აღარც საცხოვრებელი ბინები ჰგავს ერთმანეთს და ინტერიერებიც განსხვავებული პრინციპით ეწყობა: გქონდეს ის, რაც არ აქვთ სხვებს. ამ ამოცანის გადაჭრაში აქტიურად არიან ჩართული დიზაინერები და შესაბამისად, ექსტერიერის დიზაინზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

    დიზაინერ ხათუნა ფირცხალავას ორი ტიპის სამუშაოს შესრულება უწევს: პირველი სამუშაო დამკვეთის დარწმუნებაა იმაში, რომ ერთი კონკრეტული სტილის არჩევაა საჭირო ხარისხიანი შედეგის მისაღწევად. როგორც თვითონ ამბობს, თუ დიზაინერი სწორად მიაწვდის სტილს, დამკვეთი უკან არ იხევს და ენდობა. ამის შემდეგ იწყება ძირითადი საქმე: ფანტაზიის, ფორმებისა და ფერების კომბინაციები.

    ხათუნა ფირცხალავამ მოსკოვის საერთაშორისო დიზაინის სკოლაში ნასწავლი თეორიები ჯერ მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების (კარიმ რაშიდი, ალექსანდრე ვასილევი, ბენო სიმასი, ლუკა მოლინარი) მასტერ-კლასებით გაიმყარა. შემდეგ კი მოსკოვშივე, დიზაინ-სტუდია «მასშტაბში» განახორციელა საინტერესო პროექტები. მოსკოვის საერთაშორისო დიზაინის სკოლა ყოველწლიურად ატარებს კონკურსს საუკეთესო დიზაინერებს შორის სახელწოდებით ,,დიზაინ დებიუტი,” 2007 წელს ნომინაციაში ,,დიზაინ ობიექტი” პირველი ადგილის მფლობელი სწორედ ქართველი დიზაინერი გახდა. წარმატებებმა და მუშაობის პროცესში მიღებულმა შემოქმედებითმა სიამოვნებამ,  პროფესიით ჟურნალისტს, საბოლოოდ გააკეთებინა არჩევანი არქიტექტურა-დიზაინის სასარგებლოდ.

    ქართული და რუსული სადიზაინერო სკოლების შედარებისას, ხათუნა ფირცხალავა ამბობს, რომ მოსკოვში დიზაინერული ინდუსტრია მდიდარი დამკვეთების ხარჯზე განვითარდა, რომლებიც არ კმაკოფილდებიან შაბლონური და მასობრივი დიზაინით, ცდილობენ, შეიძინონ საუკეთესო ბრენდი. ასეთი დამკვეთი დიდი ფუფუნებაა დიზაინერისთვის. საქართველოში გემოვნებიანი დამკვეთებიც არიან და შემოქმედი დიზაინერებიც, მაგრამ ხშირად შეუძლებელია სურვილების განხორციელება, მწირი ფინანსების გამო. 

    დიზაინერის დაკვირვებით, მოსკოვში შერეული სტილია პოპულარული, საქართველოში კი მინიმალიზმისაკენ მიდრეკილება შეიმჩნევა, რაც კარგია, თუმცა აქაც არსებობს ერთფეროვნებისა და შტამპურობის საფრთხე, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში კლასიკური სტილით - რუმინული და პოლონური ავეჯით იყო გამოხატული. 

    «სამყარო იმდენად მდიდარია ფერთა გამით, რომ სისულელე იქნება, რომელიმე ფერი ან ბრენდი მქონდეს ამოჩემებული. მთავარია, სტილი სწორად იყოს განსაზღვრული და დამკვეთისთვის საუკეთესოდ მიწოდებული. მაშინ შედეგიც საუკეთესო იქნება» - ამბობს ახალგაზრდა დიზაინერი, რომელსაც წინ დიდი გეგმები და თავისი და სხვისი ოცნებების ნაზავი ინტერიერები აქვს მოსაწყობი.

  • «ბორან ჯგუფის» წარმატების ფორმულა

    ბიზნესისთვის ეკონომიკური კრიზისი ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია, სწორედ ასეთ დროს ჩნდება ამა თუ იმ კომპანიის რეალური შესაძლებლობები. 2008 წელს კრიზისის გამო ბევრ კომპანიას სერიოზული პრობლემები შეექმნა. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვისთვისაც კრიზისს ხელი არ შეუშლია, ბიზნესის განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყვნენ. ასეთ წარმატებულთა შორის იყო კომპანია «ბორანი», რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ სამთო სამუშაოებით იყო დაკავებული. 2008 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა სამოღვაწეო არეალი და «ბორან ჯგუფად» ჩამოყალიბდა.

    დღეს «ბორან ჯგუფი» სამთო, სამშენებლო, ინერტული მასალების მოპოვება-გადამუშავების, ბუნებრივი და ხელოვნური სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების, სამშენებლო დანადგარებისა და ინვენტარის, მცენარეთა დაცვის საშუალებების, მეთესლეობის, ვეტერინარული პროდუქტების,  განათლებისა და კონსულტირების სფეროებში მოღვაწეობს. «ბორან ჯგუფის» ქოლგის ქვეშ 8 კომპანიაა გაერთიანებული და თითოეული თავის სფეროში წამყვანია.

    ჯანიკო ყაფლანიშვილი, «ბორან ჯგუფის» პრეზიდენტი და დამფუძნებელი: «კრიზისის დროს მხოლოდ რაციონალურობითა და კომპლექსურობით შეიძლება ბაზარზე ადგილის მოპოვება. ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, მოახერხო, ოპტიმალური იყო, დაინახო პრობლემა და მართებულად შეაფასო ვითარება. 2008 წელს ზუსტად ამ მიდგომებით დავიწყეთ ბიზნესმიმართულებების გაფართოვება. ჩვენს სიძლიერესა და წარმატებას განაპირობებს მიზანდასახულობა, განათლება, კომპეტენცია და პრაქტიკული გამოცდილება».

    «ბორანი» ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ 2001 წელს გამოჩნდა და სამთო სამუშაოების ბიზნესში მალევე წამყვანი კომპანია გახდა. ორგანიზაციაში დანერგილი მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების წყალობით მოახერხა საწარმომ ბაზარზე ლიდერის პოზიციის მოპოვება. დღეს «ბორან ჯგუფის» თითოეულ კომპანიაში დანერგილია როგორც მენეჯმენტის თანამედროვე სისტემა, ასევე მსოფლიოში აპრობირებული აღრიცხვის Exact ERP სისტემა, რომლითაც შესაძლებელია მთელი ჰოლდინგის საერთო ფინანსური მდგომარეობის კონტროლი და სრული ანალიზი.

    «სიახლეების მუდმივ ძიებაში ვართ. ვიდრე რომელიმე კომპანიაში ან ინდუსტრიაში შესვლას გადავწყვეტთ, დიდი ხნის განმავლობაში მიდის მოლაპარაკება და ბაზარზე არსებული რესურსის შეფასება. ჩვენი მიდგომაა, ვაკეთოთ რთული ბიზნესი და გვქონდეს საკუთარი ადგილი. როცა ბიზნესი რთულ სფეროშია, მით უფრო კონკურენტუნარიანია და მისი კოპირება სხვებისთვის ძნელია», - აღნიშნავს ჯანიკო ყაფლანიშვილი.

    კომპანიაში უმაღლეს დონეზეა აყვანილი შიდა ორგანიზაციული დისციპლინა. «ბორან ჯგუფის» წარმატებას განაპირობებს პროფესიონალთა გუნდი. ჰოლდინგში კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავენ. «ბორან ჯგუფი» ტრენინგებისა და გადამზადების მიზნით თანამშრომლობს ქართულ უნივერსიტეტებთან, ასევე კემბრიჯის უნივერსიტეტთან და სხვადასხვა საკონსალტინგო კომპანიებთან.

    ჰოლდინგი ღიაა ახალი პროექტებისა და ინვესტიციებისთვის, პარტნიორობისთვის მზად არის, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 2011 წლისთვის ტოპ-მენეჯმენტს გადაწყვეტილი აქვს, გაიმყაროს პოზიციები იმ სფეროებში, სადაც ამჟამად არის წარმოდგენილი, მაქსიმალურად გადააზღვიოს რისკები და კიდევ უფრო განვითარდეს.

     

  • «ინტექსი» - ინტერიერი, ნიმუში, ტექსტილი, ექსკლუზივი, ქსოვილი

    ქალები ოცნებობენ კომფორტულ სახლზე, მშვიდ გარემოზე, საუცხოო ინტერიერზე, ლამაზ ფარდებზე, საუცხოო ტექსტილზე, სხვადასხვა აქსესუარებზე. სახლის ინტერიერთან დაკავშირებული ყველა ამ სურვილის ასრულება მაღაზია-სალონ «ინტექსშია» შესაძლებელი. აქ ყველაფერია მყუდრო ბინისთვის: მსოფლიოს სხვადასხვა ბრენდების ექსკლუზიური ქსოვილები, ფარდები, ტენტები, დეკორატიული და სადა კარნიზები, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჟალუზები და ფარდის აქსესუარები, თეთრეული, ასევე ჰიგიენური თეთრეული და სხვადასხვა დეკორატიული ნივთები. «ინტექსი» ექსკლუზივზე მუშაობს და შეუძლია კლიენტს მისთვის სასურველი ორნამენტით ან ნახატით დამშვენებული ქსოვილი საზღვარგარეთიდან ჩამოუტანოს. გამოცდილი დიზაინერები და მკერავები კი დამკვეთს ნებისმიერი მოდელის ფარდებს შეუკერავენ.

    «ინტექსი» თბილისში 10 წლის წინ გამოჩნდა. ამ დროისთვის კომპანიას თავისი ერთგული კლიენტები უკვე ჰყავდა ბათუმში. ტექსტილის ბიზნესი ინგა მალაყმაძემ 12 წლის წინ ააწყო და ბათუმში თავიდან სალონური ტიპის მაღაზია გახსნა, სადაც მხოლოდ ნიმუშები ჰქონდა წარმოდგენილი. მალე დამკვეთთა რიცხვი გაიზარდა, ბიზნესი გაფართოვდა და მაღაზიები თბილისში, ფოთსა და ზუგდიდშიც გაიხსნა.

    «ინტექსში» ფართო არჩევანია ყველანაირი შემოსავლისა და გემოვნების კლიენტისთვის. 2010 წლის ოქტომბრიდან «ინტექსმა» დაბალფასიანი საქონელი შემოიტანა და ლილოს ბაზრის 20 პროცენტს ამარაგებს. «ინტექსის» ქსელში 4 კლასის საქონელია წარმოდგენილი: იაფი, საშუალო ფასის, მაღალი რანგის და სუპერ-კლასის პროდუქცია. ინგა მალაყმაძისთვის მთავარი ხარისხია და ყოველთვის ცდილობს, ფასის მიუხედავად მისი პროდუქცია საუკეთესო ხარისხის იყოს.

    ინგა მალაყმაძე, «ინტექსის» დამფუძნებელი: «ქართველი მომხმარებელი მომთხოვნი და გემოვნებიანია და საუკეთესო უნდა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რაც შეიძლება ადამიანმა ისურვოს. ტექსტილის ბიზნესი რთული და ძალიან საინტერესოა. იდეებით ვარ დატვირთული და მუდმივად სიახლეებს ვეძებ. რეალისტი ვარ და დასახულ მიზანს ვაღწევ. ახლა ვფიქრობ, დანადგარი ვიყიდო და ფარდის აქსესუარები საქართველოში დავამზადო. ისიც მახარებს, რომ მაღაზიებში ხალხი მყავს დასაქმებული და რამდენიმე ოჯახი შემოსავლებით არის უზრუნველყოფილი».

    «ინტექსის» მიერ შემოტანილი ტექსტილით არის გაფორმებული თბილისის უდიდესი სასტუმროები, როგორიც არის «თბილისი მარიოტი», «რადისონი», «აჭარა ჰოლიდეი», სხვადასხვა რესტორნები, კაბეები, ბარები. «ინტექსი» ხელშეკრულებით ემსახურება სახელმწიფო სტრუქტურებს და სამთავრობო რეზიდენციებს სწორედ მისი ქსოვილით შეკერილი ფარდები და ჟალუზები ამშვენებს.

    «ინტექსში» პროდუქცია ყოველ წელს სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ინგა მალაყმაძე მუდმივად განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტექსტილის გამოფენებზე დადის და ახალ კონტრაქტებს აფორმებს. ქალბატონი ინგა საქმეში დაუნდობელია, მაგრამ სამართლიანი. თანამშრომლებს ტყუილს არ პატიობს. მას ბიზნესში გვერდში უფროსი ქალიშვილი თამუნა მალაყმაძე უდგას. თამუნა 16 წლის იყო, «ინტექსში» რომ დაიწყო საქმიანობა. ახლა ის 20 წლისაა, «ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში» სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობებზე, ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით აპირებს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას. თან საოპერო მომღერლობისთვის ემზადება. თუმცა მომავალში სადაც არ უნდა იყოს, დედას ბიზნესში ყოველთვის გვერდში დაუდგება. ინგა მალაყმაძეს კი დიდი გეგმები აქვს და ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოვებას ფიქრობს.

  • კომპანია «ფასტ პლიუს»-ის წარმატება და ქველმოქმედება

    ავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა კომპანია «ფასტ პლიუს» დააჯილდოვა 2010 წელს, როგორც საგზაო ბიტუმის მსხვილი იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია. «ფასტ პლიუს» უკვე 12 წელია, რაც ირანიდან საქართველოში საგზაო სამშენებლო მასალის - ბიტუმის იმპორტს ეწევა. ხოლო მსგავსი ნომინაციით მისი საქმიანობა 2007 წელსაც აღინიშნა.

    «ჩვენი ყველაზე დიდი გამრჯვება ეს არის, როცა ისეთი გიგანტი კომპანიების გვერდით ვსახელდებით, როგორიცაა ლუკოილი, სოკარი, ვისოლი, ბრომპეტროლი» - ამბობს «ფასტ პლიუს»-ის დამფუძნებელი ნაზი ალასანია.

    «ფასტ პლიუს» პირველი და წლების მანძილზე ერთადერთი კომპანია იყო, ვისაც საგზაო-სამშენებლო მასალა ბიტუმი ირანიდან შემოჰქონდა, ხოლო მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გზების მშენებლობა გამოაცხადა, კომპანია ინტენსიურად გადავიდა იმპორტზე.

    დღეს «ფასტ პლიუს» ექსპორტ-იმპორტიორია, 2010 წელს, მხოლოდ სამი თვის განმავლობაში, 6 მილიონის ინვესტიცია შემოიტანა, იმით რომ მოახდინა ქართული ცხვრის ექსპორტი აზიურ ქვეყნებში. კომპანიის გეგმით, წლევანდელ სეზონზე არა მხოლოდ ცოცხალი საქონლის გაყვანა მოხდება, ასევე დაკლული ხორცის. ამისათვის «ფასტ პლიუს» პარტნიორებთან ერთად გეგმავს სასაკლაოს აშენებას, უკვე შეძინილია მიწაც, სადაც მოხდება ხორცის დამუშავება, შემდეგ კი მისი  ექსპორტირება აზიის ქვეყნებში. «ფასტ პლიუს»- ის გეგმაში ადგილობრივი ბაზარის მომსახურებაც შედის, რაც, თავის მხრივ, ქართული მესაქონლეობის განვითარებას ძალიან წაადგება.

    შეკითხვაზე, რამ განაპირობა მისი წარმატება, ბიზნესმენი ქალატონი გვპასუხობს: «ადამიანებთან ურთიერთობის ცოდნამ, საქმისადმი და პარტნიორებისადმი პატიოსანმა დამოკიდებულებამ. როცა არ იტყუები, პარტნიორიც გვერდით გიდგას. ამიტომაა, რომ 20 წელია ერთი ძირითადი პარტნიორი მყავს და მათგან დამყარდა სხვა კავშირებიც. აფხაზეთის ომის დროს ჩემმა ირანელმა პარტნიორებმა 2 მანქანა ბამბა და ბინტი გამომიგზავნეს საჩუქრად, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს კი, თვითონ ჩამოვიდნენ, ჩამოიტანეს პირველადი მოთხოვნილების ყველა საჭირო ნივთი, ჩემთან ერთად დადიოდნენ დევნილებთან და არიგებდნენ, ისე რომ არც ერთს არ უფიქრია ტელევიზიით გამოსვლა და ამაზე ხმამაღალი საუბარი.

    მეამაყება, რომ ყველაფერი საკუთარი შრომით მაქვს შექმნილი, ვარ კანონმორჩილი და მშიერს ვერ დავტოვებ ვერავის, თუმდაც მტერი იყოს».

    «ფასტ პლიუს»-ის მეცენატობა, რომელიც 2008 წელს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ჯილდოთი აღინიშნა, ნაზი ალასანიას სხვა ქველმოქმედებებთან ერთად შემდეგმა ფაქტმაც განაპირობა:   პირადად მან წლის 4 აგვისტოს უკრაინიდან ის ქართველი ბავშვები ჩამოიყვანა, რომელებიც იქ აფხაზეთიდან მოხვდნენ, ანდა პირდაპირ იქ დაიბადნენ და ისე გაიზარდნენ, საქართველო არ ენახათ. როდესაც ნაზი ალასანია უკრაინაში გამართულ საქართველოს დღეებზე მოხვდა და ნახა, როგორ ცეკვავდნენ ისინი ქართულ ცეკვებს, გადავწყვიტა, მეჩვენებინა მათთვის სამშობლო, ნათესავები, და ეგრძნოთ, რომ ისინი საქართველოში უნდა დაბრუნდნენ. «ფასტ პლიუს»ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ამ პროექტს კიდევ გააგრძელებს და უკრაინაში გადახვეწილ პატარა ქართველებს სამშობლოს სიყვარულს არ დაავიწყებს.

    ამჟამად კი კომპანია მუშაობს პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ჭავჭავაძის პროსპექტზე, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე ინვესტორის შეყვანას იქ მცხოვრები დევნილების დაბინავების მიზნით, ისე რომ მათ კვლავ გაუჩნდეთ საკუთარი მიწისა და სახლის შეგრძნება.

  • დიდ სამშენებლო ტრადიციებზე დაფუძნებული წარმატება

    «სამშენებლო კომპანია მამისონი» დამსახურებული ინჟინერისა და ღირსების ორდენის კავალერის ავთანდილ ჩალაძის მიერ საქართველოში არა ერთი უნიკალური და გრანდიოზული სამშენებლო პროექტი განხორციელდა. მის სახელს უკავშირდება ისეთი უნიკალური ჰიდროტექნიკური კომპლექსების მშენებლობა, როგორიცაა ენგურის, ვარციხისა და ჟინვალის ჰიდროკვანძები, ასევე 1978-85 წლებში ხელმძღვანელობდა ჟინვალის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსის მშენებლობას მდინარე არაგვზე. ავთანდილ ჩალაძე წლების განმავლობაში ხელძღვანელობდა «საქგვირაბმშენს,»  რომელიც სამრეწველო და საინჟინრო ნაგებობებს, ხიდებს, ათეულ კილომეტრობით გზებსა და გვირაბებს აშენებდა. 75 წლის ინჟინერი კვლავაც ძველი შემართებით აგრძელებს რთული და მასშტაბური პროექტების განხორციელებას.

    ავთანდილ ჩალაძის მიერ დაფუძნებული «სამშენებლო კომპანია მამისონი» ერთ-ერთი წარმატებული და ძლიერი ორგანიზაციაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-მშენებლების გუნდით, გააჩნია საუკეთესო ტექნიკური საშუალებები და ყოველთვის დროულად ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოებს. «მამისონის» მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. სამშენებლო კომპანიის მიერ შენდება სხვადასხვა დარგის ობიექტები, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსებით დაწყებული და სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების შენობებით დამთავრებული.

    სხვადასხვა წლებში ავთანდილ ჩალაძის კომპანიამ ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა აღდგენა-როკონსტრუქციის არა ერთი სამუშაო შეასრულა. მათ შორის არის საცხენჰესის სწრაფმდენის აღდგენა-გამაგრება, რიონჰესის წყალსაგდების აღდგენა-რეკონსტრუქცია და სხვა. 2000 წელს, სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე, სამშენებლო კომპანიამ რუსეთის ფედერაციაში, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მდინარე არდონზე მშენებარე ზარამაგის ჰიდროტექნიკურ ნაგებობების კომპლექსი დაასრულა.

    1997 წელს კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის სუფსის ტერმინალის მშენებლობაზე. ამ პროექტში თანაკონტრაქტორი იყო ისეთი უცხოური ფირმების, როგორიც არის გერმანული «კელერი», ფრანგული «ენტროპოისი» და თურქული «ტმლ-ბოროვა». ქართულ კომპანიას უცხოელ პარტნიორებთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული. ახალზელანდიურ ფირმა «მაკ კონელ დოუელთან» და თურქულ ფირმა «ტექფენთან» ერთად შეასრულა ნავთობსადენის წნევის დამწევის სადგურებისა და ტრასის ცალკეული მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოები. «მამისონი» სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს ასევე თანამშრომლობდა რუსული «რაო ეეს რასიასთან», ბერძნულ «ტეხნოდომიკთან», ამერიკულ «სიკორ ინვაირომენტალ ინტერნეიშენალთან» და სხვა.

    ავთანდილ ჩალაძის კომპანიის მიერ მნიშვნელოვანი საავტომობილო გზები გაკეთდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია მდინარე ენგურის ხეობაში, მაღალმთიან პირობებში კონსოლური კონსტრუქციების გამოყენებით გაყვანილი საავტომობილო გზა. ასევე საქართველოს სამხედრო გზაზე, სოფელ ჟინვალისა და სოფელ ანანურის მონაკვეთზე განხორციელდა 15 კმ საავტომობილო გზა, 2 უნიკალური ხიდით. კომპანია «მამისონის» მიერ აიგო სატრანსპორტო კვანძი გმირთა მოედანზე და მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, თამარ მეფის ხიდთა დამაკავშირებელი მრავალმალიანი ესტაკადა.

    «მამისონი» არა მარტო რთულ საინჟინრო ნაგებობებს აშენებს, ასევე მის სახელს უკავშირდება სამოქალაქო, კულტურული და საკულტო ნაგებობების მშენებლობა. კომპანიის მიერ აიგო წმინდა სამების საკათედრო ტაძრის უნიკალური ნაგებობის მონოლითური კარკასი და სამრეკლოს შენობა. კომპანიის მიერ აშენდა რესტორანი «მაკდონალდსი», შესრულდა რუსთაველის თეატრის საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, ასევე «მამისონმა» ააშენა სავაჭრო კომპლექსები ლესელიძის ქუჩასა და ქეთევან წამებულის გამზირზე, ბაზალეთის ტბაზე დასასვენებელი კომპლექსი და სხვა.

    «სამშენებლო კომპანია მამისონი» 2011 წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს, მით უფრო, რომ დაკვეთები რთულ და საინტერესო მშენებლობებზე უკვე მიღებული აქვს.

     

  • «ბიზნესის დედააზრი სირთულეების გადალახვაშია»

    «ჩემი აზრით, ქვეყანაში რომ დიდი ინვესტიციები განხორციელდეს, საჭიროა ადგილზე განვითარდეს პატარ-პატარა ბიზნესები. ასე მოხდა ისრაელშიც,» - ამბობს ებრაელი ბიზნესმენი სოსო ფიჩხაძე, რომლის საქმიანობასაც საქართველოში ინვესტორების მოზიდვა წარმოადგენს.

    სოსო ფიჩხაძე ხელმძღვანელი და წარმომადგენელია ისეთი საერთაშორისო კომპანიების, როგორიცაა სადაზღვევო კომპანია «ჯი-პი-აი» და «ინტერ-სექურითი», სამშენებლო კომპანია «ინტერნეშენელ დეველოპმენტ», საგზაო კომპანია «შემტოვ». ამ კომპანიებში ერთიანად საქართველოს 2 ათასზე მეტი მოქალაქეა დასაქმებული და ყველა კომპანიას ქართველი დირექტორი ჰყავს. 

    სოსო ფიჩხაძე პროფესიით მშენებელი ინჟინერია. მისი, როგორც ბიზნესმენის საქმიანობა რომელიმე სფეროზე არ კონკრეტდება, მაგრამ სამშენებლო ბიზნესი მისთვის მაინც პრიორიტეტად რჩება.

    სოსო ფიჩხაძე: «ქვეყანაში არსებული კრიზისის მიუხედავად, ჩვენ დავიწყეთ და ვაშენებთ თანამედროვე არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც საოფისე, სავაჭრო და საცხოვრებელი შენობებისაგან შედგება. «რივერ თაუერსი» ანუ მდინარის სასახლე ვახუშტის ხიდის მიმდებარედ აშენდება და მრავალსართულიანი, თანამედროვე ევროპული არქიტექტურის მქონე კომპლექსი იქნება. დაგეგმილია 20 ათასი კვადრატული მეტრის მქონე 2 სართულიანი სავაჭრო ცენტრის მოწყობა.

    ქვეყანაში ახლა კრიზისია, მაგრამ შენების ტენდენციას არ შეიძლება ხელი შეეშალოს ერთი მოვლენით. სახელმწიფო და ქალაქი საჭიროებს ამას. ხალხი შეშინდა, მაგრამ ეს გარდამავალი მდგომარეობაა. ადამიანს მუდამ აქვს სურვილი, უკეთესად იცხოვროს. როცა ყველაფერი დალაგდება, კრიზისის გავლის მერე, მოთხოვნები ისევ გაიზრდება საცხოვრებელ ბინებსა და ოფისებზე. ჩვენ ამ პროცესს მზად დავხვდებით და უკვე აშენებულს შევთავაზებთ მომხმარებელს. მშენებლობისთვის ხომ საჭიროა 2-3 წელი, ამიტომ ახლავე ვიწყებთ».

    სოსო ფიჩხაძის ბიზნეს-ოცნება ისეთი შენობის აგებაა, რომელიც თავისი კონსტრუქციით და არქიტექტურით ქალაქის ყურადღებას დიდი ხნით მიიპყრობს და ისტორიას დარჩება. სურს, ეს იყოს როგორც საინჟინრო, ასევე არქიტექტურული ნოვაცია, რომელიც ქალაქსაც გამოადგება და ხალხის მოწონებასაც დაიმსახურებს. რასაკვირველია, ამის განხორცელებას დრო სჭირდება. ერთ-ერთ ასეთ პროექტად «რივერ თაუერსიც» შეიძლება ჩაითვალოს.

    სოსო ფიჩხაძე საქართველოში 90-იან წლებში დაბრუნდა, გამგზავრებიდან 17 წლის შემდეგ, როცა საქართველოს სავაჭრო წარმომადგენელი გახდა ისრაელში. მის ძირითად საქმიანობას მაშინაც ინვესტორების მოზიდვა და მათთვის საქართველოს გაცნობა შეადგენდა. როგორც კი გზა გაიხსნა და შესაძლებლობა გაჩნდა, იგი ოჯახთან ერთად საქართველოსკენ გამოემართა. «ეს ჩვენი ენაა, ჩვენი სამშობლოა, კარგად ვგრძნობთ აქ თავს და მიუხედავად სირთულეებისა, ვიტანთ ამ სირთულეებს მომავლის იმედით. სიძნელეები ყველგან ჩნდება, მაგრამ ბიზნესის დედააზრი იმაშია, რომ ვინც სირთულეს არ გადალახავს, ბიზნესს ვერ გააკეთებს,»- ამბობს ბიზნესმენი, რომლის ოცნებაა, საქართველოში მშვიდობა და საქმიანი გარემო სუფევდეს, «რათა ჩვენმა შვილებმა შეძლონ იმ ადგილებში ჩამოსვლა, სადაც მათი მამა-პაპა დაიბადა».

  • იცხოვრეთ ლამაზად და მშვიდად

    უკვე 15 წელია, რაც რადიო თუ ტელევიზიიდან ისმის სლოგანი: «იცხოვრეთ ლამაზად და მშვიდად». ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, ვინც არ იცის, რომ ეს კომპანია «დიოს» სლოგანია. «დიო» თავის საქმეში უპირობო ლიდერია, რომელსაც უკავშირდება ინოვაციები და ახალი ტენდენციები. მის პროდუქციას სახლსა თუ ოფისში შემოაქვს ჰარმონიის, კომფორტის, სილამაზის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების განცდა. «დიოს» ევროპული ხარისხი და დიზაინი უძლებს დროს, არის მუდამ თანამედროვე და მოდური.

    «დიო» 1996 წელს შეიქმნა და მაშინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ირმა დაუშვილის მიერ დაარსებული კომპანია ასეთ წარმატებას მიაღწევდა.

    კომპანიის წარმატებასა და მისი პოპულარობაში პროდუქციის მაღალ ხარისხთან ერთად გადამწყვეტი სახელი «დიო»-ც აღმოჩნდა. ეს სახელი კი თავის დროზე ასე იშიფრებოდა - დაუშვილი ირმას ორგანიზაცია. თუმცა ბოლო წლებში სიტყვა «ორგანიზაცია» «ოჯახმა» ჩაანაცვლა, რადგან ბიზნესში უკვე დაუშვილების მთელი ოჯახი ჩაერთო. დღეს წარმოებას მთლიანად ეკონომისტი ძმა, თამაზ დაუშვილი განაგებს და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. ფინანსები კი ირმა დაუშვილის დას აქვს ჩაბარებული.

    «ჩვენი წარმატება სწორედ იმაშია, რომ ოჯახური კომპანია გვაქვს. ჩემი და-ძმა ყველაზე ერთგული პარტნიორები არიან. როცა კომპანიის მენეჯმენტი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც ერთმანეთს ენდობიან, ეს ბიზნესისთვის საუკეთესოა. ჩვენმა ოჯახურმა ერთობამ დიდი ქულა მისცა ჩვენს კომპანიას. «დიო» არის ჩვენი საერთო შვილი, რომელსაც ყველა საგანგებოდ ვუფრთხილდებით», - ამბობს ირმა დაუშვილი.

    «დიო» დღეს ფარდა-ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ბიზნესში ყველაზე ცნობილი ბრენდია. მისი პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და დიდი გამძლეობით, ამასთან წლების განმავლობაში «დიო» მაღალ ფასთანაც ასოცირდებოდა. თუმცა, ბოლო წლებში კომპანია ცდილობს დაამსხვრიოს მითი «დიოს» პროდუქციის ძვირადღირებულების შესახებ. მით უფრო, რომ ფასი მართლაც საგრძნობლად შემცირდა, თუმცა არა ხარისხის ხარჯზე. 

    «დიო»-მ წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა და ამით შეძლო პროდუქციაზე ფასის დაწევა. კომპანია ახლა უკვე გათვლას საშუალო შემოსავლების მქონე სეგმენტზე აკეთებს. დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში «დიო»-ს დიდი და თანამედროვე წარმოება აშენდა. დიდი ინვესტიცია ჩაიდო მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარების დამონტაჟებაში. ახლა უკვე თბილისში არსებობს გამართული ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ უცხოეთიდან ჩამოტანილი პროფილებისგან პროდუქცია ადგილზე დამზადდეს. ამან კი პროდუქციის ფასზე სერიოზული გავლენა მოახდინა. კომპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით გააჩნია რეგიონალური ოფისები და კარგად გამართული სადილერო ქსელი - ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ხაშური, გორი, თელავი და ა.შ.

    «დიო»-ში ყველაზე მთავარი ადამიანური ურთიერთობებია. აქ თითოეული თანამშრომელზე ზრუნავენ და მისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. როგორც ქალბატონი ირმა აღნიშნავს, თანამშრომლებს კარგი პირობები უნდა ჰქონდეთ, რომ უფრო ხალისით იმუშავონ, რადგან მხოლოდ კარგი განწყობით შეიძლება უკეთესი პროდუქციის შექმნა.

    განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თანამშრომელთა პროფესიულ ზრდასა და განვითარებას. «დიო»-ში წელიწადში ერთხელ გერმანიიდან და იტალიიდან ჩამოჰყავთ სპეციალისტები, რომლებიც ტრენინგებსა და სემინარებს უტარებენ თანამშრომლებს.

    «დიოს» მთავარი სავიზიტო ბარათი მაინც ფარდა-ჟალუზებია, და ამ პროდუქტს ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფარდა-ჟალუზების გარდა, «დიო» უმაღლესი ხარისხის ევროპული მასალისგან აწარმოებს PVC კარ-ფანჯრებს, ფარად-ჟალუზებს, რომაულ ფარდებს, ტენტებს, გარე დამცავ ჟალუზებს და სხვა. «დიოს» ახალი პროდუქტებიც აქვს: ფრანგული ბარისოლის გასაჭიმი ჭერი, იტალიური შლაგბაუმები და ჭიშკრის კარების სამართავი ძრავები.

    «დიოს» კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი აქვს განსახორციელებელი. ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოვებას გეგმავენ. კომპანიის ხელმძღვანელები მუდმივად ცდიოლობენ, რომ დამკვეთებს სიახლეები შესთავაზონ. ამ მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენებს ესწრებიან და ახალ ტენდენციების ეცნობიან. «დიოში» ზრუნავენ იმაზე, რომ საქართველოში ყველამ ლამაზად და მშვიდად იცხოვროს.

    ირმა დაუშვილი : «წარმატების განმსაზღვრელი რეცეპტები არ არსებობს, მაგრამ პირველ რიგში ყველაფერი შრომით მიიღწევა. რა თქმა უნდა, იღბალიც საჭიროა. თუმცა იღბალი ცდების შედეგია. აინშტაინმა თქვა: მართალია მიმართლებს, მაგრამ მიკვირს, მხოლოდ 1001 ცდაზე რატომ მიმართლებსო. ასე რომ, თუ 1001-ედ ცდი, ყველაფერი გამოგივა. მთავარია, ფარ-ხმალი არ დაყარო. «დიოს» ბევრი წინააღმდეგობები ჰქონდა. ოთხჯერ მოგვიწია ყველაფრის თავიდან აწყობა, მაგრამ არ გავჩერდით. წარმატების მიღწევისთვის მთავარია ერთგული და კეთილი დამოკიდებულება დამკვეთების მიმართ».

     

  • «თუ გადახდის კულტურა არ გაქვს, წარმატებას ვერ მიაღწევ»

    90-იან წლებში, პირველად ქართულ ბაზარზე «ფილიპსისა» და «ოსრამის» ეკონათურები გამოჩნდა. ცოტა ხანში დიდუბეში, დიდუბის ქუჩაზე პატარა მაღაზიაც გაჩნდა, სახელწოდებით «ახალი ნათება». ალბათ, მაშინ ამ მაღაზიის მეპატრონე, ზურაბ გაბინაშვილი ვერც წარმოიდგენდა, რომ ეს მარტივად შერქმეული სახელი გეზის მიმცემი აღმოჩნდებოდა ოცდამეერთე საუკუნის მიჯნაზე მყოფი ქვეყნისთვის და სწორედ ამ ერთი პატარა მაღაზიით დაედებოდა საფუძველი ქართულ გარემოში ახალ ნათებაზე - განათების თანამედროვე სისტემებზე მზარდ მოთხოვნილებას. სულ მალე გზას პირველი ეკონათურებიდან «ახალი ნათების» მთელი ქსელი მოჰყვა.    

    «ახალი ნათება» თანამედროვე ტენდენციებს გულისხმობს. არა მაინცდამაინც ძვირადღირებულ ჭაღს, არამედ განათების ერთიან, სრულყოფილ სისტემას, რომელიც მიმართულია ინტერიერში სიმყუდროვის შექმნაზე. განათების  ინოვაციური სისტემები საშუალებას გვაძლევს, გამოვაჩინოთ არქიტექტურისა და  დიზაინის, ინტერიერის თუ ექსტერიერის საინტერესო შტრიხები.

    ზურაბ გაბინაშვილი იხსენებს, რომ თავიდან კომპანიის მთავარი სტრატეგია ქართულ ბაზარზე თანამედროვე ტენდენციების დამკვიდრება იყო. თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული მანქანათმშენებლის ინჟინრის დიპლომი მას არასდროს დასჭირვებია. ამჟამად იგი თბილისში საუკეთესო განათების მაღაზიათა ქსელის ხელმძღვანელი გახლავთ და კომპანიის მიერ პროდუქციის შერჩევა დღესაც მისი «ფილტრის» გავლით ხდება.

    კომპანია «ახალი ნათება» საქართველოში 9 სარეალიზაციო ობიექტზე და მათ შორის დიღმის საგამოფენო პავილიონში ოპერირებს, სადაც წარმოდგენილია განათების სხვადასხვა საშუალებები - ჭაღები, ბრები, ტორშერები, სხვადასხვა განათების არქიტექტურული სისტემები და  ნათურების ფართო სპექტრი. კომპანია ისეთი ცნობილი ბრენდების დილერია, როგორიცაა მსოფლიო ბაზრის ლიდერი განათების სფეროში  იტალიური კომპანია  «არტემიდე,» ასევე იტალიური ბრენდი «ფაბიანი», ბელგიური «დელტა-ლაითი», ავსტრიული «კოლარცი», რომელიც თავის ჭაღებსა და აქსესუარებში იყენებს სვაროვსკის ბროლს და ა.შ. «ახალი ნათება» .ყველაზე ფართო და სრულყოფილი კომპანიაა განათების სისტემების სექტორში ამიერკავკასიაში; მას ანალოგი არ ჰყავს მრავალფეროვნებისა და ორიგინალურობის თვალსაზრისით სხვა მოწინავე ქვეყნებშიც. 

    ზურაბ გაბინაშვილი, კომპანია «ახალი ნათების» დირექტორი, დამფუძნებელი: საქართველოს ბაზარი ძალზე მწირია და 9 სარეალიზაციო ობიექტი ამ მინიატურულ ბაზარზე სარეკორდოა. ჩვენი კომპანია ყველა სფეროს მოიცავს – არქიტექტურისა თუ ურბანული განათების, ასევე ინტერიერის და ექსტერიერის განათების კუთხით: ტექნოლოგიებს, აქსესუარებს და დეკორატიულ განათებას.

    კომპანია 1999 წელს დაფუძნდა, თუმცა წლების მანძილზე მას წინ უძღოდა ჩემი, როგორც ინდმეწარმის მოღვაწეობა ამ სფეროში; პირველად ჩვენ შემოვიტანეთ ქართულ ბაზარზე ეკონათურები, რომელსაც მხოლოდ «ფილიპსი» და «ოსრამი»  აწარმოებდა. როცა მოთხოვნა გაიზარდა, მეტი ამბიცია გაგვიჩნდა და მე და ჩემმა დამ, ირმა გაბინაშვილმა, დავაფუძნეთ კომპანია «ახალი ნათება». პირველი მაღაზია სახელწოდებით «ახალი ნათება» დიდუბის ქუჩაზე გავხსენით. ნათურების გარდა შემოვიტანეთ აქსესუარები და განათების სხვადასხვა სისტემები. იმის გამო, რომ საქართველოში ახალი “ხილი” იყო განათების თანამედროვე დიზაინი, ჩვენმა კომპანიამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მანამდე ყველაზე მოდური და ფართოდ გავრცელებული განათების საშუალებები იუგოსლავური და ჩეხური ჭაღები იყო და არჩევანიც - საკმაოდ შეზღუდული. დავინახე,  თუ რაოდენ დიდი პოტენციალი ჰქონდა ამ სფეროს, რადგან უზარმაზარი არჩევანი არსებობდა მსოფლიოში.;  წლების განმავლობაში დავდიოდით გამოფენებზე უცხოეთში, ვაკვირდებოდით,  ვსწავლობდით და შედეგმაც არ დააყოვნა..”

    როგორც «ახალი ნათების» დამფუძნებელი აღნიშნავს, ქართველი მომხმარებელი საკმაოდ გემოვნებიანია  და კომპანიის სტრატეგიაც თავიდანვე თანამედროვე ტენდენციების დამკვიდრება იყო.

    «ვცდილობდით, გვერდი აგვევლო კლასიკური ჭაღებისათვის, «დაე, ეს ასორტიმენტი სხვას ჰქონდეს, ჩვენ განათების ახალი კულტურის დასამკვიდრებლად ვიმუშავებთ», ვამბობდით იმ დროს. წლების მანძილზე სწორედ ჩვენი გემოვნების მომხმარებელი შევიძინეთ.» - ამბობს ზურაბ გაბინაშვილი. ბოლო 2-3 წელია დიზაინერები კლასიკურ ჭაღებს უფრო ინტენსიურად იყენებენ თანამედროვე დიზაინში. ვისაც კლასიკა უყვარს, კომპანია “ახალი ნათება” მათ მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს.

    თუმცა «ახალი ნათება» მხოლოდ ჭაღები არ არის, ეს ზოგადად ახალი ტექნოლოგიებია. ის, რაზეც ევროპა და მთელი მსოფლიო  უკვე დიდი ხანია მსჯელობს, ეს ეკოგანათებაა.

    ზურაბ გაბინაშვილი: «2009 წელს ოფიციალურად აიკრძალა ვოლფრამის ნათურების გაყიდვა ევროპაში, 2010 წლის ბოლომდე კი წარმოება უნდა შეჩერდეს 75-100ვატიანი ნათურების. მთელი რიგი ქვეყნები მხარს უჭერენ ამ გადაწყვეტილებას. საქართველოში ამ პროცესის დაწყებას 2011-12 წლებში უნდა ველოდოთ. ჩვენ წარმოება არ გვაქვს, შესაბამისად, მხოლოდ გაყიდვის აკრძალვა შეგვიძლია, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით. «ოსრამი» და «ფილიპსი» ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების შემუშავებაზე გადავიდნენ და ახალი LED-ტექნოლოგიები შემოიტანეს ბაზარზე, რომელიც თანამედროვე ეკონათურებზე 5-ჯერ  უფრო ეკონომიურია და მინიმუმ 50 000საათის სამუშაო რესურსი გააჩნია, რაც იმას გულისხმობს, რომ შეიძლება  20 წელი გავიდეს ისე, რომ ნათურის გამოცვლა არ დაგვჭირდეს. ახალი ტექნოლოგიის მიზანი მსოფლიოში ელექტროენერგიის დაზოგვაა. მასობრივი მომხმარებლის 80%-ისთვის დღეს ხელმისაწვდომია ეკონომიური ნათურები. ლედ-ნათურები საქართველოშიც შემოსულია და მათი მინიმალური ფასი 16-18 ლარიდან იწყება,  ლედ-ტექნოლოგიები მომავალის სიტყვაა, რითიც სულ უფრო მეტად ინტერესდებიან არქიტექტორები». 

    ამ სფეროში კონკურენცია ქართულ ბაზარზე საკმაოდ მწირია,  თუმცა ბოლო დროს ჩნდებიან ახალი კომპანიები, რომლებიც გარკვეულ კონკურენტულ გარემოს ქმნიან. «ახალი ნათების» დამფუძნებელი ამბობს, რომ  რაც უფრო ძლიერია კონკურენცია,  მით მეტი შანსი გაქვს განვითარდე.

    ზურაბ გაბინაშვილს თუ ჰკითხავთ, დღეს ამ საქმეს იმავე ფულით თუ დაიწყებდა, რითაც დაიწყო, გიპასუხებთ, რომ  მაშინდელი მწირი თანხით დღეს ეს წარმოუდგენლად მიაჩნია, თუმცა მონდომება და შრომისმოყვარეობა ყოველთვის არის წარმატების საფუძველი. «ჩვენ შევძელით, მინიმალური თანხით გადაგვედგა ნაბიჯები, შევისწავლე თურქული ენა პარტნიორებთან ურთიერთობების დასამყარებლად. ნდობის შედეგად მოვიპოვეთ სერიოზული კრედიტები, რასაკვირველია, ხელი შეგვიწყო ბაზარზე ამ პროდუქციაზე მოთხოვნილებამ და  - კომპანია დღეს უკვე 85 თანამშრომელს ითვლის”, - ამბობს «ახალი ნათების» დამფუძნებელი. ბიზნესში წარმატების მთავარ პირობას კი ასე აყალიბებს: «უნდა გქონდეს კეთილსინდისიერი ურთიერთობების შინაგანი მოთხოვნილება და, რაც მთავარია, გქონდეს დროულად გადახდის კულტურა – თუ გადახდა არ იცი, წარმატებას ვერ მიაღწევ, იქნება ეს საკრედიტო, საბიუჯეტო, სახელფასო თუ სხვა გადასახადი».

    რას ნიშნავს ნათელი და მყუდრო სახლი?

    ზურაბ გაბინაშვილის თქმით, ეს არის სივრცე და თავისუფლება, სადაც მეტად ვიყენებთ მზის სინათლეს და კიდევ ერთხელ ვზოგავთ ელექტროენერგიას. განათება ემსახურება იმას, რომ ადამიანმა ჰარმონიულად იგრძნოს თავი საცხოვრებელ გარემოში. განათება ის «ჯადოქრობაა,» რომელიც ჩვენს ფსიქოლოგიაზე, განწყობასა და შრომისუნარიანობაზე მოქმედებს. მომხმარებლებს კი კომპანია «ახალი ნათება» შემდეგ რჩევებს აძლევს: 

    დაამსხვრიეთ სტერეოტიპი, რომ სახლს უნდა ჰქონდეს ორმაგი რკინის კარი და ცხრაკლიტულით იკეტებოდეს. უსაფრთხოების დაცვა  დღეს სხვადასხვა საშუალებითაც შეიძლება. მაქსიმალურად გახსენით და გაანათეთ ინტერიერი.

    მნიშვნელობა არ აქვს, სად შეიძენთ და რა ფასად, სერიოზულად მიუდექით ინტერიერში განათების თემას. ავეჯსა და რემონტზე დახარჯული თანხა ფუჭი იქნება, თუ სწორად არ დააგეგმარებთ განათებას და ეფექტურად არ მიმართავთ მას დიზაინისა თუ არქიტექტურის წარმოსაჩენად. ეს ეხება როგორც სახლს, ასევე ოფისს.

    ყოველთვის გახსოვდეთ აქსიომა – ძუნწი ორჯერ იხდის. ამიტომ ნუ დაზოგავთ ფულს ხარისხიანი პროდუქციის შესაძენად. ჩვენი კომპანიის მთავარი ამოსავალი წერტილი, რითაც მომხმარებლისათვის რჩეული კომპანია გავხდით, ისაა, რომ აქცენტს ვაკეთებთ ხარიხსზე და მხოლოდ ხარისხიან პროდუქციას ვთავაზობთ.. 

  • თბილი სახლი ცივილიზაციის ნიშანია

    «კაპაროლი» საქართველოში თერმოიზოლაციის სისტემას ამკვიდრებს

     დღეს ცივილიზებულ სამყაროში სულ უფრო აქტუალური ხდება ენერგოდამზოგავი სისტემების ცხოვრებაში დანერგვა. რაც უფრო განვითარებულია საზოგადოება, მით მეტ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს მოიხმარს და ეს ენერგია ყველაზე მეტად გათბობისა და კონდიცირების სისტემებისთვის გამოიყენება. ამიტომ ევროპა ცხოვრების ახალ სტანდარტებზე გადავიდა, შენობების ფასადებზე თბოსაიზოლაციო სისტემების დამონტაჟება დაიწყო. დასავლეთში ექსპლუატაციაში არ მიიღება ის სახლი, რომელიც თერმოსაიზოლაციო სისტემის გამოყენებით არ არის აშენებული. საქართველოში ამ სისტემას მშენებლები ჯერ მხოლოდ ახლა ეცნობიან და ნელ-ნელა იყენებენ კიდეც, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.

    «კაპაროლი», რომელიც ქართულ ბაზარზე ნათელი ფერების საღებავებით, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით არის ცნობილი, ახლა უკვე თერმოსაიზოლაციო სისტემის გამოყენების კულტურის დანერგვას ცდილობს. ორი წელია, რაც «კაპაროლ ჯორჯიამ» გერმანიიდან უმაღლესი ხარისხის თბოიზოლაციის სისტემები შემოიტანა და მისი ეფექტურობის სადემონსტრაციოდ ბათუმში ერთ სახლზე დაამონტაჟა. საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებმა თანამედროვე ტექნოლოგიის სიკეთე უკვე საკუთარ თავზე გამოსცადეს.

    თერმოსაიზოლაციო სისტემა შენობისთვის ერთგვარი თერმოსია, რომელიც ზამთარში სახლის ეფექტურ გათბობას უზრუნველყოფს, ხოლო ზაფხულში - გაგრილებას, შენობას ნესტისგან იცავს და წყალს არ ატარებს. ერთი სიტყვით, ყველა ტიპის კლიმატურ პირობებში იდეალურია. ამ სისტემის გამოყენებით აშენებული სახლის დათბობაზე ან გაგრილებაზე ყოველდღიურად 30 პროცენტით ნაკლები ენერგია იხარჯება, ანუ სისტემის დამონტაჟების დროს გაწეული ხარჯის ამოღება 3-4 წელიწადში არის შესაძლებელი, რადგან ამ სახლში მცხოვრებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი 30 პროცენტით უმცირდება.

    თერმოსაიზოლაციო სისტემა ყველა ტიპის შენობის გარეფასადზე მონტაჟდება. არსებობს A და B სისტემები. ერთი - მინა-პაკეტოვანია, რომელიც ფანჯრების ირგვლივ მონტაჟდება, ცეცხლგამძლეა და ხანძრის დროს ერთგვარ დამცავ ფარს წარმოადგენს, ხოლო მეორე თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. ასევე, ზომის მიხედვით არსებობს: 04, 06, 08 და 012 სისქის მასალები, რომელიც კლიმატური პირობების გათვალისწინებით გამოიყენება. ეს სისტემა მიმზიდველია როგორც ენერგოიზოლაციის გამო, ასევე არქიტექტურული თვალსაზრისითაც, ის შენობის ფასადს ალამაზებს.

    გონიერი მშენებელი, კარგი არქიტექტორი და საკუთარ მომავალზე მზრუნველი მყიდველი არჩევანს ყოველთვის თერმოსაიზოლაციო სისტემით აშენებული სახლის სასარგებლოდ გააკეთებს. დღეს ამ სისტემის დამონტაჟებაზე გაღებული თანხა ის ინვესტიციაა, რომელიც მომავალში დიდ მოგებას მოიტანს. თბილი და ეკოლოგიურად სუფთა სახლი ხომ შეუფასებელია.

    «კაპაროლი» ეს არის ხარისხის ნიშანი, რომლის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქცია მთელ მსოფლიოში დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს. «კაპაროლი» უკვე 6 წელია, საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. 2005 წელს თბილისში გაიხსნა ახალი საწარმო «კაპაროლ ჯორჯია», რომელმაც პირველივე წლებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: გააფართოვა სადილერო ქსელი, გაზარდა პროდუქციის ასორტიმენტი, განიმტკიცა პოზიციები სამშენებლო მასალების ბაზარზე და მონაწილეობა მიიღო მრავალ საზოგადოებრივ წამოწყებაში.

    «კაპაროლი» ბაზარზე წარმოდგენილია  საღებავებით, საგრუნტავი და საჟღენთი მასალებით, ბათქაშებით, სამშენებლო ლაქებითა და ემალებით, ბეტონის დამცავი დანაფარებით, ფასადისა და საიზოლაციო სისტემებით, კედლის დეკორატიული დანაფარებით და ა.შ. დღეს ქართულ ბაზარზე იყიდება როგორც გერმანული წარმოების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, ასევე საქართველოში დამზადებული მასალები, რომელიც გერმანული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დაცვით მიიღება, რეცეპტურა და ინგრედიენტები გერმანულია, მხოლოდ წყალი და მენეჯმენტია - ქართული.

     

  • ინტერპლასტი ევროპული ხარისხის ქართული სამშენებლო მასალები

    წლების განმავლობაში ქვეყანაში დიდი სამშენებლო ბუმი იყო და სამშენებლო მასალებზე სერიოზული მოთხოვნა არსებობდა. თუმცა ბაზარზე არ იყო წარმოდგენილი ქართული კომპანია, რომელიც სამშენებლო კომპანიებს პროდუქციის სრული სპექტრით მოამარაგებდა. თავისუფალი ნიშა 2006 წლის დეკემბერში სამშენებლო მასალების კომპანია «ინტერპლასტმა» დაიკავა. მან ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია ბაზარზე 2007 წლის ივლისიდან გაიტანა. 

    «ინტერპლასტი» მთლიანად ქართული ინვესტიციით შეიქმნა და საამქროების მოსაწყობად 30 მილიონი ლარი ჩაიდო. საწარმოს მიერ გამოშვებული პირველი პროდუქცია პოლიეთილენის მილები იყო, რომელმაც მალე მოიპოვა პოპულარობა, რადგან ხარისხით ბევრ უცხოურ ანალოგს სჯობდა, ხოლო ფასით შედარებით იაფი იყო.

    სამშენებლო მასალების ახალ კომპანიას ნელ-ნელა ემატებოდა საამქროები და 2008 წლის ბოლოსთვის წარმოება სრული დატვირთვით გაიშვა. დღეს კომპანიაში 7 დამოუკიდებელი საამქროა და თითოეული სხვადასხვა ტიპის პროდუქციაზე მუშაობს. აქ იწარმოება პოლიეთილენის მილები წყლისა და ბუნებრივი აირისთვის, საკანალიზაციო მილები, როგორც ცენტრალური კანალიზაციისთვის, ასევე შიდა სამუშაოებისთვის, გათბობის მილები და მისი აქსესუარები, შეკიდული ჭერი, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისთვის პროფილები, მეტალო-კრამიტი, პენოპლასტი, რომელიც დათბუნებისთვის გამოიყენება, სენდვიჩ-პანელები, რომლითაც სწრაფად შენდება საწყობები და სხვა ტიპის ობიექტები.

    საწარმოში ყველაფერი გერმანული ტექნოლოგიით არის დანერგილი. ბიზნესის დაწყების პირველივე ეტაპზე ხელშეკრულება გაფორმდა პოლიმერულ წარმოებაში გერმანულ საკონსულტაციაო კომპანია “Baerlocher”-თან. სწორედ «Baerlocher»-მა დანერგა «ინტერპლასტში» ტექნოლოგია და წარმოებაში ხარისხს დღემდე აკონტროლებს. გერმანიიდან ყოველ 2 თვეში ერთხელ ჩამოდიან სპეციალისტები და სწავლობენ, როგორ მიდის კომპანიაში პროცესები. ასევე თბილისიდან “Baerlocher”-ში პერიოდულად იგზავნება პროდუქციის ნიმუშები ხარისხის შესამოწმებლად.

    2010 წელს «ინტერპლასტმა» ხარისხის მენეჯმენტის ISO-ს საერთაშორისო სტანდარტი განაახლა და გერმანული TUV-სგან ISO 9001-2008 მიიღო.

    ნიკა ყუბანეიშვილი, «ინტერპლასტის» გენერალური დირექტორი: «ამ კომპანიის ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. დღეს ჩვენ მიერ წარმოებული სამშენებლო მასალებით შენდება შენობები, რომელთაც 40-50 წელი უნდა გაძლონ და ჩვენმა პროდუქციამ პრობლემები არ უნდა შექმნას. ხანგრძლივი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება».

    კომპანიაში 380 ადამიანია დასაქმებული. «ინტერპლასტის» წარმატება დამოკიდებულია პროფესიონალთა გუნდზე, რომელიც ფაქტობრივად, კომპანიის ზრდასთან ერთად გაიზარდა. ასეთი ტიპის პროდუქციის წარმოების გამოცდილება საქართველოში არ არსებობდა და შესაბამისად არც კადრები იყო. ამიტომ საწარმოს მენეჯმენტმა სამსახურში ახალგაზრდა და მოტივირებული ადამიანები აიყვანა, რომელთაც სპეციალური მომზადება გერმანიასა და თურქეთში გაიარეს.

    დღეს «ინტერპლასტი» ქვეყანაში ბაზრის 23 პროცენტს ფლობს და წილის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს. ბოლო დრომდე კომპანიის ძირითადი მომხმარებლები სამშენებლო კომპანიები იყვნენ, თუმცა 2009 წლიდან ის საცალო გაყიდვების ბაზარზეც აქტიურად შევიდა. ამ მიმართულების გასაძლიერებლად შეიქმნა ქსელი, სადისტრიბუციო კომპანიებთან გაფორმდა კონტრაქტები და რაც მთავარია, მოხდა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინება.

    «ბიზნესი ველოსიპედივით არის, თუ არ მოძრაობ, წაიქცევი, ამიტომ ვცდილობთ, ბაზრის მოთხოვნებს ავყვეთ და მომხმარებელს შევთავაზოთ ის, რაც სჭირდება», - აღნიშნავს ნიკა ყუბანეიშვილი. 

    2010 წელს «ინტერპლასტში» ნახევარი მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო ახალი პროდუქტების განვითარებისთვის. ორი პოზიცია დაემატა: მეტალოპლასტმასის ფერადი პროფილი კარ-ფანჯრისთვის და შეკიდული ჭერის ფერადი პანელი. ორივე პროდუქტი ბაზარმა კარგად მიიღო. 2011 წელს კომპანია საცალო მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს და მარკეტინგულ კვლევებზე დაყრდნობით მომხმარებლისთვის რამდენიმე სიახლის შეთავაზებას აპირებს.

     

  • ნატალია კვანტალიანი ძლიერი ქალის მიერ არაფრისგან აშენებული დიდი იმპერია

    ნინო ლოლაძე ექსკლუზიურად სახე(ლ)ებისთვის

    უშუალო, მეგობრული და მომხიბვლელი ქალბატონი, სევდიანი მწვანე თვალებით, ძალიან დიდ ბიზნესს მართავს. ნატალია კვანტალიანი წარმატებული ადამიანია, რომლის მთავარი ფორმულაც ცხოვრებაში ასეთია: «ფული თუ მოუგებს ადამიანს, ის არასდროს არავინ გახდება, ხოლო თუ ადამიანი ფულს მოუგებს, მასზე ძლიერი და ამაყი არავინ იქნება». თავად ცხოვრებაში ფულის შოვნაც იცის, დახარჯვაც, გაცემაც და შეჭირვებულთა თანადგომაც.

    დიდ ბიზნესს კი ძლიერი ხელით მართავს. ნატა კვანტალიანი ამბობს, რომ ბიზნესში ძალიან გაუმართლა და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. პირველობა ბავშვობიდან უყვარდა და წარმატების მისაღწევად ძალას არასდროს იშურებდა. სპორტული ჟინი ბიზნესშიც გამოადგა. ბარიერების დაძლევა დიდი შრომისა და ენერგიის წყალობით არასდროს გასჭირვებია. ყოველთვის წინ მიიწევდა და შუა გზაზე არც საქმეს და არც პარტნიორებს არ ტოვებდა. მიზანს ნებისყოფით აღწევდა და გამარჯვების შემდეგ საკუთარ თავს დასაძლევად უფრო რთულ ბარიერს უსახავდა. ძლიერი ქალის ძალამ დიდი იმპერია შექმნა.

    როცა ერთ-ერთ ცნობილ მილიარდელს ჰკითხეს, როგორ იშოვეთ პირველი მილიონიო, უპასუხა: არ მკითხოთ, პირველი მილიონი როგორ ვიშოვე, შემდეგი მილიონების შოვნაზე კი სიამოვნებით მოგიყვებითო. მას შემდეგ ეს სიტყვები დიდი ბიზნესის მთავარ მახასიათებლად იქცა და ყველამ იცის, რომ წარმატებულ ბიზნესმენებს პირველ მილიონზე საუბარი დიდად არ უყვართ.

    საქართველოს ბიზნეს-მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნატალია კვანტალიანი ის იშვიათი გამონაკლისია,  რომელიც თამამად ჰყვება, როგორ მოვიდა დიდ ბიზნესში და რა გზით იშოვა პირველი ფული. მისი გულწრფელობა იმან განაპირობა, რომ ყველაფერი სუფთად დაიწყო და დასამალი და სათაკილო არაფერი აქვს. დღეს მის საწარმოში ჩამოსხმული ხაოიანზედაპირიანი ფილებით ლამაზდება საქართველოს ქალაქების ქუჩები, სკვერები და პარკები, მისი პროექტებია გლდანის «თეთრი ტბა» და თბილისის ზღვის სიტი. ყველაფერი კი ნოლიდან დაიწყო.

     

     

     

    როცა ცხოვრებას იწყებდა

     

    ნატალია კვანტალიანი წარმოშობით სამტრედიის დაბა კულაშიდანაა. ჯერ კიდევ მე-8 კლასში კულაშის საშუალო სკოლაში სწავლობდა, როდესაც მის ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა. წარჩინებული მოსწავლე იყო და მშობლები მის ექიმობაზე ოცნებოდნენ. ნატა კი სპორტით იყო გატაცებული და ეს მშობლებისთვის მიუღებელი იყო. ერთ დღეს, როცა ოჯახს ნატა მუსიკალურ სკოლაში ეგონა, ის სტადიონზე მძლეოსნობის ტურნირში იღებდა მონაწილეობას, თანაც - მე-10 კლასელის სახელით. ამ ღონისძიებას რესპუბლიკის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეც ესწრებოდა. ნატამ საუკეთესო შედეგი აჩვენა. ფინიშზე მისულს კი სიხარულისგან დაავიწყდა, ვისი სახელით ასპარეზობდა და ტირილი დაიწყო. მაშინ პედაგოგმა გამოაცხადა, რომ ნატა სინამდვილეში მე-8 კლასის მოსწავლე იყო. სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ნატას თბილისში გადმოსვლა და სპორტული კარიერის გაგრძელება შესთავაზა. მშობლების წინააღმდეგობა მალე დაიძლია და ნატა თბილისის მე-100 სპორტული სკოლის მოსწავლე გახდა, თან საქართველოს მძლეოსან ქალთა ნაკრებში ჩაირიცხა. სკოლა წარჩინებით დაამთავრა, სამედიცინო ინსტიტუტში შეიტანა საბუთები, მაგრამ პირველ გამოცდაზე ოთხიანი მიიღო და გამოცდების გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. სამტრედიაში დაბრუნდა და პედაგოგიურზე ჩააბარა. მალე ოჯახი შექმნა. ქალიშვილი ნათია შეეძინა, მაგრამ ოჯახური იდილია დიდხანს არ გაგრძელდა და 3 თვის ბავშვით ხელში მარტო დარჩა. ნატამ თავის თავში ძალა იპოვა, სულიერად არ გატყდა და ოჯახის შენახვა იტვირთა, ამიტომ საბუთები დაუსწრებელზე გადაიტანა.  

    საარსებო წყარო რომ ეშოვა, ბერეტების ქსოვა დაიწყო. ნატას ქსოვისა და კერვის ნიჭი დედისგან გამოჰყვა. ბერეტებს იქვე მეზობლად მცხოვრებ ებრაელ ქალს აბარებდა, რომელიც მისი დედობილი იყო. პირველ ბერეტში 10 მანეთი აიღო და ეს მის მიერ ნაშოვნი პირველი ფული იყო. მაშინ კულაშელებმა არ იცოდნენ, რომ ნატას მოქსოვილი ბერეტებით დადიოდნენ. წლების შემდეგ ისრაელში, დედობილის ოჯახში სტუმრობისას, ნატამ თოჯინის თავზე მის მიერ მოქსოვილი ბერეტი იცნო და ის დრო გაახსენდა, როცა ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყებოდა.

     

     

    დირექტორი, თან - დამლაგებელი

     

    ყოფილი მწვრთნელების რეკომენდაციით 19 წლის ნატა კვანტალიანი სამტრედიის სპორტის კომიტეტში დირექტორად დაინიშნა. თან მძლეოსნობაში ბავშვების მწვრთნელობა დაევალა. ხელფასი სულ რაღაც 160 მანეთი ჰქონდა. ამ დროს კომიტეტში დამლაგებლის ვაკანსია გამოჩნდა 80-მანეთიანი ანაზღაურებით. ნატა 20 წლის იყო, შრომა არ ეზარებოდა, ბავშვის შესანახად ფული სჭირდებოდა და ამიტომ დამლაგებლის ფუნქციაც შეითავსა. ყოველ დილით 6 საათზე დგებოდა, კულაშიდან სამტრედიაში ხონის ავტობუსს მიჰყვებოდა. დაალაგებდა მთელ კომიტეტს, უკან დაბრუნდებოდა, თავს მოიწესრიგებდა, ბავშვს გაამზადებდა და 9 საათზე უკვე სამსახურში იყო. ასეთ რეჟიმში 5 წელი ისე იმუშავა, კომიტეტში დამლაგებლის ვინაობა არავინ იცოდა. ერთ დღესაც სამსახურმა ნატას ბანკეტი გადაუხადა, მან სამადლობელ სადღეგრძელოში აღნიშნა: «ამ ჭიქით თქვენს უფროსს და დამლაგებელს ერთად ვადღეგრძელებო». ამ სიტყვებმა ყველა შოკში ჩააგდო.

     

     

     

    პირველი კაპიტალდაბანდება

     

    1990 წლებში თურქეთთან მიმოსვლა დაიწყო. იმ პერიოდში ცეკავშირმა სამტრედიის მაღაზიებში ირისის ძაფები შეიტანა და ნატამ მცირე ბიზნესი წამოიწყო. ირისის ძაფები შეიძინა და თავის ახლობლებთან ერთად თურქეთში გადაიტანა. 1 ცალი 1 თურქულ ბინად იყიდებოდა. 1 დოლარი კი 4 ბინი ღირდა. ნატამ საქმე კარგად ააწყო და ფულიც იშოვა.

    ამ თანხის ჭკვიანურად გამოყენება გადაწყვიტა. მაშინ 1 დოლარი 66 კაპიკი ღირდა. ვისაც საზღვარგარეთის პასპორტი ჰქონდა, 350 დოლარის გადახურდავების უფლებას აძელვდნენ. ნატამ თავის ნათესავებს, რომლებსაც საზღვარგარეთ წასვლის სურვილი არ ჰქონდათ, პასპორტები გაუკეთა და მათ ნაცვლად დოლარს თვითონ ყიდულობდა. რაც კი ხელფასიდან დანაზოგი ჰქონდა, ყველაფერი დოლარებში გადაიყვანა. იცოდა, მოვიდოდა დრო და დოლარს ფასი დაედებოდა.

    ერთხელ მეზობელ ქალს, რომელიც კულაშელებს ეზოებს ულაგებდა, ნატამ გასამრჯელოს სახით დოლარი მისცა, რადგან მანეთი არ ჰქონდა. ეს ქალი ერთ-ერთ ებრაულ ოჯახშიც მუშაობდა და მათთან გამოაჩინა ნატას მიცემული დოლარი. რამდენიმე დღის შემდეგ მეზობელი ქალის ძმა, ისაკა მივიდა ნატასთან და დახმარება სთხოვა.

     

    ნატა კვანტალიანი:

    «ვიცოდი, ისაკა ძია ძალიან გავლენიანი კაცი იყო და ბიზნესები ჰქონდა. მან მითხრა, ისრაელიდან სტუმარი ჩამომივიდა, 5000 დოლარი მაქვს მისი ვალი და ეგებ დოლარი მომყიდოო. მივხვდი, იცოდა, რომ ფული მქონდა. ვუთხარი: დოლარს ვერ მოგყიდით, მაგრამ გასესხებთ-მეთქი. თან ზემოდან 5000 დოლარიც მივეცი და ვთხოვე: ვიცი, ამ ფულს არ შეირჩენთ, მარტო ვზრდი შვილს და თუ რამეს ეს დოლარი ისარგებლებს, არ დამივიწყოთ ჩემი ნათია-თქო. ვიცოდი, ეს ფული არ წამერთმეოდა, ისეთი ხალხი იყო. დოლარი რომ მიმეყიდა, არაფერი გამომივიდოდა, მეორე დღეს მანეთი ფასს დაკარგავდა. იმ პერიოდში ვერც დოლარს გამოვაჩენდი. ვერავისთან მივიდოდი და საქმეში ჩამადებინეთ-მეთქი, ვერ ვეტყოდი. ისაკა ძიასთვის ფულის მიცემით კი პირდაპირ ბიზნესში შევედი. მან ეს ფული ამუშავა და თვე არ გავიდოდა, რომ მისი დის საშუალებით თანხა არ მოეწოდებინა».

    მალე საქართველოში სამოქალაქო ომი გაჩაღდა, ქვეყანაში არეულობა დაიწყო. 1992-93 წლებში ებრაელებმა სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს. ნატას სოფელში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა და ისინი ნელ-ნელა ტოვებდნენ საქართველოს. მაგრამ რომელიმე ებრაელი სახლს გაყიდდა თუ არა, მაშინვე აყაჩაღებდნენ. ნატამ ებრაელების სამშვიდობოს გაყვანა თავის თავზე აიღო. თბილისის აეროპორტამდე ჩუმად აცილებდა მათ. სახლში დაბრუნებულს კი საკუთარი ბინა 4-ჯერ დახვდა დაყაჩაღებული. თუმცა ებრაელების დახმარება მაინც არ შეწყვიტა და ბოლო ოჯახები მშვიდობით გააცილა. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მათი გზები ისევ გადაიკვეთებოდა.

     

    თბილისი, ახალი სირთულეები და დიდი ბიზნესის გზა

     

    1995 წელს ნატამ შვილს ხელი მოჰკიდა და თბილისში წამოვიდა. დედაქალაქში ისევ ნოლიდან დაიწყო ცხოვრება. პირველი კაპიტალდაბანდებიდან მიღებული შემოსავლებით დიღომში ბინა და მიწის ნაკვეთი იყიდა. შემდეგ ეს ბინა ლერმონტოვზე 16 კვადრატულ ოთახში გადაცვალა და იქ გადავიდა საცხოვრებლად. თან საქმე წამოიწყო, «ვორონცოვზე» სამკერვალო გახსნა.

    ნატამ კარგი მკერავები დაიქირავა და მათთან ერთად ხავერდის საბანკეტო კაბებს კერავდა. ერთი კაბა 2 ლარი და 70 თეთრი უჯდებოდა და «მორკინალში» 70-80 ლარად აბარებდა. ბიზნესი კარგად მიდიოდა. ერთხელ მეგობარმა სთხოვა, ინდოეთში სამოგზაუროდ გაჰყოლოდა. უარი არ უთხრა და ინდოეთის დასათვალიერებლად წავიდა. დელიში ჩასული ექსკურსიებს ელოდა, მაგრამ ჯგუფის წევრები შემოეფანტნენ. მიხვდა, რომ სავაჭროდ იყვნენ წასულები. თვითონაც გავიდა ქალაქში და ახლობლებისთვის რაღაცები შეიძინა, საჩუქრად მარგალიტის 2 ყელსაბამიც იყიდა. უცებ მარგალიტების ბიზნესის დაწყების იდეა გაუჩნდა. ძველ დელიში წავიდა, იქ მარგალიტის თვლების დიდი შეკვრა ძალიან იაფად იშოვა. თბილისში დაბრუნებულმა მძივებად ააწყო და ოქროს ბირჟაზე ჩააბარა. ერთი მძივი 200 დოლარად იყიდებოდა. მოგროვილი თანხით ისევ ინდოეთში წავიდა და ნაჭრებისა და კაბების ბიზნესი დაიწყო.

    საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ახალი იდეა გაუჩნდა. ქუჩებში ლამაზად დაგებული ბეტონის ფილები მოეწონა და საქართველოში ამ ფილების წარმოება გადაწყვიტა. ვიდრე პირველ ფილას ჩამოასხამდა, ჯერ საკითხი კარგად შეისწავლა, 6 თვე ტექნოლოგიას ამუშავებდა.

     

    თავად ჩადიოდა იმ ქვეყნებში, სადაც ფილებს აწარმოებდნენ და ადგილზე ეცნობოდა ყველაფერს. შემდეგ დანადგარები შემოიტანა, ირანიდან სპეციალისტები ჩამოიყვანა და ხაოიანზედაპირიანი ბეტონის მოსაპირკეთებელი ფილების ჩამოსხმა დაიწყო. პირველ საწარმო, რომელსაც თავისი სოფლის სახელი «ფილა კულაში» უწოდა, 2003 წელს დააარსა. 2008 წელს კი კომპანიას სახელი შეეცვალა და შპს «დავითი 2008» ეწოდა.

    ნატალია კვანტალიანის საწარმოს მიერ ჩამოსხმული ფილებით მოპირკეთდა თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ცენტრები, მოეწყო მცხეთის, ბათუმის, სიღნაღისა და ქუთაისის ქუჩები, მთაწმინდის პარკი, ბობოყვათის რეზიდენცია და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.

    ნატალია კვანტალიანი: «ბიზნესი საკუთარი შრომით ავაწყე. სულით მეწარმე ვარ. მიყვარს, როცა სილამაზეს ვქმნი. რაღაცას რომ შევხედავ, უკვე ვიცი, იქიდან რა გამოვა. ჩემი საწარმოში დამზადებული ფილებით გალამაზებულ ადგილებს რომ ვუყურებ, დიდი სიამოვნებას მანიჭებს. მიხარია, რომ ჩემი წვლილი შემაქვს ქალაქების გალამაზებაში და ხალხი მყავს დასაქმებული. ბედნიერი ვერ ვიქნები, თუ ჩემს ირგვლივ სხვებიც არ არიან ბედნიერნი. თუ ერთი ადამიანი 10 კაცს მაინც დაასაქმებს, უმუშევრობა ხომ აღარ იქნება. თევზის მიცემას, მირჩევნია, ადამიანს თევზის დაჭერა ვასწავლო. ძალიან დაღლილი რომ ვარ, მანქანაში ვჯდები, ქალაქს შემოვივლი და ვტკბები ჩემი შექმნილი სილამაზით. თან საკუთარ თავს ვეუბნები: «საიდან დაიწყე, ნატა კვანტალიანო, და რამდენი შეძელი».

     

     

     «სხვა ქვეყნის წმინდა შვილი»

     

    საქართველოს გარდა ცხოვრება არსად წარმოუდგენია. ყველაფერი აქ უხარია, სადაც თავისი ახლობლები, მეგობრები და საყვარელი ხალხი ჰყავს. ყველაფერს იმისთვის აკეთებს, რომ საქართველოდან წასული ადამიანები თავის ფესვებს დაუბრუნდნენ. ქალბატონ ნატას ბიზნესის საზღვარგარეთ დაწყება არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა ყველა წინადადება უარყო. «უცხოეთში დიდი ფული იშოვება, მაგრამ რად გინდა ასეთი დიდი ფული, თუ შენი ახლობლები უნდა დაკარგო და მათთან ყოფნის სიამოვნებაზე უარი თქვა. ფული ჩემი ხალხისთვის მინდა», - ამბობს ქალბატონი ნატა და ცდილობს, სხვებსაც გადააწყვეტინოს საქართველოში ინვესტიციების ჩადება.

    «როგორც ჩუმად გავიყვანე კულაშიდან ჩემი მეზობელი ებრაელები, ეს ხალხი ასე უხმაუროდ უნდა დავაბრუნო უკან «, - ამბობს ბიზნესმენი ქალბატონი. მისი მთავარი პარტნიორები თითქმის ყველა საქმეში სწორედ ებრაელები არიან. ამ ხალხმა ქართველ ქალს გაჭირვების ჟამს მათ გვერდში დგომა არ დაუვიწყა.

    ნატა კვანტალიანმა კიდევ უფრო გააოცა ებრაელობა, როცა თავის მშობლიურ დაბაში ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის მუზეუმი გახსნა. როცა მუზეუმს აკეთებდა, მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ისრაელში ამ ნაბიჯს დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ებრაელმა ხალხმა მას ბევრი რამ ასწავლა და მადლიერების ნიშნად მუზეუმი გააკეთა, რომელიც ყველა ებრაელს საკუთარ სახლად შეუძლია იგულოს.

    ისრაელში ერთ-ერთი ვიზიტის დროს ნატო კვანტალიანი «სხვა ქვეყნის წმინდა შვილად» აღიარეს. ეს ტიტული საქართველოში მხოლოდ მას აქვს. ებრაელები მას ყველაფერში ენდობიან და ბიზნესში გვერდში უდგანან. იციან, რომ საქართველოში, რაც არ უნდა დასჭირდეთ, შეუძლიათ, ნატო კვანტალიანის იმედი ჰქონდეთ. ქართველ და ებრაელ ქალთა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტადაც აირჩიეს.

    ნატალია კვანტალიანი: «ებრალებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა: ერთგულება, ადამიანების გატანა, ურთიერთობა, ჭირში დადგომა. არც ერთმა უნივერსიტეტმა ის არ მომცა, რაც კულაშელი ებრაელებისგან ვისწავლე. რაც მთავარია, საქმის კეთების უნარი შევიძინე. მხოლოდ ერთი რამ ვერ ვისწავლე - მომჭირნეობა. ებრაელი ხელს იოლად არ შლის. მე კი პირიქით, ხელგაშლილი ვარ, რასაც გავცემ, მეტი მეძლევა».

     

     

    «თეთრი ტბა» და თბილისის ზღვა

     

    ნატალია კვანტალიანი ერთადერთი ბიზნესმენია, რომელმაც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროსაც კი არ შეწყვიტა ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადება. 2008 წელს, გორში 270 ჰექტარ მიწაზე ხორბალი დათესა. მაშინ, როცა სხვები გარბოდნენ, ქალბატონი ნატა მიწებს ყიდულობდა. ერთ-ერთი ასეთი დიდი შენაძენი გლდანის ტბა იყო. მაშინ პარტნიორები ურჩევდნენ, რომ ეს ჭაობი არ ეყიდა, რადგან არაფერი გამოუვიდოდა. თუმცა მან გარისკა და ინვესტიცია ჩადო, რადგან დიდ პერსპექტივას ხედავდა. ტბას ახალმა მფლობელმა «თეთრი ტბა» უწოდა და გრანდიოზული პროექტი წამოიწყო.

    «მიხარია, როცა ამ ტბაზე მივდივარ და ვუყურებ, ჭაობი რად იქცა. როცა არაფრიდან რაღაცას ვქმნი, ჩემზე ბედნიერი არავინაა. თუ არ რისკავ, ისე არაფერში არ გაგიმართლებს. თბილისის ზღვისა და «თეთრი ტბის» პროექტები ახალი სუნთქვა იქნება ქალაქისთვის. მინდა, რომ პერიფერიებიც გალამაზდეს და ამ საქმეში ჩემი წვლილი შემაქვს», - ამბობს «თეთრი ტბის» მფლობელი, რომელსაც საკუთრება არც კი შემოუღობავს და თევზით უხვ ტბაში თევზაობას არავის უშლის.

    ტბაში გაიწმინდა წყალი, გაკეთდა მისასვლელი გზები, მოეწყო ავტოსადგომი, გაკეთდა ალუბლებისა და იასამნების ხეივანი. ნატა კვანტალიანს ყვავილები ძალიან უყვარს და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საოცარი ბაღის გაკეთებას გეგმავს. ტბაზე ყველაფერი მისი ზედამხედველობით კეთდება.

    პროექტის მიხედვით, ტბის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე ზონად დაიყოფა: სარეკრეაციო ზონაში მოეწყობა კომფორტული პლაჟი, გაკეთდება ღია კაფეები, ბუნგალოები, მინი კინო-თეატრი და საბავშვო ცენტრი. ყველაფერი თეთრი ფერის იქნება და საოცარი არქიტექტურული ფორმებით იქნება გამორჩეული. საზოგადოებრივ ზონაში აშენდება დასასვენებელ-გასართობი ცენტრი «White Event Hall», სადაც ბარები, რესტორნები, საგამოფენო სივრცეები მოეწყობა. ტბის ზედაპირზე კი აიგება შემინული სადღესასწაულო-საპრეზენტაციო დარბაზი, რომელსაც მინის იატაკის წყალობით აკვარიუმის ეფექტი ექნება. ტბაზე იახტკლუბი მოეწყობა.

    «თეთრის ტბის» მეორე ნაპირას კი საცხოვრებელი ზონა გაშენდება. თორმეტი ინდივიდუალური მაღალი კლასის ვილა აშენდება, რომელიც თანამედროვე არქიტექტურულ სტილში იქნება გადაწყვეტილი. ყველა ვილას ტბაზე საკუთარი გასასვლელი ექნება. ვილების ყიდვის სურვილი უკვე ბევრს აქვს, მაგრამ ნატალია კვანტალიანი გაყიდვას არ ჩქარობს. გადაწყვეტილი აქვს, გაყიდვები მას შემდეგ დაიწყოს, როცა ყველა სამუშაო უკვე დამთავრებული იქნება და ვილებში ცხოვრების მსურველებისთვის პირდაპირ გასაღების ჩაბარება შეეძლება. გრანდიოზული პროექტი 2 წელიწადში დასრულდება.

    მეორე დიდი პროექტი თბილისის ზღვას უკავშირდება. აქ თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტის კომპლექსი აშენდება. მთავარი სიმბოლო კი 280 მეტრიანი, სატელევიზიო ანძაზე რამდენიმე მეტრით მაღალი «ვაით თაუერი» იქნება. 70-სართულიანი შენობა ბიზნეს-ცენტრს, სასტუმრო აპარტამენტებსა და პენტჰაუზის ტიპის საცხოვრებელ ბინებს დაეთმობა. ტაუერის გვერდით კი 32 ვილა აშენდება. ასევე, პროექტი ითვალისწინებს 12 ორსართულიანი სახლის აშენებას, რომლებიც რამდენიმე ოჯახზე იქნება გათვლილი. კომპლექსში იქნება როგორც დასასვენებელი, გასართობი ცენტრები, შოპინგ მოლები, ასევე მოეწყობა სპორტული მოედნები, რომელთაგან მნიშვნელოვანია 5 გოლფ-კლუბი, სპა-ცენტრი და ფიტნეს ცენტრი. თბილისის ზღვის პროექტი 3-4 წელიწადში დასრულდება და ეს იქნება თანამედროვე «თეთრი ქალაქი» ზღვის პირას.    

    ნატალია კვანტალიანი ის ბიზნესმენია, რომელიც მშენებლობაში რისკიან პროექტებს არ ერიდება და ვიდრე საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს, ისე «ჰაერს» არ ყიდის. თანაც ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს. 2010 წლის სექტემბერში მისმა კომპანია «საიმონმა» «თბილისის კარიბჭის» მშენებლობა დაიწყო. კომპლექსი 15 სართულიანი 3 შენობის აშენებას ითვალისწინებს. რამდენიმე თვეში 6 სართული უკვე აშენდა. პროექტის მიხედვით შენობები საინტერესო არქიტექტურული სტილის იქნება. მალე ნატა კვანტალიანი კიდეც ერთი ამბიციური პროექტის დაწყებას გეგმავს: ამერიკულ სოფელთან «ზურგოვანი ჰილსი» აშენდება, სადაც 33 ვილა იქნება. ქალბატონი ნატა აპირებს, რომ ყველგან თავადაც ჰქონდეს სახლი.

     

     

    «სხვის უბედურებაზე ფულს არ გავაკეთებ»

     

    ნატალია კვანტალიანი: «ჩემთან ალალი ფულია. ბიზნესს ვიღაცის მოტყუების ხარჯზე არ ავაწყობ. სხვის უბედურებაზე ფულს არ გავაკეთებ. კაცს როცა უჭირს, ფულს მასზე არ ვიშოვი. არადა, დიდ ბიზნესში პირიქითაა. კრიმინალთან რაც არის დაკავშირებული, ახლოს არ გავეკარები. ჩემი შრომით ნაშოვნი 1 თეთრი მირჩევნია სხვის 10 თეთრს, რომელიც მე არ მეკუთვნის. საქართველოს ფულით არ ვჭამ პურს. უცხოეთიდან შემოტანილი ინვესტიციებით ვაკეთებ ქართულ საქმეს და ბევრ ოჯახს ვინახავ. ფულის კუპიურა არ მიყვარს. მეწარმე ვარ. სულ მინდა, რომ ვაკეთო, ვაშენო. ფულის შოვნა ყველას უყვარს, მაგრამ მე თავად ჩემი საქმე მიყვარს და ამ საქმეს ფული მოაქვს. ამ ფულით კი ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეიძლება.»

    ერთ-ერთი ასეთი კეთილი საქმე ცენტრალური სისხლის ბანკის ყიდვა იყო. ბიზნესმენმა ქალბატონმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ინსტიტუტის რეაბილიტაციისთვის სერიოზული ინვესტიციები ჩადო.

    ბიზნესი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში აქვს. პარტნიორებთან ერთად მის მფლობელობაშია მარნეულის ბაზალტის კარიერები, საჩხერის ქვიშა, გორში მიწები, რიკოთზე რესტორანი «დედულეთი», 14-კაციანი თვითმფრინავი, რომლითაც სვანეთში დაფრინავს, ბორჯომში ყოფილი სასტუმრო და რესტორანი «სოკოს სახლი», ელექტროსადგური «ჩირუხსანალიაჰესი», ტურისტული სააგენტო «ნატალ-თრეველი», ქუთაისსა და ბათუმში მშენებარე სასტუმროები და სხვადასხვა კომპლექსები. მისი ხელმოწერის გარეშე კომპანიებში არაფერი ხდება.

    ყველა პროექტში კი ქართველები ჰყავს დასაქმებული, არქიტექტორებიდან დაწყებული, რიგითი მუშებით დასრულებული. სულ 570 ადამიანი მუშაობს მასთან და თითქმის ყველას იცნობს. დღესასწაულებზე ცდილობს, ყველა ობიექტი მოიაროს და თანამშრომლებს მიულოცოს.

    უბრალო ხალხთან ურთიერთობა განსაკუთრებით უყვარს, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი ალალები, უღალატონი არიან. მკაცრი და სამართლიანი უფროსია. ადამიანებს ტყუილს ძნელად პატიობს, თუმცა შეცდომის გამოსწორების შანსს ყველას აძლევს.

    კონფლიქტები საშინლად არ უყვარს და სადაც ნატა კვანტალიანია, იქ ყოველთვის შერიგება და მშვიდობაა.

    ნატა კვანტალიანის ოფისში ყოველთვის ხალხმრავლობაა. სრულიად უცნობი ადამიანები მიდიან და დახმარებას სთხოვენ. დროს ყველასთვის ნახულობს, გულისყურით უსმენს და დახმარების ხელს უწვდის.

    ნატა კვანტალიანი: «ყველაფერს ღმერთის თანადგმით ვაკეთებ. ძალას უფალი მაძლევს. ჩემთვის ბედნიერებაა, როცა სხვას ბედნიერებას ვანიჭებ. 7 ობოლ ოჯახზე მაქვს პასუხისმგებლობა და ამაზე კარგ საქმეს ვერც გავაკეთებ. მიხარია, რომ ამდენი ადამიანი მყავს დასაქმებული და ისინი ოჯახებს ღირსეულად ინახავენ. ჩემ გვერდით კარგი და წესიერი ხალხია. ერთგულ და ნიჭიერ ადამიანებს ძალიან ვაფასებ, ზარმაცებს კი ვერ ვეგუები. უბრალო ხალხთან ურთიერთობით მეტ სითბოსა და სიხარულს ვნახულობ».

    მთელი დღე მუშაობს, ღამეში მხოლოდ 4-5 საათი სძინავს. ყოველი დღის ბოლოს თავის თავს ეკითხება: «რა გავაკეთე დღეს?» მერე ჩამოთვლის საქმეებს და თუ რამე არ მოეწონა, გულწრფელად აღიარებს: «დღეს ვიზარმაცე.»

    დასასვენებლად და მოსადუნებლად არ სცალია და არც უნდა, რომ ეცალოს, რადგან საკუთარ თავთან მარტო დარჩენა არ უყვარს. ამ დროს მარტოობას ძალიან განიცდის.

    ნატა კვანტალიანი: «მთელი დღე ისე ვიღლი თავს, საწოლთან მისულს, ეგრევე რომ ჩამეძინოს და პირადულზე ფიქრის დრო არ მქონდეს. ამას შეგნებულად ვაკეთებ.

    ჩემ თავთან მარტო რომ ვრჩები, სევდა მიპყრობს. დღესასწაულებზეც ვსუსტდები და ცრემლი მომდის. საკუთარი თავი მეცოდება ხოლმე, მაგრამ ამ ცრემლს არავის ვაჩვენებ.

    საკუთარ თავს ვეკითხები: რა არის ჩემი ცხოვრება, რა აზრი და რა შინაარსი აქვს?! კითხვები რომ არ გამრავლდეს და უფრო არ დავიმძიმო თავი, მერე ვიწყებ იმ საქმეების ჩამოთვლას, რაც სხვებისთვის გამიკეთებია: ის გადავარჩინე, იმის ცხოვრება შევცვალე. იმას ეს გავუკეთე, ამას ეს... ბოლოს და ბოლოს, შვიდი ობოლი ოჯახი მე შემომცქერის და უფლება არ აქვს, მოვდუნდე». 

    ნატა კვანტალიანს ყველა სტრესის დაძლევაში ოჯახი ეხმარება. ქალიშვილი ნათია ჩაჩუა მუდამ დედის გვერდით დგას. მისი დიდი მეგობარი და მესაიდუმლეა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ნატა გვერდით დაისვამდა და დიდი ქალივით ესაუბრებოდა. დედა-შვილმა ერთად გაიარა ცხოვრების რთული ეტაპები და წარმატებასაც ერთად მიაღწიეს. ნათიამ ბიზნესს კარგად აუღო ალღო და დედამ ზოგიერთი კომპანიის დირექტორობა თამამად ჩააბარა. ქალბატონი ნატა აღნიშნავს, რომ ნათიამ ცხოვრების მეგზურიც ღირსეული შეარჩია. სიძეს დიდ პატივს სცემს და ენდობა. 

    როგორც ქალბატონი ნატა ამბობს, ნათია კარგი შვილი და საუკეთესო დედაა. ცდილობს, თავისი ნატალია და დავითი პიროვნებებად აღზარდოს.

    ბავშვებთან ურთიერთობის პირველივე წუთს მიხვდებით, რომ ზრდილობიანები არიან. ძალიან მდიდარ ოჯახში გაზრდილ პატარებს არ ჰგვანან. ნატალია და დათუნა უშუალონი, კონტაქტურები და მეგობრულები არიან.

    რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნატალია ჩხიტუნიძე სხვა მდიდარი ბავშვების მსგავსად კერძო სკოლაში არ სწავლობს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა, ხოლო მისი პატარა ძმა ასევე საერთო ბაღში დადის. 

    ნატალია კვანტალიანი: ადამიანურ ურთიერთობებს არაფერი სჯობს. ნატალია თავიდან ერთ-ერთ პრესტიჟულ კერძო სკოლაში დაგვყავდა, მაგრამ ჩემმა შვილმა მითხრა: დედა, ეს ფუფუნება და მდიდარი ოჯახის შვილებთან ურთიერთობა ჩემს ნატას ვერ მისცემს იმას, რასაც - უბრალო, საჯარო სკოლაო. ამიტომ ნატალიას საბუთებს ხელი მოვკიდეთ და საჯარო სკოლაში გადავიტანეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ».

     

    როგორ მივაღწიოთ ბიზნესში წარმატებას?  10 რჩევა ნატალია კვანტალიანისგან:

     

    იყავი სიმართლიანი - მართალი კაცი ყოველთვის ყველა საქმეში ძლიერია

     

    იყავი შრომისმოყვარე - არ უნდა იზარმაცო. ნებისმიერ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგე და შედეგი აუცილებლად დადგება

     

    ყველა საქმეს მარტივად უნდა შეხედო -  საქმეს სირთულით არ უნდა მიუდგე, რადგან ეს კიდევ

    უფრო გაართულებს. თუ იოლად შეხედავ, ყველაფერი გამოგივა.

     

    ოპტიმისტი უნდა იყო. პესიმისტი ბიზნესში ვერაფერს მიაღწევს, მხოლოდ კარგზე უნდა იფიქრო.

     

    როცა ადამიანი შენთან არ არის, მაშინ დააფასე ის და არა მხოლოდ მაშინ, როცა შენს გვერდითაა - ეს მე ებრაელი ხალხისგან ვისწავლე.

     

    ფულმა არ უნდა მოგიგოს.

     

    უღალატო პარტნიორი უნდა იყო.  

     

    ბოროტებას უპასუხე სიკეთით - თავის თავს ისე ვერავინ დასჯის, როგორც თავად ადამიანი.

     

    სხვის ტკივილზე საკუთარი ბიზნესი არ ააწყო.

     

    იყავი სუფთა ყველასთან: ღმერთთან, ხალხთან, სახელმწიფოსთან და საკუთარ სინდისთან.

     

     

     

  • არქიტექტურის ლაბორატორია #3

    „არქიტექტურის ლაბორატორია #3» არქიტექტორებმა: დიმიტრი შაფაქიძემ, ოთარ ნემსაძემ და ირაკლი აბაშიძემ დააარსეს. ისინი სტუდენტობის წლებიდან მეგობრობენ. სამივემ ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა არქიტექტორის სპეციალობით. ცოტა ხნით სხვადასხვა არქიტექტურულ კომპანიებში იმუშავეს. შემდეგ კი გადაწყვიტეს, იმ პროფესიული იდეების განსახორციელებლად, რაზეც არაერთხელ უსაუბრიათ, ძალები გაეერთიანებინათ და ერთი შემოქმედებითი ჯგუფი შეექმნათ. ასე გაჩნდა „არქიტექტურის ლაბორატორია #3“.

    - რას ასახავს სახელი - „არქიტექტურის ლაბორატორია #3“?

    - ეს უფრო განმარტებაა, ვიდრე სახელწოდება. ამით გვინდა ხაზი გავუსვათ ჩვენს დამოკიდებულებას სამუშაოს მიმართ, ანუ - აქცენტს ანალიტიკაზე, კვლევაზე, რის შედეგად გაკეთებული დასკვნებიც საფუძვლად ედება კონკრეტულ არქიტექტურულ გადაწყვეტას.

    - რა ისტორია აქვს კომპანიას და რას წარმოადგენს დღეს?

    - ჩვენი კომპანია ეწევა საპროექტო საქმიანობას არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში. ამ სახით იგი მუშაობს 2005 წლიდან. დღესდღეობით ეს არის საშუალო ზომის სტუდია, რომელსაც თავისი ადგილი უჭირავს ბაზარზე, როგორც განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე დამკვეთებზე ორიენტირებულ კომპანიას. ვცდილობთ, ადეკვატური  ხარისხით ვუპასუხოთ დამკვეთების მიერ დასახულ ამოცანებს.

    - როგორი არქიტექტურაა თქვენთვის მისაღები?

    - ისეთი არქიტექტურა, რომელიც ცნობიერად  ეყრდნობა მისი არსებობის  განმაპირობებელი ფაქტორების აუცილებლობას.  ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ფორმას განაპირობებს მისი ფუნქცია, ხოლო ფუნქცია, როგორც  დღესდღეობით ვაკვირდებით, დინამიზმით ხასიათდება. ეს ყოველივე არქიტექტურამ საკუთარ თავში უნდა ასახოს, ისევე, როგორც თანამედროვე საზოგადოების ფუნქციონირების  რიტმი, დღევანდელი ადამიანის ყოველდღიურად მზარდი შემეცნებისა და მოქმედების არეალი.

    - 2010 წელი რით იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი თქვენი კომპანიისათვის?

    - ეს წელი, შეიძლება ითქვას, შემობრუნების წელია ჩვენთვის, ისევე, როგორც ზოგადად სამშენებლო გარემოსათვის ჩვენს ქვეყანაში.  საგრძნობია განსხვავება გასულ რამოდენიმე წელთან შედარებით, სამუშაოს რაოდენობისა და ხარისხის თვალსაზრისით. 

    არქიტექტურა უაღრესად მგრძნობიარეა დრამატული ცვლილებებისა და რყევების მიმართ, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად რეგიონისათვის უცხო არაა. მძიმედ გამოვედით 2008 წლის ომით გამოწვეული კოლაფსიდან. მიუხედავად იმისა, რომ გარემო კვლავაც არაა დაზღვეული საფრთხეებისგან, იმედის საფუძველს გვაძლევს საზოგადოების სურვილი და მზადყოფნა ახლის შექმნისა. 

     

    ამ ფონზე წელს დაიწყო რამდენიმე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი  პროექტის მშენებლობაა. ესენია - კინოთეატრი და სავაჭრო ცენტრი ფოთში, სპა ცენტრი კურორტ ყვარლის ტბაზე, რესტორანი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, რომელიც შედარებით მცირე ზომების მიუხედავად , იმ ინვესტიციისა და ძალისხმევის გამო, რომელიც მას ხმარდება, ერთ-ერთ გამორჩეულ ობიექტად უნდა იქცეს დედაქალაქში.

    წელს ფუნქციონირება დაიწყო ჩვენ მიერ დაპროექტებულმა რამდენიმე შენობამ. მათ შორის აღსანიშნავია საკუთარი ღერძიდან 15 გრადუსით გადახრილი შენობა კოსტავას გამზირზე, რომელშიც შემოსავლების სამსახურის ოფისია განლაგებული.   

    - როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

    - 2010 წელს ჩვენ დავაფუძნეთ არქიტექტურის ლაბორატორიის საზოგადოებრივი ასოციაცია. ესაა არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია კომპანიის მატერიალური სახსრებით საზოგადოებრივად სასარგებლო პროექტების ორგანიზებისა და დაფინანსებისათვის. ეს წამოწყება სრულიად ახალ განხრას სძენს ჩვენს საქმიანობას. დღესდღეობით ეს ასოციაცია ამუშავებს რამდენიმე საზოგადოებრივ პროექტს. უპირველეს ყოვლისა, ესაა ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების ქსელის შექმნა საქართველოს რეგიონებში. ასოციაცია არქიტექტურის სფეროში სამომავლოდ რიგი კვლევებისა და საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას აპირებს.

     

  • ზღაპრული ბაღები ჰოლანდიიდან

    ლანდშაფტის დიზაინი, ბაღის დეკორაციები, ინტერიერისა და ექსტერიერის მოწყობა - ეს იმ სერვისის არასრული ჩამონათვალია, რასაც კომპანია «დაჩ დიზაინ გარდენი» მომხმარებელს სთავაზობს. მცენარეები ჰოლანდიიდან ჩამოაქვთ, ავეჯი კი, რომელიც ეზოს ზღაპრულ სამყაროს ამსგავსებს - ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან.

    ივო ბაქჰაუზენი, კომპანია «დაჩ დიზაინ გარდენის» გენერალური დირექტორი: «2007 წელს დედაჩემი ზუგდიდში გახლდათ,  ჩვენს არქიტექტორთან მარტინ ველთკამპთან ერთად, დადიანების სასახლის ბაღის რესტავრაციაზე მუშაობდნენ. მათ ძალიან მოეწონათ თქვენი ქვეყანა და გაუჩნდათ სურვილი, საქართველოში უფრო მეტად შემოეტანათ ბაღის კულტურა. დაახლოებით ერთ წელიწადში გადაწყდა, რომ საქართველოში ინვესტიციას დავაბანდებდით. თქვენს ქვეყანაში ფაქტობრივად მარტო ჩამოვედი და ჩემი ბიზნესისთვის საჭირო სამუშაო გუნდი აქ შევკრიბე. ვერ ვიტყვი, რომ რთულია საქართველოში ბიზნესის კეთება, ყველა აუცილებელი იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებასაც არ წაუღია დიდი დრო. რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნებთან შედარებით განსხვავებები თვალსაჩინოა, არა იმიტომ, რომ აქ რაღაც ცუდად კეთდება, უბრალოდ, მენტალური განსხვავებები იჩენს ხოლმე თავს. თუმცა, როდესაც კარგი გუნდი გყავს, და მე მიმაჩნია, რომ ჩემს კომპანიაში ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა, ყველაფერი უფრო იოლი და მარტივია.»

    ეზოს მოსაწყობად პროფესიონალი არქიტექტორებისა და დიზაინერების მოწვევა საქართველოში შედარებით ახალი სერვისია. შესაბამისად, ამ ტიპის მომსახურებასაც არც თუ ისე ბევრი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს

    ივო ბაქჰაუზენი: «ჩვენ მაღალშემოსავლიან სოციალურ ფენაზე ვართ ორიენტირებული და ჩვენს კლიენტებს უმაღლეს ხარისხს ვთავაზობთ. არქიტექტორს, რომელიც ჩვენი კომპანიისთვის მუშაობს, ამ საქმეში 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ლანდშაფტის არქიტექტურა იოლი საქმე არ არის. ამისათვის ჯერ ოთხი წელი სწავლობენ, შემდეგ მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენენ. კლიენტთან, რომელსაც სურს, ეზოს დიზაინი დაგვიკვეთოს, საკმაოდ ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა ჩვენმა არქიტექტორმა ზუსტად განსაზღვროს, რა პიროვნებასთან გვაქვს საქმე, რა ტიპის ბაღი მოუხდება მის სახლს, მის ხასიათს... ასე, რომ ამ საქმეში ბევრი წვრილმანია გასათვალისწინებელი. ხე, ყვავილი, ბალახი, ქოთანი, განათება, მაგიდა - ყველაფერი გვაქვს, რაც საჭიროა ლამაზი ეზოს მოსაწყობად. ვაკეთებთ ინტერიერის დიზაინსაც, რაც გულისხმობს მის გამწვანებას. რა თქმა უნდა, თუ ვინმეს სურს, ოთახში ერთი ყვავილი ჰქონდეს, მას შეუძლია, მარტივად წავიდეს და იყიდოს, მაგრამ თუ უფრო მეტზე აქვს პრეტენზია და ძალიან მდიდრული და თანამედროვე გამწვანება სურს სახლში, მაშინ ჩვენი დახმარება აუცილებლად დასჭირდება.»

    რაც შეეხება სახელის დამკვიდრებას ბაზარზე, ჰოლანდიელი ბიზნესმენი ამბობს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და უნდა ეცადო, სულ უფრო მეტი და მეტი გააკეთო სახელის დასამკვიდრებლად. «ისე არ ხდება, რომ ჯერ სახელი დაიმკვიდრო და მერე არაფერი აკეთო.» - ამბობს ივო, რომელმაც საქართველოს არამარტო საქმე, პირადი ცხოვრებაც დაუკავშირა: ჰყავს ქართველი მეუღლე და ერთი წლის ქალიშვილი, ალექსა. 

    ახალგაზრდა ბიზნესმენი, რომელიც ასე აღტაცებით საუბრობს დეკორატიულ მცენარეებსა და ლამაზ ბაღებზე, პროფესიით არც დიზაინერია, არც არქიტექტორი და არც - ბოტანიკოსი: წლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურე იყო და ლეიტენანტის წოდება აქვს. ივოს სხვა გატაცებაც აქვს, საკმაოდ უცნაური, მაგრამ კეთილშობილური - უპატრონო ძაღლების მიმართ გულგრილი არ არის, ამიტომ მის სახლში ორი ქუჩის ძაღლი უკვე ბინადრობს.

    ივო ბაქჰაუზენი: «საქველმოქმედო ფონდი შევქმენი და შეგროვილი თანხები მოხმარდა უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფრის აშენებას. ასეთი თავშესაფარი ბევრ ევროპულ ქვეყანაშია. ასე, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი გეგმა მაქვს და იმედია, ყველაფერს რეალობად ვაქცევ.»

     

     

     

     

     

     

  • ბიზნესმენის პორტრეტი ინტერიერში

    ვახტანგ წერეთლის ბიზნეს-საქმიანობა ოჯახურმა ტრადიციამ განაპირობა: ცნობილი ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის შვილს არჩევანის გაკეთებაზე დიდხანს არ უფიქრია და ბიზნესმენისთვის უჩვეულოდ ადრეული ასაკიდან «ჩადგა საქმეში.» დღეს უკვე საქმე, ბიზნესი მისი ყოველდღიურობაა, რომელსაც მთელ თავის ენერგიას და გამოცდილებას ახმარს.

    არ მიყვარს ღამის ცხოვრება, დროის ფლანგვა, მეორე დღის ხარჯზე თავისდაკარგვით გართობა. ჩემი დრო მთლიანად საქმეს და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩემს ოჯახს და მეგობრებს ეკუთვნით. ოჯახზე ძვირფასი არაფერი მეგულება». - ამბობს ვახტანგ წერეთელი და ამაში თითქოს არაფერია განსაკუთრებული, თუმცა მასაც და მის მეგობრებსაც კარგად ახსოვს დრო, როცა ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამდა და მისი პირველი საქმეები სწორედ გასართობ ბიზნესს უკავშირდებოდა.

    ჯერ იყო მცირე კლუბი თავისი საბილიარდოთი, შემდგომ ამ წამოწყების გაფართოება და მისთვის მასშტაბის მიცემა. შემდეგ თბილისში ცნობილი ღამის კლუბი «ნაით ოფისი», რომელიც დღემდე ახალგზრდობის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ გასართობ ადგილად რჩება.

    ვახტანგ წერეთელი: «ჩვენ ახალი სიტყვა ვთქვით ქალაქის საკლუბო ცხოვრებაში. კლუბში თითქმის ყოველ უქმეებზე ჩამოგვყავდა ცნობილი დიჯეები თუ მომღერლები. ეს ჩვენს სტუმრებს მოსწონდათ და ახალისებდათ და «ნაით ოფისის» წარმატება დიდწილად ამ მიმართულებით გაკეთებულმა სწორმა აქცენტმაც განაპირობა. თუმცა, გარკვეული ხნის შემდეგ მე ვიგრძენი, რომ ამ სფეროში არ იყო ჩემი ადგილი და საკლუბო საქმე, საკლუბო ბიზნესი სხვებს დავუთმეთ, რომლებიც დღემდე წარმატებით აგრძელებენ ტრადიაციას».

    ვახტანგ წერეთელს ბედმა დიდი არჩევანი არგუნა. შეძლებული ოჯახი მას უზრუნველი ცხოვრების გარანტიას აძლევდა, თუმცა მან «რთული გზა» არჩია და თავისი სახელისა და საქმის თავადვე შექმნის გზას დაადგა. მისი შემდგომი «გაჩერება» დეველოპერული ბიზნესი აღმოჩნდა - კომპანია «სამგორი მ», რომლის მენეჯმენტიც მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება.

    სოლოლაკში, თბილისის ამ ძველ და კოლორიტულ უბანში დროის მცირე მონაკვეთში წამოიმართა კომპლექსი, რომელიც ამაღლების ქუჩაზე ყველა გამვლელის თვალს იტაცებს. «ყველაზე მძიმე დღეებში, ომის პერიოდშიც კი, ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია მშენებლობა. ვიცოდი, რომ მართლაც კარგ პროექტს ვახორციელებდით. როცა კომპანიაში უკლებლივ ყველამ იცის თავისი საქმე, თავისი უფლება და მოვალეობა და როცა პასუხისმგებლობის განცდა ზენიტშია აყვანილი, შეუძლებელია, რომ წარმატებამ გვერდი აგიაროს. ჩემს ყველა საქმეში მთავარი ორიენტირი ხარისხია. ასე იყო ამ შემთხვევაშიც და შედეგად მართლაც გამართული და ლამაზი მრავალფუნქციური (საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული) კომპლექსი მივიღეთ. იქვე უკვე დაწყებულია მეორე, ანალოგიური კომპლექსის მშენებლობა. მთლიანობაში ეს იქნება ახალი არქიტექტურა, რომელიც ორგანულადაა შერწყმული ძველი თბილისის იერ-სახეს. მართალი იყო დიდი კლასიკოსი, როცა ამბობდა, რომ შენებაშია სიამოვნება და არა - აშენებულით ტკბობაში. ჩვენ კიდევ ბევრის აშენებას ვაპირებთ,» - ამბობს ახალგაზრდა ბიზნესმენი.

    14 საათიანი სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ვახტანგ წერეთელი მაინც პოულობს დროს და საკუთარ პროექტს, მინი-ფეხბურთის კლუბს «იბერია სთარს», რომლის პრეზიდენტიცაა, დღემდე შვილივით პატრონობს. 2003 წელს დაფუძნებული ეს კლუბი საქართველოს უცვლელი ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა ლიგის მუდმივი მონაწილეა. «იბერია სთარი» ევროპის გრანდად ითვლება და კონტინენტის 8 საუკეთესო კლუბს შორის შედის. აქაც ბიზნესმენურმა ალღომ და თანმიმდევრულმმა მოქმედებამ მოიტანა შედეგი. ლეგიონერებით გუნდის გაძლიერება, შეკრებებისა და ვარჯიშების მაღალ დონეზე ორგანიზებამ ქართულ მინი-ფეხბურთს ევროპის მასშტაბით გაუთქვა სახელი.

    კითხვაზე, «თუ იცხოვრებდა სადმე, თბილისის გარდა?» ვახტანგ წერეთელი კატეგორიულად პასუხობს:  «არა»!.

    ვახტანგ წერეთელი: «მე მქონდა ბევრი საშუალება, დიდი ხნით და სამუდამოდაც კი სხვაგან ცხოვრების, მაგრამ ბევრი არ მიფიქრია. თბილისი ჩემია, მე თბილისის ვარ, რასაც აქ შევძლებ და გავაკეთებ, მას ყოველთვის სხვა ფასი და ელფერი ექნება ჩემთვის. ჩემი საქმე ბიზნესია. აღსაწერად რთულია ის განცდა, რაც შენს ქვეყანაში, შენს ქალაქში მიღწეულ წარმატებას მოაქვს. თუმცა ბიზნესი მხოლოდ აზარტი და მხოლოდ ეს უხეშად ნათქვამი - «ფულის შოვნა» არ არის. ბიზნესი წარმატებაა, კმაყოფილებაა, აღმაფრენაა. რაც მთავარია, ბიზნესი  გაძლევს საშუალებას, აკეთო სიკეთე და მოიპოვო სულიერი სიმშვიდე», - ასეთია ახალგაზრდა ბიზმესმენის ბიზნეს-ფილოსოფია, რომელსაც ყოველდღურად საქმითაც ადასტურებს.

  • ორბი ჯგუფი შესაბამისობაში თქვენსსურვილებთან

    «სახე(ლ)ების» მიერ «წლის სამშენებლო-დეველოპერული»კომპანიის ნომინაციაში გამარჯვებული კომპანია ქართულ სამშენებლო და უძრავი ქონების ბაზარზე კიდევ უფრო მეტი ინოვაციური პროექტის განხორციელებას გეგმავს. კვლავინდებურად უცვლელი რჩება კომპანიის მიერ აღიარებული შიდასტანდარტი: მშენებლობის მაღალი ხარისხი და მკაცრად დაცული ექსპლოატაციის ვადები.

    2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ქვეყანაში ბევრმა სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ დათმო პოზიციები ბაზარზე, ბევრმა საერთოდ შეწყვიტა ფუნქციონირება. ამ ფონზე გამოიკვეთა რამდენიმე კომპანია, რომელმაც დაამტკიცა, რომ სწორი პრინციპებითა და პრიორიტეტებით მართვის შემთხვევაში, შესაძლებელია, ვერც ეკონომიკური კრიზისი შეგეხოს და ვერც - ომი (თუ, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყანა არ იქნება პარალიზებული).

    «ორბი» სწორედ ერთ-ერთი ასეთი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც აჭარის რეგიონში ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს და საქართველოს მოსახლეობის გარდა, უცხოელ მომხმარებელსაც იზიდავს.

    „ორბი ჯგუფი“ უკვე წლებია, რაც სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიად ჩამოყალიბდა. საწყის ეტაპზე კომპანიის დამფუძნებლებმა სწორად განსაზღვრეს კომპანიის მიზნები და ამოცანები. სწორედ  მათმა  ზუსტად დასახულმა  სტრატეგიამ, ეფექტური მართვის სისტემამ,  პრიორიტეტებმა და ქვეყანაში შექმნილმა ბიზნეს გარემომ შეუწყო ხელი კომპანიის, როგორც ლიდერის, ჩამოყალიბებას სამშენებლო - დეველოპერულ ბაზარზე.

    მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და 2008 წლის აგვისტოს ომმა დიდი ზიანი მიაყენა სამშენებლო ბიზნესს საქართველოში, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ორბი ჯგუფზე“  ეს პროცესი უმტკივნეულოდ აისახა, რაც კომპანიის სწორად დაგეგმილი სამშენებლო და ფინანსური ოპერაციების შედეგია. წლების განმავლობაში კომპანიამ დააგროვა უნიკალური გამოცდილება უძრავი ქონების მართვისა და მშენებლობის სფეროში, რომელიც დღეს უკვე იქცა კომპანიის მთავარ აქტივად.  სწორედ ეს ყველაფერი აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გარდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა, განახორციელოს კომერციული დანიშნულების ფართების მშენებლობა და დღეისათვის საქართველოში ინოვაციური პროექტები, როგორიცაა სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, მართვა- ორგანიზება.

    სფეროს განვითარებისთვის, „ორბი ჯგუფი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საზღვარგარეთის სხვადასხვა კომპანიებთან, იზიარებს მათ გამოცდილებას,  რათა წარმატებით დანერგოს იგი საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ „ორბი ჯგუფი“ სამშენებლო საქმიანობას მხოლოდ აჭარაში ეწევა, მომხმარებელზე ორიენტირებული და მათზე მორგებული პირობებით, მან შეძლო, მომხმარებელი მოეზიდა არა მარტო მთელი საქართველოდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდანაც, რაც ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

    სამშენებლო-დეველოპერული კომპანია «ორბი ჯგუფი» მკაცრად განსაზღვრავს კომპანიის მოქმედების ძირეულ პრინციპებს, სწორედ ეს პრინციპები განაპირობებენ  კომპანიის შემდგომ ზრდასა და წარმატებას, იგი მკაცრად არის ორიენტირებული  მშენებლობის მაღალ ხარისხსა და ექსპლუატაციის ვადაზე  და მიიჩნევს, რომ ხარისხი და გამოცდილება განვითარებისა და წარმატებისთვის მთავარი ღირებულებაა.

  • ირმა ტაბატაძე - ქართველი, რომელსაც დუბაის მარიოტების მარკეტინგი ჩააბარეს

    ირმა ტაბატაძე: «როცა კომპანიაში10 წელი მუშაობ, ის უკვე შენია»

    უკვე ერთ წელიწადზე მეტია, ის დუბაიში ცხოვრობს. ირმა ტაბატაძისთვის მარიოტი სახლი, სამსახური, საყვარელი საქმე, დასვენება და საერთოდ, ცხოვრების წესია. დუბაიში მარიოტის კლასტერში რეგიონალურ ოფისში და მარიოტის ხუთი სასტუმროს მარკეტინგისა და კომუნიკაციების აღმასრულებლის თანამდებობაზე მუშაობს.

    მსოფლიოს სასტუმროების უდიდესი ქსელი მის ცხოვრებაში ათი წლის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ მარიოტი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. თავდაპირველად მან სასტუმრო თბილისი მარიოტის გახსნამდე Pre-Opening ოფისში დაიწყო გენერალური მენეჯერის პირადი ასისტენტის პოზიციაზე მუშაობა, ირმა სასტუმროს პირველი თანამშრომელი იყო. შემდგომ უკვე სასტუმროს გახსნიდან გადავიდა გაყიდვებისა და  მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის ასისტენტად. შემდეგ თბილისი ქორთიარდ მარიოტი გაიხსნა და იქ სასტუმროს მართვის კოორდინატორად გადავიდა. მას ყველა დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინირება და სასტუმროს მენეჯერისთვის ანგარიშის წარდგენა ევალებოდა. მალე ორივე სასტუმროს - თბილისი მარიოტისა და ქორთიარდ მარიოტის პიარისა და მარკეტინგის სამსახური ჩააბარეს.

    საქართველოში მარიოტის ქსელში მარკეტინგისა და პიარის განხრით საკმაოდ მაღალ პოზიციას მიაღწია, შემდგომი განვითარებისთვის აქ მეტ პერსპექტივას ვეღარ ხედავდა. თანაც არც მარიოტი ეთმობოდა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ სამუშაოდ ისევ მარიოტის ქსელში, ოღონდ სხვა რეგიონში გადასულიყო. თანაც ისეთი რეგიონი უნდა შეერჩია, სადაც საქართველოს მოქალაქეს ცხოვრებისა და მუშაობის უფლება ექნებოდა.

    ირმა ტაბატაძე: «როცა კომპანიაში 10 წელი მუშაობ, ის უკვე შენია. მარიოტი უქმნის თანამშრომელს იმის მოტივაციას, რომ დარჩე, განვითარდე, ისწავლო ბევრი რამ თუნდაც სხვა სფეროში და შემდეგ ახალ პოზიციაზე მოსინჯო შენი შესაძლებლობები. თანამშრომელს ყველა პირობას უქმნიან, რომ არ დატოვოს კომპანია. ის გარემო, რომელსაც სასტუმროს ბიზნესში მუშაობა გიქმნის, ძალიან განსხვავდება სხვა ორგანიზაციებისგან, უფრო ოჯახური გარემოა და თუ წახვალ, ძალიან გაკლია ეს ყველაფერი და მის გარეშე ვერ ძლებ.

    სწორედ იმ დროს, როცა ირმა ახალ სამსახურზე ფიქრობდა, დუბაიში მარიოტის სასტუმროების კლასტერი ყალიბდებოდა და რეგიონალურ ოფისში თანამშრომლებს არჩევდნენ. ვაკანსია მსოფლიო მარიოტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და ირმამ სასწრაფოდ გააგზავნა თავისი მონაცემები. მალე თვით რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დაუკავშირდა და ტელეფონით ესაუბრა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ამის შემდეგ რამდენიმე ეტაპი სატელეფონო გასაუბრება მოჰყვა, თითოეული 3-4 საათს გრძელდებოდა. ერთ დღესაც დუბაიდან დაურეკეს და ჩემოდნების დროულად ჩაბარგება ურჩიეს. მას შემდეგ არაბეთის მარგალიტი მისი ახალი სახლი გახდა. ამბობს, რომ დუბაიში მიწვევით ძალიან გაუმართლა და თანაც ამ თანამდებობაზე დანიშვნით მისი თბილისური საქმიანობა  და გამოცდილება დაფასდა.

    დუბაიში გადასვლა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. თავიდან ეშინოდა კიდეც, რომ ასეთ დიდ პასუხისმგებლობას ვერ გაუმკლავდებოდა. აფიქრებდა ისიც, რომ სხვა ტრადიციების ქვეყანაში უნდა ეცხოვრა, თანაც მარტოს და შეიძლებოდა ფსიქოლოგიურად ძალიან გასჭირვებოდა. დუბაიში ცხოვრება და მუშაობა იოლი მართლაც არ აღმოჩნდა. ირმამ რთული ეტაპები გაიარა, თუმცა ყველაფერი ღირსეულად გადალახა და დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. ირმა პირველი ქართველია, რომელიც მარიოტის რეგიონალურ ოფისში კლასტერში მუშაობს და მისი მაგალითი თბილისის მარიოტების სხვა თანამშრომლებსაც აძლევს სტიმულს, რომ განვითარებაზე იფიქრონ სხვადასხვა რეგიონში მარიოტის ქსელში. დღეს ირმა ტაბატაძე ერთ-ერთი წარმატებული თანამშრომელია მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში. 5 სასტუმროს - JW Dubai Marriott, Dubai Marriott Harbour Hotel & Suites, Courtyard by Marriott Dubai Green Community, Marriott Executive Apartments Dubai Green Community, Marriott Executive Apartments Dubai Creek-ის ბრენდირება, მარკეტინგი, კომუნიკაციები, რეკლამირება და პრომოუშენი ევალება.

    «დუბაიში ალბათ იმან გამაძლებინა, რომ ეს საქმიანობა ჩემში ზის, მაინტერესებს, მომწონს და ვცდილობ, რომ მაქსიმუმი გავაკეთო. სასტუმროს ბიზნესში მუშაობას დიდი მოთმინება და შრომისმოყვარეობა სჭირდება. ყოველთვის უნდა ეცადო, რომ რასაც აკეთებ, სამაგალითო იყოს», - ამბობს ირმა ტაბატაძე.

    თავის დროზე, მას თბილისშიც თბილისი მარიოტისა და ქორთიარდ მარიოტის პიარი და მარკეტინგი ებარა. ძველი გამოცდილება ახალ პოზიციაზე მუშაობის დროს ძალიან დაეხმარა, მაგრამ ბევრი რამ მაინც განსხვავებული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მარიოტის საერთაშორისო ქსელში ერთნაირი სტანდარტები არსებობს, რეგიონების მიხედვით განსხვავებები მაინც ძალიან ბევრია. თბილისი მარიოტი და ქორთიარდ მარიოტი ევროპის რეგიონს ეკუთვნის, დუბაის მარიოტები კი შუა აზიისა და აფრიკის რეგიონში შედის და თავისი სპეციფიკით გამოირჩევა. საქმეც ძალიან ბევრია, მით უფრო, რომ დუბაი გაერთიანებული საემიროების საქმიანი და ტურისტული ცენტრია და სასტუმროები სრული დატვირთვით მუშაობენ, ხშირად არის პერიოდები, როდესაც მარიოტის ხუთივე სასტუმროში ერთი ოთახიც კი არ არის თავისუფალი.

    ის, რომ დუბაიში მარიოტის რეგიონალური კლასტერის ოფისში სასტუმროების მარკეტინგსა და კომუნიკაციებში ქართველი ირმა ტაბატაძე მუშაობს, ქართულმა ტურისტულმა სააგენტოებმა ნაკლებად იციან. «სასტუმროებში კლიენტების განთავსება მე არ მეხება და ამაზე თავად სასტუმროების გაყიდვებისა და რეალიზების დეპარტამენტი ზრუნავს. თუმცა ქართველებს ყოველთვის სიამოვნებით ვეხმარები. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იქნება, თუ ქართულ ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობა მექნება. მით უფრო, რომ შემიძლია, როცა სჭირდებათ, ნებისმიერ ჩვენს სასტუმროში დავუჯავშნო ნომერი».

    ირმა დუბაიში კიდევ ერთი წელი აპირებს დარჩენას. შემდეგ კი რეგიონის შეცვლაზე ფიქრობს. უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ სადაც არ უნდა გადავიდეს, პოზიციურად უფრო მაღალ საფეხურზე უნდა იყოს.

    ირმა ტაბატაძე: «დუბაიში მუშაობა ჩემთვის დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა. არ ვნანობ, რომ თავის დროზე სწორედ აქ წამოვედი. გავიზარდე, როგორც პროფესიონალი, ასევე ცხოვრებისეული დიდი გამოცდილება მივიღე. ახლა უფრო მეტ ძალას ვგრძნობ საკუთარ თავში და ვფიქრობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია დღევანდელი ჩემი გამოცდილებით და გადმოხედვით თუნდაც რომ საქართველოში დავბრუნდე.

  • «კრუიზი» - ადგილი, სადაც თავს ერთდროულად იგრძნობთ გემბანზე და საკუთარ სახლში

    თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, მტკვარზე ორიგინალური არქიტექტონიკის «გემი» დგას, რომელიც სინამდვილეში სასტუმრო-კომპლექსია, სახელად «კრუიზი». იგი ძალიან მოკლე ხანში იქცა თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის თავშეყრისა და გართობა-დასვენების საუკეთესო ადგილად.  «ჩემს ბავშვობაში ჩვენი ოჯახი ხშირად დადიოდა საზღვაო კრუიზებში და უკან განუმეორებელი შთაბეჭდილებებით ვბრუნდებოდით. აქედან წამოვიდა გემის ფორმის დასასვენებელი კომპლექსის იდეა. გემი  მრავალფუნქციური და ამავდროულად კომფორტული ადგილია, ერთ სივრცეში იმყოფები, სადაც სხვადასხვა ღონისძიება ტარდება: შეკრებები, მასკარადები, გართობა... და ეს ყველაფერი მაღალ დონეზეა ორგანიზებული... გადავწყვიტეთ ასეთი გარემოს შექმნა, და შედეგი სახეზეა,» - ამბობს თამარ ბაღდავაძე, რომელიც სამშობლოში დაბრუნებამდე, ოჯახთან ერთად რუსეთში ცხოვრობდა, იქვე დაამთავრა სკოლა და ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სოციოლოგის სპეციალობით. ცოტა ხანში დაოჯახდა კიდეც. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

    თამარ ბაღდავაძე: “ისეთი ადგილის შექმნა გვინდოდა საქართველოში, სადაც მიხვიდოდი და მთელ დღეს სასიამოვნოდ გაატარებდი. აქ რომ შემოდიან, თავი მართლაც გემზე ჰგონიათ. გემბანის განწყობას, შიდა ინტერიერის გარდა, მიმტანების უნიფორმაც ქმნის, მათ მეზღვაურებივით აცვიათ. კომპლექსი მოიცავს ბიზნეს-ცენტრს, საქმიან დარბაზებს, რესტორნებს და პრემიუმ-კლასის სასტუმროს. როცა ბიზნეს-შეხვედრები მთავრდება, იმართება წვეულებები, ბანკეტები. ჩვენი რესტორანი გამოირჩევა მომსახურების მაღალი დონით, მენიუც ისეა შერჩეული, რომ აკმაყოფილებს მაღალი სტანდარტის მოთხოვნებს. რაც შეეხება სასტუმროს, საკმაოდ წარმატებული ჩანაფიქრი აღმოჩნდა. გვსტუმრობენ უცხოელები: ტურისტული ჯგუფები, ბიზნესმენები, სხვადასხვა სიმპოზიუმების მონაწილენი, რომლებიც აქვე ტარდება, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზში. მოთხოვნილება გაჩნდა სასტუმროს გაფართოებაზე, ამიტომ მას მეორე კორპუსსაც ვამატებთ, სადაც ლუქს-ნომრები და აპარტამენტები გვექნება და გაზაფხულიდან გაცილებით მეტ სტუმარს ვუმასპინძლებთ” 

    - რამდენი ადამიანის  მომსახურებას შეძლებთ ერთდროულად?

    - ყველა ობიექტი რომ ერთდროულად დაიტვირთოს, ალბათ, 700-მდე ადამიანის. 86 თანამშრომელი მუდმივად გვყავს დასაქმებული. თუ რაიმე დიდი ღონისძიებაა დაგეგმილი, არსებული საკადრო ბაზიდან დამატებით პერსონალს ვიძახებთ. ზოგს ჰგონია, რომ ჩვენი  მომსახურება ძალიან ძვირია. ამ დროს, ისეთივე ფასები გვაქვს, როგორიც რესტორნებისა და სასტუმროების უმრავლესობას. რა თქმა უნდა, ვიზუალური გაფორმება, სამეურნეო და თანხვედრი ხარჯები მრავალრიცხოვანია, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს ფასებზე არ მოქმედებს და ამიტომ  ხელმისაწვდომია.

    - რა არის თქვენი მართვის მთავარი პრინციპი?

    - ბუნებით მკაცრი ადამიანი არ ვარ. როცა ადამიანს შენიშვნას ვაძლევ, ვცდილობ, ეს ისე გავაკეთო, რომ თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს. ყველა დონის თანამშრომელს ერთნაირად პატივისცემით ვეპყრობი, ყველას წინადადებას ვისმენ და საინტერესოს ვითვალისწინებ. მენეჯმენტში ჩამოყალიბდა ის, რომ უყურადღებოდ არავინ  უნდა დარჩეს. თუ თანამშრომლები ზედმეტად იტვირთებიან, პრემიები რიგდება. მიმაჩნია, რომ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები უფრო ამართლებს, ვიდრე მაგიდაზე მუშტის დარტყმა. ჩვენს პერსონალსაც ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. როცა თანამშრომლებს შორის ჯანსაღი ურთიერთობებია, სტუმარსაც ხალისით და ღიმილით ემსახურებიან.

    - რა ნიშნის მიხედვით არჩევთ თანამშრომელს?

    - მოწესრიგებული, პასუხისმგებლობით აღსავსე, პუნქტუალური უნდა იყოს. კარგად მეტყველებდეს, იღიმებოდეს, საკუთარი პრობლემის დამალვა უნდა შეეძლოს. ვაფასებ, როდესაც თანამშრომელი სამუშაო საათების შემდეგ რჩება, თუ კი ეს საქმეს სჭირდება.

    - რა თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ მენეჯერს?

    - უნდა იყოს მოწესრიგებული, მკაცრი და მომთხოვნი საკუთარ თავთან, ენერგიული.  შეეძლოს მოვლენების პერსპექტივაში დანახვა, გადაწყვეტილებას სწრაფად უნდა იღებდეს. აუცილებლად უნდა უყვარდეს თავისი საქმე. დარწმუნებული ვარ, თუ ადამიანს უყვარს ის, რასაც აკეთებს, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.

    - რა სიახლეს სთავაზობთ ახალ სეზონზე მომხმარებელს?

    - სადღეღამისო მომსახურებაზე გადავდივართ, ჩვენი ტერასები, პრივატული კუპეებით 24 საათის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებელს. ქალაქში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ადამიანი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში კარგ მომსახურებას და გემრიელ საკვებს მიიღებს. ასეთი ადგილის პოვნა თბილისში ერთგვარი პრობლემაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ასეთი მომსახურება ჩვენთან დაგვენერგა. გვაქვს კუპეები, რომლებიც სწორედ ასეთი სტუმრებისთვის იქნება გამოყოფილი. ბევრს არ უყვარს ღამით ხალხმრავალ ადგილას დროის გატარება და პრივატულად მეგობრულ წრეში მოლხენას ამჯობინებს.

    - თქვენ თვითონ როგორ დასვენებას ამჯობინებთ?

    - ახალ ძალებს შემდეგი დღისთვის ჩემს შვილთან თამაში და ურთიერთობა მმატებს. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სახლში ბრუნდები და შვილი გეგებება. ასე, რომ შინ მისვლა საუკეთესო დასვენებაა ჩემთვის. რაც შეეხება აქტიურ დასვენებას, ძალიან მიყვარს მოგზაურობა. გართობა გვიყვარს მეგობრებთან ერთად, ოჯახურ სიტუაციაში დროის გატარება. რუსეთში ასეთ ურთიერთობებს ყოველთვის მოკლებული ვიყავი. მიყვარს, როცა მეგობრები შევიკრიბებით, ზოგი გიტარაზე დაუკრავს, ზოგი ლექსს იტყვის. ასეთი რამ საზღვარგარეთ უცხო ხილია და მხოლოდ ქართული სინამდვილისთვის არის დამახასიათებელი, რაც მე ძალიან სენტიმენტალურად განმაწყობს.

  • აღმოაჩინე სამყარო «სითი ტურთან» ერთად

    მანილაში, ბიზნესმენთა ერთ-ერთ საერთაშორისო კონგრესზე მიწვეულთა შორის, კომპანია «კავკასტრანსექსპრესის» გენერალური დირექტორი გია დანელიაც იყო. ასეთი კონგრესები ახალი პარტნიორების მოძიების და საქმიანი ურთიერთობების დაწყების კარგი შესაძლებლობაა. ინვესტორების დასაინტერესებლად ბიზნესმენმა საუკეთესო გზა აირჩია და მათ, საქართველოს შესახებ, BBC-ს მიერ დამზადებული სარეკლამო რგოლი აჩვენა. ეფექტმა მოლოდინს გადააჭარბა: კლიპმა სრული ფურორი მოახდინა და ბიზნესმენთა მოთხოვნით განმეორებით აჩვენეს. კონგრესის მონაწილენი გია დანელიასთან ცალ-ცალკე მიდიოდნენ და საქართველოთი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

    ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოს ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ტურისტების მიღებას და დახვედრას კი შესაბამის ინფრასტრუქტურასთან ერთად, კვალიფიციური ტურისტული კომპანიები სჭირდება. მოგეხსენებათ, «კავკასტრანსექსპრესი» საერთაშორისო ექსპედიტორული კომპანიაა და პარტნიორები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჰყავს. არსებული რესურსების შეაფასებით გადაწყდა, 2010 წელს, ტურისტული სააგენტო «სითი ტურის» დაფუძნებაც. ახალი კომპანიის მთავარი მიზანი «კავკასტრანსექსპრესის» უცხოელი პარტნიორების საქართველოში ღირსეულად დახვედრა და ქვეყნის სხვა რაკურსით შეთავაზება იყო. როგორც თავად დამფუძნებელი ამბობს, სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსა და საქართველოს რეკლამირება ტურისტული კუთხით დაიწყო. 

    გია დანელია, «სითი ტურის» დამფუძნებელი: «ტურისტული კომპანიის დაფუძნების იდეა თვითონ ცხოვრებამ მოიტანა. დღეს ამ სეგმენტს დიდი ყურადღება ექცევა. ტურისტული სააგენტო რომ შევქმენით, პირველი კლიენტები ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ. ორმაგი მოტივაცია გვქონდა - მათთვის საქართველო საუკეთესო კუთხით უნდა დაგვენახებინა. რატომ არ უნდა გავუკეთოთ ჩვენს ქვეყანას რეკლამა, როცა ეს შეგვიძლია?!

    ახალი კომპანია, როგორც უცხოელ ტურისტებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობას სთავაზობს. «სითი ტურთან» ერთად, ქართველებსაც შეუძლიათ საქართველოს «აღმოჩენა». ტურები მართლაც მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია. არჩევანი ფართოა და ყველა სეგმენტის მოთხოვნების შესაბამისი, იქნება ეს კულტურული, ექსტრემალური, სათავგადასავლო, ეთნო თუ ღვინის ტურები.

    ციცი დობორჯგინიძე, «სითი ტურის» დირექტორი: «შევისწავლეთ ბაზარი, რა მოთხოვნები არსებობდა, რა ტიპის მომსახურება სურდათ კლიენტებს და განვსაზღვრეთ ჩვენ რისი შეთავაზება შეგვეძლო მათთვის. კონტრაქტები გაფორმდა ისეთ სასტუმროებთან, რომლებიც თავის სეგმენტში საუკეთესო მომსახურებას შესთავაზებენ დამსვენებელს. ჩვენ თვითონ გვყავს ყველა პარტნიორი გამოცდილი და ტურისტებს მაღალკვალიფიციური გიდები უწევენ სათანადო მეგზურობას».

    უცხოეთში მოგზაურობის მსურველებს «სითი ტური» ევროპის ყველა ქვეყანაში, ასევე ახლო და შორეულ აღმოსავლეთში ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს. ქართველ ტურისტებს იორდანიაში შეუძლიათ იესო ქრისტეს ნათლობის ადგილის ხილვა, პეტრას დიდებულებით დატკბობა და ნებოს მთაზე იდუმალების განცდა. «სითი ტურთან» ერთად ქართველებს უსაფრთხო და საინტერესო მოგზაურობა ელოდებათ ჩინეთში, მალაიზიაში, ინდოეთში, ფილიპინებში, ტაილანდში, სინგაპურსა და ვიეტნამში. მათ, ვისაც აფრიკის ველური ბუნების უშუალოდ შეგრძნება და ხელით შეხება სურს, კენიისა და ტანზანიის საფარები ელოდება.

    «კომპანია «კავკასტრანსექსპრესს» 10 წელზე მეტია, ტვირთი მსოფლიოს ყველა კუთხეში მიაქვს - იაპონიიდან დაწყებული, ლათინური ამერიკით დასრულებული და ყველგან გვყავს კარგი და საიმედო პარტნიორები. მომხმარებლისთვის ტურები არ შეგვითავაზებია, ვიდრე არ დავრწმუნდით პარტნიორებში, მომსახურების უსაფრთხოებასა და გარანტირებულ სერვისში. ასე, რომ ჩვენს ტურისტებს ყველგან დაბრკოლებების გარეშე მოგზაურობა ელოდებათ, მთავარია შეარჩიონ დრო და ადგილი», - აღნიშნავს გია დანელია.

    «სითი ტურის» ხელმძღვანელობა უცხოეთში ვიზიტების დროს ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და საქართველოს მიმართ ინტერესს უჩენს. გია დანელია იორდანიაში შეხვდა ტურიზმის სამინისტროს, აქაბას და ომანის მერიის, ასევე სასტუმროების - «კემპინსკისა» და «მარიოტის» ხელმძღვანელობას. მათ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს და სათამაშო ბიზნესით დაინტერესდნენ.

    გია დანელია, «სითი ტურის» დამფუძნებელი: «საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის უფრო ნოყიერი ნიადაგია, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებიც დღეს ტურიზმით ცხოვრობენ. ჩვენთან ყველაფერი უხვად არის მომადლებული და გვინდა ეს სიმდიდრე სხვასაც დავანახოთ. ტურისტულ ბიზნესს საინტერესო პერსპექტივა ელის და ამიტომაც შევეცადეთ, რომ ამ ფერხულს არც ჩვენ ჩამოვრჩეთ».

     

  • «ინტერკონტინენტალი» - ახდენილი ოცნებების ხიბლი

    მან, ვინც ერთხელ მაინც ისარგებლა ტურ-ოპერატორ «ინტერკონტინენტალის» მაღალკვალიფიციური მომსახურებით, იცის - ერთ მშვენიერ დღეს მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა ოცნება ცხადად იქცევა. ორი ათეული წელია «ინტერკონტინენტალის» დახმარებით ათასობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე, წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოში ისვენებს.

    კომპანია კლიენტებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურების ფართო არჩევანსა და ექსკლუზიურ პაკეტებს სთავაზობს, არამედ მათთან ერთად ქმნის მომავალ სტრატეგიას - «ინტერკონტინენტალი» მთლიანად ორიენტირებულია კლიენტის სურვილებზე, ამასთან იზიარებს ტურისტულ სფეროში არსებულ სიახლეებს. ის, რომ საქართველოს ბაზარზე კომპანია წარმატებულია, ამას პრესტიჟული ჯილდო «ოქროს ბრენდიც» ადასტურებს. 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით ტურისტული მომსახურების სფეროში «ინტერკონტინენტალი» მომხმარებლებმა რჩეულ ბრენდად აღიარეს.

    „ინტერკონტინეტალში“ მიიჩნევენ, რომ წარმატება გუნდური მუშაობისა და სანდოობაზე დამყარებული პარტნიორული ურთიერთობების შედეგია. კომპანიის თანამშრომლები და კლიენტების ადგილობრივი მასპინძლები ყოველთვის ადევნებენ თვალყურს კლიენტის მოთხოვნებს, ტურის დაწყებიდან მის დასრულებამდე. კლიენტისადმი მაქსიმალური ყურადღება კომპანიის თანამშრომელთა პრიორიტეტი და მომხმარებელთა კომფორტულ გარემოში დასვენების მყარი გარანტიაა.

    ნინო მახვილაძე, «ინტერკონტინენტალის» გენერალური დირექტორი: «აცნობიერებს რა პასუხისმგებლობას პოტენციური კლიენტების წინაშე, «ინტერკონტინენტალი» გააზრებულად მიიწევს წინ და აქვს არცთუ უსაფუძვლო პრეტენზია, იყოს «ოქროს ბრენდის» ერთადერთი, ღირსეული მფლობელი. ჩვენი კომპანიის ყველა თანამშრომელი ცდილობს, მოერგოს კლიენტის სურვილსა და ინტერესს. კომპანია ცდილობს, იყოს კრეატიული არა მხოლოდ ახალი პროდუქტების შექმნისას, არამედ კლიენტებთან ურთიერთობებშიც. კომპანიისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, როცა ჩვენი მომხმარებელი სახლში დადებითი ემოციებით ბრუნდება. კეთილგანწყობილი კლიენტი ყველა რეკლამაზე ძვირფასი და ღირებულია.

    მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც გვენდობიან, ასევე თითოეულ უცხოელ პარტნიორს, რომელიც ჩვენი წარმატების თანამონაწილეა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ 20-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიამ საზოგადოებაში საიმედო სახელი დაიმკვიდრა».

    «ინტერკონტინენტალის» წარმატების ერთ-ერთი ფორმულა ბაზრის შესწავლა და სიახლეებზე ორიენტაციაა. დაარსების დღიდან კომპანიამ ყველა კონტინენტისკენ გაჭრა გზა, დაამყარა საქმიანი ურთიერთობა იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, კუბის, ბრიტანეთის, ავსტრიის, ნიდერლანდების, თურქეთის, გერმანიის, ჩეხეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების წამყვან ტურ-ოპერატორებთან. 2009 წლიდან «ინტერკონტინენტალის» ექსკლუზივი გახდა ეგვიპტის მიმართულება, ხოლო 2010 წელს ხურგადისა და შარმის შემდეგ, ტურისტებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ სრულიად ახალ - ტაბას მიმართულებას, რომელსაც «დასვენების ექსპერტები» წითელი ზღვის სანაპიროს მარგალიტს უწოდებენ. საექსკურსიო ღირშესანიშნაობებით, ზღვითა და კარგი კლიმატური პირობებებით ეგვიპტე ტურისტებს თორმეტი თვის განმავლობაში მასპინძლობს. საქართველოდან ჩასულ ტურისტებს ეგვიპტეში ქართველი გიდები ხვდებიან. ასევე, «ინტერკონტინენტალი» თავის მომხმარებელს მოგზაურობას წელიწადის ნებისმიერ სეზონზე, ყველა მიმართულებით სთავაზობს. «ინტერკონტინენტალს» აქვს სხვა გეგმებიც. «საქართველო ოდითგანვე იყო პატარა სამოთხე, არაჩვეულებრივი ადგილი ევროპა-აზიის გასაყარზე. თუმცა, ქართველები ამას ნაკლებად ვაფასებდით. სწორედ შიდა ტურიზმთან დაკავშირებული პროექტები არის წინაპირობა იმისა, რომ საქართველო მეტად წარმატებული გახდეს. მით უფრო, რომ საამისოდ უნიკალური ტურისტული შესაძლებლობები და პოტენციალი გაგვაჩნია», - აღნიშნავს ნინო  მახვილაძე.

    უახლოეს მომავალში ტუროპერატორი «ინტერკონტინენტალი» მომხმარებელს სათავგადასავლო, კულტურულ, ეკო, რეკრეაციულდა სხვა თემატურ შიდა ტურებს შესთავაზებს.

     

  • «ფრეშ თრეველი» - მეგობრები მთელ მსოფლიოში»

    გვაქვს ამბიცია: - ვიყოთ ჩვენი საქმის პროფესიონალები და გვყავდეს მეგობრები მთელ მსოფლიოში - ასეთი იყო «ფრეშ თრეველის» მესვეურთა სურვილი, რომელიც ტურისტულ ბაზარზე გამოჩენისთანავე, 2005 წელს გააჟღერეს. სულ მცირე ხანში კომპანიამ შეძლო ეს რეალობად ექცია. მან არა მხოლოდ ღირსეული ნიშა დაიკავა საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში და შეიძინა საიმედო პარტნიორები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის, განასაკუთრებით კი შემომყვანი ტურიზმის განვითარებაში. კომპანია «ფრეშ თრეველი» თავადაც უწყვეტი განვითარების გზას ადგას. დღესაც აქტიურად ცდილობს დანერგოს ახალი იდეები და დროის ყველა მოთხოვნას უპასუხოს. მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით კომპანიის ერთგული გუნდი თავის კლიენტებს საუკეთესო სამოგზაურო პირობებს სთავაზობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, უზრუნველყოფს ტურისტების სასიამოვნო, კომფორტულ დასვენებას და ითვალისწინებს მათ ყველა მოთხოვნას. იმ ფაქტს, რომ კომპანიის მომსახურება საიმედო და ხარისხიანია, მისი პარტნიორებისა და კლიენტების ზრდაც მოწმობს.

    ტურისტული კომპანია «ფრეშ თრეველის» პროფესიონალთა გუნდის ყველა წევრი დარწმუნებულია, რომ საქართველო ტურიზმის განვითარების დიდ პოტენციალს ფლობს. სწორედ ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში, კომპანია ძირითად აქცენტს ტურისტების შემოყვანაზე აკეთებდა. 2010 წელიც ამ სფეროს ათვისებას დაეთმო და უნდა ითქვას, საკმაოდ წარმატებულადაც. თუმცა, კომპანია კვლავ აგრძელებს სამი ძირითადი და ტრადიციული მიმართულების განვითარებას: ავიაბილეთების დაჯავშნა-რეალიზაციას, ტურისტების გაყვანასა და შემოყვანაზე მუშაობას. 

    კომპანია «ფრეშ თრეველის» დირექტორი პაატა კვიჟინაძე მიიჩნევს, რომ ტურისტების შემოყვანაზე ორიენტირება სფეროს პერპექტიულობითა და ქვეყნის საჭიროებით არის განპირობებული. სწორედ ამიტომ კომპანია მომავალშიც ეცდება ტურიზმის ამ სეგმენტის გაზრდას. «ტურიზმის განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ორი წლის წინ მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბათუმი ან მესტია ამდენ სტუმარს უმასპინძლებდა. წელს მრავალმა ტურისტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოისურვა მესტიაში სტუმრობა ორგანიზებული ტურების მეშვეობით, წინასწარ დადგენილი საინტერესო მარშრუტით. შესაძლოა ისეთი გამართული ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, როგორიც სხვა ქვეყნებშია, მაგრამ ეს საქმეც დაძრულია და მალე გაკეთდება.

    აღსანიშნავია, რომ ტურისტული ნაკადის მატებაზე დადებითი გავლენა მოახდინა ახალი ავიაკომპანიების შემოყვანამ. მათ შორის წარმოქმნილი კონკურენციის შედეგად მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი გახდა და ბევრ ადამიანს დასვენების შესაძლებლობა მიეცა.

    2011 წელის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ, ჩარტერული რეისი თელავივიდან (ისრაელი) ბათუმში იფრენს. ასევე დავიწყეთ ტურისტების შემოყვანა ევროპის ქვეყნებიდან. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პოლონეთი აღმოჩნდა. პირდაპირი რეისის დანიშვნამ ტურისტების რაოდენობა ამ ქვეყნიდანაც გაზარდა. შემომყვანი ტურიზმის გასაფართოებლად ბევრი ვიმუშავეთ - გავაფორმეთ ახალი ხელშეკრულებები.  2011 წელს მხოლოდ ისრაელიდან 5 ათას ტურისტს ველოდებით. დავიწყეთ მუშაობა გერმანელ, ირანელ პარტნიორებთან. საერთოდ, საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ, რაც ძალიან გვახარებს».

    ტურისტული კომპანია «ფრეშ თრეველის» ხიბლი მის გამოცდილებასა და თითოეული ტურისტის მიმართ განსაკუთრებულ მიდგომაშია. კომპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ სასტუმროების დაჯავშნით, ის კლიენტებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს და მთლიანად პასუხისმგებელია მათ  დასვენებაზე.

    «ფრეშ თრეველის» წარმატების ფორმულა უცხოელ თუ ადგილობრივ პარტნიორებთან ხელსაყრელ თანამშრომლობას და კლიენტების მაღალი კლასის მომსახურებას ეფუძნება. კომპანიის კადრები გამოირჩევიან ენერგიულობითა და პროფესიონალიზმით. პროფესიონალი გიდების დღევანდელი დეფიციტის პერიოდში «ფრეშ თრეველი» რეკომენდაციას უწევს თავის გიდებს, როგორც გამოცდილ და საკუთარი საქმის მოყვარულ თანამშრომლებს.     

    რაც შეეხება ქართველ დამსვენებელს, მისთვის ყველაზე საინტერესო ტურისტულ ქვეყნად თურქეთი რჩება. ეგზოტიკური ქვეყნებიდან ტაილანდი ლიდერობს, ხოლო ზამთრის სეზონზე პოპულარულია ეგვიპტე. სააღდგომო დღეებში ბევრი დამსვენებელი ისრაელით ინტერესდება, ხოლო ევროპის მიმართ ინტერესი მთელი წლის განმავლობაში არ ნელდება.   

    სულ ახლახან «ფრეშ თრეველის» დამფუძნებლებმა ახალი კომპანია «Lyberty Georgia» დააარსეს. საინტერესოა, რომ ახალი შემომყვანი კომპანია მსოფლიოს 47 ქვეყანაშია რეგისტრირებული და გუნდური მუშაობის პრინციპების გათვალისწინებით ტურისტული არეალის გაფართოების საკმაოდ დიდი პერსპექტივა გააჩნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ტურიზმი უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს და ქვეყანა უფრო მეტ და მრავალფეროვან ტურისტს უმასპინძლებს.

     

     

  • «ენ ტური» - მოგზაურობა სიყვარულით

    ტურისტული სააგენტო «ენ ტურის» ხსენებაზე შეუძლებელია, რეალობას ცოტა ხნით მაინც არ მოწყდე და შრომაში ჩაფლულს ზღვა, მზე, ცხელი ქვიშა, ეგზოტიკური ქვეყნები და მშვიდი დასვენება არ მოგინდეს. უკვე 10 წელზე მეტია, რაც «ენ ტური» ქართველ ტურისტებს დედამიწაზე «სამოთხის» პოვნაში ეხმარება. «ენ ტურის» პროფესიონალთა გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასვენების უდარდელი დღეები მათმა კლიენტებმა ბედნიერად გაატარონ.

    «ენ ტური» ძალიან უფრთხილდება თავის რეპუტაციას. მუდმივად ცდილობს, ახალი და საინტერესო სერვისი შესთავაზოს თავის კლიენტებს. კომპანიის იმიჯი წლებთან ერთად დიდი შრომის შედეგად მოვიდა. ყველაფერი კი არცთუ იოლად დაიწყო. 1999 წელს, მაშინ როცა კომპანია ჩამოყალიბდა, საზღვარგარეთ დასვენება ჯერ კიდევ უცხო იყო ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. «ენ ტური» სიძნელეებს არ შეუშინდა და ერთ-ერთმა პირველმა ჩარტერული რეისები დანიშნა ანტალიისა და კვიპროსის მიმართულებით, ქართველ დამსვენებლებს მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზა საკმაოდ დაბალ ფასად. «ენ ტურმა» მალე მოიპოვა პოპულარობა. წარმატება კი საქმის სიყვარულმა, სწორმა მენეჯემენტმა, კარგმა გუნდმა განაპირობა. «ენ ტურში» ისეთი ადამიანები შეიკრიბნენ, რომელთაც ტურისტული საქმე უყვარდათ და შეძლეს კიდეც ბიზნესის განვითარება.

    ნინო ჟამიერაშვილი, «ენ ტურის» სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: «უკვე 12 წელია, «ენ ტური» ჩვენი ცხოვრებაა. ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის მოვალეობებს და ამ ოჯახის გაძლიერებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. ტურისტულ ბიზნესს მუდმივი ნერვიულობა თან დაჰყვება. კომპანიის თითოეული თანამშრომელი განიცდის, თუ რომელიმე კლიენტს მოგზაურობის დროს პრობლემა შეექმნება. ყველა ზრუნავს, რომ გადაუჭრას ეს პრობლემა. ჩვენ სიყვარულით ვაკეთებთ ამ საქმეს და სწორედ ამის წყალობით მივაღწიეთ წარმატებას.»

    დღეს «ენ ტური» საუკეთესო რეპუტაციის, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ტურისტული სააგენტოა, რომელიც სულ სიახლეების ძიებაშია. მას შეუძლია, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შესთავაზოს თავის კლიენტს როგორც დასვენება, ასევე კულტურული და შოპინგ-ტურები. თუმცა კომპანიის ძირითადი მიმართულება მაინც ის ქვეყნებია, სადაც ჩარტერული რეისები აქვს. ზაფხულში დამსვენებლებს ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის ულამაზეს კურორტებზე ელოდებიან, ზამთარში კი - არაბული სამყაროს ეგზოტიკურ ქვეყნებში.

    ევროპის, აზიის, არაბეთისა თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ხილვა «ენ ტურთან» ერთად უფრო საინტერესო და სასიამოვნოა, რადგან მოგზაურობის დროს აუცილებელი ფორმალობების მოგვარებას კომპანია თავის თავზე იღებს (სავიზო მომსახურება, ავიაბილეთისა და სასტუმროს დაჯავშნა, ექსკურსიებისა და ტურების ორგანიზება). «ენ ტურში» კარგად იციან, როგორ ასიამოვნონ ყველაზე პრეტენზიულ და მომთხოვნ კლიენტსაც კი.

    «ენ ტურში» კიდევ უფრო გაზრდასა და გაფართოვებაზე ფიქრობენ. კომპანიაში იდეების მთავარი გენერატორი გენერალური დირექტორი გიორგი შენგელიაა, რომელიც კომპანიაში დაფუძნების პირველივე დღიდანაა თავისი ცოდნით, გამოცდილებით და ნოვატორული იდეებით.

    გიორგი შენგელია, «ენ ტურის» გენერალური დირექტორი: «ჩემთვის «ენ ტური» არის საქმე, რომლის კეთებაც მსიამოვნებს და მომწონს. თუმცა ეს არის ბიზნესი. ვფიქრობ, ამ კომპანიის სხვებისაგან განმასხვავებელი ისიც არის, რომ მას თავიდანვე ვუყურებდით როგორც ბიზნესს. ყველა გადადგმული ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ ანალიზიდან, თუ რა იყო სასარგებლო ჩვენი ბიზნესისთვის. პირადული არასდროს არ იყო განმსაზღვრელი, როცა რაიმე გადაწყვეტილებას ვიღებდით. სწორედ ამ პოლიტიკის წყალობით შევძელით ინვესტიციების მოზიდვა».

    «ენ ტურმა» ქართულ ტურისტულ სივრცეში ახალი პროდუქტი შემოიტანა და კლიენტებს მსოფლიოს ზღვებსა თუ ოკეანეებში დაუვიწყარ კრუიზებს სთავაზობს.  ქართული ტუროპერატორი იტალიური კომპანია “MSC CRUISES”-ის წარმომადგენელი გახდა. ამ კომპანიის მფლობელობაშია ხუთვარსკვლავიანი გემები, სადაც მაღალი კლასის მომსახურება და ყოველდღე გასართობი პროგრამების მრავალფეროვნებაა. ქართველ დამსვენებელს კრუიზში დაუვიწყარი დღეების გატარება ელის. თანაც, ფასიც საკმაოდ დაბალია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ გემი რამდენიმე ქვეყნის საპორტო ქალაქებში შედის. ტურები კი მრავალფეროვანია საზღვაო რეისებისა და გემზე გასატარებელი დღეების მიხედვით. დამსვენებელს საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია შეარჩიოს ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა კრუიზები, რადგან გემები განსხვავებულ საპორტო ქალაქებში შედიან. ასევე ბალტიის ზღვით კრუიზის შემთხვევაში შესაძლებელია ჩრდილოეთ ევროპის საპორტო ქალაქების დათვალიერება. «ენ ტურთან» და "MSC CRUISES"-თან ერთად ქართველებს ხუთვარსკვლავიანი გემით კარიბის ზღვაზეც აქვთ მოგზაურობის შანსი.

    2011 წლის ბოლოსთვის «ენ ტური» გეგმავს, რომ მთელ მსოფლიოში კრუიზების წამყვან ოპერატორთან გააფორმოს ხელშეკრულება და აბსოლუტურად ყველა ტიპის კრუიზული მომსახურება შესთავაზოს თავის კლიენტს.

     

  • საქართველოს სანიტარულ- ეპიდემიოლოგიური ცენტრი

    კომპანია  2009 წლის ოქტომბერში შეიქმნა და დღემდე წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. საქართველოს სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური ცენტრის დევიზია  – „პრობლემა ნული“ - სწორედ ამ იდეით კომპანიის თანამშრომლები ყველა საკითხის გადაჭრას ისე ცდილობენ, რომ არსებული მწვავე რეალობა დამკვეთის სურვილისამებრ შეიცვალოს.

    დერატიზაცია, დეზინფექცია, დეზინსექცია და ჰერპეტოლოგია - ნებისმიერი სახის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრა ნებისმიერი მიმართულებით სანეპიდცენტრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, მყისიერად ხდება.

    სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ დაბინძურებულ გარემოს - ლაბორანტებთან ერთად აანალიზებენ პრობლემის არსს და კონკრეტული გადაწყვეტილების საფუძველზე იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

     კომპანიის მენეჯმენტის ახლებური მიდგომა და მომსახურების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა მომხმარებლისათვის მისაღები ფორმებით - ქართულ რეალობაში ამ სფეროსთვის ჯერჯერობით ახალი ხილია.

    საქართველოს სანიტარულ ეპიდემიოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები ცდილობენ შექმნან დამკვეთისათვის მაქსიმალური კომფორტი. სპეციალისტებმა ტერიტორიაზე იმუშაონ დღე - ღამის იმ მონაკვეთში, რომელიც დამკვეთის ინტერესებს ერგება და მის საქმიანობას არ აზარალებს.

    მიუხედავად ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის ორწლიანი გამოცდილების, პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველოს სანეპიდცენტრის მენეჯმენტი სწორი და მიზანმიმართულია.

    მავნებლებით დაბინძურებული ტერიტორიების დამუშავება, ეკოლოგიურად სუფთა, ადამიანისათვის უსაფრთხო პრეპარატებით ხდება. კომპანია იყენებს, როგორც უცხოური წარმოების ბრენდებს ,ასევე საკუთარი ძალებით ახორციელებს ადგილზე - ადაპტირებული პრეპარატების წარმოებას.

    არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური ცენტრის მიერ დამზადებული პრეპარატები უმეტეს შემთხვევაში იძლევა ორმაგ ეფექტს პრობლემის გადაჭრის დროს და ეს ფაქტორი არაერთი დამკვეთის მიერ არის დადასტურებული.

    გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის მიერ შესრულებული მომსახურების ღირებულებაც ბაზარზე არსებული მოთხოვნების ადეკვატურია, კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატებით პრობლემის გადაჭრა დამკვეთს, ხშირ შემთხვევაში, სხვა კომპანიების მიერ შეთავაზებული ღირებულების 50 პროცენტი უჯდება.

    საქართველოს სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური სამსახური ბაზარზე სათამაშო წესების გამარტივებას და რეალობის შეცვლასაც ცდილობს. ბაზარზე საბჭოური ტრადიციის მიხედვით, მოთამაშეები მოგების მიღებას ორი გზით ცდილობდნენ.

    1. შესთავაზო დამკვეთს მომსახურების მიზერული ღირებულება, რეალურად კი სამუშაოს მხოლოდ მინიმუმის მინიმუმი შერულდეს.

    2. შეასრულო სამუშაო რეალურად და მოითხოვო ანაზღაურება, რომელიც არარეალურ  თანხებს უკავშირდება. ორივე გზას დამკვეთი შეჰყავს.

    საქართველოს სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური ცენტრის მიზანია ეს წესები შეცვალოს.  მისი მომსახურება, ხარისხი და ღირებულება - ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის თუ ქართულ ბაზარზე მოღვაწე ნებისმიერი დონის კომპანიისთვის.

    სანეპიდცენტრში აცხადებენ, რომ იმიჯი და სახელი კომპანიისათვის მთავარი მიზანია - კომპანია შექმნილია გრძელვადიანი, უწყვეტი წარმატებული საქმიანობისათვის და არა ერთი დღით ერთჯერადი მოგების მისაღებად. ამ მიზნის მიღწევა კი მხოლოდ კეთილსინდისიერად და მაღალი ხარისხის გარანტით შესრულებული ვალდებულებებით  არის შესაძლებელი.

    საკონტაქტო ნომერი: 8(32) 10  24  00; მობ.: 877 45 34 34

     

  • 75 წელი ჯანმრთელობის სამსახურში

    ფარმაცევტული კომპანია „ბიოპოლუსი“ ბათუმის ფარმაცევტული ქარხნის 75-წლიან საუკეთესო ტრადიციებს აგრძელებს. ქარხანა 1936 წელს დაარსდა და ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა კავშირის ფარმაცევტულ ბაზარს სხვადასხვა აქტიური ნივთიერებებით, სამკურნალო საშუალებებით თუ პრეპარატებით ამარაგებდა. ბოლო წლებში ქარხნის ტერიტორიაზე ახალი მულტიფუნქციური წარმოება ამოქმედდა. ასეთი მასშტაბის ფარმაცევტული საწარმო დღეისათვის ერთადერთია სამხრეთ კავკასიაში, წარმოების ყველა სტადიით - ნედლეულის მიღება-დამუშავებიდან დაწყებული, საბოლოო პროდუქტით დამთავრებული. ქარხანა წამლის თითქმის ყველა ფორმას აწარმოებს: ფხვნილებს, ტაბლეტებს, კაფსულებს, ამპულებს, მალამოებს, სანთლებს, ექსტრაქტებს და ა. შ.

    ბათუმის ფარმაცევტულ ქარხანას 2010 წლიდან კომპანია „ბიოპოლუსი“ ფლობს. ერთი წლის განმავლობაში მან ორჯერ გაზარდა პრეპარატების ასორტიმენტი. ახლა ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა 120 პრეპარატს ამზადებს და კიდევ 100 მზადაა წარმოებაში ჩასაშვებად. პარალელურად, რამდენიმე ქვეყანა დაემატა საექსპორტო ბაზარს. ბათუმის ფარმაცევტული ქარხნის პროდუქციას „ბიოპოლუსი“ ამჟამად აწვდის: უკრაინას, პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას, ბელარუსს, მოლდოვას, აზერბაიჯანს, სასომხეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს და ტაჯიკეთს. საერთაშორისო ბაზარზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს აქტიური ნივთიერება „პლატიფილინის ჰიდროტარტრატი“, რომელიც მიიღება სამკურნალო მცენარე „ბტრყელფოთოლა ხარიშუბლასგან“. მთიან აჭარაში ხარიშუბლას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მოიპოვებდნენ და მისგან ბათუმის ფარმაცევტულ ქარხანაში აქტიურ ნივთიერებას ამზადებდნენ. „პლატიფილინის ჰიდროტარტრატი“ დღეს „ბიოპოლუსის“ ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პროდუქტია, რომელსაც საერთაშორისო ფარმაცევტულ ბაზარზე ცნობენ და აფასებენ.  

    „დღეს ბევრ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიას არა აქვს 75 წლის გამოცდილება. ჩვენ კი ზურგს ისეთი ბაზა და ისტორია გვიმაგრებს, რომ  პრაქტიკული თუ ინტელექტუალური თვალსაზრისით, ბევრ ფარმაცევტულ კომპანიაზე წინა ვართ“,  - ამბობს «ბიოპოლუსის» გენერალური დირექტორი სოსო ზაზაშვილი, - „ჩვენ შევინარჩუნეთ ძველი ქარხნის ბირთვი - ადამიანები, რომლებსაც ფარმაცევტულ ქარხანაში მუშაობის 40-50 წლის სტაჟი აქვთ. მათი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის“.

    „ბიოპოლუსი“ კადრების შერჩევას და მათი ცოდნა-გამოცდილების ამაღლებას დიდ ყურადღებას აქცევს. გამოცდილი ადამიანების გვერდით კომპანიამ მოწინავე პოზიციებზე დანიშნა შესაბამისი განათლების მქონე ახალგაზრდები მართვის ყველა რგოლში. 2010 წელს „ბიოპოლუსმა“ ბრიტანულ აკადემიასთან გააფორმა მემორანდუმი. შესაბამისად, ის თანამშრომლები, რომლებმაც აქამდე ინგლისური ენა არ იცოდნენ, ახლა მას აქტიურად სწავლობენ, რათა საერთაშორისო ურთიერთობისას არ ჰქონდეთ კომუნიკაციის პრობლემა.

    „ბიოპოლუსი“ თანამშრომლობს ფარმაკოქიმიის ინსტიტუტთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის კათედრასთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. „ბიოპოლუსი“ აფინანსებს სამედიცინო უნივერსიტეტის დევნილ სტუდენტებს, რომლებმაც გამოხატეს სურვილი, შეესწავლათ ფარმაცევტული საწარმოო ტექნოლოგიები. ბათუმის ფარმაცევტულ ქარხანაში მუშაობა სულ უფრო პრესტიჟული ხდება ახალგაზრდებისთვის. ამიტომაც ბევრი  სასწავლო დაწესებულება გამოხატავს სურვილს, მათმა სტუდენტებმა ბათუმის ფარმაცევტულ ქარხანაში გაიარონ სტაჟირება და შეიძინონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

    2010 წელს „ბიოპოლუსმა“ გაზარდა ბათუმის ფარმაცევტული ქარხნის საწარმოო ფართები. საინექციო ხსნარებისა და სატაბლეტო საამქროებს დაემატა ROTA-სა და UHLMANN-ის თანამედროვე გერმანული დანადგარები.  ქარხნის მთელი ინფრასტრუქტურა მოეწყო საერთაშორისო GMP სტანდარტით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი წარმოებისთვის, რომელიც აქცენტს მაღალხარსხიან და საექსპორტო პროდუქტებზე აკეთებს. 2011 წელს კი ახალაშენებული საწარმოც ამოქმედდება, რომელსაც საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა 3000 კვ/მ ტერიტორიაზე. საწარმოს პროექტი გერმანელმა სპეციალისტებმა მოამზადეს. მათ ყველა დეტალი და ნიუანსი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გათვალეს, რაც სამომავლოდ ახალ საწარმოს სახელს გაუთქვამს არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში. 

    „ბიოპოლუსი“ ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში, რომლის თანახმად,  სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს იაფად უნდა უნდა მიაწოდოს მათთვის ყველაზე საჭირო პრეპარატები. ამ პრეპარატებს ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა დაამზადებს და უცხოურ ანალოგებზე ბევრად იაფი იქნება.

    „სახელმწიფო გამოხატავს კეთილ ნებას და სურს, ქვეყნის ღარიბი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მათთვის ყველაზე საჭირო ფარმაცევტული პროდუქტი. ცხადია, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფარმაცევტული წარმოება ამ პროცესის გვერდით ვერ დარჩებოდა. ამიტომ ჩვენს გეგმებს დაემატა იმ პრეპარატების წარმოება, რაზეც დღეს განსაკუთრებული მოთხოვნაა. 24 პრეპარატი უკვე ჩავუშვით წარმოებაში ამ პროგრამის ფარგლებში“, - ამბობს სოსო ზაზაშვილი.

    ამ სოციალურ პროექტში ასევე ჩართულია „ბიოპოლუსის“ ბრენდი „შენი აფთიაქი“, რომელიც ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა. ეს არის სააფთიაქო ქსელი, რომელიც დედაქალაქისა და ბათუმის გარდა კიდევ 10 რეგიონშია წარმოდგენილი. ამ აფთიაქში ყველაზე იაფად იყიდება არა მარტო ბათუმის ფარმაცევტულ ქარხანაში დამზადებული ასზე მეტი პრეპარატი, არამედ სხვა წამლებიც. სოციალურად დაუცველთა გარდა, მათი შეძენა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

    სოსო ზაზაშვილის თქმით, დროა, საქართველოში ნაციონალური GMP-ის სტანდარტი შემუშავდეს, რაც ქართულ ფარმაცევტულ პროდუქტებს ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ეროვნული GMP სტანდარტის მიღების შემდეგ, უფრო დიდი ნდობით ისარგებლებს ის პრეპარატები, რომელსაც ამშვენებს წერწერა - „დამზადებულია საქართველოში“.

     

     

  • სანოფი-ავენტისი – გლობალური ჯანდაცვის მრავალფეროვანი ლიდერი მიზანმიმართული პაციენტების მოთხოვნილებებზე

    “ჩვენ ვართ ჩვენი საკუთარი ბედის პატრონი. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი მომავალი პროდუქციით, ხალხით, ჩვენი ამბიციების განხორციელების საშუალებებით: გავხდეთ ჯანდაცვის მრავალფეროვანი ლიდერი მიზანმიმართული პაციენტების მოთხოვნილებებზე». კრის ვიბახერი- სანოფი-ავენტისის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი

     სანოფი ავენტისის ჯგუფის პროფილი – ჯანდაცვის გლობალური ლიდერი, ¹1 განვითარებად ბაზრებში ფართო და დაბალანსებული არსებობით, დაახლოებით 105 000 თანამშრომლით მსოფლიოს 110 ქვეყანაში, მედიკამენტების, სამომხმარებლო ჯანდაცვის პროდუქტების და გენერიკების მრავალფეროვანი არჩევანით, ადამიანური ვაქცინების მსოფლიო ლიდერი, ცხოველთა ჯანდაცვის გლობალური ლიდერი, 2009 წლის გაყიდვებით – 29.3 მილიარდი ევროს ოდენობით 6.3% -იანი ზრდით, 33 პარტნიორით და სხვა კომპანიების შენაძენით.

    სანოფი-ავენტისს აქვს ამბიცია გახდეს გლობალური ჯანდაცვის მრავალფეროვანი ლიდერი, რომელიც მიზანმიმართული იქნება პაციენტების მოთხოვნილებებზე.

    იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს და უზრუნველვყოთ სიცოცხლისუნარიანი ზრდა, ჯგუფის სტრატეგია აიგო სამ საკვანძო პრინციპზე: ინოვაციის ზრდა კვლევისა და განვითარების სფეროში, კომპანიის გარე პერიმეტრის გაფართოება, ზრდის საშუალებების გამოყენება; ჯგუფის სტრუქტურის მორგება მომავალი ცვლილებისათვის და ზრდის ექვსი პლატფორმის განვითარება:  განვითარებადი ბაზრები, ადამიანის ვაქცინები, სამომხმარებლო ჯანდაცვა, დიაბეტი, ინოვაციური პროდუქცია და ცხოველთა ჯანმრთელობა.

    2010 წელი განსაკუთრებული იყო სანოფი-ავენტისისათვის და ჩვენი ძალისხმევით რეალური წვლილი შევიტანეთ კომპანიის როგორც ჯანდაცვის გლობალური და უნივერსალური ლიდერის განმტკიცების საქმეში, რომლის მთავარი ყურადღება მიმართულია პაციენტების მოთხოვნილებებზე.  ეს წელი ასევე მიეძღვნა კომპანიის დახმარებას მორგებოდა ეკოლოგიურ საკითხებს. ამასთანავე, ჩვენ წარმატებულად წარმოვადგინეთ მოქნილი ორგანიზაციული მატრიცა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა გვქონოდა უფრო მჭიდრო კონტაქტი პაციენტებთან.

    სხვა კომპანიებისგან ბევრად განსხვავებით, სანოფი-ავენტისმა თვალსაჩინო გახადა მისი უნარი, შეცვლილიყო დროსთან ერთად.

    2010 წელი იყო ამაღელვებელი წელი. სანოფი-ავენტისი იყო მშვენიერ ფორმაში, მზადყოფნაში და სურვილით გადაელახა სიძნელეები, გამოეყენებინა საშუალებები და უპირველეს ყოვლისა, შეესრულებინა გლობალური ჯანდაცვის ლიდერის როლი. ეს ყველაფერი არის იმ სამუშაოს შედეგი, რომელსაც ვეწეოდით მთელი წლის განმავლობაში.

  • ახალი ბრენდი სტომატოლოგიურ ბიზნესში

    ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული წარმატება

    «რისკის გარეშე გამოცდილებას ვერ შეიძენ. გამოცდილება კი საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში ყველაფერი უკეთ გააკეთო და წარმატებას მიაღწიო», - ამბობს ქალბატონი თეა ახალაძე, რომელმაც დიდი შრომის, ნოვატორული იდეებისა და ერთგული გუნდის წყალობით სტომატოლოგიურ ბიზნესში თავისი ადგილი მცირე დროში დაიმკვიდრა. სტომატოლოგიური კლინიკა « ეფლდენტი» ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა და უკვე სოლიდური რეპუტაციის მქონე ბრენდია.

    თეა ახალაძისთვის ბიზნესის მართვა საინტერესოა, წინააღმდეგობის დაძლევა და პრობლემის გადაჭრა კი დიდი აზარტია. გადაწყვეტილების მიღების დროს თამამი და რისკიანია და თითქმის ყოველთვის უმართლებს. ცდილობს, კლინიკაში ისეთი სიახლე დანერგოს, რომელიც ჯერ არავის გაუკეთებია. კარგად იცის, რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს.

    ბიზნესის აწყობასა და წარმატების მიღწევაში თავის დროზე მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება და დასავლეთში მიღებული ცოდნა დაეხმარა. «ეფლდენტის» გარდა, «სოციალური სახლის» მფლობელი და დირექტორია. ამასთან სადაზღვევო კომპანია «არქიმედეს გლობალ ჯორჯიას» კონსულტანტია ახალი საავადმყოფოების მიმართულებით, რომლებიც დეკემბერში წნორსა და ლაგოდეხში გაიხსნება.

    თეა ახალაძე მუდმივად ახლის ძიებამ, სირთულეების დაძლევისა და ცოდნის გაღრმავების დიდმა სურვილმა თავის დროზე პედიატრიიდან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით წაიყვანა.

    სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ერთხანს ექიმად მუშაობდა, თუმცა მალე დაინახა, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის მენეჯმენტის მხრივ სერიოზული პრობლემები არსებობდა. პედიატრიული პრაქტიკის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, რათა პაციენტთა უფლებებზეც ეზრუნა.  ერთ დღესაც მენეჯერული ცოდნისა და უნარ-თვისებების შესაძენად ჯერ სასწავლებლად ბერლინში ჰუმბოლტის უნივერსიტეტში წავიდა, ხოლო შემდეგ, 2001 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო სწავლა. მან ემორის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი დაიცვა ჯანდაცვის მენეჯმენტის და პოლიტიკის მიმართულებით და მისი ნაშრომი «საავადმყოფოების ოპტიმიზაცია და რესტრუქტურიზაცია»იყო. მაგისტრატურის წარმატებით დასრულების შემდეგ ვაშინგტონში ამერიკის საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა. სადაც კლინიცისტებისთვის და სხვა ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის გაიდლაინების და პროტოკოლების შემუშავებით იყო დაკავებული. მაგისტრატურის წარმატებით დასრულების შემდეგ ვაშინგტონში AIHL (ამერიკულ საერთაშორისო ჯანდაცვის კომპანიაში) დაიწყო მუშაობა.

    2003 წელს ახალი შეთავაზება მიიღო და «სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაციაში» დაიწყო მუშაობა. ეს ამერიკული კომპანია საქართველოს მთავრობას ჯანდაცვის მიმართულებით ეხმარებოდა და თეა ახალაძე საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორად დაინიშნა. პარალელურად კი ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი იყო, რომელიც საქართველოში შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის პროგრამების დანერგვას აკონტროლებდა. საბჭოს კი ქვეყნის პირველი ლედი, სანდრა-ელისაბედ რულოვსი ხელმძღვანელობდა.

    თეა ახალაძე შემდეგ მისთვის სრულიად ახალ სფეროში - საბანკო ბიზნესში აღმოჩნდა, სადაც მისი მოვალეობა კვლავაც ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელობა იყო და «სახალხო ბანკის» შვილობილი კომპანია «სახალხო დაზღვევის» სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობდა. ამ პერიოდში დაიწყო «სოციალური სახლის» პროექტის განხორციელება, სადაც საბანკო, სამედიცინო, ფარმაცევტული და სადაზღვევო მომსახურების ინტეგრირება უნდა მომხდარიყო. პირველი ასეთი სახლი სიღნაღში გაიხსნა და შემდეგ თბილისში. თეა ახალაძე ამ პროექტის დირექტორად დაინიშნა.

    2010 წლის ზაფხულში თეა ახალაძე ისევ გაეგმზავრა გერმანიაში, კერძოდ კი, ჰაიდელბერგის კლინიკაში საავადმყოფოების მართვის მიმართულებით გამოცდილების გასაღრმავებლად. ის 2000 საწოლიანი კლინიკის ბაზაზე ეუფლებოდა საავადმყოფოების მართვის იმ მიდგომებს, რომლის დანერგვაც შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებში არის შესაძლებელი. 

    თეა ახალაძე გუნდური მუშაობის პრინციპს ამჯობინებს. გვერდში ჰყავს ადამიანები, რომლებსაც ბოლომდე ენდობა და ზრუნავს მათ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. მისი თბილისში არყოფნის დროს საქმეს თავს წარმატებით ართმევენ.

    თეა ახალაძე ახლა დროებით ისრაელში ცხოვრობს და სამედიცინო სფეროში ისრაელის გამოცდილების საქართველოში გადმოტანაზე ფიქრობს. ამ მიმართულებით თელავივში ტელაშომერის საავადმყოფოში აქტიურად მუშაობს. «დიდი შემართებით ველოდები ახალი საავადმყოფოების გახსნას. დიდი სამუშაოები გველის წინ. იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება და ისეთი ტიპის საავადმყოფოები გვექნება, როგორიც ისრაელშია», - ამბობს თეა ახალაძე. როგორც პროფესიონალს, ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით თავისი მოსაზრებები გააჩნია, თუმცა ახლა თავის თავს ჯერჯერობით მაინც ბიზნესში ხედავს.

     

  • ბლოკ ჯორჯია - ლიდერი საქართველოს ჯანდაცვის განვითარების სფეროში

    ჩეხ პარტნიორებთან ერთად 1997 წელს შექმნილი კომპანია „ბლოკ ჯორჯია“ ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი მსხვილი ჩეხური „Block Group“-ის წევრია. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროებია: უმაღლესი დონის თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული და ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი მომსახურების ჯანდაცვის ობიექტების პროექტირება-დაგეგმარება, მშენებლობა-რეკონსტრუქცია, საინჟინრო სამუშაოების ჩატარება,  აღჭურვა და სუფთა ზონების მოწყობა.

    კომპანიის საქმიანობასა და მიმდინარე წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ გვესაუბრება „ბლოკ ჯორჯია“-ს   გენერალური დირექტორი მამუკა ჯანაშვილი:

    „ბლოკ ჯორჯია“ ორიენტირებულია ჯანდაცვის ქსელის კონცეპტუალურ განვითარებაზე, კომპანიის უპირველესი ამოცანაა ინტეგრირებული ჯანდაცვის მოდელის შემუშავება და დანერგვა, სადაც ყველა დონის სამედიცინო დაწესებულება ჰარმონიულად იქნება შერწყმული. კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო დაფინანსება, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განვითარების სააგენტოს (USAID) გარანტიით,  თიბისი ბანკისგან მიიღო. ამჟამად  ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, 2011 წლის ბოლომდე დასრულდება 70 საწოლიანი საავადმყოფო ფოთში, ოთხი 15 საწოლიანი საავადმყოფო  სამეგრელოს რეგიონში, ხოლო ქუთაისის „აკად. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრს“ დაემატება 120 საწოლიანი ფლიგელი. საჭირო დაფინანსების მიღების შემდეგ ჩვენ უფრო აქტიურად ჩავერიეთ ჯანდაცვის სფეროს განვითარების პროცესში.  დაგეგმილ ვადაზე გაცილებით ადრე დავასრულეთ 15 საწოლიანი საავადმყოფოების მშენებლობა-აღჭურვა  ხობსა და აბაშაში. მათ პირველი პაციენტები უკვე მიიღეს. „ბლოკ ჯორჯია“-ს ქსელში შემავალი ყველა მრავალპროფილიანი საავადმყოფო პაციენტის მოთხოვნების სრულ სპექტრს დააკმაყოფილებს - პირველადი გადაუდებელი დახმარებიდან დაწყებული, დიაგნოსტიკური და კარდიოქირურგიული სერვისით დამთავრებული. ყველა საავადმყოფო და ლაბორატორია აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური აპარატურით, დაინერგება ახალი სტანდარტები, შემუშავებულია ახალი მიდგომები ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით და მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული რეგიონის თავისებურებები. საავადმყოფოთა ქსელში მნიშვნელოვანი სიახლეა ტელემედიცინა, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. პაციენტს შემოსვლის პირველივე წუთიდან, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინირებას უწევენ ქსელის წამყვანი სპეციალისტები, ექიმებს უადვილდებათ გამოცდილებისა და სიახლეების ურთიერთგაზიარება, უცხოეთში მცხოვრებ ქართველ და უცხოელ ექიმებს საქართველოში ჩამოსვლის გარეშეც აქვთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ დიაგნოზის დასმაში, რაც, დამეთანხმებით, პირდაპირ კავშირშია ხარისხიან მომსახურებასთან.

    საკუთარი საავადმყოფოების პროექტირება-მშენებლობის გარდა, „ბლოკ ჯორჯია“ ასევე აშენებს ფარმაცევტულ საწარმოებს და საავადმყოფოების მთელი რიგი გამა პროექტების დამუშავებით აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში არსებულ თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიასთან.

    „ბლოკ ჯორჯიას“ მიერ შექმნილ „პირველი ქართული ჰოსპიტალური ქსელის“ საავადმყოფოებს ოპერირებას უწევს კომპანია „ქართული ჰოსპიტალი“, რაც ხარისხიანი ჯანდაცვის კიდევ ერთი გარანტიაა.

    ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ ჩვენი კომპანია მუდმივად დარჩება ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს განვითარების სამსახურში.“

     

     

     

     

    ხარისხი და პაციენტის უსაფრთხოება

     

    მეექვსე წელია, ქუთაისის “აკად.  ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი” უცვლელად ინარჩუნებს ქვეყნის წამყვანი კლინიკის სტატუსს. ამას კლინიკაში დანერგილი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები და მაღალკვალიფიცირებული მედპერსონალი განაპირობებს. კლინიკა მთლიანად დაპროექტებული და აშენებულია ამ სფეროში ლიდერი კომპანიის - „ბლოკ ჯორჯიას“ მიერ. ამჟამად  ქუთაისის ეროვნული ცენტრი დასავლეთ საქართველოში არსებულ 24 კლინიკასთან ერთად „პირველი ქართული ჰოსპიტალური ქსელის“ შემადგენლობაში შედის, ხოლო მის ოპერირებას „ქართული ჰოსპიტალი“ ახდენს. 

    ლაშა კილაძე, ქუთაისის „აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი“-ს გენერალური დირექტორი:

    ჩვენი კლინიკა რომ ლიდერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში, ამაზე თუნდაც მხოლოდ ჩვენი კატასტროფის ცენტრის ისეთი სტატისტიკური მაჩვენებელიც მეტყველებს, რომლის მიხედვითაც 2010 წლის განმავლობაში 4500 ადამიანის ტრანსპორტირება განხორციელდა, მათი უმეტესობა მაღალმთიანი რეგიონებიდანაა. ანუ ჩვენი კატასტროფის ცენტრის დახმარებით 658-მა ახალშობილმა 100-მა მშობიარემ, 554-მა არასრულწლოვანმა და 3188-მა დანარჩენმა პაციენტმა დროული, კვალიფიციური და ხარისხიანი დახმარება მიიღო, რითაც მათ სიცოცხლე შეუნარჩუნდათ.

    სწორედ ქუთაისის ეროვნულ ცენტრში მოხდა პირველად არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში არითმიების სამკურნალო სამგანზომილებიანი ნავიგაციური კარტირების სისტემის CARTO XP დაინსტალირება, რის შედეგადაც აქამდე განუკურნებელი არითმიის ფორმები ჩვენს კლინიკაში ერთი პროცედურით ინკურნება.

    ქუთაისის ეროვნული ცენტრი მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებს აწვდის საქართველოს მოსახლეობას, ისეთებს, როგორებიცაა:  კარდიოქირურგია, ოპერაციები მუშა გულზე, ანგიო ქირურგიული ჩარევები, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, კარდიო რეანიმაცია და ინტენსიური თერაპია. ასევე დიაგნოსტიკური სერვისები, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. დიაგნოსტიკური კვლევებისთვის გამოიყენება სხვადასხვა სახის მაღალტექნოლოგიური ექოსკოპიური აპარატურა, რენტგენი, 64 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფი.

    ქუთაისის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიან პაციენტები არა მარტო ქუთაისსა და დასავლეთის რეგიონიდან,   არამედ  აფხაზეთიდანაც.

    ქუთაისის კლინიკა „ქართული ჰოსპიტალის“ მიერ ჩატარებულ სოციალურ პროექტებში ხშირად მონაწილეობს. ამ პროექტების ფარგლებში სოციალურად დაუცველი ფენისთვის რეგიონებში, მათ შორის გალის მცხოვრებთათვისაც ადგილზე ვატარებთ უფასო კონსულტაციებს, გამოკვლევებსა და ქირურგიულ ოპერაციებს. შესაბამისი დიაგნოსტირების შემდეგ კი ასეთ პაციენტებს მედიკამენტებითაც უფასოდ ვეხმარებით.

    ჩვენი მთავარი სიამაყე მაინც კლინიკაში მომუშავე ინტელექტუალური პოტენციალია. კლინიკის წამყვანი ექიმები თავად არიან ავტორები უამრავი სამეცნიერო ნაშრომის, რომელიც დასავლეთის სამედიცინო პრესაში იბეჭდება. თანამშრომლობა დასავლურ სამედიცინო ცენტრებთან ორმხრივია და ეს შესაძლებლობას  გვაძლევს, მუდმივად ვიყოთ ინფორმირებულნი იმ საკითხებსა და პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც მსოფლიო მედიცინაში ვითარდება.

    გარდა ამისა, ჩვენი ოპერატორი კომპანიის - „ქართული ჰოსპიტალის“ დახმარებით, სამედიცინო პერსონალი უწყვეტად არის ჩართული სატრენინგო და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემაში.

    თანამედროვე აპარატურა, კვალიფიციური სპეციალისტები და ეფექტური მენეჯმენტი გვაძლევს საკმაოდ ამბიციური განაცხადის გაკეთების საშუალებას იმის შესახებ, რომ  ეროვნული ცენტრი უკვე ჩემოყალიბებულია რეგიონის წამყვან სამედიცინო დაწესებულებად, რომელიც  ნოვატორულ სიტყვას იტყვის 21-ე საუკუნის  მედიცინაში.

     

     

     

    ინოვაცია და ხარისხი

     

    კომპანია GMS (Georgian Medical Systems) ქართულ სამედიცინო ბაზარზე 2004 წლის თებერვალში შემოვიდა. დღეისათვის ეს კომპანია საქართველოში სამედიცინო ტექნოლოგიების მსოფლიოში ცნობილი მწარმოებელ კომპანიებს წარმოადგენს. Johnson & Johnson Medical, ImplantCast, Diagon, Olympus, General Electric-ის პროდუქცია ქართულ კლინიკებში სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით დაინერგა, რამაც რიგი მიმართულების განვითარება განაპირობა.

    სალომე გოგიშვილი, კომპანია GMS-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი: დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა. ამ მხრივ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპანია GMS-ი ინოვატორია. ამის მაგალითი თუნდაც ამიერკავკასიაში არითმიების სამკურნალო სამგანზომილებიანი ნავიგაციური კარტირების სისტემის CARTO XP. (Biosense Webster Inc. Johnson & Johnson Comp.) დაინსტალირებაა ქუთაისის აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში. ამით 2010 წლის 1 მარტს საქართველოს არითმოლოგიაში ახალი ეპოქა დაიწყო. არითმიები კარდიოლოგიაში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, დღემდე საქართველოში ეს დაავადება განუკურნებელ, ქრონიკულ დაავადებად ითვლებოდა, არსებობს ისეთი რთული არითმიები, რომლებიც სისტემა CARTO XP.-ს გამოყენების გარეშე ვერ განიკურნება. მაგ. მოციმციმე არითმია, რომელიც დედამიწის მოსახლეობის 6%-ს აწუხებს. არითმიით დაავადებული ადამიანები II ჯგუფის ინვალიდებად ითვლებიან, ოპერაციის შემდეგ კი აბსოლუტურად ჯანმრთელები ხდებიან.

    GMS-ის პარტნიორები საერთაშორისო სამედიცინო ბაზარზე სერიოზული რეპუტაციის მქონე კომპანიები არიან. ჩვენი ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორი გერმანული ფირმა ImplantCast-ია, რომელიც ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელ ერთ-ერთ წამყვან კომპანიად ითვლება მსოფლიოში.

    ინოვაციაა ისიც, რომ საქართველოში ონკოპროთეზირება ImplantCast-ის ანტიალერგიული საფარით მოპირკეთებული ონკოლოგიური და რევიზიული მოდულარული პროთეზებით კეთდება. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში წელიწადში ძვლის კიბოს დაახლოებით 30 შემთხვევა ფიქსირდება. ეს მაჩვენებელი ჩვენისთანა პატარა ქვეყნისათვის საკმაოდ დიდია, თანაც არსებობდა მცდარი შეხედულება ასეთი პაციენტების უიმედობის შესახებ და ხშირად ოპერაცია კიდურის ამპუტაციით მთავრდებოდა. ImplantCast-ის შემოსვლამდე, ქირურგი იძულებული იყო, ავადმყოფი მოერგო პროთეზისათვის. ახალი მოდულარული პროთეზებით კი ადამიანის ზედა და ქვედა კიდურის ნებისმიერი ძვალი და სახსარი იცვლება. ინოვაციაა ისიც, რომ ImplantCast-ი აწარმოებს პროთეზებს, რომლებიც მოზარდი პაციენტების ძვლების ზრდასთან ერთად იზრდება, ეს კი ასეთ პაციენტს განმეორებითი ოპერაციებისგან იცავს.

    ჩვენს კომპანიაში სოციალური პასუხისმგებლობის დონეც მაღალია. GMS-მა რამდენიმე სოციალური პროექტი განახორციელა და ქუთაისის “აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა” და თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკურ საავადმყოფოში საკმაოდ რთულ პაციენტებს ონკოპროთეზირება ქართველი ქირურგების ბატონი მერაბ კაპანაძისა და ბატონი რამაზ აღლემაშვილის დახმარებით უფასოდ ჩაუტარა.

    კომპანია GMS-ი ძალებს არ იშურებს, რათა ქართველ მომხმარებელს ჩვენს ქვეყანაშივე მისცეს უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით სარგებლობის საშუალება. ეს კი, საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ჩვენთაგანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების გარანტი არის.

     

     

     

     

    ახალი პროდუქტი ქართული ჯანდაცვის რეალობაში

     

    შეიძლება, მკითხველს ამბიციურად ეჩვენოს ჩვენი განაცხადი ახალი პროდუქტის შექმნის შესახებ, თანაც ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ აქტუალურ სფეროში, როგორიც ჯანდაცვაა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ქართულ რეალობაში არ არსებობდა სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, კერძო საავადმყოფოების ქსელის ეფექტური მართვა გვეწარმოებინა. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ოპერირების ასეთი სისტემა დღეისთვის „ქართულმა ჰოსპიტალმა“ უკვე შექმნა. ჩვენ გავითვალისწინეთ ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილება, მოვარგეთ ქართულ რეალობას და შედეგად შევქმენით ჯანდაცვის მართვის მაქსიმალურად ეფექტური პროგრამები, რეპორტირების სისტემა და ქსელის განვითარების კონცეფცია. დღესდღეობით სწორედ ამ პრინციპებით ვმართავთ „პირველი ქართული ჰოსპიტალური ქსელის“ კუთვნილ 25 საავადმყოფოს ქუთაისიდან ფოთამდე.

    ვამაყობთ იმითაც, რომ ჩვენი ქსელის პერსონალი, რეგიონების მიხედვით, 100%-ით ადგილობრივი რესურსითაა დაკომპლექტებული. ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო, რადგანაც ჩვენმა კომპანიამ ადგილზე უკვე არსებული კადრების ტესტირება-გადამზადება მოახდინა. პირველ ეტაპზე ჩვენს კლინიკებში ტესტირება მედდებს ჩაუტარდათ, შემდეგი ეტაპისთვის მსგავს პროცედურას უკვე ლაბორანტები და ექიმები გაივლიან. ეს პროცესი რთული იყო, თუნდაც იმიტომ, რომ არ არსებობდა ტესტირების სისტემა და მისი შემუშავება „ქართული ჰოსპიტალის“ ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტებით თავიდან დაიწყო.

    ქუთაისის, ზუგდიდის, ხობის და აბაშის კლინიკების მართვის გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ ჩვენი მართვის მეთოდები ეფექტურია და ამ პრინციპებით გავაგრძელებთ ოპერირებას ფოთის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და წყალტუბოს კლინიკებშიც.

    ყველა რეფორმა, მითუმეტეს ჯანდაცვის სფეროში, საკმაოდ რთული პროცესების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ პრეცედენტს, რომ ამ პროცესებმა ჩვენს მთავარ პრიორიტეტს - პაციენტის უსაფრთხოებას შეუშალოს ხელი.

     

  • ბავშვთა ყველაზე დიდი კლინიკა კიდევ უფრო იზრდება

    ბავშვობაში შოთა ჯოგლიძისთვის რომ ეთქვათ, გაიზრდები და ბავშვთა კლინიკის დირექტორი გახდებიო, ალბათ გულიანად გაიცინებდა, რადგან ექიმების გარემოცვაში გაზრდილს, კატეგორიულად არ უნდოდა ექიმობა – იურისტობა უნდოდა და გახდა კიდეც. ამის მიუხედავად, ისე მოხდა, რომ მისი პროფესიული საქმიანობა მაინც სამედიცინო სფეროს ირგვლივ წარიმართა – ჯერ სავალდებულო დაზღვევის ბიუროში მუშაობდა, მერე – მერიაში, სოციალურ საკითხთა სამსახურში, მერიიდან მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადავიდა ადმინისტრაციულ დირექტორად, 2010 წლიდან კი ამავე საავადმყოფოს ხელმძღვანელობს.

    მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი შოთა ჯოგლიძე ამბობს, რომ «იაშვილის კლინიკამ» მისი მსოფლმხედველობა ასი პროცენტით შეცვალა: რომ ეს არის ადგილი, სადაც მან, მდიდარი პროფესიული გამოცდილების გარდა, ბევრი ისეთი ადამიანური უნარ-ჩვევა გამოიმუშავა, აღმოაჩინა და დააფასა, რაც მანამდე არ ჰქონია და არც შეუნიშნავს. ერთ-ერთ ჩვევად ისიც შეიძლება ჩაეთვალოს, რომ სამსახურში კვირაობითაც დადის და თან შვილი, სამი წლის ნიკუშაც დაჰყავს. თავის მხრივ, ამ საკვირაო ექსკურსიებით ნიკუშაც იძენს გარკვეულ გამოცდილებას, ჯერ პატარაა, მაგრამ  ქვეცნობიერად ადამიანისთვის ერთერთი უმთავრესი თვისება, თანაგრძნობა უმუშავდება, მამის მაგალითზე სწავლობს რას ნიშნავს ზრუნვა, სუსტის დახმარება, მოყვასისადმი სიყვარული.

    საქართველოში ბავშვთა ყველაზე დიდი (როგორც მასშტაბით, ასევე – ტრადიციებით) საავადმყოფოს ხელმძღვანელი 30 წლისაა. შოთა ჯოგლიძე როგორც თვითონ ამბობს, მენეჯერია და სწორედ იურისტობა ეხმარება მენეჯმენტში. მით უმეტეს დღეს, როცა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია ჯანდაცვის სფერო და რეგულირების თვალსაზრისით, კანონმდებლობის ზედმიწევნით ცოდნაა საჭირო. თუმცა:

    «უამრავი კლინიკის დირექტორი ექიმია და ამავე დროს წარმატებული მენეჯერიც. ჯანდაცვის მინისტრიც ხომ დიდი მენეჯერია, კარგი გაგებით. კარგი მენეჯერობა პიროვნული მონაცემების ხარჯზე უფრო მიიღწევა, ვიდრე – პროფესიის და ამ საკითხშიც ასეა: კლინიკის მენეჯერს ექიმის პროფესია ხელს თუ შეუწყობს, თორემ ნამდვილად არ შეუშლის, ისევე, როგორც არაექიმობაც არ შეუშლის ხელს.»

    ახალგაზრდა დირექტორი საუბრობს იმაზე, რომ «იაშვილის კლინიკის» ფლაგმანობას პირველ რიგში, იქ მომუშავე სამედიცინო პერსონალი განაპირობებს და შემდეგ - კარგი სამედიცინო ტექნიკური ბაზა; მოდის მედიკოსთა ახალი თაობა, რომელსაც საუკეთესო შანსი აქვს, იმუშაოს იმ ხალხის გვერდით და ისწავლოს მათგან, ვისი სახელებიც ქართული მედიცინის ისტორიაში აუცილებლად ოქროს ასოებით ჩაიწერება. ასეთები იაშვილის სახელობის კლინიკაში მრავლად არიან და არათუ დამწყები მედიკოსები, კლინიკის ხელმძღვანელიც სიამოვნებით აღნიშნავს, რომ მისთვის საამაყოა ამ ადამიანების გვერდით მუშაობა.

    2010 წელს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ, საკმაოდ რთული პროცედურების გავლის შემდეგ, ჯანდაცვის ადმინისტრირებაში ISO სერთიფიკატი მიიღო. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ კომპენსაციები გადაუხადეს დევნილებს, რომლებიც წლების მანძილზე საავადმყოფოში ცხოვრობდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები კი, რაც ამჯერადაც მიმდინარეობს, ინფრასტრუქტურას ეხება. 

    შოთა ჯოგლიძე: «ინფრასტრუქტურული პროექტი შენობის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს, თავიდან აღჭურვას როგორც სამედიცინო, ისე საოფისე ინვენტარით, საწოლებით, თანამედროვე აპარატურით. ეს ძვირადღირებული პროექტი როგორც ჩვენი საკუთარი ძალებით, ასევე სამინისტროს დახმარებით ხორციელდება, თანაც ისე, რომ კლინიკას ერთი დღითაც არ შეუწყვეტია ფუნქციონირება. სამედიცინო პროექტებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანი სამედიცინო პროექტია ტელემედიცინის ჩამოყალიბება საქართველოში. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მსოფლიოში ცნობილ კომპანია «მაკაბისთან.» ამ პროექტის მიხედვით, ტელერადიოლოგია, რენტგენი, ექოსკოპიური თუ ნებისმიერი სხვა კვლევა შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში და ისრაელის წამყვანი კლინიკებიდან პროფესორები გამოგვიგზავნიან თავიანთ დასკვნებს. ამავე კონტრაქტში შედის ონლაინ -კონფერენციები, ონლაინ კონსილიუმები, რაც ახალი სერვისია საქართველოში.

    ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია «იაშვილის კლინიკის” ბაზაზე ძვლის ტვინის გადანერგვის ცენტრის ჩამოყალიბების პროექტი, რაც იტალიელი პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება. ლაბორატორიის პირველი ნაწილი უკვე მივიღეთ. მსგავსი ოპერაციები ამიერკავკასიაში არსად არ ხორციელდება, ძირითადად იტალიაში კეთდება და სამასი ათასი დოლარი ღირს, სადაც საქართველოდანაც წელიწადში დაახლოებით ლეიკემიით დაავადებული ათი ბავშვი იგზავნება. თავისთავად, ტრანსპლანტაცია არ არის რთული, მაგრამ შემდგომი თერაპია მოიცავს ძვირადღირებულ პროცედურებს. საქართველოში, თუ ეს ცენტრი შეიქმნა, და მემორანდუმი უკვე გაფორმებულია, ეს პროცედურები ხუთჯერ და ათჯერაც იაფი იქნება, ვიდრე იტალიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის.»

    კლინიკის ხელმძღვანელთან საუბრისას ჩვენ არ შევხებივართ თემას, რომ ჯანდაცვა მთელ მსოფლიოში ძვირი სიამოვნებაა და საქართველოც (იაშვილის კლინიკაც) არაა გამონაკლისი, რომ ქვეყანას დღემდე აქვს უფასო სამედიცინო მომსახურების ნოსტალგია... კლინიკის ხელმძღვანელს ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის შესახებ თავისი აზრი უდავოდ აქვს, მაგრამ მის მენეჯმენტს მკაცრად დადგენილი სამედიცინო სტანდარტები განსაზღვრავს. სამაგიეროდ, შოთა ჯოგლიძე პაციენტებს სადაზღვევო-უფლებრივი კუთხით მეტ დაინტერესებას ურჩევს, საამისოდ იაშვილის კლინიკაში ოცკაციანი შტატი მუშაობს, რომელიც ეხმარება მომხმარებელს, დააზუსტოს და დაიცვას თავისი უფლებები. 

    იაშვილის კლინიკა, რომელიც 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს ემსახურება, ყველაზე მეტ პედიატრიულ სერვისს მოიცავს. ერთ-ერთი ექსკლუზიური სერვისია ონკოჰემატოლოგია, რომელიც მთელ სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ იაშვილის კლინიკაშია და სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება, თუმცა, შოთა ჯოგლიძის თქმით, ეს განყოფილება მუდმივად არის საქველმოქმედო აქციების ბენეფიციარი და კლინიკის ხელმძღვანელი არაერთხელ სასიამოვნოდ გაუოცებია განსაკუთრებული ქველმოქმედების შემთხვევებს როგორც ორგანიზაციების, ასევე კერძო პირების მხრიდან.

    და ბოლოს, თემა, რომელსაც შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ: ბავშვთა ყველაზე დიდი საავადმყოფო წარმოუდგენელია ლეტალური შემთხვევების გარეშე. ასეთ შემთხვევებში არც თუ იშვიათად, აგრესია მიიმართება ხოლმე ექიმისკენ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა (მედიკოსთა გადმოსახედიდან), მაგრამ «არაფერი გააკეთა» (გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის გადმოსახედიდან) პაციენტის გადასარჩენად. რას გრძნობს ასეთ შემთხვევებში შოთა ჯოგლიძე, როგორც მშობელი და როგორც – კლინიკის დირექტორი ერთდროულად?

    შოთა ჯოგლიძე: «ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევებს ადამიანური ემოციის გარეშე ვერ შეხვდები... არადა, ჩვენს კლინიკაში ძალიან ბევრი ფაქტორი ზრდის ლეტალობას. პირველი ის, რომ იაშვილის სახელობის კლინიკა ბოლო ინსტანციასავითაა – როგორც წესი, საქართველოს ყველა კუთხიდან აქ მოჰყავთ უმძიმესი პაციენტი, რომელიც, ასე ვთქვათ, ვერსად ვერ მოარჩინეს: მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ხომ მეოთხე დონის კლინიკა და რეფერალური ცენტრია. ლეტალობის მაჩვენებელს ზრდის ისიც, რომ ჩვენთან საქართველოში ყველაზე დიდი ნეონატოლოგიური განყოფილებაა და ნებისმიერი ნაადრევი თუ გართულებული მშობიარობა, დღენაკლული თუ უმძიმესი ახალშობილი ხვდება «იაშვილში”. ჩვენ გვაქვს ნეიროქირურგიული განყოფილება, სადაც მკურნალობენ პაციენტები როგორც უმძიმესი პოლიტრავმით, ისე სიმსივნური პროცესებით, არაფერს ვამბობ ონკოჰემატოლოგიურ დეპარტამენტზე, სადაც თითქმის ყველა პაციენტის პროგნოზი სერიოზულია... საბედნიეროდ, სიკვდილს ხელიდან გამოგლეჯილი ბავშვები მრავლად არიან, რომლებიც რომ გაიზრდებიან, ჩვენდა საამაყოდ, იტყვიან, რომ იაშვილში გადაარჩინეს...”

     


  • ჩაჩავას კლინიკა საუკუნოვანი ტრადიციები და მუდმივი სწრაფვა სიახლისკენ

    საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ჩაჩავას კლინიკა დღემდე უპირობოდ ინარჩუნებს დარგის ლიდერის სტატუსს, თუმცა ალბათ უკვე ბევრმა იცის, რომ ჩაჩავა მხოლოდ სამშობიარო სახლი აღარ არის - თანამედროვეობის გამოწვევის შესაბამისად, კლინიკაში არსებული მაღალი დონის სამეანო გინეკოლოგიურ სერვისებს კიდევ 60-მდე დასახელების სამედიცინო სერვისი შეემატა და შედეგად უკვე დღეს ჩაჩავას კლინიკა მძლავრი, მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც თავის პაციენტებს შენობიდან გაუსვლელად მსოფლიო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

    გაფართოვდა კლინიკის დიაგნოსტიკური ნაწილი, სადაც ყველა ტიპის კომპლექსური გამოკვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. კლინიკის ლაბორატორია მსოფლიოში ცნობილი სამედიცინო ფირმების მიერ წარმოებული უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ის სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმატივებით დადგენილ ყველაზე მკაცრ სტანდარტებსაც კი.

    შესაბამისად ნებისმიერი ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევა ტარდება მაქსიმალურად მოკლე დროში და რაც მთავარია, მაქსიმალური სიზუსტით.

    ჩაჩავას კლინიკაში პაციენტებს სერვისებს მრავალფეროვნება იზიდავს: ფუნქციონირებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის, ოტო-რინო-ლარინგოლოგიის, დერმატო-ვენეროლოგიის, ოფთალმოლოგიის, ვაქცინაციის კაბინეტები და ასევე სტომატოლოგიური სამსახური და სხვ. თითოეული მათგანი თავის მრავალრიცხოვან პაციენტებს უშუალოდ მათზე ორიენტირებულ უსაფრთხო და ოპერატიულ სერვისს სთავაზობს.

    კლინიკაში არცთუ დიდი ხნის წინ გაიხსნა ახალი ქირურგიული განყოფილება - ულტრათანამედროვე საოპერაციო დარბაზებით და პოსტოპერაციული პალატებით - სადაც ტარდება გეგმიური ოპერაციები როგორც ჩვეულებრივი, ასევე ლაპარასკოპიული მეთოდით.

    ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობა და კვალიფიციური მედ-პერსონალი საშუალებას იძლევა ჩატარდეს როგორც რეკონსტრუქციული, ასევე პლასტიკური ოპერაციები.

    ალბათ ცალკე აღნიშვნის ღირსია ევროსტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სასტერილიზაციო აპარატი, რომელიც კლინიკაში უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების მაქსიმალურ გარანტიას იძლევა.

    არცთუ დიდი ხნის წინ კლინიკა კოლპოსკოპიისა და ექოსკოპიის მოდერნიზირებული აპარატურით აღიჭურვა, ასევე სიახლეს წარმოადგენს დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესოდ მიჩნეული სიმენსის ფირმის რენტგენის აპარატი, რომელიც მაღალი ფუნქციური შესაძლებლობებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ რენტგენის ახალი აპარატით საშვილოსნოსა და დანამატების რენტგენოლოგიური გამოკვლევაცაა შესაძლებელი.

    კლინიკის პრიორიტეტი სამეანო სერვისებია. პაციენტს სურვილის და შესაძლებლობების მიხედვით შეუძლია აირჩიოს ჩვეულებრივი კარგი პალატა, ან პალატა, სადაც სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული თითოეული დეტალი პაციენტის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჩაჩავას კლინიკაში ნამდვილად ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დედობით გამოწვეული სიხარული თითოეული პაციენტისათვის ნამდვილ დღესასწაულად იქცეს.

    ალბათ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩაჩავას კლინიკაში ხარისხი ფასებთან შედარებით გაცილებით მაღალია.  კლინიკის სერვისების ფასები საქართველოში არსებული სტანდარტული ფასებისგან თითქმის არ განსხვავდება, რაც შეეხება მედპერსონალს, აღსანიშნავია, რომ მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად სასიამოვნო განცდას ბადებს მათი გულისხმიერება და გამორჩეული დამოკიდებულება თითოეული პაციენტის მიმართ.

    ჩაჩავას კლინიკაში ყველა სერვისი პაციენტზეა ორიენტირებული და მათ მოთხოვნებს შეესაბამება - სწორედ პაციენტთა მოთხოვნების შესაბამისად მალე ჩაჩავაში ინვიტრო-განაყოფიერების განყოფილება გაიხსნება, მოსამზადებელი სამუშაოების პერიოდში ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტები ითვალისწინებენ ყველა იმ მცირე დეტალსაც კი, რაზეც წარმატებული ხელოვნური განაყოფიერებაა დამოკიდებული,  შესაბამისად ძალიან მალე ჩაჩავას კლინიკა პაციენტებს იმ ტიპის სერვისს შესთავაზებს, რისთვისაც ისინი გერმანიის, ავსტრიისა და ისრაელის კლინიკებში მიემგზავრებოდნენ.

    ზოგადად კლინიკის მენეჯმენტს ერთი მიზანი აქვს - შესთავაზოს პაციენტს ღირსეული, სრულყოფილი, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება.

    მათი პრინციპია არ დაიზოგოს თანხა თუკი ის კლინიკაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, სიახლეების შემოტანასა და კადრების მომზადებას ეხება, ამგვარი სტრატეგია კი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჩაჩავას კლინიკა მომავალშიც კიდევ ბევრ სიახლეს შემოგვთავაზებს და შესაბამისად არ დათმობს ლიდერის სტატუსს.

     

  • «ავერსი» - ლიდერი ლიდერთა შორის

    ავერსი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქართულ კომპანიათაგანია, რომლებმაც საქმიანობა XX საუკუნის 90-იან წლებში, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გარიჟრაჟზე დაიწყეს, მიუხედავად მრავალი სირთულისა, თავი დაიმკვიდრეს და დღემდე განუხრელად ვითარდებიან. ბიზნესი, რომელიც ერთი აფთიაქით დაიწყო, დღეისთვის ვრცელ სააფთიაქო ქსელს, ფარმაცევტულ საწარმო «ავერსი-რაციონალს», კლინიკების ქსელს და სადაზღვევო კომპანია «ალფას» აერთიანებს.

    «ავერსის» წარმატება, დღიდან დაარსებისა, სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება: ხარისხს, მომსახურებას, ხელმისაწვდომობას.

    ხარისხი: «ავერსი», როგორც მედიკამენტების იმპორტიორი, თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს კომპანიებთან, რომელთა ნაწარმის უსაფრთხოება და ეფექტიანობა მასშტაბური გამოკვლევებით არის დამტკიცებული; ფარმაცევტული საწარმო «ავერსი-რაციონალი» იყენებს მხოლოდ ულტრათანამედროვე აპარატურასა და უმაღლესი ხარისხის ნედლეულს; ის მფლობელია სამი საერთაშორისო სერტიფიკატისა: ISO 9001, Good Manufacturing Practice და Food and Drug Administration, რაც ადასტურებს, რომ მისი წარმოების ხარისხი ეთანადება ევროპულ და ამერიკულ სტანდარტს; «ავერსის» კლინიკები აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, რომელსაც ანალოგი მთელ ამიერკავკასიაში არ მოეპოვება; «ავერსში» დასაქმებული თითოეული სპეციალისტი კომპანიაში მიღებამდე გადის მკაცრ, რამდენიმესაფეხურიან კონკურსს; ფარმაცევტებისთვის რეგულარულად იმართება ტრეინინგები; «ავერსის კლინიკის» ექიმები კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყოველწლიურად სტუმრობენ მსოფლიოს უდიდეს კლინიკებს; «ავერსის» ცენტრალურ კლინიკაში ტარდება უნიკალური ოპერაციები, ინერგება უახლესი, მსოფლიოს უდიდეს სამკურნალო დაწესებულებებში აპრობირებული მეთოდები და ტექნოლოგიები.

    მომსახურება: კადრების შერჩევისას «ავერსში» პროფესიონალიზმთან ერთად უდიდესი ყურადღება ექცევა პიროვნულ თვისებებს. ჩვენი მიზანია, თითოეულ მომხმარებელს მივცეთ რწმენა, რომ ავადმყოფობას აუცილებლად დაძლევს.

    ხელმისაწვდომობა: «ავერსის» სააფთიაქო ქსელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ აფთიაქს აერთიანებს; კლინიკები, გარდა თბილისისა, მოქმედებს მარნეულში, რუსთავში, ლანჩხუთში, გორში; გარდა ამისა, «ავერსის კლინიკის» მედპერსონალი რეგულარულად მართავს გასვლით აქციებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც, მათ შორის - ისეთ სოფლებში, სადაც მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდება.

    ყოველივე ამასთან ერთად, «ავერსმა» საზოგადოებას თავი გააცნო როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქველმოქმედო საქმიანობაა. ასეთი პროექტებისთვის «ავერსის» ბიუჯეტში საგანგებოდ არის გამოყოფილი საკმაოდ სოლიდური  თანხა, რომელსაც «ავერსის» საქველმოქმედო ფონდი განკარგავს.

    - 2005 წლიდან პენსიონერები და პედაგოგები «ავერსის» სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებზე სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობენ.

    - 2006 წელს «ავერსმა» დაიწყო პროექტის განხორციელება «1000 უფასო ოპერაცია კატარაქტით დაავადებულებს».  დღემდე «ავერსის» დახმარებით 4000-მდე ხელმოკლე პენსიონერს დაუბრუნდა თვალისჩინი.

    - პროექტი მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად კომპანიამ 2006 წელს წამოიწყო; დღეისთვის ავერსი 2000-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა.

    - «ავერსი» რეგულარულად ამარაგებს მედიკამენტებით ბავშვთა სახლებსა და მოხუცებულთა პანსიონატებს, აფინანსებს ღონისძიებებს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, ოპერაციებს უმწეოთათვის. «ავერსის კლინიკა» ყოველთვე სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს; კლინიკის სპეციალისტები უსასყიდლოდ სინჯავენ მოსახლეობას; ვისაც მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება, აუცილებელ მედიკამენტებს ავერსი უფასოდ გადასცემს მოსახლეობას. რეგულარულად ხდება მოსწავლეთა უფასო გასინჯვაც, რომლის მიზანი დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პრევენციაა.

    მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ვაღიაროთ: რომ არა ჩვენი მომხმარებლის ნდობა და ერთგულება, ესოდენ მძაფრი კონკურენციის პირობებში წარმატების მიღწევა ერთიორად გაგვიჭირდებოდა. ამიტომ გვსურს, კომპანიის დაარსების მე-17 წლისთავზე კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა თითოეულ მომხმარებელს, რომელიც ირჩევს და აფასებს უმაღლეს ხარისხს, უმაღლეს, ავერსულ მომსახურებასა და ხელმისაწვდომობას. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და გპირდებით, რომ ჩვენი მხრივ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი ჯანმრთელობისა და სულიერი სიმშვიდისათვის.

     

     

  • ფლორანს მიშო-ფურნიე: ქართველი ბავშვების ინტელექტუალური პოტენციალი უსაზღვროა

    თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 2010 წლის სექტემბერში კავკასიის ფრანგული სკოლის ულტრათანამედროვე, კეთილმოწყობილ შენობაში პირველი ზარი დაირეკა.

    ფრანგი არქიტექტორების ოსტაშ პიტარასის და ალენ დიუფრენის შთამბეჭდავმა არქიტექტურულმა ნახელავმა და უმაღლესი ხარისხის სასკოლო ინვენტარ-აღჭურვილობამ გულგრილი ვერც ქვეყნის პირველი პირი დატოვა. აქ სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილმა ჯერ ბავშვობაში დაბრუნება ინატრა, შემდეგ კი, საქართველოს მოსახლეობას ბევრი ასეთივე სკოლის გახსნა უსურვა. რამდენად ახდენადია პრეზიდენტის სურვილი, დრო გვიჩვენებს, მაგრამ ქართული რეალობისთვის არასახუმარო სწავლების საფასურის მიუხედავად, კავკასიის ფრანგული სკოლა არამცთუ უჩივის მოსწავლეთა სიმცირეს, არამედ არსებობიდან ოთხი წლის თავზე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის წარმატებას - 2009 წელთან შედარებით მოსწავლეთა რიცხვი აქ 185%-ით გაიზარდა.

    საქართველოში საფრანგეთის ელჩის მეუღლე და ფრანგული სკოლის დირექტორი ფლორანს მიშო-ფურნიე დარწმუნებულია, რომ სკოლაზე მოთხოვნა მოქნილი ფრანგული საგანმანათლებლო სისტემის დამსახურებაა. სკოლის ძირითადი მიზანი თანამედროვე საზოგადოებაში ბავშვის სოციალიზაცია და იმ ღირსეული მოქალაქის აღზრდაა, რომელიც მომავალშიც წარმატებით განაგრძობს განვითარებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეებში. 

     

    ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი სკოლა

     

    სკოლაში, სადაც სასწავლო პროგრამა საფრანგეთის დისტანციური სწავლების ეროვნული ცენტრის მოთხოვნების მიხედვით არის აგებული, დღის პირველ ნახევრაში ვესტუმრეთ. სკოლის დაცვამ თავაზიანად გვთხოვა, რამდენიმე წუთი ჰოლში დაგვეცადა. კავკასიის ფრანგულ სკოლას მკაცრი შინაგანაწესი აქვს.  განრიგის მიხედვით, ბავშვები სკოლაში შედიან და კლასებში გადანაწილდებიან 08.45. საათზე, გაკვეთილები კი ზუსტად 09.00.სთ.-ზე ეწყებათ. მშობლებს უფლება არ აქვთ, გაცდნენ სკოლის ჰოლს. ამავე შინაგანაწესით, მშობლები მასწავლებლებთან კომუნიკაციას მიმოწერის დღიურით ამყარებენ. რაც შეეხება საინფორმაციო კრებას, ყველა კლასში ის ტრადიციულად, სასწავლო წლის დასაწყისში ტარდება.

    ცხადია, ე.წ. ელიტარული კონტიგენტის მიუხედავად, SOS სიტუაციები ამ სკოლაშიცაა. მოსწავლის ცუდი ყოფაქცევის შემთხვევაში მასწავლებელი და დირექცია მშობელს ჯერ არაერთგზის აფრთხილებს, მდგომარეობის გართულების შემთხვევაში კი გამოსავალს ერთად ეძებენ. მოსწავლე, რომელიც გაკვეთილზე ცელქობს, მასწავლებლის ზედამხედველობის ქვეშ სკოლაში ერთი საათით რჩება. ბავშვებს შორის გარკვეული უთანხმოებები ეროვნულ ნიადაგზეც აღმოცენებულა. თუმცა, სკოლაში ეს პრობლემაც მარტივად გვარდება.

    ფრანგი არქიტექტორების მიერ შექმნილი სკოლის სასწავლო გარემო  მართლაც უნაკლო აღმოჩნდა, რომ არაფერი ვთქვათ ვიზუალურ მხარეზე, რომელის მსგავსს საფრანგეთშიც იშვიათად ნახავთ. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ აქ დაცულია უსაფრთხოების, ჰიგიენისა და გარემოსთან ინტეგრირების ყველა ევროპული ნორმა. შესვენებების დროს ხმაურსაც კი იშვიათად გაიგონებთ, რადგან ბავშვები კლასიდან კლასში ორგანიზებულად, მეთვალყურე მასწავლებლების ხელმძღვანელობით გადადიან.

    სკოლა ხუთსართულიანია (დამატებითი ქვედა სართულით, სადაც 25-მეტრიანი აუზი და საკონცერტო დარბაზია განთავსებული). სასკოლო სივრცის ფართი დიდია და ეფექტურად ათვისებული. ყველა საკლასო ოთახი კარგადაა განათებული და კეთილმოწყობილი. მასწავლებლები და ადმინასტრაციის წარმომადგენლები სკოლაში ლიფტით მოძრაობენ. ლიფტით სარგებლობა შეუძლიათ უნარშეზღუდულ ბავშვებსაც. მათი კომფორტული გადაადგილებისთვის შენობის გარეთ და შიგნით ყველა პირობაა შექმნილი.

     

    სკოლის კონტიგენტი

     

    კავკასიის ფრანგულ სკოლაში 120 ბავშვი სწავლობს, მაგრამ შენობა 250 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლის ბოლო სართულზე განლაგებული შვიდი საკლასო ოთახი ჯერჯერობით აუთვისებელია. ორი წლის შემდეგ აქ, ლიცეუმის (10-12 კლასის) მოსწავლეები განთავსდებიან.

    სადღეისოდ ქართველი ბავშვების რაოდენობა უფრომეტია, დაახლოებით 70%-მდე. სკოლის მესვეურები ირწმუნებიან, რომ დროთა განმავლობაში პროპორციები შეიცვლება. თუკი აქამდე ევროპული ოჯახები თავს იკავებდნენ საქართველოში ჩამოსვლაზე მათი შვილებისთვის სკოლის არარსებობის მიზეზით, ეს პრობლემაც მოგვარდა.

    სკოლაში 30-მდე ქართველი და უცხოელი პედაგოგია. პედაგოგთა კოლექტივი ახალგაზრდულია. მაგალითად, სახვითი ხელოვნების მასწავლებელი რუსუდან მერაბიშვილი 35 წლისაა, აქვს მდიდარი პედაგოგიური გამოცდილება მარი ბროსეს სკოლიდან. კავკასიის ფრანგულ სკოლაში ყველაზე მეტად დისტანციური სწავლების მეთოდი მოსწონს და ის, რომ ფრანგულ ენასთან თვითონაც მჭიდრო კონტაქტი აქვს.  

    კავკასიის ფრანგულ სკოლაში სწავლა საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის ძვირი სიამოვნებაა – 4200 ევრო წელიწადში. თანხის გადახდა სამ ეტაპად, თითოეული ტრიმესტრის დასაწყისში ხორციელდება.

    სკოლაში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც 3 წელი შეუსრულდათ. სწორედ ეს გახლავთ ფრანგული საგანმანათლებლო სისტემის გამორჩეულობა და უპირატესობა. განაკლისის სახით სკოლაში დაიშვებიან ბავშვები, ვისაც ეს ასაკი სწავლის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში შეუსრულდება. როგორც უკვე ავღნიშნეთ, 2012 წლამდე თანდათანობით შეიქმნება ყველა კლასი, საბავშვო ბაღიდან დაწყებული საშუალო სკოლით დამთავრებული.

     

    პრიორიტეტი - ენა

     

    სკოლაში ფრანგული და ქართული ურთიერთობისა და სწავლების ენად გამოიყენება. ორივე ენა ოფიციალური სტანდარტებისა და პროგრამების შესაბამისად თანაბრად ნაწილდება სასკოლო პერიოდში შესასწავლ საგნებზე.

    დაწყებითი კლასების დამამთავრებელი ტესტების შედეგები აჩვენებს, რომ ორენოვან სწავლებაში ჩართული მოსწავლეების სასკოლო შედეგები ყოველთვის უსწრებს მათ შედეგებს, ვინც ერთენოვანი კურსი გაიარა.

    ფრანგულ სკოლას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ლიცენზიაც აქვს მინიჭებული

    საინტერესოა, რომ კავკასიის ფრანგულ სკოლაში ბავშვი რეალურად 3 წლის ასაკიდან იწყებს რთული მეტყველების დაუფლებას. ეს არის  ხანგრძლივი პროცესი, რომელიც საბავშვო ბაღში ბავშვის ყოფნის მთელ პერიოდს გასდევს და განაპირობებს შემდგომ წარმატებებს სწავლა-განათლებაში.

    მიუხედავად იმისა, რომ წერა-კითხვის შესწავლა საბავშვო ბაღის პროგრამაში არ შედის, ყველა ბავშვი ეზიარება წარმოთქმული სიტყვებისა და წერილობითი ენის სტრუქტურას, რაც კითხვის შესწავლამდე აუცილებლად გასავლელი ეტაპია. საბავშვო ალბომების კითხვა დიალოგის გაბმის, მოსმენილის გადმოცემის და სიტყვების, ნახატების საკუთარ წარმოდგენებთან დაკავშირების საშუალებას იძლევა. საბავშვო ბაღის პროგრამა გაკვეთილების დამღლელ ცხრილს არ მოიცავს.

    სასკოლო დროც თანაბრადაა გადანაწილებული ორ ენაზე. მაგალითად, საბავშვო ბაღში გასატარებელი 26 საათიდან ბავშვი 13 საათს ქართულ, დანარჩენ 13 საათს კი - ფრანგულ ენასთან კონტაქტში ატარებს. საბავშვო ბაღიდან დაწყებით სკოლამდე მოქმედებს «გღამონ-რონჟას პრინციპი» - «ერთი მასწავლებელი - ერთი ენა» და მუშაობს ორენოვანი გუნდი: ერთი ფრანგი და ერთი ქართველი მასწავლებელი ერთად შრომობენ და მჭიდროდ თანამშრომლობენ. ორი ენის მონაცვლეობა ორენოვანი სწავლების ცენტრალური და მთავარი მახასიათებელია.

     

    უფრო დეტალურად

     

    საფრანგეთის საგანმანათლებლო სისტემის მიხედვით, სკოლაში ბავშვები 3 წლის ასაკიდან დაიშვებიან. თუმცა, სავალდებულო წესით, სწავლა 6 წლის ასაკიდან იწყება. კავკასიის ფრანგულ სკოლაში საბავშვო ბაღი სამ, ოთხ და ხუთწლიანი კლასისგან შედგება. ჯერჯერობით სკოლაში მხოლოდ ორი ჯგუფია. მომავალ წელს კი მესამე დაემატება. საბავშვო ბაღის კლასში ორი პედაგოგი მუშაობს - ფრანგი და ქართულენოვანი. პირველი კლასიდან დაწყებული დამრიგებლის ფუნქციას ფრანგი მასწავლებელი ითავსებს, რომელსაც ფრანგული ენის სპეციალისტი ეხმარება და ენის არმცოდნე ბავშვებს დღეში რამდენიმესაათიან გაკვეთილებს უტარებს. 

    დაწყებით სკოლაში ოთხი კლასია. მომავალ წელს მეხუთეც გაიხსნება.   დაწყებით კლასებში კვირაში ორი საათი ინგლისურ ენას ეთმობა, რაც საფრანგეთში მიღებულ სტანდარტს აჭარბებს. საინტერესოა, რომ ინგლისურის სწავლებისას მოსწავლეები არა კლასების, არამედ დონის მიხედვით ნაწილდებიან.

    სულ ახლახან სკოლაში კოლეჯის კლასებიც გაიხსნა - სამი კლასი,  რომელიც ქართული სისტემით მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასებს შეესააბამება. კოლეჯის კლასები ფუნქციონირებს CNED-თან პარტნიორობის საფუძველზე, ყველა საგნისათვის ცალკე მასწავლებლით. სკოლას დაგეგმილი აქვს, ყოველ წელს ახალი კლასი გახსნას და ამგვარად უზრუნველყოს ბაკალავრიატამდე მოსწავლეების მიყვანა.

    უმცროსკლასელებს სწავლა 15.00. სთ-ზე, უფროკლასელებს კი 16.00.ზე უმთავრდებათ. ამ დრომდე ბავშვებს არჩევითი და მუდამ ცვლადი აქტივობები აქვთ. აქტივობებში ნაგულისხმევია სახელოსნოებში მუშაობა (ხელგარჯილობა, ცეკვა, ფოტოგრაფია, სახვითი ხელოვნება) და სპორტით (ცურვა, კარატე) დაკავება. აღსანიშნავია, რომ სპორტს განსაკუთრებული, ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ეთმობა კავკასიის ფრანგული სკოლის ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ სასწავლებელი აღჭურვილია თანამედროვე სპორტული ინვენტარით და აქვს შესანიშნავი აუზი, «ლოკომოტივის» გვერდით ის საკუთარ სტადიონსაც ფლობს. აქ ბავშვები «დიდ დასვენებაზე» ისვენებენ. 

    კავკასიის ფრანგულ სკოლაში გაკვეთილები 55-წუთიანია. სადილის შესვენება კი ერთ საათს მოიცავს. დირექტორის ასისტენტ, თამუნა ლომიძის თქმით, მშობლებს შეუძლიათ მთელი კვირის მენიუს სკოლის ვებ გვერდზე გაეცნონ. ჩვენი სტუმრობის დღეს ბავშვებს სადილად ყვავილოვანი კომბოსტოს სალათი, ქათამი სტროგანოვი ბრინჯით, იოგურტი და ხილი ჰქონდათ.

    კავკასიურ ფრანგულ სკოლაში სწავლა 7 სექტემბერს იწყება და 30 ივნისამდე გრძელდება. ფრანგული კალენდრით, წლის განმავლობაში ბავშვები ოთხჯერ ისვენებენ.

     

    დიპლომატის ცოლის საგანმანათლებლო ხვედრი    

     

    ფრანგული სკოლის დირექტორი ფლორანს მიშო-ფურნიე საფრანგეთის გულში, პარიზში დაიბადა. პროფესიით პედაგოგია. ისევე, როგორც მეუღლეს, საგრანგეთის ელჩს საქართველოში ერიკ ფურნიეს, დამთავრებული აქვს თანამედროვე ლიტერატურის ფაკულტეტი. ქალბატონი ფლორანსი წლების განმავლობაში ასწავლიდა როგორც ფრანგულ საჯარო სკოლებში, ისე საზღვარგარეთ.

    დიპლომატი მეუღლის გამო ცხოვრება სხვადასხვა ქვეყნებში უწევდა, მაგრამ არასოდეს თმობდა პროფესიას - სკოლების გარდა, აქტიურად თანამშრომლობდა ფრანგული კულტურის ცენტრებთან ნიუ-იორკში, ნიუ-დელიში. საქართველოშიც საკუთარი ნიშა ჩამოსვლისთანავე გამონახა. ქალბატონი ფლორანსის აზრით, ნებისმიერი გამოცდილება ცვლის ადამიანს. ასე იქნება საქართველოში მუშაობის შემთხვევაშიც. ჯერჯერობით კი, მისი ოჯახი და შვილები – 8 და 6 წლის კლემონი და გაბრიელი, რომლებიც ამავე სკოლაში ბედნიერი არიან საქართველოში ცხოვრებით...     

    - როგორ გარისკეთ ასეთი დიდი სკოლის ხელმძღვანელობა?

    - კავკასიის ფრანგული სკოლა შესანიშნავი საშუალება იყო ჩემს სფეროში მემუშავა და თან განსხვავებული საქმიანობით დავკავებულიყავი. მანამდე საქართველოში ორი წელი მქონდა გატარებული, ამიტომ არ გამჭირვებია. კარგად ვიცნობდი ადგილობრივ კულტურულ კონტექსტს. როცა მუშაობა დავიწყე, ასეთ დიდ შენობაში არ ვიყავით. შესაბამისად, პასუხიმგებლობაც ნაკლები იყო, მაგრამ ადამიანმა უნდა გარისკოს, რისკის გარეშე ცხოვრება მოსაწყენია. რისკი საქმეს ერთგვარ ხალისს აძლევს. მეც გავრისკე.

    - კავკასიის ფრანგული სკოლა 2010 წელს საუკეთესო ახალ კერძო სკოლად დასახელდა. თქვენი აზრით, ეს რამ განაპირობა?

    - სკოლა გამორჩეულია შენობით, რომელიც თბილისში გამონაკლისს წარმოადგენს. რასაკვირველია, კედლები და ინვენტარი არ არის პირველხარისხოვანი, მაგრამ, მერწმუნეთ, გარემოც დიდ როლს თამაშობს. აქ მუშაობა სასიამოვნო, პრაქტიკული და მოსახერხებელია. გვაქვს სპეციალიზირებული საკლასო ოთახები მუსიკისთვის, სახვითი ხელოვნებისთვის, სპორტისთვის, საბუნებისმეტყველო საგნებისთვის. ის ფაქტი, რომ საუკეთესო კერძოდ სკოლად გამოგვაცხადეს, ფრანგული საგანმანათლებლო სისტემის აღიარებაცაა. თუმცა, თქვენი განათლების სისტემის მსგავსად, ისიც განიცდის ყოველწლიურ მოდიფიკაცია-რეფორმირებას. სისტემის უპირატესობა იმაშია, რომ ბავშვს თავიდანვე უყალიბებს სწორ წარმოდგენებს ფუნდამეტურ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე. ბავშვი ცოდნას ყველა სფეროში ივითარებს.

    - სწავლება გასაკვირად ადრეული ასაკიდან იწყება, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მიდგომა?

    - ეს არ არის ჩვეულებრივი საბავშვო ბაღი. აქ პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ. ბავშვები თამაშით სწავლობენ სოციუმში ყოფნას, ჭრას, ხაზვას, ხატვას, რაც ძალიან კარგად ამზადებს სკოლისათვის. ისინი სწავლობენ მშობლების გარეშე, სხვა სივრცეში ყოფნას, ეგუებიან დამოუკიდებელ ცხოვრებას. ბავშვები ადრეულ ასაკშივე იწყებენ ისტორიის, გეოგრაფიის, საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას. ფრანგულს, მათემატიკას, სპორტს ჩვენთან განსაკუთრებული ადგილი უკავია. თუმცა, ასეთი ტიპის სკოლებში ცოდნაზე კიდევ უფრო მეტად ფასობს საკუთარი ნააზრევის, ფიქრისა და ანალიზის უნარის ჩამოყალიბება. 

    - არ არსებობს საშიშროება იმისა, რომ თქვენი სკოლადამთავრებული ქართული სასწავლო რეალობიდან ამოვარდნილი აღმოჩნდეს?

    - ჩვენი ქართველი მოსწავლეები იმავე საგნებს სწავლობენ, რასაც საქართველოს საჯარო სკოლებში. განსხვავება იმაშია, რომ სწავლება ფრანგულად მიმდინარეობს. ჩვენი მიზანი ბავშვების ინტელექტის გამდიდრებაა. სწავლის გაგრძელება მათ ნებისმიერი ქვეყნის უნივერსიტეტში შეუძლიათ. ქართველი ბავშვების ინტელექტუალური პოტენციალი უსაზღვროა, მაგრამ ვისურვებდი უფრო დისციპლინირებულები, მეცადინეობაზე კონცენტრირებულები ყოფილიყვნენ.  

    - როცა თქვენს მეუღლეს საქართვლოდან გაიწვევენ, სკოლას ვინ უხელმძღვანელებს?  

    - დასანანი იქნება, მაგრამ ასეთია ცხოვრება და დიპლომატების მეუღლეების ხვედრი. ჩემი შემცვლელის არჩევა მე არ მევალება. ვიმედოვნებ, ეს იქნება ადამიანი, რომელიც ამ ამოცანას თავს წარმატებით გაართმევს.

  • «ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა» განათლების ბრიტანული ტრადიციები ქართულ სკოლაში

    AD VITAM PARAMUS - ეს ლათინური სიტყვები «ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა–თბილისის» ლოზუნგია და ნიშნავს «ვამზადებთ ცხოვრებისთვის». ამ სკოლამ საქართველოში ბრიტანული სწავლების კულტურას ჩაუყარა საფუძველი. «ბაქსვუდი» ორიენტირებულია იმაზე, რომ მისი თითოეული მოსწავლე ჩამოყალიბდეს ღირსეულ, პასუხისმგებლობის მქონე  პიროვნებად.

    «ბაქსვუდის» სკოლა 2009 წელს დაარსდა გაეროს ასოციაციის სკოლის ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ 2000 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებდა. «ბაქსვუდის» საგანმანათლებლო ჯგუფში შესვლის შემდეგ სკოლაში ბრიტანული განათლების ტრადიციები და კულტურა დამკვიდრდა. «ბაქსვუდში» პირველიდან 12 კლასის ჩათვლით სწავლობენ, ასევე ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის ცენტრი.

    სკოლაში სწავლება ძირითადად ქართულ ენაზე მიმდინარეობს, ინგლისური ენა კი თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით ისწავლება. «ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა» წყნეთში, ჯანსაღ და სუფთა გარემოში მდებარეობს. სკოლაში 300 მოსწავლე სწავლობს. სწავლების საფასური ხელმისაწვდომია და წელიწადში მხოლოდ 1400 ფუნტ-სტერლინგს შეადგენს. ამ თანხაში შედის სასწავლო პროცესი, სპორტული წრეები, მოსწავლეთა სახლიდან სახლამდე ტრანსპორტირება, კვება, ექსკურსიები და სხვა ღონისძიებები.

    ქართული განათლების სისტემაში «ბაქსვუდის» განსხვავებულობას განაპირობებს ის, რომ ტრადიციული შეფასებების გარდა, აქ რეიტინგების სისტემაც მოქმედებს. თითოეულ მოსწავლეს დღიურის გარდა, გააჩნია პასპორტი, რომელშიც აღირიცხება ყველა მისი კარგი და ცუდი ქმედება. პასპორტში ჩანაწერის გაკეთების უფლება აქვს სკოლის ყველა თანამშრომელს, ავტობუსის მძღოლითა და დამლაგებლით დაწყებული, დირექტორით დასრულებული. კვირის ბოლოს კი პასპორტის ჩანაწერების მიხედვით მოსწავლეს ქულა ეწერება. ეს ქულა საბოლოოდ სხვების საერთო ქულაზეც ახდენს გავლენას, თუმცა ეს მის კლასს კი არა, «ჰაუზს» ეხება.  

    «ბაქსვუდში», როგორც ბრიტანეთის სკოლებში, მოსწავლეები «ჰაუზების» მიხედვით არიან გადანაწილებულნი. სკოლაში კიპლინგის, უელსისა და მილნის «ჰაუზებია» და თითოეულში ყველა კლასის მოსწავლე პროპორციულად არის გადანაწილებული, აქ დაცულია გენდერული ბალანსი და ასაკობრივი კატეგორია. «ჰაუზები» პასუხს აგებენ სკოლაში წესრიგსა და სისუფთავეზე. მორიგეობის მიხედვით აწესრიგებენ საკლასო ოთახებს და კვირის ბოლოს ეწერებათ ქულები. «ჰაუზებში» ყოფნით მოსწავლეები კოლექტიურ პასუხისმგებლობას სწავლობენ, ერთის გამო მთელ მის «ჰაუზს» აკლდება ქულა და ასევეა წარმატების შემთხვევაშიც. ამიტომ ბავშვები ცდილობენ, რომ ერთმანეთს ყველაფერში დაეხმარონ. სკოლაში ასევე მოქმედებს «არგონავტების» პროგრამა, რომელსაც მითთან საერთო არაფერი აქვს; უფროსკლასელს თავის «ჰაუზში» ჰყავს დაბალკლასელი არგონავტი, რომელსაც დავალებების მომზადებაში ეხმარება. «ჰაუზები» ერთმანეთს ეჯიბრებიან როგორც აკადემიურ მოსწრებაში, ასევე სპორტულ თამაშებში. პერიოდულად მოწმდება «ჰაუზების» ქულები და გამარჯვებულისთვის უფასო ექსკურსიები და გასართობი ღონისძიებები ეწყობა.

    ყველა «ჰაუზს» ჰყავს პრეფექტი, რომელიც დაწინაურებული მოსწავლეა. ის აკვირდება «ჰაუზის» თითოეული წევრის ქმედებას. თავად პრეფექტების ზემდგომი კი “Head of School”-ია, რომელიც სკოლის საუკეთესო მოსწავლეა. ყოველი სემესტრის დასრულების შემდეგ ბრიტანეთში «ბაქსვუდის» ქართული სკოლიდან 15-კაციანი ჯგუფი მიდის ორკვირიანი გაცვლითი კურსებით. ყველა დაწინაურებულ მოსწავლეს აქვს შანსი, რომ ამ ჯგუფში მოხვდეს.

    «ბაქსვუდში» ზრდიან მომავალ თაობას, რომელსაც შეუძლია იაზროვნოს თავისუფლად და კრიტიკულად, მიიღოს გადაწყვეტილებები და თამამად წამოაყენოს საკუთარი ინიციატივები და რაც მთავარია, იყოს კანონმორჩილი და პატივს სცემდეს სხვის უფლებებს.

  • აიბი მთიები – პროგრესული სასწავლო მოდგომები ქართულ საგანმანათლებო სივრცეში

    ხარისხის ნიშანი:

     

    საერთაშორისო სტანდარტებით აღზრდაზე ორიენტირებული, საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული კერძო სკოლა-პანსიონი   აიბი მთიები ხარისხის მართვის სერტიფიკატის - ISOO 9001:2008 მფლობელია. ჩვიდმეტწლიანი გამოცდილების მქონე სკოლა მოსწავლეებს არა მხოლოდ სრულ საგანმანათლებლო პაკეტს სთავაზობს, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს განსხვავებული სასწავლო სისტემები, ინტეგრირებული სწავლება, მოსწავლეთა კლუბური ცხოვრება და მასწავლებელთა გუნდური მუშაობა. სკოლა-პანსიონის საავტორო სასწავლო პროგრამები აკმაყოფილებს მსოფლიო წამყვანი ქვეყნების საგანმანათლებლო სტანდარტებს.

    სერტიფიკატი  ISO 9001:2008 სკოლა-პანსიონი აიბი მთიების ადმინისტრაციის და პედაგოგიური კოლექტივის დაუღალავი ძალისხმევის საუკეთესო შედეგი და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მყარი გარანტიაა. აიბი მთიების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, წარმატებით ჩაერთონ საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ საგანმანათლებლო პროცესში, შესწევთ უნარი, თანატოლებს გაუწიონ რეალური კონკურენცია ნებისმიერი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში.

     

    მიმართულება:

     

    სკოლა-პანსიონ აიბი მთიებში სწავლება ოთხსაფეხურიანია: სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლის ასაკის მოზარდთათვის. საჯარო სკოლების ჩვეული სასკოლო რითმისგან განსხვავებით, აქ 530-მდე მოსწავლე განსაკუთრებულ დღის რეჟიმში, 09.00.- დან 18.00. საათამდე ეუფლება ცოდნას.

    მაღალი ხარისხის საავტორო პროგრამები ეფუძნება ეროვნულ სასწავლო პროგრამებს და წარმოადგენს საერთაშორისო ზოგადსაგანმანათლებლო აღზრდის გამოცდილების ნაზავს. გამოცდილებამ  დაადასტურა, რომ აიბი მთიების სკოლადამთავრებულები საქართველოს და მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებისთვის სასურველი, შემდგომში კი წარმატებული სტუდენტები არიან.

    აიბი მთიები ეს არის სასკოლო განათლების ეფექტური მიდგომა, საბაზო საგანთა შეწყვილებული სწავლება, სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა, ჯანსაღი სასკოლო ცხოვრების წესი, სამედიცინო მზრუნველობა მოზარდებზე, კვება, სეზონური ბანაკები, ესთეტიკური აღზრდა, საგანმანათლებლო და შემოქმედებით პროგრამებში მონაწილეობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

     

    პარტნიორული ურთიერთობა:

     

    აიბი მთიების თანადამფუძნებელია გერმანიის ახალგაზრდობის განათლებისა და პროფესიული აღზრდის კავშირი Inetrnationaler BB Bund, რაც  ამასთანავე ჩვენს სკოლადამთავრებულებს უზრდის დამატებით არჩევანს, მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი განათლება გერმანიის პრესტიჟულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. Inetrnationaler Bund თავის საქმიანობას ახორციელებს 700 საგანმანათლებლო დაწესებულებაში გერმანიის ტერიტორიაზე და მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. გერმანელი ექსპერტები სკოლა-პანსიონ აიბი მთიების ქართველ პარტნიორთან ერთად რეგულარულად განიხილავენ პანსიონში სწავლების განვითარების ეტაპებსა და ინოვაციურ მიდგომებს. სკოლის მოსწავლეებს უტარებენ შემეცნებით გაკვეთილებს. აიბი მთიები ერთობლივი პროექტების ფარგლებში იმუშავებს პირობებს პანსიონის ბაზაზე აღმზრდელ პედაგოგთა პროფესიული სკოლის შექმნას, აგრეთვე პანსიონის სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში ჩართვის არეალის ზრდას. 

    აიბი მთიები დასახულ მიზნებს აღწევს მაღალკვალიფიციური პედაგოგების შრომისა და უცხოელ აკადემიურ პარტნიორებთან ურთიერთობით. აიბი მთიები ევროპული უნივერსიტეტის, EEuropean University, თანამგზავრი სკოლაა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ სკოლა-პანსიონის ატესტატი აღიარებულია ევროპული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რაც უფლებას აძლევს ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიოს 16 ქვეყანაში ამ უნივერსიტეტის კამპუსებში უგამოცდოდ ჩააბარონ და ისწავლონ ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად.

    აიბი მთიები ბრიტანეთის სკოლა-პანსიონების ასოციაციის წევრია, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სკოლა-პანსიონი მუდმივად საქმის კურსში იყოს სასწავლო სახელმძღვანელოების მსოფლიო ბაზარზე სიახლეებთან დაკავშირებით.

    აიბი მთიები საქართველოს კერძო სკოლების ასოციაციის წევრია. სკოლა-პანსიონის გენერალური დირექტორი, ქ-ნი ნინო ჩიკვაიძე ასოციაციის თანათავმჯდომარეა.

    აიბი მთიები საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის საერთაშორისო სკოლის წევრობის სტატუსის მაძიებელია.  

     

    განსხვავებული მიდგომა:

     

    აიბი მთიები ინოვაციური პროექტების ინიციატორია. სკოლა-პანსიონში მშობლიური ენისა და ლიტერატურის გარდა, აგრევე ისწავლება ინგლისური, გერმანული, ესპანური და რუსული ენები. სკოლაში  ტექნიკურ საგნებზე ორიენტირებული კლასებიცაა.

    აიბი მთიები გეგმავს სკოლა-პანსიონის ბაზაზე უცხო ენების პროფილური სკოლის დაარსებას. არსებული სკოლებისგან განსხვავებით, ენებს გაღრმავებულად აქ მხოლოდ სკოლის მოსწავლეები დაეუფლებიან. მოზარდები გაეცნობიან ამავე ენებზე მოსაუბრე ერების კულტურასა და ისტორიას. სკოლადამთავრებულები საერთაშორისო სერტიფიკატის მისაღებად გაემგზავრებიან შესაბამის ქვეყანაში ან სერთიფიკატს მიიღებენ ინტერნეტით, ტესტირების საფუძველზე.

     აიბი მთიებისათვის მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარება და თანამედროვე სწავლების სისტემებისთვის მასწავლებელთა კვალიფიციური კადრების მომზადება. ქ-ნი ნინო ჩიკვაიძე: «დროთა განმავლობაში იმ დასკვნამდე მივედით, რომ აუცილებელია აღმზრდელ მასწავლებელთა პროფესიული სკოლის დაარსება, რომლის მოდელიც შტუტგარტში არსებული სკოლა იქნება. ერთი მასწავლებელი რამდენიმე ფუნქციას შეითავსებს. ეს სწავლებისა და დასწავლის ხარისხს გააუმჯობესებს და სკოლისთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება».  მისივე ინიციატივით, ეროვნული ტრადიციების გასამყარებლად პანსიონის მოსწავლეები ასომთავრულ, ნუსხურ და მხედრულ ანბანს ახალი პროგრამით შეისწავლიან, ანბანთან ერთად კი ეზიარებიან მთელ რიგ საგნებს - გეოგრაფიას, რელიგიას, ისტორიას... სკოლა-პანსიონის სამომავლო გეგმებში შედის ადრეული ასაკიდან «ვეფხისტყაოსნის» სწავლების ტრადიციის დანერგვაც.

    სკოლა-პანსიონი აიბი მთიების მოსწავლეები გამოირჩევიან სწავლის მაღალი რეიტინგით, აქტიურად არიან ჩართული ერთობლივ საერთაშორისო შემეცნებით პროგრამებში, მათ შორის, გარემოსდაცვით კვლევით პროექტებში. სკოლა-პანსიონი აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებად საგნობრივ ოლიმპიადებში და სხვა ღონისძიებებში. სკოლა-პანსიონის მაღალი კლასების წარმატებული მოსწავლეები ტრადიციულად, ყოველ ზაფხულს მონაწილეობას იღებენ ევროპული უნივერსიტეტის “საზაფხულო სკოლების” ერთთვიან აკადემიურ პროგრამებში ბარსელონის (ესპანეთი), მიუნჰენის (გერმანია) და ჟენევა/მონტრიუ (შვეიცარია) უნივერსიტეტის კამპუსებში.

     

     

  • «ლოგოსი - –ლიბერალური განათლება კრეატიული ახალგაზრდების აღსაზრდელად

    დღეს მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება განათლების პრინციპი «ლიბერალ ართსი», რომელიც კარგ განათლებასთან ერთად თანამედროვე ახალგაზრდას აძლევს უნარებს, რომლებიც მიღებული ცოდნის გამოყენებაში დაეხმარება. 

    «ლიბერალ ართსის» განათლების მეთოდის მიხედვით, ახალგაზრდა მრავალმხრივ განსწავლული უნდა იყოს, შეეძლოს დამოუკიდებლად აზროვნება, ფაქტებისა და მოვლენების ლოგიკურად განსჯა, კრიტიკული ანალიზი, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, საკუთარი აზრისა და შეხედულებების არგუმენტირებული დაცვა. ლიბერალური განათლება ახალგაზრდის ცხოვრებისთვის მომზადებას გულისხმობს. სწორედ ამ მეთოდით სწავლობდა ამერიკაში «ჰამილტონის» უნივერსიტეტში მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე გიორგი ჩავლეიშვილი. საქართველოში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, რომ განათლების სფეროში დაეწყო მოღვაწეობა. ამ მიზნით მან ამერიკის «სვორთმორის» უნივერსიტეტის ფინანსებისა და მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ ნიკოლაუს გროჰთან ერთად სკოლა «ლოგოსი» დააფუძნა. მათი პარტნიორი და სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელი კი ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია გახდა.

    «ლოგოსი» «ლიბერალ ართსის» პრინციპებზე დაფუძნებული პირველი ქართული სკოლაა. მის გახსნამდე 2009 წელს შეიქმნა ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი - LEAF, რომლის მიზანიც ქართველი მოსწავლეების ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებისა და საქართველოს ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებაა. ცენტრში აბიტურიენტებთან ერთად მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებსაც იღებენ. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრში მოსწავლეებს ამზადებენ, როგორც საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის ასევე, ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისათვის აუცილებელ საერთაშორისო ტესტებში: SAT, TOEFL და IELTS. ცენტრში მოსწავლეებს ეხმარებიან ევროპასა და ამერიკაში სასურველი უნივერსიტეტის შერჩევაში, აპლიკაციების შედგენაში, წარსადგენი თემის დაწერასა და დაფინანსების მოპოვებაშიც კი. ცენტრმა ორ წელიწადში ევროპასა და ამერიკაში სასწავლებლად 35 ბავშვი გაუშვა და აქედან ოცდაცხრამ  დაფინანსება მოიპოვა, მათ შორის შვიდმა კი - ასპროცენტიანი დაფინანსება.

    იმავე წელს LEAF-ში გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ისეთი სკოლა, სადაც სწავლება იქნებოდა ქართულ ენაზე და კურიკულუმში შევიდოდა ის ტესტები, რომლებიც მოსწავლეს საზღვარგარეთ გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდებოდა. ასე შეიქმნა სკოლა “ლოგოსი”, ცენტრმა კი კვლავინდებურად განაგრძო საქმიანობა.

    2010 წლის სექტემბერში სკოლაში უკვე მესამე საფეხურის 3 ჯგუფი გაიხსნა. პირველ ეტაპზე მხოლოდ მე-10 და მე-11 კლასელები მიიღეს. უახლოეს ხანებში კი მეორე საფეხურის (მე-6 - მე-9 კლასები) გახსნისთვის საჭირო ლიცენზიის აღება იგეგმება.

    დამფუძნებლებმა თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ სკოლა ყოფილიყო პატარა, სადაც ოჯახური თბილი გარემო შეიქმნებოდა და ყველა თავს კარგად იგრძნობდა. ამიტომ მცირე მოცულობის კლასები შეიქმნა და თითოეულში 12 ბავშვზე მეტი არ სწავლობს. ზოგიერთ საგანში კი იყოფიან კიდეც და გაკვეთილზე მხოლოდ 5-6 მოსწავლე ზის.

    გიორგი ჩავლეიშვილი, სკოლა «ლოგოსის» და ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის - LEAF დამფუძნებელი და დირექტორი:  «მომავალ წელს 50 ბავშვის მიღებას ვაპირებთ. ჩვენი სურვილია, ვიყოთ პატარა და ელიტური სკოლა, სადაც ბავშვები ძალიან მაღალი დონის განათლებას მიიღებენ. სკოლა მოსწავლეებს ამერიკასა და ევროპაში სასურველი უნივერსიტეტის შერჩევასა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში ეხმარება. ასევე სწავლის საფასურში შედის SAT-Si, TOEFL-Si და IELTS-Si მომზადება. ყველანაირად ვეცადეთ და გამოგვივიდა კიდეც, რომ ბავშვების ცხოვრებიდან მცნება რეპეტიტორი ამოგვეშალა».

    «ლოგოსში» მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები ასწავლიან, რომლებიც კრეატიულ გაკვეთილებს ატარებენ და ამით მოსწავლეების ინტერესს საგნების მიმართ ზრდიან.

    სკოლაში ბავშვს ასწავლიან კრეატიულობას, საკითხის მიმართ შემოქმედებით მიდგომას. «ლოგოსში» დიდი ყურადღება ეთმობა გუნდურ მუშაობასა და პრეზენტაციის ჩატარების უნარების გამომუშავებას. სკოლაში გახსნილია სადისკუსიო კლუბი, გია მურღულიას ლიტერატურული სკოლა, ორიგამის ხელოვნების კლუბი და კინო კლუბი. სწავლის საფასურში ასევე შედის სპორტული წრეები: ცურვა, ჩოგბურთი და ფეხბურთი.

    სკოლაში დიდი პოპულარობით სარგებლობს პროგრამა «გააზრებული არჩევანი», რომელიც მოსწავლეს უნივერსიტეტისა და პროფესიის არჩევაში ეხმარება. ამაში უდიდეს როლს თამაშობენ სტუმრად მოწვეული სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ადამიანები, რომლებიც სიღრმისეულად აცნობენ ბავშვებს თავიანთ პროფესიას და უზიარებენ გამოცდილებას.

    სკოლას მჭიდრო ურთიერთობა აქვს რამდენიმე ამერიკულ უნივერსიტეტთან და კოლეჯთან, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ «ლოგოსის» რეკომენდაციას. 

    «ვგეგმავთ, რომ 2012 წლისათვის ამერიკის სკოლებთან გაცვლითი პროგრამები გვქონდეს, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ ჩვენი მოსწავლეები კი არ წავლენ ამერიკაში, არამედ ამერიკიდანაც ჩამოვიყვანთ ბავშვებს», - ამბობს გიორგი ჩავლეიშვილი.

     

  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - საერთაშორისო დონის ქართული საგანმანათლებლო სისტემა

    რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, რომელსაც საზოგადოება, ხშირად, «ალმა მატერ»-ად მოიხსენიებს, თავის მომავალ განვითარებას საერთაშორისო სწავლების ინტეგრაციაში ხედავს. უნივერსიტეტის  მიზანი ისეთი სპეციალისტების მომზადებაა, რომელთა დონე ევროპული შრომის ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. 

    თუკი ქართული დამოუკიდებელი უნივერსიტეტების ისტორიას გადავხედავთ, 90-იანი წლებიდან დღემდე, სიცოცხლისუნარიანები ის სასწავლებლები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ევროპული სწავლების სისტემის მოდიფიცირება და ქართულ რეალობასთან მორგება შეძლეს.

    უნივერსიტეტი  1992 წელს დაფუძნდა. ის ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი უნივერსიტეტი იყო ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, განსაზღვრული კონცეფციით და სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული მეთოდიკით.

    მამუკა თავხელიძე, უნივერსიტეტის რექტორი: «უნივერსიტეტმა 90-იან წლებშივე დაიწყო ახალი სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა და ამოცანად დაისახა თეორიის და პრაქტიკის შერწყმა. შევქმენით თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელსაც ზოგ შემთხვევაში დღესაც არ აქვს ანალოგი საქართველოში. დაინერგა სწავლების ეფექტური ტექნოლოგიები: სასწავლო პროგრამაში შევიტანეთ სასამართლო სიმულაციები, პირველად ჩვენთან დაინერგა საფანტომო-ტრენაჟული სისტემა სტომატოლოგთა სწავლების პრაქტიკაში, ტელე-რადიო ჟურნალისტებისათვის შეიქმნა სტუდია სრული აღჭურვილობით, სადაც სტუდენტები უშუალოდ თვითონ ქმნიდნენ ტელე-პროდუქციას და ა.შ. ამ ამოცანის გადაჭრა ვერ მოხერხდებოდა, თუ არ იქნებოდა შესაბამისი ადამიანური რესურსი. ამ მიმართულებით შეიქმნა პროფესიული განვითარების ცენტრი, რომელიც უახლეს ტექნოლოგიებისა და მეთოდების ტრეინინგებს ატარებდა».

    უნივერსიტეტის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა «თEMPUშ თAჩIშ»-ის პროექტმა, რომელიც 2001-02 წლებში განხორციელდა. ფაქტობრივად, პირველად საქართველოში, აქ შეიქმნა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, დაინერგა ხარისხის მართვის სრულიად ახალი სისტემა, მათ შორის, კრედიტები, შედეგზე ორიენტირებული პროგრამები, ორსაფეხურიანი სწავლება.

    იუნესკოს განათლების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკვლევით, უნივერსიტეტი  დასაქმების მაჩვენებლებით პირველ ხუთეულში აღმოჩნდა საქართველოში.

    უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ორიენტირებული პროგრამების შექმნით, მან დაიწყო უცხოელი პარტნიორების ძებნა და დღეს უცხოეთის 3 უმაღლეს სასწავლებელთან ახორციელებს ერთობლივ პროგრამებს: ქართულ-ბრიტანულ-უნგრული პროგრამა გულისხმობს საბაკალავრო პროგრამის მეოთხე სასწავლო წლის გაგრძელებას უნგრეთში და ოქსფორდ- ბრუკის უნივერსიტეტის  დიპლომის და აკადემიური ხარისხის მიღებას. ანალოგიურია ქართულ-ბრიტანული პროექტი, რაც გულისხმობს საბაკალავრო 3 სემესტრის დასრულებას უელსის უნივერსიტეტში, დიპლომის და აკადემიური ხარისხის მიღებით. პროექტები ხორციელდება ამერიკის უნივერსიტეტებთანაც.

    უნივერსიტეტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ «თიბისი» ბანკის ხელშეწყობით, შემოდგომისთვის მზად იქნება 4600 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ახალი კორპუსი, აღჭურვილი უახლესი ტექნიკური აპარატურით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აუდიტორიებით, კომფორტული გარემოთი, რაც მხოლოდ პირველი ნაწილია იმ პროექტისა, რომელიც, საბოლოოდ, საუნივერსიტეტო კამპუსის მშენებლობას გულისხმობს.

    გასული წლის წარმატებათა შორის კი აღსანიშნავია უნივერსიტეტის გამარჯვება UშAD-ის ენერგეტიკის სექტორის გაუმჯობესების პროექტში, რომლის ფინანსური ხელშეწყობით, პრაქტიკულად, პირველად მიიღებს საქართველოს შრომის ბაზარი ენერგეტიკის მართვის სპეციალისტებს მაგისტრანტების დონეზე.

    უნივერსიტეტი მუდამ ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით – იმით, რომ უნივერსიტეტის მაგისტრანტმა დათო კვინიკაძემ 2 წელი იმუშავა უნგრეთში ბრიტანეთის ტელესაკომუნიკაციო კომპანიის ფილიალში, დიანა საპრიკინა ჯორჯიის უნივერსიტეტში მსოფლიო ლიტერატურას ასწავლის, პაატა პაპუაშვილი კონსულად დაინიშნა ესპანეთის სამეფოში, მიშა ფეიქრიშვილი რადიო «იმედის» ცნობილი წამყვანია, ხოლო სოსო ფხაკაძე  - კომპანია «ვისოლის» დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

    უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა წარმატება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ სასწავლო სისტემის ეფექტურობაზე, რომელიც უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ ამ 20 წლის მანძილზე განავითარა.

  • ორი დიპლომი - გასაღები, რომელიც ყველა კარს აღებს

    ამერიკაში ერთ-ერთ ავტორიტეტულ იურიდიულ კომპანიაში ქართველი ქეთი ნოზაძე მუშაობს. ამერიკელები ქართველი გოგონას ცოდნით იმდენად აღფრთოვანდნენ, რომ  თბილისში, მის მშობლიურ უნივერსიტეტში წერილი გამოაგზავნეს, სადაც ქართულ მხარეს თანამშრომლობას და ამერიკაში სამუშაოდ ნიჭიერი კურსდამთავრებულების გაგზავნას სთავაზობენ. ქეთის მეგობრებიც მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების მაგისტრატურასა თუ დოქტურანტურაში სწავლობენ და წამყვან ორგანიზაციებში მუშაობენ. მათი ალმა-მატერი კი «ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი - თბილისის ფილიალია». ეს საქართველოში ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც თავის კურსდამთავრებულებს ორმაგ დიპლომს აძლევს. ერთი დიპლომი საქართველოს განათლების სამინისტროს მიერაა აღიარებული, ხოლო მეორე დიპლომი ამერიკულია, აშშ-ს განათლების დეპარტამენტი აღიარებს და საერთაშორისო დიპლომის სტატუსი აქვს.

    უნივერსიტეტი საქართველოში 1995 წელს დაფუძნდა და «ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის» ფილიალს წარმოადგენდა. 2005 წელს მისი პერე-რეგისტრაცია მოხდა, სახელი შეიცვალა და «ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი» ეწოდა. დღეს თბილისის ფილიალში 200-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში ორი ფაკულტეტია: სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც ბიზნესის ადმინისტრირება ისწავლება. მაგისტრატურაში კი ერთი ფაკულტეტია - საერთაშორისო მენეჯმენტის სპეციალობით. 2012 სასწავლო წლიდან სტუდენტებს ეკონომიკის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამასაც შესთავაზებენ.

    უნივერსიტეტის რექტორი კი საერთაშორისო ურთიერთობების ცნობილი სპეციალისტი, პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელია.

    უნივერსიტეტი გამორჩეულია სწავლების ხარისხით, სასწავლო პროგრამების შინაარსით, სტუდენტების მიმართ დამოკიდებულებით და წარმატებული კურსდამთავრებულების რაოდენობით. უნივერსიტეტში ყველა საგანი მხოლოდ ინგლისურ ენაზე ისწავლება. სტუდენტებს სახელმძღვანელოებსა და სხვა საჭირო მასალებს უნივერსიტეტი უსასყიდლოდ გადასცემს.

    ზურაბ აბაშიძე, «ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი - თბილისის ფილიალის» დირექტორი: «ჩვენს კურსდამთავრებულებს ორ დიპლომს ვაძლევთ, ეს არის გასაღები, რომელიც ყველა კარს იოლად აღებს. უმთავრესია, თუ რას ფიქრობენ სტუდენტები თავის ალმა-მატერზე. ჩვენთვის მთავარია ხარისხი და სტუდენტების შემდგომი წარმატება. ბევრი კურსდამთავრებული საზღვარგარეთ აგრძელებს სწავლას და ჩვენ მათ საფუძველს ვუქმნით საქართველოში დასაბრუნებლად. უკვე 6 ყოფილი სტუდენტი დაგვიბრუნდა ლექტორად. ჩვენ ძლიერ კადრებს, პირველ რიგში, საქართველოსთვის ვზრდით».

    უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში, ბანკებში, სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორში. 2005 წლიდან დღემდე უნივერსიტეტის 30-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა გააგრძელა სწავლა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სამაგისტრო თუ სადოქტორო პროგრამებზე. თბილისის ფილიალში მაღალი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, საზღვარგარეთ მათ სრული დაფინანსება მოიპოვეს.

     

  • ქართული უნივერსიტეტი - ქართულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული განათლება

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მეცნიერებისა და ეკლესიის ურთიერთობას. სწორედ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, შექმნილიყო უმაღლესი განათლების ახალი კერა, რომელიც დაიცავდა ქართული მეცნიერების ტრადიციებსა და მემკვიდრეობას და ამავე დროს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა. ასე დაფუძნდა ქართული უნივერსიტეტი, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზე დგას, სულიერებისა და თავისთავადობის გაფრთხილებასა და მომავლის მეცნიერების აღზრდას ემსახურება.

    ქართულ უნივერსიტეტს 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი და პირველი დოქტორანტები ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებზე მიიღო. 2010 წლის სექტემბრიდან უნივერსიტეტის კარი უკვე ღია იყო ბაკალვრიატის, მაგისტრატურის  და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. დღეს ქართულ უნივერსიტეტში სულ 600 სტუდენტი სწავლობს. აქ შემდეგი ფაკულტეტებია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ფიზიკა-მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის, სოციალურ მეცნიერებათა და სამართალმცოდნეობის.

    ქართული უნივერსიტეტი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ყველა ნორმას იცავს. უნივერსიტეტი საუკეთესო ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. აქ თანამედროვე აუდიტორიები და უმაღლესი დონის ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული კაბინეტებია. ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და გახსნილია ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი.

    სერგო ვარდოსანიძე, ქართული უნივერსიტეტის რექტორი: «ჩვენი უნივერსიტეტი ახალგაზრდა უმაღლესია, მაგრამ მისი მთავარი ღირსება იმაშია, რომ მისი უწმინდესობის დაარსებულია. როგორც ცხოვრებით დაღლილ თითოეულ ადამიანს პატრიარქთან შეხვედრა დაავიწყებს ყველაფერს, ასევე თითოეული სტუდენტი აქ გრძნობს დიდ სითბოსა და სიყვარულს. ჩვენთან არ არსებობს ბიუროკრატიული შეზღუდვები, ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია რექტორთან შევიდეს და თავისი აზრი გამოთქვას. ქართული უნივერსიტეტისთვის უმთავრესია სწავლება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, მაქსიმალური ცოდნის მიცემა სტუდენტებისთვის და მათი ეროვნულ ფესვებთან სიახლოვე».

    ქართული უნივერსიტეტის სრული და ასოცირებული პროფესორები არიან ამა თუ იმ დარგში ავტორიტეტული პროფესორ-მასწავლებლები, როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. ამასთან, სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართული საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები, ლექციებს ასევე კითხულობენ წამყვანი უცხოელი სპეციალისტები.

    გიორგი ანდრიაძე, ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: «ქართულ უნივერსიტეტში მაღალი ხარისხის სწავლება შეხამებულია დროის ოპტიმალურ ხარჯვასთან. ძველი ბიუროკრატიული სალექციო სისტემის ნაცვლად დანერგილია თანამედროვე სასწავლო პროგრამები და სალექციო კურსი სრულიად მოდერნიზებულია. ჩვენ ორიენტირებული ვართ არა სტუდენტთა რაოდენობაზე, არამედ ცოდნის ხარისხზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებთან კავშირს. დოქტორანტებისთვის დანერგილია ინტერნეტ-დისტანციური სწავლების მეთოდი. ეს კურსი საინტერესოდ არის აწყობილი და სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.»

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბრიტანეთში ვიზიტის დროს თან ქართული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაც ახლდა. ოქსფორდის უნივერსიტეტისა და სამეფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ ამ სასწავლებლების პროფესორები ჩამოვლენ თბილისში და ლექციებს წაიკითხავენ. ასევე მოეწყობა სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები და ქართული უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები ბრიტანეთში გააგრძელებენ სწავლას.

    დღეს უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები ჩართულნი არიან მაღალი რანგის მეცნიერულ კვლევებში, რომელიც უცხოეთის სერიოზულ სამეცნიერო ცენტრებთან ერთად მიმდინარეობს. ქართულ უნივერსიტეტს (მსოფლიოში ცნობილ გენეტიკის კვლევის) მაქს პლანკის ანთროპოლოგიის ინსტიტუტის წამყვან პროფესორთან, ივანე ნასიძესთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება. საერთაშორისო კვლევითი პროექტები იგეგმება სამართალმცოდნეობის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში.

    უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტურ ცხოვრებას. ტარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები, კონფერენციები და კონკურსები სტუდენტებისთვის. ეწყობა სპორტული ღონისძიებები და ექსკურსიები როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ასევე ქვეყნის გარეთ. უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში ქართულ დიასპორებთან ურთიერთობა.

     

     

     

  • «თბილისი არტ ჰოლი» - კულტურის ახალი კერა თბილისში

    თბილისის ერთ-ერთმა უძველესმა კულტურის სახლმა 2010 წელს ახალი სიცოცხლე დაიწყო. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ნაძალადევში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური კულტურის ცენტრი «თბილისი არტ ჰოლი» გაიხსნა. ერთ დროს მიტოვებული და გაპარტახებული სასახლის რეაბილიტაცია რუსთავის ვაგონმშენებელმა კომპანიამ ითავა და სოლიდური ფინანსური და ადამიანური რესურსები გაიღო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის.

    «თბილისი არტ ჰოლმა» გახსნისთანავე მოიპოვა პოპულარობა და სრული დატვირთვით ამოქმედდა. ასეთი ტიპის კულტურის კერა დედაქალაქში არ არსებობდა და მას კონკურენტი დღესაც არ ჰყავს. კულტურულ კომპლექსს გააჩნია საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები, რესტორანი, კაფე, საკუთარი სასტუმრო და სახელოვნებო სტუდიებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ამ კომპლექსში კომფორტული გარემოა შექმნილი ყველასთვის, მათ შორის, უნარშეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვისაც. მერიის თანადგომით, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდების ეგიდით ამ  ადამინებისათვის არაერთი კონცერტი გაიმართა და მათ აქ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა პირობა დახვდათ. 

     500 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი უახლესი სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი, დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის განათებისა და გახმოვანების სისტემები. ცენტრში გაიმართა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის 2010-2011 წლის სეზონის გახსნის გრანდიოზული ცერემონიალი და მას შემდეგ დასი აქ მოღვაწეობს. ასევე ჩატარდა სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის მნიშვნელოვანი  კონცერტები. ქართველებისა და უცხოელების მონაწილეობით იმართება სხვადასხვა ფესტივალები. ღონისძიებების მოსაწყობად კომპლექსი მართლაც კომფორტულია, რადგან აქვეა განთავსებული თანამედროვე სასტუმრო, რომელიც მაღალ დონეზე მასპინძლობს და მომავალშიც უმასპინძლებს უცხოელ სტუმრებს.

    ცენტრში გახსნილია ცეკვის, სიმღერისა და სხვადასხვა სახელოვნებო სტუდიები, სადაც ჯერჯერობით 300 ბავშვი დადის. 2011 წელს იგეგმება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდიის გახსნა. ასევე «თბილისი არტ ჰოლის» ინიციატივით ჩატარდება ფესტივალები, ფოტოკონკურსები და სხვადასხვა საინტერესო სანახაობები.

    «თბილისი არტ ჰოლი» ვაგონმშენებელი კომპანიის სოციალური პროექტია. მისი მთავარი მიზანი ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაცია და მოზარდი ახალგაზრდობისთვის სულიერი საზრდოს მიწოდება იყო. «თბილისი არტ ჰოლი» დასახულ მიზნებს ასრულებს და უკვე სერიოზულ წარმატებასაც მიაღწია, ეს მხოლოდ დასაწყისია.

     

  • კორპორაცია ქართული ღვინო მოწინავე ხუთეულში

    „კორპორაცია ქართული ღვინო“ სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც უპირველეს ყოვლისა, სწორი მარკეტინგით და ახალი ბაზრების ათვისებით არის განპირობებული. ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ „კორპორაცია ქართული ღვინო“ რეალიზაციის მოცულობით ქართული ღვინის კომპანიების მოწინავე ხუთეულშია.

     2006 წლამდე „კორპორაცია ქართული ღვინო“ პროდუქციას მხოლოდ რუსეთში ყიდდა. რუსეთის ემბარგოს შემდეგ „კორპორაცია ქართული ღვინის“ პირველი წარმატებული ნაბიჯი იყო უკრაინისა და ყაზახეთის ბაზრების ათვისება. სულ რაღაც ორ წელიწადში კომპანიამ უკრაინას ღვინის უფრო მეტი რაოდენობა მიაწოდა, ვიდრე ემბარგომდე რუსეთში ყიდდა. დღესდღეობით კი უკრაინაში თითქმის ორჯერ მეტ ღვინოს ყიდის, თანაც - ისე, რომ პარტნიორული ურთიერთობა აქვს არა ერთ, არამედ რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიასთან. ისინი „კორპორაცია ქართული ღვინის“ პროდუქციას უკრაინის სხვადასხვა რეგიონებს აწვდიან.

    უკრაინასა და ყაზახეთს შემდგომ წლებში დაემატა ლატვიის, ლიტვის, საბერძნეთისა და პოლონეთის ბაზრები. ღვინის მცირე პარტია აშშ-ში იგზავნება. სულ მალე კი „კორპორაცია ქართული ღვინის“ პროდუქცია ბელარუსში გამოჩნდება.

    დიმიტრი ნოზაძე, „კორპორაცია ქართული ღვინის“ დამფუძნებელი: „ახალი ბაზრების ათვისებასთან ერთად სულ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ ღვინის ხარისხს. თანაც, ამჟამად საექსპორტო ღვინის ლაბორატორიული კონტროლი საქართველოში ადრინდელთან შედარებით  ბევრად მკაცრია,  რაც ხელს უწყობს მაღალხარისხიანი პროდუქტის ექსპორტს. ღვინის ხარისხს  ვაკონტროლებთ როგორც საკუთარი, ასევე სხვა აკრედიტებული ლაბორატორიების საშუალებით. ამავე დროს, ვმუშაობთ მევენახეობის განვითარებაზე, რადგან ხარისხიანი ღვინო ვენახიდან იწყება. ვიდრე ჩვენი წარმადობისთვის საკმარისი საკუთარი ვენახები გვექნება, გადავწყვიტეთ, გრძელვადიანი იჯარით ავიღოთ ის ვენახები, რომლებსაც  მეპატრონეები ვეღარ უვლიან. ამით ამ ვენახებსაც გადავარჩენთ განადგურებისგან და ნედლეულის ხარისხსაც გავაკონტროლებთ - საგაზაფხულო სამუშაოებიდან დაწყებული,  ყურძნის დაწურვით დამთავრებული“.

    „კორპორაცია ქართული ღვინის“ მიერ წარმოებულ ქართული ადგილწარმოშობის ღვინოებს: „მუკუზანი“, „ქინძმარაული“, „ხვანჭკარა“, „წინანდალი“, „გურჯაანი“, „ვაზისუბანი“, „ახაშენი“ და სხვა ცნობილ ბრენდებს რამდენიმე სერია აერთიანებს, მათ შორის - მოწნულ ბოთლებში ჩამოსხმული „კახეთი“ და „არგო“. „კორპორაცია ქართული ღვინის“ სერიები სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული ბაზრებისთვის შემუშავებული მარკეტინგული სტრატეგიით არის ნაკარნახევი.

    2010 წელს წინანდალში დასრულდა „კორპორაცია ქართული ღვინის“ მიწისქვეშა საცავის მშენებლობა. საცავი 800 ტონა ღვინოზეა გათვლილი, სადაც ღვინოები ცისტერნებსა და კასრებში დავარგდება. აქვე იქნება ენოთეკაც სხვადასხვა წლის მოსავლის ღვინოებით. საცავის თავზე მოეწყო ტარის და მაკოპლექტებელი მასალების საწყობი, რომელმაც საწარმოო ციკლში მეტი კომფორტი შეიტანა.

    2010 წელს კომპანიამ ხარისხის მართვის ორი საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო: ISO 22000:2005 - სურსათის უვნებლობის, ხოლო ISO 9001:2008 - მენეჯმენტის სფეროში. კომპანიამ „საქსტანდარტის“ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რეესტრში ის დასახელებები დაარეგისტრირა, რომლებსაც 2011 წლის განმავლობაში ჩამოასხამს და ექსპორტზე გაიტანს.

    2011 წლის მეორე ნახევრიდან, „კორპორაცია ქართული ღვინო“ სრულიად ახალი საფირმო ნიშნით წარდგება მომხმარებლის წინაშე და სიახლეებსაც განახლებულ ვებ-გვერდიდან - www.CGW.ge მოგვაწვდის.

     

     

  • «შატო მუხრანი - ღვინოში გაცოცხლებული სამუხრანბატონოს ლეგენდა

    ისტორიულ სამუხრანბატონოში ძველი დროიდან საფუძველჩაყრილი მეღვინეობის ტრადიცია ახალ სიცოცხლეს იწყებს და საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ სოლიდური ქართულ-უცხოური ინვესტიციების წყალობით, უკვე ახალი ბრენდი - «შატო მუხრანის» სახელით, კვლავ უბრუნდება ქართულ და მსოფლიო ბაზარს.

    ცნობილი მოღვაწისა და კაპიტალისტის, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონის სამეურნეო ტრადიციების ამოძირკვით გამოწვეული სინანული ქართულ საზოგადოებაში სულ არსებობდა, მაგრამ მისი აღდგენის იდეა მხოლოდ 2001 წელს გაჩნდა, როცა ქართველმა და უცხოელმა დამფუძნებლებმა სამუხრანბატონოს ცენტრში, სოფელ მუხრანში ერთ დროს იმპერიასა და მსოფლიოში ცნობილი მეურნეობის, სასახლისა და წარმოების აღდგენა გადაწყვიტეს. მათ მიერ შექმნილმა კომპანია «შატო მუხრანმა» 2003 წელს, იმავე სახით, როგორც ეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში იყო, 100 ჰექტარ მამულზე ვენახი გააშენა. ქართულ ენდემურ ჯიშებთან ერთად ევროპული ჯიშის ვაზიც დაირგა, პირველი მოსავალი კი ულტრათანამედროვე ღვინის ქარხანაში დაიწურა და ბოთლებში ჩამოისხა. ასე დაფუძნდა პირველი ქართული შატო.

    «შატო მუხრანი» თავიდანვე დამაჯერებლად გამოჩნდა ბაზარზე, 2010 წლიდან კი ნამდვილი ფურორი მოახდინა. საკუთარ პროფესიონალიზმსა და ტექნიკურ ბაზაში დარწმუნებულ კომპანიაში იმედი აქვთ, რომ «შატო მუხრანი» დასავლეთშიც მალე აღიდგენს ერთ დროს უკვე მიღწეულ და მოგვიანებით მივიწყებულ სახელს.

    პიტერ სვეტიჩინი, «შატო მუხრანის» გენერალური დირექტორი: «ივანე მუხრანბატონის მიერ თავის დროზე დაარსებული ღვინის საწარმო ფრანგული შატოს პრინციპზე იყო შექმნილი. თანამედროვეობისა და ტრადიციის ჰარმონიული შერწყმა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომხმარებელს უმაღალესი ხარისხის, დახვეწილი ღვინო შევთავაზოთ. ჩვენ ვაკონტროლებთ ღვინის ხარისხს ვაზის ფესვიდან მომხმარებლის ჭიქამდე. ჩვენმა ღვინომ მსოფლიო ბაზარზე კონკურენცია სწორედ ხარისხით  უნდა გაუწიოს სხვა ბრენდებს და არა ფასით».

    «შატო მუხრანის» ღვინოები უკვე იყიდება ინგლისში, საფრანგეთში, დანიაში, ჰოლანდიაში, ამერიკასა და უკრაინაში.

    მუხრანის ღვინის ისტორია ივანე მუხრანბატონის სახელს უკავშირდება. იგი გამოჩენილი პოლიტიკური და სამხედრო ფიგურა, მეცენატობითა და ეროვნული საქმეების კეთებით ცნობილი პიროვნება იყო. 1875 წელს ივანე მუხრანბატონი მევენახეობა-მეღვინეობის ევროპული გამოცდილების შესასწავლად საფრანგეთში გაემგზავრა. 1876 წელს, სამშობლოში დაბრუნებულმა, წინაპართა მამულში ევროპული ტექნოლოგიებით ქართული ღვინის დაყენების ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. მუხრანის რეზიდენცია კი მოწვეულ ფრანგ არქიტექტორს დააპროექტებინა. როგორც ამბობენ, ის ვერსალის სასახლის ერთ-ერთი ფლიგელის ანალოგი იყო.

    მუხრანის ღვინის ქარხანა და მარანი იმ დროისთვის საუკეთესო დანადგარებით იყო აღჭურვილი. აქ ჩამოსხმული ღვინო საზღვარგარეთ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და სერიოზულ კონკურენციას უწევდა ევროპულ ღვინოებს, რასაც საერთაშორისო გამოფენებზე მიღებული მაღალი პრიზებიც უწყობდა ხელს; 1898 წელს პარიზის საერთაშორისო უნივერსალურ გამოფენაზე მუხრანის ღვინოებმა უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი დაიმსახურა.

    მუხრანბატონთა სასახლე და მარანი მე-20 საუკუნეში განადგურდა. კომპანია «შატო მუხრანის» დაფინანსებით მუხრანბატონთა რეზიდენცია მალე კვლავ ძველ დიდებას დაიბრუნებს. მუხრანში გრანდიოზული სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს; პირვანდელი სახით აღდგება სასახლე, მარანი, სარდაფები და საჯინიბო. გაკეთდება საუცხოო ბაღი, რომელიც რეზიდენციის მთავარი მშვენება გახდება. აღდგენითი სამუშაოების დასრულება 2012 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

     

  • მუზეუმი, სადაც თქვენს ინტელექტს იცავენ

    «თქვენს ჟურნალს «სახეები, სახელები» ჰქვია, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, ბრენდები, საქართველოში კი ბრენდებს ჩვენ გავცემთ,» - ასე დაიწყო «სახე(ლ)ებთან» საუბარი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის «საქპატენტის» თავმჯდომარემ, ირაკლი ღვალაძემ. ჟურნალისტ მაია მიშელაძის მომზადებულ პუბლიკაციაში წაიკითხავთ, როგორ ახდენს «საქპატენტი» სახელების, ანუ სასაქონლო ნიშნების ბრენდირებას, რა განსაკუთრებული უფლებები აქვს ავტორს ნაწარმოებზე და რა გზებით აპირებს «საქპატენტის» ხელმძღვანელობა ქართული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების უცხოეთის ბაზარზე გატანას. მანამდე კი გეტყვით, რომ «სახე(ლ)ები» უკვე «საქპატენტის» მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანია და ათი წელი (რეგისტრაციის ვადის გაგრძელებამდე) ჩვენ განსაკუთრებულ უფლებებს

    ვფლობთ ამ ნიშანზე. პუბლიცისტური ენციკლოპედია «სახე(ლ)ები» კი, როგორც «შედგენილი ნაწარმოები, კერძოდ, კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია... მონაცემთა ბაზა, რომელიც მასალათა შერჩევის და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს», დეპონირებულია «საქპატენტში». ეს იმას ნიშნავს, რომ «სახელების» ავტორებს ჩვენი სიცოცხლის მანძილზე და გარდაცვალების შემდეგ - 70 წელი დეპოზიტზე გვიდევს საავტორო უფლებით დაცული ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება. 

    მოკლედ, «სახე(ლ)ების» მაგალითიც იმის დასტურია, რომ ქვეყანაში დღითიდღე მკვიდრდება ინტელექტუალური საკუთრების კულტურა და მოთხოვნა ამ საკუთრების დაცვაზე.

    რა არის «საქპატენტი»? პასუხი მარტივია - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი. ნებისმიერ გამოგონებას, ნახატს, მუსიკას, ლიტერატურულ თუ ჟურნალისტურ ნაშრომს, მოკლედ, ყველაფერს, რაც ინტელექტუალურ საკუთრებაში შედის, ეს უწყება არეგისტრირებს ან აპატენტებს, რაც თქვენ მიერ შექმნილ ინტელექტუალურ პროდუქტზე განსაკუთრებულ უფლებებს განიჭებთ ანუ  თქვენს ინტელექტუალურ საკუთრებას თქვენი ნებართვის გარეშე ვერავინ გამოიყენებს.

    ეს ყველაფერი არ არის. ქართულ ყველს - იმერულს, სულგუნს (ყველა სახეობის), ჩურჩხელას, ტყემალს, ხაჭაპურს, ხინკალს, ყველა სახეობის ქართულ ღვინოს, ასევე ჩვენს ტრადიციულ მუსიკას, ცეკვას, ეროვნულ ტანსაცმელს სწორედ ეს უწყება არეგისტრირებს, ან აპირებს, რომ დაარეგისტრიროს და შესაბამის სამუშაოებსაც ატარებს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ბრენდად ქცეული, ტრადიციული, გეოგრაფიული ადგილწარმოშობის პროდუქტი, გაცილებით ძვირად ფასობს.

    «საქპატენტმა» 18 დასახელების ქართული ღვინო უკვე დაარეგისტრირა და ეს სია ევროკავშირის შესაბამის უწყებასაც გადასცა. ამიერიდან «ხვანჭკარას», «ქინძმარაულს» და ასე შემდეგ, ვერავინ გააყალბებს. საამისოდ რთული და შრომატევადი სამუშაო ჩატარდა, თითოეული დასახელების ღვინოზე მოძიებული იქნა ისტორიები. ამიტომ, ჯერ მხოლოდ 18 დასახელების ღვინო დარეგისტრირდა, მაგრამ ასეთივე ისტორია შეიქმნება ყველა სახეობის ღვინოზე, დაარეგისტრირებენ ქართულ ჭაჭასაც.

    «მთავარი სიახლე ის არის, რომ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან - დანიელებთან, შვედებთან, ამერიკელებთან ინტენსიური მოლაპარაკებები დავიწყეთ. მათთან მემორანდუმს ვაფორმებთ, რადგან საერთაშორისო ურთიერთობის კუთხით, მთავარი მიზანია, ქართული გამოგონებების და პატენტების კომერციალიზაცია. აქამდე ეს გამოგონებები ფურცელზე რჩებოდა, მაგრამ ახლა გვეძლევა შესაძლებლობა, რომ მაგალითად, დანიის საპატენტო ოფისის ბაზარზე, პირდაპირ გავყიდოთ ესა თუ ის გამოგონება, ან პატენტი. დანიაში ეს სფერო დიდი ხანია, მოწესრიგებულია და შესაბამისად, ეს ქვეყანა დაინტერესებულია, რომ გარკვეული სიახლეები დანერგოს. ამიტომ პირდაპირ შეკვეთებს იღებენ - თუ ვინმეს გაქვთ გამოგონება ამა თუ იმ სფეროში, მოგვაწოდეთ», - აცხადებს ირაკლი ღვალაძე. 

    «საქპატენტი» აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციასთან. ირაკლი ღვალაძე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით, მთავარი თემა ქართული გამოგონებებისა და პატენტების უცხო ბაზარზე გატანა იქნება. «საქპატენტი” ქართველ გამომგონებლებს დაეხმარება, რათა მათი ინტელექტუალური საკუთრება ჯერ უცხოეთის ბაზარზე მოხვდეს, შემდეგ კი აქედან გარკვეული შემოსავალიც მიიღონ. 

    «რაც მთავარია, თვითონ მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაცია იწყებს პროექტს მომავალი წლიდან, რომელიც პატენტების კომერციალიზაციას, მათ ტრანსფერს და ამ პატენტების ევროპაში გატანას ეხება. მთავარი მიზანი ის არის, რომ თვითონ გამომგონებელი იყოს დაინტერესებული, რომ «ნოუ ჰაუ» დანერგოს. ჩვენი ამერიკელი კოლეგების პირდაპირი ინტერესია, რომ ე.წ. «მწვანე ტექნოლოგიები» დავნერგოთ, რაშიც იგულისხმება ალტერნატიული ენერგიების - მზის, წყლის, ქარის ენერგიის გამოყენებით ელექტროენერგიის მიღება. სხვათა შორის, ამ სფეროში ჩვენთან ძალიან ბევრი გამოგონებაა, ეს მართლაც საინტერესო თემაა და ამის კომერციალიზაციაც აუცილებელია. მთავარი კი ის არის, რომ ამაში ბიზნესის წარმომადგენლებმა ფული ჩადონ და ეს ყველაფერი, მომგებიან პროექტად იქცეს», - ამბობს ირაკლი ღვალაძე.

    ინტელექტუალური საკუთრება თავისუფალი, შემოქმედებითი უნარის მქონე ადამიანებთან ასოცირდება. შესაბამისად, «საქპატენტში» მათთან შემოქმედებითი უნარის მქონე ადამიანები მუშაობენ, რომელთაც აუცილებელია, რომ სპეციალური იურიდიული, საბუნებისმეტყველო ან ტექნიკური განათლებაც ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია, რომ ქართული ბრენდი სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს. ასეთ ადამიანებს «საქპატენტში» პატენტრწმუნებულებს უწოდებენ და მათი შერჩევის წესი ირაკლი ღვალაძის ბრძანებით უკვე დამტკიცდა კიდეც. კონკურსის შედეგად შერჩეული პატენტრწმუნებულები ყველა იმ საკითხს მოაგვარებენ, რაც ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას და შემდგომში მათ დაცვას უკავშირდება.

    ირაკლი ღვალაძე: «დიზაინთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაც ახალი თემაა ჩვენთან. ამიტომ დიზაინერებთან შეხვედრას და სპეციალური კატალოგების გამოშვებასაც ვაპირებთ. 2010 წლიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი «დიზაინის შესახებ». საერთოდ, მსოფლიოში ასეთი ტრადიციაა - ტანსაცმლის დიზაინს 10-წლიანი ვადით არავინ იცავს, მაგრამ როდესაც რომელიმე დიზაინერის კოლექცია ამა თუ იმ კატალოგში ქვეყნდება, უკვე ფიქსირდება, რომ ეს მისია და მისი, როგორც დიზაინის ავტორის  უფლებაც დაცულია. სწორედ ამის დანერგვას ვაპირებთ მომავალში, «საქპატენტი» გამოსცემს კატალოგს, სადაც დიზაინერების ნამუშევრები შევა და ჩვენ ამას სამართლებრივად დავიცავთ. თუმცა, რაც შეეხება მათ საკუთარ სახელს, რომელიც შეიძლება, რომ ბრენდად იქცეს, არცერთ ქართველ დიზაინერს თავისი სახელი და გვარი «საქპატენტში» დარეგისტრირებული არ აქვს.»

    და ბოლოს, მნიშვნელოვანი დეტალი: 2011 წლიდან «საქპატენტი» მცხეთაში, საქართველოს უძველეს დედაქალაქში გადავა.

    «საერთოდ, ასეთი ოფისები დედაქალაქში არსად არ არის. უცხოეთში ყველგან, სადაც ნამყოფი ვარ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ოფისები განაპირა, წყნარ და მშვიდ ადგილებშია განთავსებული. მით უმეტეს, მცხეთას ისეთი დატვირთვა აქვს, რომ ჩვენი პირველი დედაქალაქია - ძველი, ისტორიული ძეგლებით. მცხეთაში,  არაგვისა და მტკვრის შესართავთან, განთავსდება ჩვენი ოფისიც, რომელიც არა მარტო ოფისი, არამედ  ინტელექტუალური საკუთრების მუზეუმიც იქნება», - ამბობს ირაკლი ღვალაძე.

     

  • სიგარეტი პირველი:»არამწეველები ნუ იზამთ იმას, რაც არ გსურთ»

    სიგარეტი მავნე პროდუქტია, მაგრამ არჩევანის თავისუფლება ყველას გვაქვს და როცა ვეწევით, პირველი მოთხოვნა, რასაც სიგარეტს ვუყენებთ, ხარისხის და ფასის შესაბამისობაა.

    მსოფლიო ბრენდებით გაჯერებული ქართული ბაზრის 30% «საქართველოს თამბაქოს წარმოების» პროდუქტზე - სიგარეტ «პირველზე» მოდის, რომელსაც ადგილობრივი წარმოების 60% უჭირავს.

    კომპანია «საქართველოს თამბაქოს წარმოებამ» 2010 წლიდან რადიკალურად შეცვალა პროდუქციის ხარისხი და იმიჯი, რაც მომხმარებელთა მოთხოვნებით იყო ნაკარნახევი. ქართველი მომხმარებლისათვის ერთდროულად აქტუალური აღმოჩნდა როგორც ბრენდის ხარისხი, ისე მისი ვიზუალური მხარე. მარკეტოლოგებმა კარგად იციან, რომ ადამიანთა გემოვნება და მოთხოვნები ყოველწლიურად იცვლება და ბაზარი თვითონ კარნახობს მეწარმეებს ცვლილებების აუცილებლობას.

    2010 წელს სიგარეტი «პირველი» ახალი იმიჯით გამოვიდა ქართულ ბაზარზე და მან ახალი სეგმენტები მოიცვა. გაახალგაზრდავდა მისი მომხმარებლის ასაკიც.

    დავით ღვინეფაძე, «საქართველოს თამბაქოს წარმოების» გენერალური დირექტორი: «100%-ით შეიცვალა პროდუქციის ვიზუალური მხარე. შეიძლება ითქვას, რომ სულ სხვა სიგარეტს ვუშვებთ. სიგარეტი «პირველი» ადრეც მძლავრ კონკურენციას უწევდა უცხოურ ანალოგებს და ახლა კიდევ უფრო გაიზარდა მისი კონკურენტუნარიანობა. და ეს მოხდა პროდუქციის ფასისა და ხარისხის ადეკვატური დამთხვევიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, იაფფასიანი სიგარეტი ვერ პასუხობს ხოლმე ჩვენს მოთხოვნებს, მაშინ, როცა პირადი ბიუჯეტიდან გამომდინარე, არჩევანის გაკეთება სწორედ იაფფასიანზე გვიწევს. დღეს სიგარეტი «პირველი» ის გამონაკლისია, რომლის ხარისხი და ფასი აბსოლუტურ თანხვედრაშია.»

    სიგარეტი «პირველი» პირველი ფილტრიანი ქართული სიგარეტია დამოუკიდებელი საქართველოს ბაზარზე, და იგი, უპირველეს ყოვლისა, ხარისხის გამო გახდა მისაღები მომხმარებლისათვის, რომლის გაუმჯობესებას და დახვეწას წარმოება ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. კომპანიის 10 წლიან ისტორიაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ქართულ სიგარეტს სტაბილურად ბევრი მწეველი ირჩევს.

    როცა ქართული კომპანიის წარმატებაზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია ისიც, რომ თუკი 2010 წლამდე ადგილობრივი წარმოება სახელმწიფოს მიერ  წახალისებული იყო, აქციზური მოსაკრებელი ქართულ პროდუქციას მცირე ჰქონდა, დღეს იგი თანაბარ პირობებში იმყოფება უცხოურ ბრენდებთან. ზუსტად ამ ფონზე გამოჩნდა სიგარეტი «პირველი» ბაზარზე ახალი დიზაინით და იგი არათუ კონკურენციას უწევს უცხოურ პროდუქციას, შეიძლება ითქვას, შეტევაზეც გადადის.

    რა არის სიგარეტი «პირველის» წარმატების საიდუმლო?

    დავით ღვინეფაძე: «10 წელია, რაც «საქართველოს თამბაქოს წარმოება» არსებობს და ამ წლების მანძილზე ჩვენი მომხმარებელი შევიძინეთ. სწორი მართვის, განვითარების სწორი კურსისა და სტრატეგიის შემუშავების ხარჯზე. თუკი თამბაქოს რაიმე ბრენდი არსებობს მსოფლიოში, საქართველოში ყველა შემოსულია, ამერიკული თუ ფრანგული და ჩვენს კომპანიას მათთან უწევს კონკურენცია. მაგრამ უნდა ითქვას, რომ პოზიციების შენარჩუნებას კი არა, შეტევასაც ვახერხებთ».

    კომპანია «საქართველოს თამბაქოს წარმოება» სულ მოკლე ხანში ბაზარზე ახალ პროდუქტს გამოიტანს, რომელიც პრემიუმ სეგმენტზე იქნება გათვლილი.

    მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ძლიერი დარტყმებისა და შოკის მიუხედავად, კომპანია «საქართველოს თამბაქოს წარმოება» კრიზისიდან ღირსეულად გამოვიდა, დღეს ყველა პრობლემა გადალახულია და კომპანია თითქმის კრიზისამდელ მდგომარეობას უბრუნდება. თუმცა კი, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური კრიზისის გამო ქართველებს მოწევაზე უარი არ უთქვამთ, ხოლო ქართულ სიგარეტზე არჩევანს მომხმარებელი სწორედ მისი ხარისხისა და ფასის ზედმიწევნითი თანხვდომის გამო აკეთებდა. კომპანია ქართველ კონკურენტებთან ურთიერთობასაც ხარისხით და ფასით არეგულირებს. 

    სულ მოკლე ხანში სიგარეტი «პირველი» აზიის ბაზარზეც გამოჩნდება.«საქართველოს თამბაქოს წარმოება» აქტიურად მუშაობს ქართული სიგარეტის ექსპორტზე, რაც სავსებით რეალური პროექტია. ეს იქნება ქართული სიგარეტის პირველი ექსპორტი საერთაშორისო ბაზარზე, სადაც პირველ გზას სიგარეტი «პირველი» გაჭრის. რაც შეეხება კავკასიის ბაზარს, ქართული პროდუქციისთვის ის ნაკლებად მიმზიდველია, რადგან ძალიან მცირეა და საკმაოდ არის გაჯერებული ადგილობრივი და უცხოური ბრენდებით.

     

    რჩევები:

    პროდუქციის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ფასის შესაბამისობას მის ხარისხთან.

    ვიდრე უცხოურ ანალოგებს აიღებდეთ, ჯერ ადგილობრივი გასინჯეთ, და არა მხოლოდ სიგარეტის შემთხვევაში.

    არამწეველები ნუ იზამთ იმას, რაც არ გსურთ!

    კომპანია «საქართველოს თამბაქოს წარმოების» გენერალური დირექტორი დავით ღვინეფაძე პროფესიით ფინანსისტია, იგი კომპანიას 2006 წლიდან მართავს. წელიწადნახევარია, სიგარეტს აღარ ეწევა, თუმცა კი, როცა ეწეოდა, «პირველს» ირჩევდა, რადგან საკუთარი პროდუქტის ხარისხი სხვებზე უკეთ იცის.

    თამბაქოს წარმოება ძალიან სპეციფიკური სფეროა, რომელიც, როგორც ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა, ხელმძღვანელისგან სწორ დაგეგმარებას, ფინანსების სწორ გადანაწილებას, ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინების უნარსა და ალღოს მოითხოვს. დამატებითი სირთულე კი იმაში მდგომარეობს, რომ საბოლოო პროდუქტის მიღებამდე უამრავი საფეხურია გასავლელი - იწყება თამბაქოს ფოთლით და გრძელდება ქაღალდით, ფილტრით, შეფუთვით და ყოველ საფეხურს პროდუქტი ადგილობრივად გადის. შესაბამისად, კონტროლი ყველა საფეხურზეა საჭირო.

    დავით ღვინეფაძე: «ჩვენი საქმიანობა მთლიანად მომხმარებლის კმაყოფილებაზეა დამყარებული. პროდუქტს ვქმნით, ბაზრის ჩვენი წილი გვიჭირავს და თანაც - საკმაოდ სოლიდური. ჩვენს პროდუქციას მასობრივი ხასიათი აქვს და დიდ სეგმენტს მოიცავს. ეს გვაძლევს სტიმულს, რომ არ ვჩერდებით და ვფიქრობთ, რა შევცვალოთ უკეთესობისკენ».

     

  • ბერტა - დამზადებულია საქართველოში

    თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ წეროვანთან, შეუმჩნეველი არავის დარჩება შენობაზე დიდი ასოებით დაწერილი სიტყვა «BERTA». ეს ამიერკავკასიაში პირველი საწარმოა, სადაც საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენურ პროდუქციას ამზადებენ. ავტობანის მეორე მხარეს კი სამაჩაბლოდან დევნილთა დასახლებაა. საწარმო აქ დევნილების დასასაქმებლად აშენდა. წარმოებაში დღეს 250 ადამიანი მუშაობს და მათგან ნახევარზე მეტი დევნილია. სიმბოლურია ის, რომ საწარმო პაციფისტი ქალის და მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტის, ბერტა ფონ ზუტნერის სახელს ატარებს.

    ავსტრიელი ბერტა ფონ ზუტნერი საქართველოს დიდი მოამაგე იყო. დაწერილი აქვს წიგნი «ქართველებთან და საქართველოში». პირველად საქართველო 1866 წელს, გერმანიის კურორტ ჰამბურგში დასასვენებლად ჩასული ეკატერინე ჭავჭავაძის მონათხრობით გაიცნო. 10 წლის შემდეგ საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა და 9 წელი აქ ცხოვრობდა. ბერტა სწორედ საქართველოში ჩამოყალიბდა როგორც მწერალი და პუბლიცისტი. წერდა წერილებს რუსეთ-თურქეთის ომზე. 1905 წელს მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი თავად ბერტა ფონ ზუტნერი გახდა.

    125 წლის შემდეგ ბერტა საქართველოში კვლავ «დაბრუნდა». ქართულ-შვეიცარიული კომპანიის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, რომ საწარმოს საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ევროპელი ქალბატონის სახელი დაერქმიათ. მით უფრო, რომ წარმოებას ავსტრიელი ინვესტორებიც ჰყავს. «ბერტაში» 35 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. აშენდა მთელი კომპლექსი, რომელიც უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღიჭურვა. მოეწყო თანამედროვე ლაბორატორია, სადაც პროდუქცია წარმოების ყველა ეტაპზე მოწმდება.

    ჟოლოსფერი ყვავილებიანი თავსაბურით შემოსილი ქალბატონის სახე «ბერტას» სიმბოლოა. კომპანიის მიზანია, რომ მალე «ბერტას» პროდუქცია საქართველოში ყველა ოჯახში იყოს და არამარტო საქართველოში. კომპანიის მთავარი სტრატეგია პროდუქციის ექსპორტზე გატანაა.

    «ბერტა» 2009 წელს დაფუძნდა, თუმცა პირველი პროდუქცია მხოლოდ 2 წლის შემდეგ გამოიტანა ბაზარზე. მანამდე იხვეწებოდა საწარმოო პროცესი, ტექნოლოგია, პროდუქცია ხანგრძლივ ექსპერტიზას გადიოდა, მოწმდებოდა ხარისხზე საზღვარგარეთის სხვადასხვა ლაბორატორიებში.

    დამფუძნებლებმა კომპანიის გენერალურ დირექტორად ვასილ სულხანიშვილი მიიწვიეს. მას მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნდა. ჯერ გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ნავთობის დიდ კომპანიებში მუშაობდა. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და კომპანია «მორისონის» რეგიონალური მენეჯერი გახდა, მისი ხელმძღვანელობით აშენდა თბილისში მარიოტის სასტუმროები. ბოლოს საინვესტიციო ფონდში მოღვაწეობდა, როცა «ბერტას» გენერალური დირექტორის თანამდებობა შესთავაზეს. წინადადებას მალე დათანხმდა, რადგან ახალი საწარმოს წინაშე მდგარი გამოწვევები მისთვის საინტერესო აღმოჩნდა.

    «თუ იცი, საქმე როგორ უნდა გააკეთო, მაშინ ყველა საქმე ძალიან მარტივია. პატიოსნება, საქმის მიმართ სწორი დამოკიდებულება და სწორი მართვა – ეს არის მთავარი შედეგის მისაღწევად, თანაც კარგი გუნდი უნდა შეკრიბო. ჩვენ ეს შევძელით. ყველა ერთად ვაკეთებთ ხარისხიან, კარგ და ჯანმრთელ პროდუქტს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკოლოგიას. დამონტაჟებული გვაქვს დამცავი ფილტრები,» - ამბობს ვასილ სულხანიშვილი.

    კომპანიამ პირველ ეტაპზე ბაზარზე ორი ბრენდი გამოიტანა: «ბრიო” (სარეცხი ფხვნილი) და «მარტა” (ჭურჭლის ჟელე, აბაზანის საწმენდი, სამზარეულოს უნივერსალური სპრეი და შუშის საწმენდი). კომპანია მალე სხვადასხვა პროდუქტების დამატებას და ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს. მათ შორის იქნება საბავშვო ჰიგიენის საშუალებებიც. «ბერტაში» საპნის, ფხვნილის, შამპუნის, თხევადი სარეცხი და საწმენდი საშუალებების 5 საწარმოა გაერთიანებული. ასევე ცალკე საამქროა, სადაც პროდუქციის ჩასასხმელად ბოთლები მზადდება. ამ საამქროში სტუდენტები გადაამზადეს და შემდეგ მართვა მთლიანად მათ ჩააბარეს. კომპანიაში უცხოეთიდან ჩამოყვანილი ტექნოლოგები და სპეციალისტები მუშაობენ. 

    «ბერტას» განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. საქართველოს ბაზარი სრულად რომ აითვისოს, წარმოებას დატვირთვა მხოლოდ 30 პროცენტით დასჭირდება. კომპანიაში ექსპორტის მიმართულებაზე აქტიურად მუშაობენ. 

    ვასილ სულხანიშვილი, კომპანია «ბერტას» გენერალური დირექტორი: «წარმოება ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი უნდა გახდეს ჰიგიენის საშუალებებში. პროდუქციის გატანას ვგეგმავთ როგორც დსთ-ს ქვეყნებში, ასევე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. წარმოებაში თავიდანვე ევროპული სტანდარტები დავნერგეთ. ახლა მთავარია, როგორ შევალთ სხვა ბაზრებზე. თავიდან პატარ-პატარა ადგილები რომ გვქონდეს, ესეც მნიშვნელოვანია».

    გენერალური დირექტორი დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს. ისვენებს მაშინ, როცა მუშაობს. დღეს მისი ინტერესის საგანი მხოლოდ კომპანიის გამოწვევებია. მისთვის «ბერტას» პროდუქციის ყველაზე მკაცრი და ობიექტური შემფასებლები ოჯახის წევრები არიან. როცა მათ «ბერტას» პროდუქცია მოიწონეს, მიხვდა, რომ სხვა დიასახლისების გულსაც მოიგებდნენ.

    მოსახლეობამ «ბერტას» შეთავაზება მართლაც კარგად მიიღო. სწრაფი პოპულარობისთვის სამი რამ აღმოჩნდა გადამწყვეტი - ის, რომ ქართულია, ხარისხიანი და ფასიც ხელმისაწვდომი აქვს. მომხმარებელი, რომელიც «ბერტას» პროდუქციას ყიდულობს, მხარს უჭერს ქართულ წარმოებას და საქართველოს ეკონომიკას აძლიერებს.

  • «კულა» დალიეთ ხილი, გასინჯეთ ხარისხი

    «კულა» ძველ საქართველოში გრძელყელიანი და მრგვალმუცლიანი ხის სასმისი იყო, რომლის ყელიც პირისკენ თანდათანობით ვიწროვდებოდა და სმის დროს რაკრაკა ხმას გამოსცემდა. ამ ხმიან სასმისს ქართულ სუფრაზე სალაღობოდ იყენებდნენ. კულა ქართულ სუფრაზე კვლავ დაბრუნდა, თუმცა არა სასმისის, არამედ უგემრიელესი ნატურალური წვენებისა და საწებლების სახით.

    «გასინჯეთ ხარისხი», «დალიეთ ხილი» - ეს «კულას» სლოგანებია. კომპანიის ძლიერი მხარე სწორედ მაღალი ხარისხი და ნატურალური პროდუქციაა, რომლის წარმოების დროსაც კონსერვანტები და ემულგატორები არ გამოიყენება. «კულას» ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია საქართველოს ყველა კუთხეში მოწეული ხილისა და ბოსტნეულისგან მზადდება.

    გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხანა «კულა» 2009 წელს გაიხსნა. პროდუქციის მაღალმა ხარისხმა და წვენების საუცხოო არომატმა «კულა» მალე ცნობად ბრენდად აქცია. ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო, როცა ეკონომიკური კრიზისის გამო წარმოებაში ინვესტიციების ჩადებას ყველა ერიდებოდა. ივანე გოგლიძემ უცხოელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ გორში ნატურალური წვენების საწარმო გაეხსნათ, რადგან ქართული ხილისგან დამზადებული პროდუქცია თავისი ხარისხით უცხოურ ბრენდებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა. სწორედ ივანე გოგლიძის სახელს უკავშირდება გორში არსებული ბავშვთა კვების ძველი საკონსერვო ქარხნის ახალი სიცოცხლე, მისი რებრენდინგი, ბაზარზე სწორი პოზიციონირება, წარმოებისა და დისტრიბუციის აწყობა.

    საწარმომ პოზიციები თავიდან მხოლოდ ნატურალური წვენების ბაზარზე მოსინჯა. თუმცა მალე სხვა სახის პროდუქციაც გამოუშვა. დღეს «კულა» 145-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს. მათ შორის 17 სახის ნატურალური წვენია, რომელიც ალუბლის, ქლიავის, ყურძნის, მაყვლის, ჟოლოს, ვაშლის, ატმის, კივისა და სხვადასხვა სახის ხილისგან მზადდება. «კულას» სამარკო ნიშნით გამოდის მურაბები, ჯემები, 12 სახეობის ტყემალი, 3 ტიპის პომიდვრის საწებელი, 5 სახეობის აჯიკა, კეტჩუპი, ტომატ-პასტა, მაშარაფი, საცივი, ასევე ყველა სახის მწნილი. 

    ივანე გოგლიძე, გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხანა «კულას» გენერალური დირექტორი: «ჩვენი პროდუქციის პოპულარობა ხარისხმა და კარგმა ბრენდინგმა განაპირობა. ვამაყობთ იმით, რომ ქართველ ფერმერებს ვეხმარებით და ვაძლევთ სტიმულს, რომ მეტი ხილი და ბოსტნეული მოიყვანონ. მათ პროდუქტის გასაღების წყარო გაეზარდათ და თანაც მათგან ყველაფერს საბაზრო ფასებში ვიძენთ. ჩვენი პროდუქციის მაღალ ხარისხს სწორედ ის განაპირობებს, რომ ყველაფერი ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთაა, ქართულ მიწაზე მოყვანილი და ქართული წყლით გაზრდილი. საწარმოში 186 ადამიანია დასაქმებული, პროდუქციას კი 300 ფერმერისგან ვიბარებთ».

    2011 წლიდან ბაზარზე «კულას» ახალი პროდუქტები გამოჩნდება. ნატურალური წვენები, რომელიც აქამდე მხოლოდ შუშის ბოთლებში ისხმებოდა, მალე უკვე მუყაოს კოლოფებით და «პეტის» ბოთლებითაც გამოვა. ქარხანამ დიაბეტური და უშაქრო წვენების წარმოება დაიწყო. დიაბეტურ წვენებში ხილის შაქარი გამოიყენება, ხოლო უშაქრო წვენები კი ყურძნის წვენით დატკბება. ასევე გადაწყვეტილია პრემიუმ სეგმენტის მურაბების წარმოება და ლიმონათის ჩამოსხმა. 2011 წლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი ბიო-პროდუქტი იქნება. ბიო-წვენები, ბიო-ტყემალი, ბიო-ჯონჯოლი და სხვა ბიო-პროდუქტები «კულას» პირველ საფირმო მაღაზიაში გაიყიდება, რომელიც თბილისში გაგარინის ქუჩაზე გაიხსნება.

    გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხანას ბრენდ «კულას» გარდა რამდენიმე სხვა ბრენდიც აქვს. ერთ-ერთია «კულა ბეიბი», რომლის ნიშნითაც 4 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის წვენები და ხილფაფები იწარმოება. ასევეა ბრენდი «დათიკო პაპა», რომელიც ებრაელების მოთხოვნით შეიქმნა და ისრაელში იგზავნება. მას ებრაული ხარისხის ნიშანი ქაშერი აქვს მინიჭებული და მთელ მსოფლიოში ებრაელებისთვის განკუთვნილ მაღაზიებში იყიდება. სპეციალურად უკრაინის ბაზრისთვის კი ბრენდი «ჩემი ქართველი ბებია» შეიქმნა.

    გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხნის პროდუქცია დღეს მსოფლიოს 20 ქვეყანაში გადის: ამერიკა, საბერძნეთი, ჩეხეთი, ისრაელი, გერმანია, პოლონეთი, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი და სხვა. საზღვარგარეთ ქართულ ხარისხს ენდობიან. «კულა» ჯერ მხოლოდ 1 წლისაა და უკვე ძლიერი კომპანიაა. მას კიდევ უფრო გაფართოებისთვის სერიოზული რესურსი და შესაძლებლობა გააჩნია. ამ ყველაფრის დასტურია ის ფაქტი, რომ სხვა ბევრ ჯილდოსთან ერთად «კულამ» ბიზნეს დაჯილდოვებაზე «მერკური 2011» გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში «ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტი».

     

  • ლიდერ- ფუდიეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ლიდერისგან

    ქართული ბიზნესელიტა ბოლო წლებში საგრძნობლად გააახალგაზრდავდა. ბიზნესასპარეზზე ნიჭიერი, განაათლებული და საინტერესო ლიდერების გამოჩენა საზოგადოებას ყურადღების გარეშე არასდროს რჩება. მათ აკვირდებიან, მკაცრად განიხილავენ, კრიტიკასაც არ იშურებენ, თუმცა ეს ახალი თაობის მენეჯერებს კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს, რომ უკეთ გააკეთონ საქმე.

    ახალგაზრდა მენეჯერების მისწრაფებები, სურვილები, იდეები და ამბიციები ხშირად რეალურად შესაძლებელზე მეტია, მაგრამ ხშირად მათი შემართება იმდენად დიდია, რომ მიუღწეველიც არაფერია. სწორედ ასეთი თაობის წარმომადგენელია ხორც-პროდუქტების კომპანია «ლიდერ-ფუდის» დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ირაკლი დუმბაძე. პროფესიით იურისტი ბიზნესში 2 წლის წინ დიდი გეგმებითა და ამბიციური იდეებით მოვიდა.

    ირაკლი დუმბაძე ბიზნესში გამოუცდელი იყო, თუმცა საქმის აწყობაში საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება დაეხმარა. ვაკე-საბურთალოს საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, თავისი საქმე წამოეწყო. ბიზნესის ნულიდან გამართვა რთული იყო, დიდ ენერგიას და ყურადღებას ითხოვდა. ხშირად უწევდა საზღვარგარეთ მივლინებაში წასვლა და მეუღლის ორი პატარა ბავშვით დატოვება. კომპანია მალე ააწყო და ბაზარზე «ლიდერ-ფუდის» პროდუქციაც გამოჩნდა.

    ახლად შექმნილი კომპანიის მენეჯმენტმა სახელწოდებითაც მიანიშნა ყველას, რომ «ლიდერ-ფუდი» ლიდერობისთვის ემზადებოდა. «ლიდერ-ფუდი» ამბიციებით შემოვიდა ბაზარზე და თან მოიტანა კარგად შებოლილი შაშხის, ლორის, ძეხვეულისა და სხვა გემრიელი პროდუქტების სურნელი. ამ სურნელმა და მაღალმა ხარისხმა მომხმარებელი სწრაფად მიიზიდა და აღარ გაუშვა. ცხადია, არც არავინ წავიდოდა, რადგან ხარისხზე უარს არავინ ამბობს. დღეს «ლიდერ-ფუდი» მომხმარებელს ყველა სახის ხორცპროდუქტებს სთავაზობს, დაწყებული შებოლილი და მოხარშული ძეხვეულით, დელიკატესებით დამთავრებული. პროდუქციის განსაკუთრებულ გემოს ხარისხიან ხორცთან ერთად ავსტრიული წარმოების ეკოლოგიურად სუფთა სანელებლებიც განაპირობებს.

    ვიდრე ხორცის პროდუქტები «ლიდერ-ფუდისგან» ჩვენს სუფრაზე აღმოჩნდება, რთულ და საინტერესო პროცესს გადის. პროდუქცია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში მზადდება. თავის დროზე უცხოელი პარტნიორები აქტიურად იყვნენ ჩართული «ლიდერ-ფუდის» წარმოების გამართვის პროცესში. უკრაინელმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს გერმანული და ავსტრიული დანადგარები და მთელი სისტემის აწყობა მათი უშუალო ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა.

    ირაკლი დუმბაძე, «ლიდერ-ფუდის» გენერალური დირექტორი: «მომხმარებლის მიმართ გულისხმიერი უნდა იყო, გაითვალისწინო მისი მოლოდინები და გადაწყვეტილება ამის შესაბამისად მიიღო. ჩვენ ბაზარზე ლიდერობა მალევე მოვიპოვეთ და ეს განპირობებული იყო იმით, რომ პირველივე დღიდან მომხმარებელს ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია შევთავაზეთ. 2 წელიწადში სერიოზულ წარმატებას მივაღწიეთ და დღეს ანგარიშგასაწევი ძალა ვართ».

    ბაზარზე «ლიდერ-ფუდის» პოზიციების განმტკიცება დიდად იყო დამოკიდებული სადისტრიბუციო ქსელზე. ეს სწორედ ის სამსახურია, რომელსაც შეუძლია, წარმატებული ბიზნესი დაღუპოს, ან კიდევ უფრო გააძლიეროს. დისტრიბუცია «ლიდერ-ფუდის» ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მაღაზიების დახლებზე მომხმარებელს ყოველთვის ახალი და ხარისხიანი პროდუქცია ელოდება.

    «ლიდერ-ფუდის» პროდუქციის სრული სპექტრი უკვე ბახტრიონის 12 ნომერში მდებარე საკუთარ საფირმო მაღაზიაშიც იქნება წარმოდგენილი. და ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ტოპ-მენეჯმენტი მაღაზიათა ქსელის გაფართოებაზე ფიქრობს.

    პროდუქციის ხარისხთან ერთად კომპანიის წარმატებას გამართული მენეჯმენტი უზრუნველყოფს. კომპანიაში ადამიანურ ურთიერთობებს და გუნდურ მუშაობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. წარმოებაში 110 ადამიანია დასაქმებული და თითოეულმა კარგად იცის თავისი მოვალეობები და პასუხისმგებლობა გუნდისა და მომხმარებლის წინაშე.

    «ლიდერ-ფუდში» მუდმივად ზრუნავენ იმიჯზე და ლიდერობის ჯანსაღი ამბიცია აქვთ. კომპანია განვითარებისთვის ფინანსებს არ იშურებს, უახლოეს პერიოდში საკუთარი ფერმის გაკეთებას გეგმავს და ასევე დაწყებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საწარმოს მშენებლობა, რომელიც 2012 წელს გაიხსნება და მომხმარებელს ხორცისა და რძის პროდუქტების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს.

    ირაკლი დუმბაძე / «ლიდერ-ფუდის» გენერალური დირექტორი

  • იცხოვრეთ ჯანსაღად «»ეკო-ფუდთან» ერთად

    ბიზნესში წარმატება დიდი შრომით, მომხმარებლის პატივისცემით, პასუხისმგებლობითა და ერთგული გუნდის წყალობით მიიღწევა. «ეკო-ფუდი», უკვე წლებია, ამ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და რძის პროდუქტების წარმოებაში ლიდერის პოზიციას არავის უთმობს. მომხმარებელი «ეკო-ფუდს» ენდობა, რაც ხარისხის მაღალმა სტანდარტებმა განაპირობა.

    «ეკო-ფუდის» ისტორია 2004 წლის ბოლოს დაიწყო. რძის პროდუქტების ბაზარზე იმ დროისთვის საკმაოდ ბევრი ცნობილი ბრენდი იყო წარმოდგენილი, ამან «ეკო-ფუდს» მეტი სტიმული მისცა, თავისი ნიშა ეპოვა და მომხმარებლისთვის რაღაც ახალი შეეთავაზებინა. პირველი სამარკო პროდუქტი კეფირი იყო, რომლის ძველი გემო საზოგადოებას ჯერ კიდევ ახსოვდა. სწორედ კეფირმა გაუხსნა გზა ბაზარზე «ეკო-ფუდს». ამას მოჰყვა არაჟანი თიხის ქოთანში, რომელმაც მომხმარებელის გული საბოლოოდ მოიგო და «ეკო-ფუდი» ყველასთვის საყვარელი ბრენდი გახდა. წარმოება საკმაოდ სწრაფად და სტაბილურად ვითარდებოდა. ასეთი ჯანსაღი კონკურენციით შეძლო კომპანიამ ბაზრის ლიდერი გამხდარიყო.

    გიორგი არაზაშვილი «ეკო-ფუდის» გენერალური დირექტორი: «საქმეს დიდი სიყვარულით ვაკეთებთ. გუნდის თითოეული წევრის დიდი შრომითა და ენთუზიაზმით მივაღწიეთ ყველაფერს. ერთმანეთისთვის და საქმისთვის არასდროს გვიღალატია. ეს არის ნულიდან დაწყებული ბიზნესი, აგურ-აგურ ავაშენეთ კომპანია და ვამაყობ, რომ ბევრი რამ შევძელით».

    «ეკო-ფუდის» წარმატება სწორედ იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც კომპანიის განვითარებისთვის ძალასა და ენერგიას არ იშურებს. საწარმოს დაარსების პირველივე დღიდან, დამფუძნებლებიდან დაწყებული, რიგითი თანამშრომლებით დამთავრებული, ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას და საერთო საქმეს დიდი მონდომებით აკეთებს. «ეკო-ფუდში» კი მონდომება, პასუხისმგებლობა და საქმის ერთგულება ფასდება. კომპანიაში თითოეულ თანამშრომელს აქვს შანსი, მაღალ თანამდებობას მიაღწიოს. «ეკო-ფუდი» დასავლური სტანდარტების კომპანიაა, სადაც პროფესიული განვითარების საშუალება ყველას თანაბრად აქვს და კარიერული წინსვლა დამსახურების შესაბამისად გარანტირებულია. გიორგი არაზაშვილმაც თავის დროზე რიგით დისტრიბუტორად დაიწყო მუშაობა და დღეს უკვე კომპანიის გენერალური დირექტორია. «ეკო-ფუდში» დაწინაურებაზე ფიქრი ოცნებად არ რჩება და ყოველთვის რეალობად იქცევა ხოლმე.   

    დღეს «ეკო-ფუდი» დედაქალაქის რძის პროდუქტების ბაზრის 42 პროცენტს ფლობს. ეს არის ამბიციური კომპანია, რომელიც მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლის მოთხოვნებს და ყველა პროდუქტს მისი გემოვნების მიხედვით ამზადებს. ბაზარზე უკვე 60 სხვადასხვა დასახელების პროდუქციით არის წარმოდგენილი. მაწონი იყო და რჩება კომპანიის პრიორიტეტად. საქართველოში ყველაზე მეტ მაწონს (მთელი ბაზრის 70%-ს) სწორედ «ეკო-ფუდი» ყიდის. ამასთან ჩვეულებრივი 3.2%-იანი მაწვნის გარდა, ბიფიდო ბაქტერიებით გამდიდრებულ ბიფიდო მაწონს და ბიფიდო კეფირს უშვებს, რომელიც ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა. ძალიან პოპულარულია ნუგბარით გამდიდრებული ხაჭო. 2010 წელს «ეკო-ფუდმა» აქცენტი ახალ ბრენდ «დელიოზე» გააკეთა და რეალიზაციაში გაუშვა დელიოს უგემრიელესი იოგურტი. «ეკო-ფუდი» ამართლებს თავის სლოგანს - «შეუთავსე სასიამოვნო სასარგებლოს».

    «ეკო-ფუდის» პროდუქციის უმაღლეს ხარისხს კი ნატურალური რძე განაპირობებს, რომელსაც კომპანია ფერმერებისგან იბარებს. კახეთსა და ქვემო ქართლში რძის გამაციებლებით აღჭურვილი 28 ჩამბარებელი პუნქტი აქვს გახსნილი. ამ პუნქტებში რძის შესამოწმებლად საჭირო თანამედროვე და ძვირადღირებული ტექნიკაა. ყოველდღიურად «ეკო-ფუდში» ამ პუნქტებიდან 30-50 ტონამდე რძე მოდის.

    კომპანია წარმოების ყველა ეტაპზე ზრუნავს სურსათის უვნებლობაზე. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ «ეკო-ფუდს» გააჩნია საერთაშორისო სტანდარტები ISO 22000:2005 და ISO 9001:2008. ამ სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის ინტეგრირებული სისტემა.

    2011 წელს «ეკო-ფუდის» ნიშნით ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდება. კომპანიამ ინვესტიციები ყველის წარმოებაში ჩადო. საწარმო თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება და მომხმარებელს ყველა სახის ყველსა და რძეს სხვადასხვა შეფუთვებით შესთავაზებს.

     

    გიორგი არაზაშვილი  «ეკო-ფუდის» გენერალური დირექტორი

     

  • სანტე, სანტინო, სანტისიმო...

    კომპანია «სანტე  ჯი ემ თი პროდუ-ქტები» რომელიც 1998 წელს შეიქმნა, ლიდერია საქართველოს რძემჟავა პროდუქტების ბაზარზე. «სანტეს» სადისტრიბუციო ქსელი მთელ საქართველოს მოიცავს, კომპანიის სადისტრიბუციო პარკი სრულად არის აღჭურვილი მაცივარ-მანქანებით, შესაბამისად ტრანსპორტირებისას არ ირღვევა პროდუქციის ხარისხი.

    «სანტე», რომელიც 45 დასახელების პროდუქტითაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, ლიდერია ტკბილი ხაჭოების მწარმოებლებთა შორის. «სანტეს» კლასიკური სამომხმარებლო პროდუქტები კი, როგორიცაა მაწონი, არაჟანი, ხაჭო, კარაქი და დასალევი იოგურტები, ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულია ქართველ მომხმარებლებში. 

    2011  წლის დასაწყისში კომპანია «სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებმა» ახალი ბრენდი «სანტინო» შემოგვთავაზა. ნატურალურ რძეზე დამზადებული პროდუქტებს, როგორიცაა ბოთლის რძე, მაწონი, კარაქი, კეფირი, ქართულ სინამდვილეში ანალოგი არ გააჩნია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მსხვილი ფერმების ნაკლებობაა, საქონლის წველადობას კი მკვეთრი სეზონურობა ახასიათებს, ქვეყანაში ნატურალური რძის დეფიციტია. «სანტინოს» პროდუქტების დასამზადებლად კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დამატებით გახსნა რძის შემკრები პუნქტები, ხდება ნატურალური რძის გადამუშავება და პროდუქტების ახალი ტექნოლოგიებით დამზადება. «სანტინოს» ნაღების კარაქი ერთადერთი ქარხნული პროდუქტია საქართველოში, რომელიც 100% ნატურალური რძის ნაღებზეა დამზადებული და არ აქვს სხვა დანამატები. ამავე დროს სანტინოს პროდუქტები გამოირჩევა იმით, რომ არ არის დამზადებული გენმოდიფიცირებული მასალისაგან. მაწონი «სანტინო» რეკომენდებულია საქართველოს პედიატრთა ასოციაციის მიერ, მან წარმატებით გაიარა კლინიკური კვლევა. «სანტინოს» ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ყველა პროდუქტი მთელი წლის განმავლობაში მზადდება მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური რძისგან. ამ პროდუქტებს მიღებული აქვს ევროსტანდარტების შესაბამისობის სერთიფიკატი.

    ერეკლე გამყრელიძე, «სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები»-ს გენერალური დირექტორის მოადგილე: «სანტინო» ემსახურება ნატურალური რძის წარმოების აღორძინებას საქართველოში. საქართველოს რეგიონებში «სანტეს» რძის შემგროვებელი პუნქტები მოსახლეობისათვის სტაბილური შემოსავლის წყაროა. ამ კუთხით ინვესტიციების ჩადება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ვაპირებთ «სანტინოს» ასორტიმენტის გაზრდას.

    2010 წელს ამერიკული სამთავრობო სააგენტო OPIC- ის მეშვეობით «სანტეში» 10 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. სრულად გადაიარაღდა საწარმო, განახლდა მანქანა- დანადგარები, მოხდა საწარმოს რეკონსტრუქცია, დაინერგა ახალი სისტემები, რეგიონებში გაიხსნა რძის შემგროვებელი ახალი პუნქტები და განახლდა სადისტრიბუციო პარკი.  გაიზარდა მაცივარ-მანქანების რაოდენობა. წელს იგეგმება კიდევ ერთი დამატებითი ბრენდის გამოშვება, სახელწოდებით «სანტისიმო», რომელიც გააერთიანებს ჩვენს ტკბილ პროდუქტებს, იოგურტებსა და ხაჭოებს, ასევე დაემატება რამდენიმე ახალი პროდუქტი. ბრენდი გამორჩეული იქნება გემოვნური თვისებებით, ხარისხით, განსაკუთრებული დიზაინით და ორიენტირებული იქნება მოხმარებლის მოთხოვნაზე, გათვალისწინებული იქნება ყველა ის ნიუანსი, რასაც თანამედროვე მომხმარებელი ითხოვს მაღალხარისხიანი პროდუქციისაგან.

    «სანტე» პირველი კომპანია იყო საქართველოს რძემჟავა პროდუქტების ინდუსტრიაში, რომელმაც დანერგა HACCP და ISO-ს ხარისხის სტანდარტი წარმოებაში. «სანტეს» ყველა პროდუქტი უმაღლესი ხარისხისაა და იმ სეგმენტში, სადაც იგი წარმოდგენილია, ყოველთვის მიღწეულია ფასის და ხარისხის ბალანსი.

    კომპანიაში 300-მდე ადამიანია დასაქმებული, 150 ადამიანი კი დისტრიბუციის ქსელს ემსახურება.

     

  • ხარისხიანი სარკმელი ინტერნეტში «სოლოსტუდიოსგან»

    კომპანია «სოლოსტუდიო», რომელიც მომხმარებელს ვებსაიტების შექმნას სთავაზობს, წარმატებულ კომპანიად და ვებ დიზაინის ბაზრის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ საკმაოდ სწრაფად - დაარსებიდან სამ წელიწადში იქცა.

    როგორც «სოლოსტუდიოს» დირექტორი ტატო მახაშვილი აღნიშნავს, ეს წარმატება, პირველ რიგში, კარგი მენეჯმენტით და მომხმარებელთან სწორი დამოკიდებულებით არის მიღწეული. პირველი, რაც «სოლოსტუდიოს» სხვებისაგან გამოარჩევს, არის ის, რომ მორგებულია დამკვეთის მოთხოვნას, არ ახვევს თავს საკუთარ «ბრძნულ მოსაზრებებს» და ცდილობს, გემოვნებიანი და ტექნიკურად სრულყოფილი პროდუქტი შესთავაზოს. კომპანიის შიდა სტრუქტურა საკმაოდ გამართულია, კლიენტს მხოლოდ ერთ ადამიანთან  - პროექტის მენეჯერთან უწევს ურთიერთობა და არ იბნევა. კომპანიის წარმატებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ფასები, რომელიც, «სოლოსტუდიოს» მიერ თავიდანვე იყო ერთ-ერთი კოზირი. «საიტები 200 ლარიდან» ის მესიჯია, რომელიც კომპანიამ ქართულ რეალობასთან მიმართებაში სწორად გათვალა. «ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მომგებიანი იყო აქცენტი გაგვეკეთებინა რაოდენობაზე და არა ერთი კონკრეტული პროექტიდან მიღებულ დიდ ფინანსურ სარგებელზე - ამბობს კომპანიის დირექტორი, - თუმცა კი, რასაკვირველია, დიდ პროექტებსაც ვაკეთებთ, რაც საინტერესოა როგორც დიზაინერებისთვის და ტექნიკური ჯგუფისათვის, ასევე ზოგადად კომპანიის შემდგომი  განვითარებისათვის».

    ტატო მახაშვილს მიაჩნია, რომ კომპანიის წარმატებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მიზნობრივად გათვლილი და აქტიური სარეკლამო კამპანია, რასაც «სოლოსტუდიო» ყოველთვის მიმართავს, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ კლიენტს არ უთხრა ტყუილი: თუკი ექსკლუზიურ პროდუქტს ჰპირდები, ის ნამდვილად ექსკლუზიური უნდა იყოს და არა შაბლონებიდან ამოღებული. ამავე დროს, «სოლოსტუდიო» პირველი იყო ქართულ ვებბაზარზე, ვინც სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას პროფესიონალურად მიუდგა. 

    ტატო მახაშვილი, «სოლოსტუდიოს» დირექტორი: «გარდა ძირითადი მიმართულებისა, რომელიც ვებსაიტების შექმნას გულისხმობს, მომხმარებელს ვთავაზობთ ყველა იმ სერვისს, რაც მას საიტის დამზადების პროცესში შეიძლება დასჭირდეს - ფოტობაზის შექმნა, ვიდეომონტაჟი, ლოგოტიპის შექმნა, პოლიგრაფიული დიზაინი, სავიზიტო ბარათების, ფლაერებისა თუ ბუკლეტების დამზადება, ანუ მთლიანი ბრენდინგი. საიტზე მუშაობა იწყება ესკიზის შექმნით, რომელიც თანხმდება დამკვეთთან, შემდეგ ეწყობა “ჩონჩხი”, იტვირთება სატესტო რეჟიმში და მას შემდეგ რაც ყველანაირ შემოწმებას გაივლის და მასალა ჩაიტვირთება, ბარდება დამკვეთს. 

    თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქმიანობისათვის ნებისმიერ კომპანიას ესაჭიროება ინტერნეტ სივრცეში ერთგვარი სარკმელი – ვებსაიტის სახით. და ეს არა მხოლოდ იმიჯის შესაქმნელად, არამედ იმიტომ, რომ ინტერნეტს სულ უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს და ვებსაიტების არსებობა კომპანიის წარმატებულ ფუნქციონირებას განაპირობებს. ამავე დროს, თუკი 3-4 წლის წინ ექსკლუზიურად ლამაზი, ფლეშ-საიტების ბუმი იყო, დღეს აქცენტი მათ ინტერაქტიურობაზეა გადატანილი, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ტექნიკური მონაცემები, რათა საიტი ადვილად თავსებადი იყოს საძიებო სისტემებთან».

    ბოლო პერიოდში ინტერნეტსამყაროში კიდევ ერთი ტენდენცია გამოიკვეთა: ონლაინ მაღაზიების – აუქციონების და კატალოგების სახით, რაც გვიჩვენებს იმას, რომ საქმიანი სამყარო სულ უფრო მეტად ერთვება ინტერნეტსივრცეში. ამისათვის კი ნებისმიერ კომპანიას ტექნიკურად გამართული ბაზა სჭირდება, რათა ამგვარი ურთიერთობების უზრუნველყოფა შეძლონ. ვებგვერდების დიზაინი კი სისადავისკენ და მინიმალიზმისკენ წავიდა, სადაც ძირითადი აქცენტები გადატანილია ტექნიკური მონაცემებზე, თუმცა, ეს რასაკვირველია, უგემოვნო და უსახური ვებგვერდების შექმნას არ გულისხმობს.

    ტატო მახაშვილი: «ჩვენი დიდი გეგმის პირველი ეტაპი იყო გამართული შიდა  სტრუქტურის შექმნა და ბაზარზე შემოსვლა, მეორე ეტაპი - დამკვიდრება და ბრენდად ჩამოყალიბება, რაც შევასრულეთ კიდეც. მესამე ეტაპისათვის განზრახული გვაქვს კიდევ უფრო მეტად წარმატებულ კომპანიად ვიქცეთ, გავიზარდოთ ტექნიკურად, შევძლოთ კიდევ უფრო სრულყოფილი და დახვეწილი პროდუქტის შექმნა და გარდა იმისა, რომ ვართ ბრენდი, უკვე პრესტიჟული ბრენდი გავხდეთ. უახლოეს მომავალში ბაზარს შევთავაზებთ კიდევ უფრო აქტიურ სარეკლამო კამპანიას და შესაბამისად აქტიურად და ენერგიულად გავაგრძელებთ ზრდას და სრულყოფას. ჩვენ მრავალი კარგი პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული და დაწყებული, მათ შორის ჟურნალ «სახე(ლ)ების განახლებული ვებგვერდი, რომელიც იქნება გამორჩეული, დახვეწილი ნავიგაციით, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული და ინფორმაციულად დატვირთული. იმედი გვაქვს, ეს ვებსაიტი იქნება მომხმარებლისათვის ერთ-ერთ საყვარელი, რომელიც შეიძლება მთელი წლის განმავლობაში - ახალი ნომრის გამოსვლამდე იკითხო და ათვალიერო».

  • “Kikala studio TV” - აპოლიტიკური სტუდია და მისი ტელეპროექტები

    «კიკალები» - ეს თბილისში სამი ცნობილი კიკალიშვილის საერთო სახელია. გიორგის, მამუკას და დავით კიკალიშვილებს, ნათესაობის გარდა, საერთო საქმეც აკავშირებთ. პირველი ორი კიკალა, წლებია, ტელე და ფოტო კამერის უკან დგას და სხვების პოპულარობაზე მუშაობს, მესამე კი ცნობილი ტელეწამყვანია. ორი წლის წინ, ერთ დღესაც კიკალებმა გაერთიანება გადაწყვიტეს და ასე ჩამოყალიბდა ერთი ქოლგის ქვეშ ორი სტუდია: ტელე-სტუდია, რომელსაც გიორგი კიკალიშვილი ხელმძღვანელობს და ფოტო-სტუდია, რომლის შეფიც მამუკა კიკალიშვილია. დავითი კი ამ ტრიოს ტელე-სახე და ორი კიკალას მეგობარი და მრჩეველია. 

    "KikalastudioTV”-მ ტელე-ინდუსტრიაში თავისი ნიშა უკვე დაიკავა. აპოლიტიკური სტუდიაა და აქცენტს ძირითადად სოციალურ და შემეცნებით გადაცემებზე აკეთებს. ამ სტუდიაში მზადდება გადაცემები ჯანდაცვაზე, ავტოუსაფრთხოებაზე, ტურიზმსა და მუსიკაზე. მისი მთავარი პარტნიორი კი საზოგადოებრივი მაუწყებელია, რადგან სტუდიის პროექტები პირველი არხის ფორმატს ყველაზე მეტად შეესაბამება. ამასთან, სტუდია წარმატებით თანამშრომლობს სხვა ტელევიზიებთან. 

    გიორგი კიკალიშვილი, “KikalastudioTV”-ის სამხატვრო ხელმძღვანელი: «სტუდიის შექმნის პირველივე დღიდან გადაწყვეტილი გვქონდა, რომ პოლიტიკურ თოქ-შოუებზე არ ვიმუშავებდით. არც დღეს ვაპირებთ, არჩეული გზიდან გადახვევას. კომერციის გამო რაღაცეებზე ხელს არ მოვაწერთ. მართალია, აპოლიტიკური გადაცემების დაფინანსება და რეკლამის მოზიდვა ჭირს, თუმცა არც ისე, როგორც შეიძლება ეს ვინმეს ეგონოს. როცა სტუდიას ვქმნიდით, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ამდენი სამუშაო გვექნებოდა. რაც ბევრი სტუდია იქნება ქართულ ტელესივრცეში, კონკურენცია გაიზრდება და მით უფრო უკეთეს გადაცემებს შევთავაზებთ ხალხს».

    ხარისხი და კრეატიულობა - “KikalastudioTV”-ს მთავარი კრიტერიუმებია. სწორედ კრეატიული და გამოცდილი გუნდი ქმნის არაერთ საინტერესო გადაცემას, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის. «KikalastudioTV»-ს ერთ-ერთი პროდუქტია გადაცემა «ავტოპილოტი», რომელიც დავით მესხიშვილს მიჰყავს. გადაცემამ მალე მოიპოვა რეიტინგი და დღეს საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჰყავს. ამ სტუდიაში კეთდება მუსიკალური გადაცემა «კავკასუს LIVE», რომელიც ყოველ კვირას თბილისში გამართული კონცერტებს ეძღვნება. სტუდიის კიდევ ერთი პროდუქტია სამედიცინო გადაცემა «მედ-ინფო», რომელიც ცნობილ ექიმსა და თბილისის საკრებულოს წევრს ზაზა სინაურიძეს მიჰყავს.

    2010 წელს “KikalastudioTV”-ში შეიქმნა სამხედრო სერიალი K-17, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სტუდიის პარტნიორი სერიალის გადაღებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იყო. 2011 წლიდან კი სერიალ K-17-ის მეორე სეზონის გადაღებები დაიწყება. 

    სტუდია 2011 წლიდან საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ამბიციურ პროექტს იწყებს. “Discovery  Georgia” საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას ისახავს მიზნად. გადაცემის წამყვანი ბრიტანელი ჟურნალისტი და საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილის მეუღლე ქეით მაილსია. პროექტის ოფიციალური კომპანიონი YouTube-ია. ქეით მაილსი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში იმოგზაურებს და უცხოელებს ამ გადაცემით საქართველოს აღმოაჩენინებს. გადაცემის ლინკები კი YouTube-ზე დაიდება. ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სომხეთისა და ბალტიისპირეთის საზოგადოებრივ მაუწყებლებთან, რომ ეს გადაცემა მათაც გაუშვან.

    2011 წლის ზაფხულში კი ”KikalastudioTV”-ში სრულმეტრაჟიან ფილმზე იწყებენ მუშაობას. ფილმის სახელწოდება «გვირაბია». მისი სცენარის ავტორი მსახიობი გიორგი გაბუნიაა. ფილმს საკმაოდ საინტერესო სიუჟეტური განვითარება ექნება და მისტიკის, ფანტასტიკისა და თრილერის ჟანრის იქნება. ფილმში მონაწილეობას ქართველებთან ერთად უკრაინელი და ბრიტანელი მსახიობებიც მიიღებენ. 2012 წლიდან კი კინო-გაქირავებაში გამოვა.

    ამ პროექტების პარალელურად სტუდიაში კიდეც ერთ დოკუმენტური სტილის ფილმზე მუშაობენ, რომელიც ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩზე, ბატონ გიორგი ბადრიძეზე იქნება.

    “KikalastudioTV”-ში ძველი ჯგუფი ვართ, ის ხალხი, ვინც თავის დროზე «მაესტრო» დააარსა. კოტე ჯორბენაძე ახლა სტუდიის რეჟისორია, ლევან ლელაშვილი - პროდიუსერი, მთავარი რედაქტორია ელენე ჭეიშვილი. არ გვიღალატია ფორმატისთვის, რაც თავიდან გვქონდა. ჩვენ ვინმეზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ. ვფიქრობ, რომ პოლიტიკა ჩვენი მაესტროელი კოლეგების საქმე არ იყო». 

    თავად გიორგი კიკალიშვილის, როგორც ტელე-რეჟისორის კარიერა, მეორე არხიდან დაიწყო. მისი შექმნილი იყო პოპულარული გადაცემა “dvritaTV”, რომელიც დავით გოგიბედაშვილს მიჰყავდა. სწორედ კიკალამ შეარქვა მას სახელი «დეფი», რადგან ჯგუფი დეფ ლეპარდი უყვარდა. შემდეგ იყო ტელეკომპანია «მაესტრო». გიორგი კიკალიშვილმა დასვა ტელე-ეთერში ნიკა ლომიძე და ნანიკო ხაზარაძე. კიკალა იყო ლელა წურწუმიას, სტეფანეს, აჩიკო მეფარიძის, დათო ხუჯაძისა და სხვა მომღერლების კლიპების რეჟისორი. სხვადასხვა კომპანიების რეკლამების ავტორი და ამ სფეროში ნოვაციების შემომტანი.

     

  • «კიკალა სტუდიო»-–საუკეთესო კადრი რეალობიდან

    საქართველოში ერთ-ერთი პირველი პროფესიონალური ფოტო-სტუდია „კიკალა სტუდიო“ ასე დაარსდა: 2005 წელს პროფესიით ენერგეტიკოსს, მაგრამ იმ პერიოდში შოუ-ბიზნესით დაკავებულ მამუკა კიკალიშვილს რეკლამისთვის ფოტოგადაღება დასჭირდა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ფოტო-სტუდია კი არა, ნორმალური ფოტო-ატელიეც არ არსებობდა. ამიტომ ფოტოს გადაღება თავად მოუხდა, თუმცა, მაინცდამაინც ხარისხიანი არ გამოუვიდა. ბევრს ჰგონია, რომ ფოტო რეალობის პირდაპირი ასახვაა. სინამდვილეში კარგ ფოტოს უამრავი დამატებითი რამ სჭირდება: კარგი ფოტოაპარატი, კარგი განათება, ფოტოშოპი...

    საქმე ხუთი ათასი დოლარით დაიწყო. მაშინ ეს «არა უშავს» ფული იყო: ასევე «არა უშავს» ფოტოაპარატს იყიდდი და რემონტსაც გააკეთებდი. შენობა ისედაც ჰქონდა.

    მამუკა კიკალიშვილი: «ინტერნეტიდან ვიგებდი, რა იყო საჭირო კარგი ხარისხის მისაღებად. წლების განმავლობაში ვსწავლობდი. მერე გერმანიაში ფოტოგანათების  ყველაზე ცნობილ მწარმოებელს დავუკავშირდი, აპარატურა ჩამოვიტანე და მაღალხარისხიანი ფოტოების გადაღება დავიწყეთ. დღეს არსებული ფოტო-სტუდიების უმრავლესობას აპარატურა ჩვენთან აქვს შეძენილი. თითქმის ყველასთან მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი სტუდიის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ეს საქმე ყველაზე ადრე დავიწყეთ და ტექნიკის გამოყენება ვისწავლეთ. დაგროვილმა გამოცდილებამ ბევრად წინ წაგვწია. ახლახან სოლიდური ინვესტიცია დავაბანდეთ თანამედროვე ამერიკულ ფოტოლიტერატურაში. იშვიათად, მაგრამ ჩვენს ფოტოფორუმზე დარეგისტრირებული წევრებისთვის უფასო მასტერ-კლასებსაც ვატარებთ. ვაქირავებთ სტუდიას საკმაოდ შეღავათიან ფასად. ეს ბევრი ფოტოგრაფისთვის, ვინც ინდივიდუალურად მუშაობს, შეღავათია, რადგან მსხვილი კომპანიები ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებას ვერ დებენ და დიდ დაკვეთებს ვერ აძლევენ, სტუდიური გადაღებები კი მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. ასევე, სტუდიაში გვყავს მხატვარი, რომელიც ხარისხიანი ფოტოს გადასაღებად აუცილებელია. ფოტოსესიაში, როგორც წესი, არაერთი ადამიანია ჩართული. ეს რთული, შრომატევადი და ძვირადღირებული პროცესია. მეორეს მხრივ, ამ პროცესის შედეგიც სახეზეა, რაც ჩვენს რენტაბელურობას ზრდის. სტუდიური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საბოლოოდ კლიენტს შედეგი უფრო აინტერესებს, ვიდრე - მისი ღირებულება.“

    არადა, პირველი ერთი წელი ყველას უფასოდ უღებდა: მეგობრებს, მსახიობებს. მსახიობებს ახლაც უფასოდ იღებენ. შემდეგ დაკვეთებიც წამოვიდა. მაშინ ფოტოგრაფად ,,კიკალა სტუდიოში“ ჯიჯი რეჯინიც მუშაობდა.

    ჯიჯი რეჯინი: «კარგი ფოტოგრაფი ბევრია, მაგრამ განათებაზე ორიენტირებული - ცოტა. «კიკალა სტუდიოს» სწორედ განათებაზე აქვს აქცენტი“.

    ფოტოს ერთ–ერთი შემკვეთი პრიალა ჟურნალებია. თავად მამუკა კიკალიშვილს ჟურნალის გამოცემა არ უფიქრია, რადგან ამ მხრივ გამოცდილება არ აქვს, მაგრამ უკვე გამოცემულებთან აქტიურად თანამშრომლობს.

    ეკა ხოფერია, ჟურნალ «სითის“ რედაქტორი: «თავიდან მამუკასთან თანამშრომლობაზე არ მიფიქრია.  ისეთი იმიჯი აქვს, მეგონა, მასთან კონტრაქტს ვერ გავაფორმებდი. მერე ჩემმა დიზაინერმა მეგობარმა მითხრა, მოდი, მამუკასთან მივიდეთო და შევხვდი. ძალიან კეთილი ადამიანი და შესანიშნავი პარტნიორია. მასთან ყველაფერი საათივითაა აწყობილი“.

    «კიკალა სტუდიოში» გადაღებული ფოტოები «სახე(ლ)ების» ამ ნომერშიც უხვად შეგხვდებათ.

    ნანა აკობიძე, «სახე(ლ)ების» მთავარი რედაქტორი: სადაც ვცხოვრობ, იმ სახლის პირველ სართულზე მე და ჩემმა მეუღლემ პატარა ფოტოსტუდია გავაკეთეთ. ორიგინალური ინტერიერი, განათებები, უხვად - კოსმეტიკა ვიზაჟისთვის და რამდენიმე ფონი – სულ ესაა ჩვენი სტუდია, სადაც ბევრი კარგი ფოტოა გადაღებული. «სახე(ლ)ების» წინა ნომრის ფოტოების გადასაღებად ძირითადად საკუთარ სტუდიას ვიყენებდით, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო მიჰქონდა: პრაქტიკულად, სტუმარი სახლში მოგვდიოდა, რომელსაც გადაღების გარდა, ყურადღება ესაჭიროებოდა. წელს ყველა ჩემი სტუმარი მამუკასთან გადავამისამართე და გარდა იმისა, რომ დრო, ენერგია (და საკუთარი კოსმეტიკაც) დავზოგე, კარგი ხარისხის ფოტოებიც მივიღე. მოკლედ, დავასკვენი: პური - მეპურემ, ფოტოები კი «კიკალა სტუდიომ» უნდა «გამოაცხოს.»

    «კოსმოპოლიტენი“, «ფლეიბოი“,  «სითი“ –  ასეთ ჟურნალებთან თანამშრომლობა სტუდიისთვის საუკეთესო საშუალებაა, საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად.

    მუშაობა იდეიდან იწყება. მეორე ეტაპზე საქმეში მხატვრის ჩართვაა. შემდეგ ირკვევა, ფოტო სად უნდა გადაიღონ. მერე ამ ფოტოს ამუშავებენ. ეს პროცესი შეიძლება ერთი თვე გაიწელოს.  არის შემთხვევები, როცა უკვე გამზადებული იდეა მოაქვთ და სტუდია იღებს.

    «კიკალა სტუდიო“ «მის საქართველოს“ პარტნიორიცაა, მამუკა კიკალიშვილი კი - ჟიურის წევრი.

    ია კიწმარიშვილი, «იმიჯ-ცენტრის“ ხელმძღვანელი: «მამუკა  ყველაზე წარმატებული და სოლიდური ფოტო-სტუდიის მფლობელია. ეს სტუდია არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც ყველაზე ძლიერ სტუდიად მიიჩნევა. კონკურსში მონაწილე გოგოებს ხშირად არა აქვთ პორტფოლიო და ამ საქმეს სწორედ მამუკა აკეთებს, ამასთან - უფასოდ“.

    მანიკა ასათიანი, მოდელი: «14 წლის ვიყავი, როცა პორტფოლიო დამჭირდა. ასეთ დროს  ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ არის ფოტოგრაფი და რომელ სტუდიას მიაკითხავ. ფოტოგრაფმა კომპლექსი არ უნდა შეგიქმნას. ჯერ მაკიაჟს გიკეთებენ, მერე ჩაცმულობას გირჩევენ, მერე იწყება პოზირება. ამ დროს შენს მოთხოვნებსაც ითვალისწინებენ და მინიშნებებსაც გაძლევენ, რა როგორ გააკეთო“.

    კიდევ ერთი მიმართულება ქორწილების გადაღებაა. თავიდან ქორწილის ფოტოგრაფს სერიოზულად არ უყურებდნენ. სტუდიამ ორი ქორწილი უფასოდ გადაიღო. ახლა ეს მომსახურება 500-დან 3000 დოლარამდე ჯდება. 500 დოლარში 100 დამუშავებული ფოტო შედის, 3000-ში - სტუდიაში ალბომის გაკეთება, რაშიც  ვარცხნილობიდან დაწყებული, დიზაინერთან მისვლის პროცესით დამთავრებული, ყველაფერი იგულისხმება.

    თიკა ჯამბურია, მომღერალი: «ძალიან სერიოზული და ლამაზი ფოტოები მაქვს ჩემი ქორწილის, ასევე სახლში, ცეკვის გაკვეთილებზე გადაღებული. ამის დათვალიერება ძალიან სასიამოვნოა“.

    «კიკალა სტუდიოს“ ფოტოები  ვებ-გვერდ www.pixkik.com-ზეცაა ატვირთული. ამ საიტს 3300 მომხმარებელი ჰყავს და საკმაოდ პოპულარულია.

    მამუკა კიკალიშვილი: «ეს ფოტო-საიტი «პიქსელთან“  ერთად გავაკეთე. აქ ნამუშევრებს მოქმედი და სერიოზული ფოტოგრაფები აფასებენ. საიტი საერთაშორისოა და ჩვენს ფოტოებს ძალიან კარგი შეფასება აქვს“.

    2010 წლის ბოლოს მამუკამ მეორე, «ფემილის» ტიპის სტუდიაც გახსნა. მსგავსი ფოტო-ატელიები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია. ერთგვარი კულტურაა, როცა მეუღლეები ბავშვებით ფოტოალბომისთვის იღებენ სამახსოვრო სურათებს. «მართალია, ციფრული ფოტოგრაფია მასობრივი მოხმარების საგნად იქცა, მაგრამ ასეთი ტიპის სტუდიებში საქმე მაინც კარგ განათებასთან და აპარატურასთან გვაქვს. ფასიც ძალიან სიმბოლურია – 5 ლარი, სერვისიც - სწრაფი და მოსახერხებელი. შესაძლოა, ახლო მომავალში მას ქსელური სახეც მივცეთ და მსგავსი სტუდიები ბათუმსა და ქუთაისში გავხსნათ,» - ამბობს მამუკა, რომელსაც, სხვათაშორის, თავისი მეუღლე არასოდეს გადაუღია, შვილებს კი ხშირად იღებს.

    მოკლედ, ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობილი საქმე დღეს ისეთ სტადიაშია, მამუკა კიკალიშვილს თავისუფლად შეუძლია, შორიდან ადევნოს თვალი სტუდიის მუშაობას, მაგრამ ფოტოგადაღება მისთვის ნარკოტიკივით აღმოჩნდა. დღემდე «კიკალა სტუდიოს» მთავარი ფოტოგრაფი თვითონაა და მისი ყოველი ფოტოგადაღება  აზარტით მთავრდება: რომ ხვალინდელმა კადრმა აჯობოს დღევანდელს.

     

     

     

  • “OUTDOOR.GE” - უფრო მეტი, ვიდრე, უბრალოდ, სარეკლამო კონტრაქტი...

     

    სარეკლამო კომპანია «Outdoor.ge» ქართულ ბაზარზე მაშინ შემოვიდა (2008 წლის ივნისი), როცა ეკონომიკური კრიზისის გამო ბევრმა ბიზნეს-კომპანიამ შეამცირა სარეკლამო ბიუჯეტი, ზოგი კი, უბრალოდ, იძულებული გახდა, უარი ეთქვა რეკლამაზე.

    ასეთ ვითარებაში ახალი სარეკლამო კომპანიის დაფუძნება უდავოდ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ წარმატებისთვის გადამწყვეტი სწორ მენეჯმენტთან ერთად ინოვაციური პროდუქტი გახდა - ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ და თვალსაჩინო ადგილებში განთავსებული მასშტაბური «Outdoor.ge», ანუ ელექტრომონიტორები. «Outdoor.ge» პირველი იყო, ვინც არასტანდარტული ინოვაციური კონსტრუქციების განლაგება ქვეყნის მასშტაბით დაიწყო და გარე რეკლამაში წლების მანძილზე არსებული პრობლემების (უსახურობა, უსისტემურობა და ა.შ.) მოგვარებას შეუდგა.

    «Outdoor.ge» მომხმარებელს სთავაზობს სარეკლამო კამპანიის დაგეგმარებასა და რეკლამის განთავსებას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ბილბორდებზე, ლაითბოქსებზე, ტუმბოებზე, მონიტორებზე, არასტანდარტული შენობების დიდფორმატიან ფასადებსა და სახურავებზე. კომპანია ექსკლუზიური უფლებებითაც სარგებლობს, მაგალითად «თბილისის ტრანსპორტის კომპანიასთან» დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მეტროპოლიტენში განთავსებული სარეკლამო საშუალებების გაქირავებისა და მუნიციპალურ ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების უფლება მხოლოდ «Outdoor.ge»-ს აქვს.

    «ძალიან რთულია დღეს სარეკლამო ბაზარზე მუშაობა, მაგრამ არსებობს გარკვეული წესები, რომლითაც ყოველთვის ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს სარეკლამო ბაზარი, ამიტომ მთავარია ამ წესებს არ ვუღალატოთ. წესი ¹1 კი ის არის, რომ პირველ რიგში, კლიენტი გყავდეს კმაყოფილი. ჩვენ სერვისზე ორიენტირებული კომპანია ვართ და ჩვენთვის მთავარია, ნებისმიერ ვითარებაში მომსახურების მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ.

    ეკონომიკური კრიზისის პირობებში ბაზრისთვის შესათავაზებელი პროდუქციის მოცულობა შემცირდა, კომპანიების სარეკლამო ბიუჯეტების შემცირება ამანაც გამოიწვია, თუმცა არსებობენ სხვა ტიპის კლიენტებიც, რომლებიც კრიზისის დროსაც მუშაობენ და, შესაძლოა, უფრო აქტიურადაც კი. ვერ ვიტყვი, რომ რთული პერიოდი სამ-ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, ამ ხნის მანძილზეც  ფინანსური ნაკადების წყვეტა არ ყოფილა, უბრალოდ მცირედით შეიცვალა ურთიერთობის ფორმატი დამკვეთსა და კომპანიას შორის,» - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი დიმა ჩიქოვანი.

    როგორი იყო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით უკანასკნელი ერთი წელი? - ამ კითხვის პასუხად «Outdoor.ge»-ში ამბობენ, რომ ეკონომიკური განვითარების ჯანსაღი რიტმი ქვეყანაში ნამდვილად იგრძნობოდა. უდავოა, რომ სარეკლამო კომპანიისთვის წარმატების მთავარი განმსაზღვრელი კლიენტების რაოდენობა და დაკავებული სარეკლამო ფართის მოცულობაა. «Outdoor.ge»-ში არ მალავენ, რომ ამ მიმართულებით ციფრები ყოველდღიურად მზარდია. და კიდევ - მათთვის არ არსებობს მსხვილი და მცირე დამკვეთი, რადგან ბაზარზე მოქმედ ყველა კომპანიას - მცირე ბიზნესი იქნება ეს, საშუალო ზომის წარმოება თუ მსხვილი კომპანია - პოტენციურ კლიენტად მიიჩნევენ. თუმცა გამორჩეული კლიენტებიც ჰყავთ და გამორჩეული პროდუქტიც - ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ დამონტაჟებული ელექტრონული მონიტორები, რაც გარერეკლამის სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და წინგადადგმული ნაბიჯია. არადა, მანამდე ქართულ სარეკლამო ბაზარზე, წლების განმავლობაში მხოლოდ სტანდარტული სარეკლამო საშუალებები არსებობდა და მოულოდნელად, ერთ მშვენიერ დღეს, ქალაქში თანამედროვე, XXI საუკუნის «Outdoor.ge» გაჩნდა, რომელიც ევროპისა და ამერიკის ყველა დიდ ქალაქს ამშვენებს.

    «ის, რაც გავაკეთეთ, წელიწადნახევრისთვის საკმაოდ ბევრია. ბიზნესისთვის ყველაზე რთულ პერიოდშიც კი უნდა იფიქრო კლიენტის კმაყოფილებაზე და ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზო, რათა საკუთარი პროდუქცია მანაც სარფიანად გაყიდოს. რაც უფრო წარმატებული იქნება ჩვენი კლიენტი, მით უფრო წარმატებული ვიქნებით ჩვენ. კლიენტისა და ჩვენი ურთიერთობა უფრო გრძელვადიან პერიოდში უნდა განვიხილოთ, ვიდრე, უბრალოდ, კონტრაქტის დადებიდან მის ამოწურვამდე,» - ამბობს დიმა ჩიქოვანი.

    სარეკლამო კომპანიას რა დოზით სჭირდება სარეკლამო კამპანია? - ამ კითხვაზე «Outdoor.ge»-ში მოკლე და დამაჯერებელი პაუხი აქვთ: ის მუდმივად უნდა ჩანდეს!

     

  • ათწლიანი გამოცდილებით გამყარებული წარმატების თეორემა


    მიზანდასახული ბიზნესმენისთვის საქმე ხშირად ერთგვარი აზარტიცაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ბიზნესს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ბარიერების გადალახვა უწევს. კმაყოფილი მომხმარებელი კომპანიისთვის წარმატების «საზომი ერთეულია». თუმცა, კლიენტი რომ კმაყოფილი დარჩეს, ამას ხშირად წლები სჭირდება. მრავალფუნქციურმა «ტექსერვისცენტრმა» ათწლიანი მოღვაწეობით ჯერ მომხმარებლის ნდობა დაიმსახურა, შემდეგ კი იმიჯი გაიმყარა. «ტექსერვისცენტრის» დირექტორი ირმა იოსელიანი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის, რისკისა და ამავდროულად, გონიერი ბიზნესსტრატეგიის შედეგია. წლების განმავლობაში «ტექსერვისცენტრი» არაერთ კრიზისულ სიტუაციას გაუმკლავდა და თავის სფეროში განსაკუთრებული ნიშა დაიკავა.

     

     

    ფანჯარა წარსულში

     

    მრავალფუნქციური სერვისცენტრის დაარსება - ეს ამბიციური სურვილი ირმა იოსელიანს მუდმივად თან სდევდა. მანამდე კი, ბიზნესი ბანკიდან გამოტანილი ერთადერთი და უკანასკნელი სესხით წამოიწყო. თანხა «მეორადი» ამერიკული კომპიუტერების შეძენას და სკოლებში განვადებით შეტანას მოხმარდა. მოგება ბევრი არ იყო, სამაგიეროდ, საქართველოს ბაზრისკენ გაუჭრა გზა. დროთა განმავლობაში ქალბატონმა ირმამ ამ საქმიანობით დაინტერესებული გუნდიც შეკრა. შემოიკრიბა თანამშრომლები, რომელთაგან ბევრი დღესაც მხარში უდგას, განსაკუთრებით, ბეჟან ჩიტიშვილი.  

    თავიდან ახალგაზრდა ქალს ბიზნესში დიდხანს დარჩენის სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა. გეგმავდა, კომპანია 14 წლით უმცროსი ძმისთვის გადაებარებინა. სამწუხაროდ, უბედურმა შემთხვევამ ძმის ჯანმრთელობა დააზიანა და ამ სურვილის განხორციელებაში ხელი შეუშალა.

    ამასობაში, მისმა შვილმა ნოდარ იოსელიანმა ბიზნესის მართვის სპეციალობით განათლება მიიღო და სამომავლოდ კომპანიას სწორედ ის გაუძღვება.  

    სხვადასხვა პერიოდში ქალბატონმა ირმამ მდიდარი გამოცდილება მიიღო - მუშაობდა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, «სემეკში» და ბეჭდურ პრესაში - ჟურნალ «კოსმოპოლიტენის» ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. აითვისა ბუღალტრის პროფესია, მონაწილეობდა ლიზინგის შესახებ კანონის მიღებაში, წარმატებით გაიარა AჩჩA-ს საერთაშორისო კურსები და გახდა აუდიტორის ლიცენზიის მფლობელი. აუდიტორული შემოწმებები აქვს ჩატარებული ბათუმის პორტში.

    თუმცა, მის ძირითად საქმიანობად მაინც 2001 წელს დაფუძნებული კომპიუტერული ტექნიკის მომსახურების ფირმა «ტექსერვისცენტრი» რჩება, რადგან მაღალხარისხიანმა და ოპერატიულმა მომსახურებამ უამრავი კლიენტის სიმპათია დაიმსახურა.  

     

     

    ფანჯარა აწმყოში

     

    დღეს «ტექსერვისცენტრის» გუნდი მომხმარებლის ფართო წრეს მომსახურების პრაქტიკულად სრულ და ამით უპრეცედენტო პაკეტს სთავაზობს. კონკურენტებისგან განსხვავებით, ის ცდილობს, მომსახურების ყველა სფერო დაფაროს: პროგრამული უზრუნველყოფა, ქსელის მონტაჟი, კომპიუტერული აქსესუარები, საოფისე კომპიუტერული ტექნიკისა და ნოუთბუქების შეკეთება, კარტრიჯების აღდგენა და ა.შ.

    კომპანიის კიდევ ერთი მიმართულება საოფისე და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სერვისია: ფაქსების, ტელევიზორების, რადიოტელეფონების, ჩD/DVD-პლეერების, მუსიკალური ცენტრების, აუდიომაგნიტოფონების, ციფრული აპარატურისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, მინი-ავტომატური სატელეფონო სადგურების მონტაჟი, პროგრამირება.

     

     

    ფანჯარა მომავალში

     

    მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული, საყოფაცხოვრებო და ზოგადად მომსახურების სფეროში ყველაზე მტკივნეულ საკითხად კვალიფიციური კადრების დეფიციტი რჩება, ქალბატონი ირმა იმედოვნებს - მკაცრი საბაზრო გარემო ამ პრობლემასაც თანამიმდევრულად გადაწყვეტს.

    «როგორი წარმატებული ბიზნესმენიც არ უნდა იყო, ყოველთვის ვერ ახერხებ ისე დაიგეგმო, როგორც გსურს. მაგალითად, 2010 წელს საყოფაცხოვრებო მომსახურების გაძლიერებაზე ვფიქრობდით, მაგრამ მეტი მოთხოვნა ავტოსერვისზე გამოიკვეთა. ავტოსერვისი სხვადასხვა სახეობის მომსახურებას მოიცავს და ეჭვიც არ მეპარება, რომ აქაც წარმატებით მოვიკიდებთ ფეხს. ასე რომ, 2011 წელს საყოფაცხოვრებო მომსახურების გამყარებასა და პარალელურად - ავტოსერვის მომსახურებაზეც ვიზრუნებთ».

    ისევე, როგორც გასულ წლებში, «ტექსერვისცენტრი» სამომავლოდაც მიიღებს მონაწილეობას «ექსპო ჯორჯიაში» მოწყობილ დარგობრივ გამოფენებში  გამოცდილების გაზიარებისა და საქმიანი კავშირების დასამყარებლად.

    და რაც მთავარია - მრავალფუნქციური «ტექსერვისცენტრის» თანამშრომლები რეალურად ზრუნავენ მომხმარებელზე, დაწყებული ადგილზე მომსახურებით და დამთავრებული ლოიალური ფასების შეთავაზებით (სამედიცინო და სასკოლო დაწესებულებების მომსახურებაზე 20%-ანი ფასდაკლება).

    ირმა იოსელიანი გულწრფელად გვიმხელს, რომ ერთი შეხედვით ქალისათვის ნაკლებად საინტერესო ბიზნესს მართლაც ინტერესით მართავს. თანაც, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც სწორედ ქალის  ინტუიციასა თუ ლოგიკაზე დამყარებული გადაწყვეტილება საქმეში ყველაზე  მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

     

  • «ზარაფხანა» - მშვენიერების სამსახურში

    ცოტაოდენი რამ კომპანიის შესახებ

     

    საიუველირო კომპანია «ზარაფხანა» 70-წლიან ისტორიას მოითვლის. ეს უნივერსალური ტიპის საწარმო დღემდე ერთადერთი და განუმეორებელია მთელი საქართველოს მასშტაბით. ხანგრძლივი ისტორიისა და მდგრადი ტრადიციების მიუხედავად, კომპანია მუდმივად ზრუნავს ტექნოლოგიურ განახლებასა და კრეატიულ ზრდაზე, რის გარეშეც დღეს წარმოუდგენელია თანამედროვე საიუველირო ბაზარზე არსებობა. სულ ახლახან უახლესი ტიპის დაზგა-დანადგარებით აღჭურვამ განაპირობა ის, რომ კომპანიის პროდუქცია ხარისხიანი, დიზაინი კი - სრულყოფილი გამხდარიყო. დღეს «ზარაფხანა» აწარმოებს ოქროს, ვერცხლისა და თითბრის ნაკეთობებს, ფართოდ იყენებს როგორც ძვირფას, ისე ნახევარძვირფას, სანახელაო და ხელოვნურ ქვებს. ულამაზეს სამკაულებთან ერთად აქ მზადდება სუვენირები, საიუველირო ნაკეთობები, ჯილდოები, მედლები, ორდენები, სამკერდე ნიშნები და სხვ.

     

     

    გუნდური მუშაობიდან საუკეთესო შედეგამდე

     

    «ზარაფხანას» დირექტორის, ეკატერინე სოფიას მოღვაწეობა კომპანიაში მოსვლის დღიდან ნოვატორული, მიზანმიმართული და კრეატიული იყო. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახალ გუნდთან ერთად მან რადიკალურად შეცვალა კომპანიის სახე. დღეს «ზარაფხანაში» დამზადებული პროდუქცია თანამედროვე, კონკურენტუნარიანი და რაც მთავარია, სანდოა, სერვისი კი დახვეწილი და ხარისხიანი. კომპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა ბრუნვა.

    «ზარაფხანაში» თავდაუზოგავად მუშაობს კრეატიული ჯგუფი, რომელიც მის სახესა და სახელს ქმნის. ყველა ახალი მოდელი - თვეში 15-მდე და წელიწადში ერთი ვრცელი კოლექცია - ბაზრის მოთხოვნის, მოდის ტენდენციების და ეროვნული ელემენტების გათვალისწინებით, ნამდვილად «ზარაფხანაში» იბადება და სრულდება. თავისი მოხმარებლისთვის მუდმივად შემოთავაზებულ ვრცელ კოლექციებში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 2010 წელს შექმნილი მცხეთის კოლექციაც, რომლის შთაგონების წყაროდ მცხეთის სახელმწიფო არქეოლოგიურ მუზეუმში დაცული ექსპონატები იქცა. კოლექცია მთლიანად ეროვნულ მოტივებზე შეიქმნა, შესრულდა ოქროში, შეიმკო ბუნებრივი ძოწითა და გიშრით. სწორედ ამ კოლექციით კომპანიამ რეალობად აქცია არაერთი ჩვენგანის ოცნება - გააცოცხლა და სული შთაბერა იმ უნიკალურ საგანძურს, რომლის სილამაზემ და ღირსებამ საუკუნეებს გაუძლო.

     

     

    ექსკლუზიურობის ხიბლი

     

    ამ დროისათვის საიუველირო კომპანია «ზარაფხანა» ოპერირებს 7 მაღაზიას, 5 მათგანი მდებარეობს თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთიც ბათუმში. «ზარაფხანა» მომხმარებელს სთავაზობს ექსკლუზიური შეკვეთებისა და სერვისის სამსახურს, რომელიც ამზადებს ნებისმიერი სახის საიუველირო ნაკეთობას, ასევე სუვენირებს, მედლებს, სამკერდე ნიშნებს, ორდენებსა და სხვა სასაჩუქრე ატრიბუტიკას ძვირფას და არაძვირფას ლითონში.

     

     

    წარმატებულობის დასტურად

     

    საიუველირო კომპანია «ზარაფხანა» ყოველწლიურად მონაწილეობს ბიზნესის წამახალისებელ დაჯილოდოებებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ბოლო პერიოდში მიღებული დიპლომ-სიგელებიდან ყველაზე გამოსარჩევია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ «საქპატენტის» მიერ გადმოცემული საპატიო სიგელი უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშების პოპულარიზაციის საქმეში გაწეული წვლილისათვის,  საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო «პროფილის» მიერ გადმოცემული ჯილდო ნომინაციაში “რეპუტაცია და ნდობა». აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციაში «ზარაფხანამ» უკვე მეორედ გაიმარჯვა. სულ ახლახან კი «ოქროს ბრენდის» დაჯილდოების ცერემონიალზე კომპანიამ გამარჯვება მოიპოვა  ნომინაციაში «რჩეული საიუველირო ნაწარმი».

    აღსანიშნავია «ზარაფხანას» საქველმოქმედო აქტივობები. გამორჩეულ პროექტებს შორის არის ფესტივალი «მზერა», რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით და საქართველოს პრემიერ - მინისტრის პირადი პატრონაჟით ხორციელდება, ასევე, სათნოების სახლ «კათარზისის» პროექტი «მეც დავბერდები» და მრავალი სხვა.

     

     

    მომავლის გეგმებიდან

     

    «ზარაფხანა» სამომავლოდ გეგმავს ქსელის გაფართოებას საქართველოს მასშტაბით და ქვეყნის გარეთ. საგაზაფხულო კოლექცია, რომელსაც მომხმარებელი 2011 წლის აპრილში იხილავს, იქნება ახალი სიტყვა კომპანიის საიუველირო საქმიანობაში. კოლექცია შესრულდება ოქროში და ბუნებრივ ქვებში და იქნება მიმზიდველი როგორც ნოვატორული, ისე კომერციული თვალსაზრისით (ნაკეთობების ფასი დაიწყება 150 ლარიდან). ამის გარდა, კომპანიამ უკვე გააფორმა ჩარჩო ხელშეკრულება ცნობილ დიზაინერ ირაკლი ნასიძესთან, რომელიც თავის სახელობის ახალ, განსხვავებულ კოლექციას ჩაუდგება სათავეში, რომელსაც მომხმარებელი წლის ბოლოს იხილავს.

     

  • თამაში, რომელსაც თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია

    ჯეკპოტის გამარჯვებული შესაძლებელია გახდეს ნებისმიერი მოქალაქე, თუმცა უფრო გამიხარდება, თუ ის იქნება ისეთი მომხმარებელი და ოჯახი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება თანხა, რაც სრულიად შეცვლის მათ ცხოვრებას, მოუთმენლად ველით ჯეკპოტის პირველი გამარჯვებულის გამოვლენას და გვჯერა, რომ საკმაოდ ახლოს ვართ ამ დღესთან, - ამბობდა «საქართველოს ლატარიის კომპანიის» აღმასრულებელი დირექტორი ელი კეიდარი «სახე(ლ)ებთან» საუბარში მანამ, სანამ ჯეკპოტი გათამაშდებოდა. ამ განცხადებიდან ცოტა ხანში, 2010 წლის მიწურულს მთელი საქართველო გახდა მოწმე, მართლა როგორ შეიცვალა აფხაზეთიდან დევნილი ზამირა თორდინავას ოჯახის ცხოვრება. 4 მილიონ ოთხასი ათასი ლარი - ამ რაოდენობის თანხის მფლობელი გახდა ქალბატონი, რომელიც, როგორც დევნილთა უმრავლესობა, ყოველდღიური ვაჭრობით არჩენდა ოჯახს.

    ჯეკპოტის გათამაშებიდან სამიოდე კვირაში, ზამირა თორდინავას მსგავსად, ცხოვრების საკმაოდ გაუმჯობესების შანსი თბილისელ დავით ლომინაძესაც მიეცა, რომელმაც ლოტოს ბილეთით საკმაოდ სოლიდური თანხა -  500 ათასი ლარი მოიგო. 

    «საქართველოს ლატარიის კომპანია» 2010 წლის 1 ოქტომბერს ერთი წლის გახდა. ამ ხნის მანძილზე ლოტოს 87 000-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს, ხოლო მომგებიან ბილეთებში, ლოტოსა და ტოტოში მთლიანად 5 400 000-ზე მეტი გამარჯვებული ბილეთია გამოვლენილი და 35 მილიონ ლარზე მეტია გაცემული მოგების სახით. შთამბეჭდავია ციფრებიც, რაც ერთი წლის კომპანიას გადასახადების სახით ქვეყნის ბიუჯეტში აქვს შეტანილი: ფინანსთა სამინისტროში ლატარიის გადასახადი 10,675,990 ლარი, ბიუჯეტში კი – 6 000 000 ლარამდე. 

    ელი კეიდარი: «საქართველოს ლატარიის კომპანია» ცხოვრების რადიკალურად შეცვლას საკმაოდ მცირე დანახარჯით გთავაზობთ. მაგალითად, ისრაელში, საიდანაც მე გახლავართ, ჯეკპოტის მფლობელებმა ცხოვრება სრულიად ახალი ფურცლიდან დაიწყეს. ამჟამად ისრაელში ჯეკპოტი თითქმის იგივე ოდენობისაა, რაც საქართველოში და უამრავი მომხმარებელი ყიდულობს ლატარიის ბილეთს.»

    იმ ქვეყნებში, სადაც ეროვნული ლატარიაა, მოსახლეობა მოგებისა და გართობის მიზნით, დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ყიდულობს ბილეთებს. ეროვნული ლატარია ყველგან ქმნის იმ დოვლათს, რომელიც საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის. ბევრ ქვეყანაში ეროვნული ლატარიის გაყიდვებიდან  შემოსული თანხით ხელი ეწყობა სპორტისა და კულტურის განვითარებას. შესაბამისად, ამ  თანხის ნაწილი კვლავ მომხმარებელს და ქვეყნის მოქალაქეებს უბრუნდება. «ჩვენ გვსურს, რომ თითოეულმა მომხმარებელმა და მოქალაქემ «საქართველოს ლატარიის კომპანია» აღიქვას, როგორც მათი კეთილდღეობის საშუალება, რაც ქველმოქმედებით, გამარჯვებულთა გამოვლენით და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების გზით უკან დაუბრუნდება მათ და ქვეყნის მომავალ თაობას,»– ამბობს ელი კეიდარი.

    «საქართველოს ლატარიის კომპანიამ» უკვე დანერგა ის საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც წლების მანძილზე არსებობს დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში. ამ ქვეყნებში ეროვნული ლატარიის მიერ შეთავაზებული პროდუქტები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლატარიას მოაქვს გართობა და მოგებით გამოწვეული სიხარული, ხოლო კომპანიები თავის მხრივ ახორციელებენ საქველმოქმედო აქციებს. ეს არის ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია, როგორც მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის, ასევე კომპანიისთვის.

    სანდოობისთვის, რა თქმა უნდა, კომპანიას სჭირდებოდა ყველაზე თანამედროვე, დახვეწილი ტექნოლოგიები და დაინერგა კიდეც. დღეისათვის კომპანია იყენებს საკმაოდ დახვეწილ ეGAME (იგეიმ) ტექნოლოგიებს. ქართული ლოტოტრონი ისეთივე სტანდარტისაა, როგორსაც იყენებენ ყველა დანარჩენ ქვეყანაში. აგრეთვე, სრული გამჭვირვალობისთვის, ლოტოს გათამაშება იმართება პირდაპირ ეთერში და თითოეული მომხმარებელი თავად ხედავს, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი. როგორც ლატარიის კომპანიაში ამბობენ, საქართველოს ლატარიის კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ტექნოლოგიების განვითარებაში და ეს მათი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა.

    გამარჯვებულების რაოდენობის ზრდას ხელი იმანაც შეუწყო, რომ კომპანიამ მატრიცა შეცვალა და მომხმარებელს თამაშის ახალი პრინციპი შესთავაზა, ანუ 49-ის ნაცვლად, ამჯერად 36 რიცხვიდან უნდა აირჩეს 6 ციფრი. «არ მესმის, რატომ არ უნდა მოუნდეს ადამიანს ბილეთის შეძენა, რომელსაც დიდი ცვლილების მოტანა შეუძლია მისთვის. ისრაელშიც ზუსტად ისე ხდება, როგორც საქართველოში. ყოველდღიურად ვიგებთ მედიასაშუალებებით, თუ რამდენია ჯეკპოტი, ვინ არიან გამარჯვებულები და, შესაბამისად, დანარჩენ მომხმარებელსაც უჩნდება იგივე სიხარულის გაზიარებისა და მილიონების მოგების სურვილი. რაც უფრო მეტი ადამიანი შეიძენს ბილეთებს, მით უფრო მაღალია ჯეკპოტის გათამაშების შანსი,» – ამბობს ელი კეიდარი.

    კითხვაზე, თუ რამ გადააწყვეტინა საქართველოში სამუშაოდ ჩამოსვლა, მხოლოდ ბიზნესმა თუ რაიმე პირადულმა,  ბატონი ელი კეიდარი გვპასუხობს:

    «მე საკმაოდ დიდ კომპანიებს ვმართავდი ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. როდესაც საქართველოში ჩამოსვლა შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია, რადგან მიყვარს ნებისმიერი საინტერესო გამოწვევა, თანაც საქართველო არც თუ ისე შორსაა ისრაელისგან. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, მალევე უყვარდება თქვენი კულტურა, ბუნება, ხალხი და მოხიბლული რჩება თქვენი სტუმარ-მასპინძლობით. როგორც აღვნიშნე, ეს ჩემთვის საკმაოდ დიდი და საინტერესო გამოწვევა იყო და შესაბამისად, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი საქართველოში ჩამოსვლასა და საქართველოს ლატარიის კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას. ამ ეტაპზე ჩვენ მომდევნო ხუთი წლის სამუშაო სტრატეგიას ვამზადებთ. ამ სტრატეგიის ნაწილი გარკვეულ სოციალურ აქტივობებსაც მოიცავს. ვსწავლობ ქართული ბაზრის ტენდენციებს. რა თქმა უნდა, «საქართველოს ლატარიის კომპანია» გააგრძელებს საქველმოქმედო, ფილანტროპულ საქმიანობას, თუმცა ამისთვის კვლევა მიმდინარეობს და მალე ზუსტად განისაზღვრება მიმართულებები. მიხარია, რომ საქართველოში ვარ და «საქართველოს ლატარიის კომპანიას» ვხელმძღვანელობ, რომელსაც წინ დიდი წარმატება ელის. საკმაოდ დიდი იქნება ჩვენი კომპანიის მიერ ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის გაწეული თანადგომა, რაც თქვენს ულამაზეს ქვეყანას საკმაოდ დაეხმარება».

  • NOKIA-»როცა კარგი ტონი» და ხარისხი აბსოლუტურ ჰარმონიაშია

    მობილური ტელეფონების მწარმოებელთა შორის უკვე ათეული წლებია, ფინური კომპანია NOKIA ლიდერობს. პირველი საგარანტიო სერვისცენტრი თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 2003 წელს გაიხსნა. 12-წლიანი ურთიერთობის შედეგად საქართველოში NOKIA-ს ბრენდი უკვე «სავაჭრო სახლ გოლეთიანთან” ასოცირდება, რომელსაც თბილისის ოფისებში 65 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, საქართველოს მასშტაბით კი - 500-მდე. NOKIA-ს ბრენდი, ხარისხიანი პროდუქციის გარდა, საკმაოდ კარგად გამართული საგარანტიო სერვისით გამოირჩევა.

    ბიჭიკო გოლეთიანი: «თუ ტელეფონი მექანიკურად არ არის დაზიანებული, ერთი წლის განმავლობაში მომსახურება  უფასოა. მექანიკური დაზიანების შემთხვევაშიც კი სერვისის პერსონალი მაქსიმალურად ცდილობს, მომხმარებელი კმაყოფილი გაუშვას. მთელ მსოფლიოში  NOKIA-ს პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი, ხარისხიანი და საინტერესო პროდუქციის გარდა, უმაღლეს დონეზე აწყობილი საგარანტიო სერვისიცაა. შესაბამისად, როცა საგარანტიო სერვისი კარგია, ხალხის ნდობაც მაღალია კომპანიის მიმართ.  თუ მფლობელს ტელეფონი სითხის ზემოქმედებით დაუზიანდა, ან რაიმე ნაწილი გაუტყდა, ის მხოლოდ ნაწილის ღირებულებას იხდის. 1 წლის გასვლის შემდეგ, 2 წლის განმავლობაში პროგრამულ განახლებაზე 70%-იანი ფასდაკლება ვრცელდება, ხოლო 30%-იანი ფასდაკლება ძალაში რჩება მექანიკური დაზიანების შემთხვევაში”.

    ბონდო გოლეთიანი, «ჯორჯიან მობაილ იმპორტის” დირექტორი: “ჩვენი კომპანია  პროდუქციის იმპორტით, დისტრიბუციით და ბაზრის ანალიზით არის დაკავებული. სამსახურის ანალიტიკოსები ადგენენ სამომავლო პროგნოზებს მიმდინარე სტატისტიკის მიხედვით და შესაბამისად, უკვეთავენ NOKIA-ს. დღეისათვის 200 დილერი გვყავს. ტექნიკით მოვაჭრე თითქმის ყველა ქსელი ჩვენი პარტნიორია. ერთობლივი მუშაობა გვეხმარება მომავალი გაყიდვების დაგეგმარებაში. დღესდღეობით მსოფლიოში NOKIA-ს 60-ზე მეტი დასახელების აქტიური მოდელი იყიდება. საქართველოს ბაზარზე ყოველი მათგანია წარმოდგენილი. ზოგიერთ მოდელს 3-4 ფერიც აქვს”.

    ცხოვრების ტემპი იმდენად დაჩქარდა, რომ ადამიანს დრო არ რჩება საკუთარი ბიზნესის ოფისიდან სამართავად. მას მუდმივი გადაადგილება უწევს და, შესაბამისად, NOKIA-მ ამ ტიპის მომხმარებლების ინტერესები გაითვალისწინა და ბიზნესკლასის E სერია შექმნა, რომელიც თავისი ფუნქციით უტოლდება კომპიუტერებს.

    NOKIA ელიტარული კლასის მომხმარებლისთვის ახალ, პრემიუმ-კლასის მოდელს ამზადებს, რომლის დასახელებაც ჯერ გასაიდუმლოებულია. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ NOKIA მხოლოდ VIP-კლასის მომხმარებელზე ზრუნავს. NOKIA–ს კონსულტანტების ძირითადი ამოცანა მომხმარებლისთვის არა ძვირიანი, არამედ მისი პროფესიისა და ინტერესების შესაფერისი ტელეფონის შერჩევაა. არის მცირებიუჯეტიანი მოდელები, ასეთი ტელეფონების ფასი 59 ლარიდან იწყება. ასე, რომ NOKIA ყველასთვის ხელმისაწვდომია. ტელეფონები განსხვავდება სხვადასხვა ფუნქციით: ფოტოკამერის ხარისხი NOKIA  N8-ს უკვე 12 მეგაპიქსელი აქვს. მსოფლიო ბაზარზე სმარტ-ფონების 40% NOKIA-ს ეკუთვნის, დანარჩენი კი - სხვადასხვა ბრენდებს, ერთად აღებულს.

    დროთა განმავლობაში NOKIA-ს ყველა ქვეყანაში ფანკლუბი გაუჩნდა, მათ შორის, ჩვენშიც. ხშირად ატარებენ სხვადასხვა შეჯიბრს: ჯომარდობაში, ბილიარდში და სხვა. NOKIA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.nokia.ge; www.forum.nokia.com.ge, ინტერნეტ-ფორუმია, სადაც ფანები ერთმანეთს აზრებს უზიარებენ, თამაშდება ვიქტორინები, გამარჯვებული ფანი ტელეფონით ჯილდოვდება. ჯილდოვდებიან წარმატებული დილერებიც.  მაგალითად, ერთ-ერთი წარმატებული დილერი ავტომანქანითაც კი დაჯილდოვდა.

    მოკლედ, NOKIA  ის ბრენდია, რომლის პროდუქციაც მსოფლიოში ხელმისაწვდომია საზოგადოების ყველა ფენისთვის, აქვს მაღალი ხარისხის ტექნიკა და სერვისი, აწყობილი მენეჯმენტი, ჰყავს ჭკვიანი ანალიტიკოსები და მმართველები. და ბოლოს, NOKIA უაღრესად სახალხო ბრენდია, რომლის ტარებაც «კარგი ტონია,” ოღონდ ისე, რომ ტონი და ხარისხი აბსოლუტურ ჰარმონიაშია.

     

     

  • ახალი თაობის ბიზნეს-სახე

     «რა არის ბიზნესში მთავარი?» - ამ კითხვაზე გამოცდილი ბიზნესმენებიც ბევრს ფიქრობენ, 23 წლის ოთარ ქათამაძემ კი ადვილად იპოვა პასუხი: «არა მარტო ბიზნესში, ყოველდღიურ, ადამიანურ ურთიერთობებშიც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი უბრალოების შენარჩუნებაა. რაც უფრო უბრალო ხარ, მით უფრო აფასებ საკუთარ თავს და გაფასებენ გარშემომყოფებიც.»

    ,,მოუსმინე, ისწავლე, მაგრამ განსაჯე ისე, როგორც სწორია,» - ეს ცნობილი გამონათქვამიც ოთარის საყვარელი ფრაზაა. მოსმენას ადამიანებისგან, სწავლას კი წიგნებიდან ამჯობინებს: «ყველაფერი, რაც ინტერნეტშია, ადამიანის ტვინიდან არის გადატანილი. ამიტომ საიტებზე და სოციალურ ქსელებზე ძრომიალს სხვადასხვა თაობის ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობა მირჩევნია, მათგან უფრო მეტს ვსწავლობ. ჩემი უმცროსი და 11 წლისაა, მე მისგანაც ვსწავლობ: დავუჯდები ხოლმე და ვხვდები, რა სჭირდებათ მის ასაკში, რა მოთხოვნები აქვთ. ბებია-ბაბუასთან ურთიერთობა მათი ასაკის ადამიანების მოთხოვნებს მაცნობს.»

    ამ სიტყვების ავტორი ოთარ ქათამაძე ჯერ ძალიან ახალგაზრდაა - 1987 წლის 18 დეკემბერს დაიბადა. მერვე კლასში იყო, თბილისში მიწისძვრა რომ მოხდა და სკოლებში სწავლა დროებით შეაჩერეს. ეს მიწისძვრა სერიოზული ბიძგი აღმოჩნდა ოთარისთვისაც: სკოლაში აღარ დაბრუნებულა, მშობლებმა სასწავლებლად ბრიტანეთში გაგზავნეს, სკოლა, ბაკალავრიატი და მაგისტრატურა იქ დაამთავრა. ბაკალავრიატში ფინანსებს სწავლობდა, მაგისტრატურაში - ინტერნაციონალურ ბიზნესსა და მენეჯმენტს. რაც შეეხება მარკეტინგს, ეს სფერო უფრო პრაქტიკაში გამოსცადა და მიაჩნია, რომ სწორადაც მოიქცა.

    რა ასაკში უნდა გაუშვას მშობელმა შვილი უცხოეთში სასწავლებლად? დღეს ეს საკითხი ძალიან აქტუალურია. ოთარი ამბობს, რომ ადრეულ ასაკში უცხოეთში ყოფნას თავისი პლუს-მინუსები აქვს, თუმცა თუ მოზარდი მყარია თავის გადაწყვეტილებებში, მას გარემო ხელს ვერ შეუშლის.

    ოთარ ქათამაძე: «კარგი და ცუდი ყველგანაა, უცხოეთშიც და აქაც, უბრალოდ, არჩევანის საკითხია, შენ რომელს აირჩევ. მე რომ წავედი, საქართველოში მაშინ არეული სიტუაცია იყო, ბევრი ჩემი თანატოლი ასცდა გზას. თუმცა უცხოეთში წასულსაც ბევრს ვიცნობ, ვისაც შეეძლო, იქ წარმატებისთვის მიეღწია, მაგრამ უქმად ყოფნა არჩია. დამოუკიდებლობა ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა, რაც უცხოეთმა მომცა. პატარა ვიყავი, როცა წავედი, მაგრამ ვიყავი მოტივირებული, რომ ჩემში ჩემმა ოჯახმა დიდი თანხა ჩადო და ეს უნდა გამემართლებინა. სირთულეები, რა თქმა უნდა, მქონდა, იგივე ენის ბარიერი... შეიძლება ითქვას, რომ მე იქ ჩამოვყალიბდი ადამიანად, თუმცა რაც უფრო შორს ვიყავი საქართველოდან, მით უფრო ვქართველდებოდი, იქაურად არ ჩამოვყალიბებულვარ...»

    მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, ინგლისში ცოტა ხანს იმუშავა, ჩეხური კომპანიიდან ჰქონდა შეთავაზება მაღალანაზღაურებად სამსახურზე, მაგრამ საქართველოში დაბრუნდა.

    «ბევრი დღემდე მეკითხება, საქართველოში რატომ დაბრუნდი, რა გინდოდაო... ფაქტობრივად, ბავშვობიდან ვარ წასული, ცხრა წლის განმავლობაში მხოლოდ თვენახევრით ჩამოვდიოდი. როდესაც მაგისტრატურა დავამთავრე, შვილს ველოდებოდი და არ მინდოდა, ჩემი შვილი საზღვარგარეთ გაჩენილიყო. თუმცა, ოჯახი რომც არ შემექმნა, მაინც საქართველოში დავრჩებოდი, აქ თავს საკუთარ სახლში ვგრძნობ. მინდა, ჩემს თაობას, უფრო პატარებს ვთხოვო,  სადაც არ უნდა იყვნენ, ქართული კულტურა, ტრადიციები არ დაივიწყონ. გული მტკივა, რომ ახალი თაობა არასწორ ღირებულებებს ირჩევს. დიდად ეკლესიური არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, დღევანდელ ახალგაზრდობას ძალიან აკლია რწმენა და სწორი ფასეულობები». 

    ოთარი ვაკეში გაიზარდა, ქობულეთის ქუჩაზე. ინგლისში წასვლამდე ჩვეულებრივი 12-13 წლის ბიჭი იყო, რომელსაც ქუჩაშიც უწევდა დგომა. მშობლები ფიქრობდნენ, რომ ქუჩის ცხოვრებაც აუცილებლად უნდა გაევლო. ქუჩა ახლაც ენატრება: «დრო არ მაქვს, თორემ სიამოვნებით ვივლიდი ქუჩაში, ჯინსებით და კედებით. ასე ჩაცმული თავს ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ“.

    ჯინსები ახლა მხოლოდ სახლში აცვია. სამსახურის დრეს-კოდი მისგან უკვე სოლიდურობას მოითხოვს: ოთარ ქათამაძე ნავთობკომპანიის პრეზიდენტია, ისევე, როგორც მისი მამა, ზაზა ქათამაძე – „ლუკოილის“ პრეზიდენტი. ოთარისთვის ორი ბიზნესმენია ამ ქვეყნად მისაბაძი: ერთი მამამისი და მეორე – მექსიკელი ბიზნესმენი კარლოს სლიმი.

    ოთარ ქათამაძე: «მამაჩემი რომ არის, იმიტომ არ ვამბობ: ზაზა ქათამაძემ აბსოლუტურად ნულიდან დაიწყო ყველაფერი. ცხოვრობდა სოხუმში, 11 წლისას დაეღუპა მამა, ჩამოვიდა თბილისში და თავისი შრომით მიაღწია ყველაფერს. უცხოელი ბიზნესმენებიდან ძალიან დიდ პატივს ვცემ ტელეკომუნიკაციების მაგნატ კარლოს სლიმს. წარმოშობით ნახევრად მექსიკელი, 14 წლისა ჩავიდა მექსიკაში, სიტყვა არ იცოდა ესპანურად. ახლა 70 წლისაა და ტელეკომუნიკაციების მაგნატია. ეს არის ადამიანი, რომელსაც მთელი ოჯახი ჰყავს ბიზნესში ჩართული».

    რისკი, პარტნიორები, ბიზნეს-პრინციპები, ბიზნეს-პრიორიტეტები, სამომავლო ბიზნეს-გეგმები ეს ის თემებია, რასაც, ბუნებრივია, ახალგაზრდა ბიზნესმენთან საუბრისას ვერ ასცდები. ოთარ ქათამაძე ძალიან მარტივად, უბრალოდ ყვება თავის საქმიანობასა და ბიზნეს-პრინციპებზე. 

     

     

    რისკი

     

    „ბიზნესში ძალიან რისკიანი ვარ, მირჩევნია, გავრისკო და ამ გარისკულიდან ვისწავლო, ვიდრე არ გავრისკო და საკუთარი შესაძლებლობების შესახებ პასუხი არ მქონდეს. ბევრი გამირისკია, ბევრი არ გამომსვლია, ბევრი შანსი არ ან ვერ გამომიყენებია, რასაც ჩემს გამოუცდელობას ვაბრალებ.» 

     

     

    პარტნიორები

     

    «ყველგან მყავს სანდო ადამიანი, რომელიც, ფინანსებიდან დაწყებული, მენეჯმენტით დამთავრებული, ყველაფერს აკონტროლებს. აბსოლუტურად ყველა საქმეში მყავს ჩართული ახლობელი ადამიანი, რომელსაც საქმეში აქვს გარკვეული წილი, რომელიც მას სრულფასოვან პარტნიორად ხდის. ის, რომ ახლობელი ადამიანი არ უნდა გააკარო ბიზნესს, ჩემთვის მიუღებელია. საბედნიეროდ, მყავს ირგვლივ ადამიანები, ბიზნეს-პარტნიორები, რომელთაც მთელი ცხოვრება შემიძლია, ვენდო».

     

     

    ბიზნესარეალი

     

    ოთარის აზრით, მცდარია მოსაზრება, რომ ბიზნესი მხოლოდ დიდ ქალაქებში, ძირითადად კი თბილისში კეთდება. ამბობს, რომ საქართველოს რეგიონებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ორ წელიწადში ამას ყველა მიხვდება. ამიტომ ცდილობს, მოვლენებს წინ გაუსწროს და რეგიონებში ობიექტების შესასწავლად ხშირად ჩადის. აქვს საინტერესო პროექტები რეგიონებში, კერძოდ, სამეგრელოსა და აჭარაში.

     

     

    ბიზნესპრიორიტეტები

     

    «ნამდვილად ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მინდა და მომწონს. რა თქმა უნდა, პრიორიტეტული მაინც მამის ბიზნესია, თუმცა ვცდილობ, სხვადასხვა სფეროებიც მოვსინჯო. ძალიან მომწონს საყოფაცხოვრებო სფერო, ანუ ის, რაც კომფორტს უკავშირდება და ვამუშავებ კიდეც რამდენიმე ასეთ პატარა, საყოფაცხოვრებო ობიექტს. მე თვითონ ძალიან კომფორტის მოყვარული ადამიანი ვარ და ვცდილობ, სხვასაც შევუქმნა კომფორტი.» 

    ამ ეტაპზე ახალი ჰობი გამოუჩნდა: ივრითს სწავლობს, ფიქრობს, რომ ეს ენა ბიზნესშიც გამოადგება. რუსული და ინგლისური კარგად იცის, გერმანული და თურქული კი ესმის.

     

     

    ოჯახი

     

    მეუღლე, ანი, ხუთი წლის წინ გაიცნო. ორი წლის წინ დაოჯახდნენ, ჯერჯერობით ერთი შვილი ჰყავთ, ბაბუის მოსახელე ზაზუკა. ანიმ მაგისტრატურა დაამთავრა ხელოვნების ისტორიაში, ახლა საკუთარ კომპანიას ქმნის და მეუღლე ეხმარება ბიზნესის აწყობაში, უნდა, რომ ანიმაც გამოსცადოს ბიზნესში საკუთარი თავი.

    კითხვაზე, როგორ ხედავს თავს ორმოცი წლის ასაკში, ოთარი ამბობს: „ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი გეგმების  თუნდაც 10%-ს მივაღწევ. ორმოცი წლის ასაკში ხუთი შვილი მინდა მყავდეს, თუ ცოლი არ გამიბრაზდება.  თუმცა, ორივე გამრავლების მომხრეები ვართ. ცხოვრების არც ერთ წამს არ ვკარგავ, რათა მომავალში დიდი და უზრუნველყოფილი ოჯახი მქონდეს“.

    სწორედ იმიტომ, რომ დროს მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ოთარ ქათამაძე სახლიდან საათის გარეშე არ გამოდის. საათების დიდი კოლექციაც აქვს. სიმბოლოები უყვარს, ამიტომ არც საქორწინო ბეჭედს იხსნის.

    „თუმცა, ცრუმორწმუნე არ ვარ. ინტუიცია გადაწყვეტილების მიღებაში მეხმარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ვიცი, როგორ მოვიქცე».

     

     

    სტილი

     

    «აბსოლუტურად ყველა ბრენდთან მაქვს შეხება. ძირითადად კლასიკურ სტილში მიწევს ყოფნა, თუმცა სპორტული სტილი მიყვარს და სახლში სულ სპორტულად მაცვია. სნობი ნამდვილად არ ვარ. ავტომანქანების მოყვარული ვარ, ამჯერად ლექსუსის ჯიპით დავდივარ. მყავს პორშეც, რომელიც საკუთარი ფულით ვიყიდე 21 წლის ასაკში».

    «ჩემ გარშემო ადვილად არავის არაფერი მიუღწევია და მეც ეს გზა მინდა, გავიარო, ამისთვის მთელი ცხოვრება მაქვს წინ.» - ამბობს ოთარ ქათამაძე – ახალი თაობის ბიზნეს-სახე, რომელიც მასში ჩადებული ინვესტიციის გამართლების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს .

     

     

  • “ჯი-თი გრუპი - მსოფლიო ავტოინდუსტრიის გიგანტების პარტნიორი საქართველოში“

    ბიზნესში წარმატების ფორმულა ზოგჯერ მარტივია, ზოგჯერ - რთული, მაგრამ რა სირთულის ან სიმარტივისაც  უნდა იყოს, მის კომპონენტებს შორის აუცილებლად იქნება ცოდნა, შრომა და გამოცდილება. თუმცა, თუ ბიზნესმენს იღბალიც არ წყალობს, ყველა მცდელობა - გახდეს წარმატებული, კრახისთვისაა განწირული. ამასთან, იღბალმა რომ ზურგი არ აქციოს, ალღოც უნდა ჰქონდეს და პარტნიორების შერჩევაც კარგად უნდა შეეძლოს. მოკლედ, წარმატებისკენ სავალი გზა რთულია, თუმცა - საინტერესო.

    ქართული კომპანია «ჯი-თი გრუპის» დამფუძნებლები იმ იღბლიან ბიზნესმენთა შორის არიან, რომელთაც ბიზნესის ალღოც ჰქონდათ, შრომაც იცოდნენ, ცოდნაც გააჩნდათ და პარტნიორებიც საიმედო შეარჩიეს.

    მათ ბიზნესში ძალები 90-წლების ბოლოს მოსინჯეს და საქართველოში კასტროლ-ის პროდუქციის იმპორტი დაიწყეს. ამ ბიზნესმა მალე მოიტანა წარმატება, კომპანია მოძლიერდა და ახალი მიმართულებების ათვისება დაიწყო. «ჯი-თი გრუპმა» კასტროლისგან ექსკლუზიურად მიიღო არა მარტო საქართველოს ბაზარზე დისტრიბუციის, არამედ სომხეთის და უზბეკეთის ბაზრებზე ოპერირების უფლებაც. ბიზნეს-სტარეტეგიასა და მარკეტინგული პოლიტიკის წყალობით «ჯი-თი გრუპი» საცხებ-საპოხი მასალების ბიზნესში საქართველოში უპირობო ლიდერი გახდა.

    2005 წელს «ჯი-თი გრუპი» უკვე ჰოლდინგად ჩამოყალიბდა. შვილობილი კომპანიები თანდათან ემატებოდნენ. დღეს «ჯი-თი გრუპის» დიდ ოჯახში შედიან «ჯი-თი მოტორსი», “ჯი-თი ფუდი”, «ევროპროდუქტი» და «კოლხი ჯგუფი».

    უკვე წლებია, «ჯი-თი გრუპმა» მსოფლიო ავტოინდუსტრიის გიგანტი კორპორაციების ნდობა მოიპოვა. მისი პარტნიორები არიან: Ford, Land Rover, Suzuki, Ford Cargo, New Holland Agriculture, New Holland Construction, AgroMaster, Castrol, Goodyear და სხვა.

    2010 წელს «ჯი-თი გრუპი» მსოფლიოში საბურავების უმსხვილესი მწარმოებლის Goodyear-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. Goodyear-ის სამარკო ნიშნით მზადდება საბურავები, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო და სპეცტექნიკისთვისაც.

    «ჯი-თუ გრუპმა» დაიწყო Goodyear-ის ბრენდირებული მაღაზიების ქსელის მოწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით. უკვე გაიხსნა მაღაზიები ფოთსა და თბილისში, მალე მაღაზიები ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც იქნება.

    «ჯი-თი გრუპი» საცხებ-საპოხი მასალებისა და საბურავების გარდა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო, სპეციალური და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ავტოსათადარიგო ნაწილების იმპორტიორია. კომპანია არაერთ სახელმწიფო და კერძო კომპანიას აწვდის სხვადასხვა სახის ტექნიკას. სახანძრო, სამაშველო, ნაგავშემკრები, სანიაღვრე, ხეების გადამრგველი და ქუჩის სარეცხი თანამედროვე ავტომობილები, თვითმცლელები, ავტოამწეები, ბეტონის ამრევები სწორედ «ჯი-თი გრუპის» მიერაა შემოყვანილი. რაც მთავარია, ამ ავტომობილებისთვის საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურებას კომპანია თავადვე უზრუნველყოფს.

    «ჯი-თი გრუპი» ლიდერია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ბაზარზეც. კომპანია ჯერ კიდევ 2008 წელს გახდა FIAT Group-ში შემავალი New Holland Agriculture-ს ოფიციალური წარმომადგენელი. ამ ტექნიკის ძირითადი შემსყიდველი სახელმწიფო ან ის ფერმერები არიან, რომელთაც საერთაშორისო დონორები აფინანსებენ. New Holland Agriculture-ს მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკითა და AgroMaster-ის მისაბმელი ტექნიკით «ჯი-თი გრუპმა» ინგლისში გამართული საერთაშორისო ტენდერი მოიგო, რომელშიც მსოფლიოს უმსხვილესი სასოფლო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ.

    2010 წელს «ჯი-თი გრუპს» ახალი პარტნიორი შეემატა და მისაბმელი ტექნიკის წარმოებაში მსოფლიოში აღიარებული ფრანგული კომპანია “KUHN”-ის წარმომადგენელი გახდა საქართველოში.

    levan gogsaZe, «ჯი-თი გრუპის» გენერალური დირექტორი: მიუხედავად იმისა რომ ნელ-ნელა დაიწყო ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, 2010 წელი ბიზნესისთვის მაინც საკმაოდ რთული იყო. ჩვენ ერთ ადგილას არ ვჩერდებით და მუდმივად ვცდილობთ გაფართოებას. რამდენიმე ახალი ბრენდი დაგვემატა. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სერიოზული სიახლე გვაქვს, ფრანგული კომპანია «კუნის» დისტრიბუტორები გავხდით. ასევე «New Holland Construction»-თან გაფორმდა ხელშეკრულება და უკვე მისი ლიდერები ვართ. ეს კოპანია სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. ჩვენთვის საინტერესოა ახალ პარტნიორებთან ურთიერთობა, რაც, ამავე დროს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაცაა. «ჯი-თი გრუპის» შვილობილი კომპანია «კოლხი ჯგუფი» სამშენებლო მასალების, დეკორატიული და მოსაპირკეთებელი ქვების, გადასახური და საიზოლაციო მასალების იმპორტით არის დაკავებული.

    2010 წელს ჰოლდინგის კიდევ ერთმა წევრმა «ჯი-თი მოტორსმა» გააფართოვა ბიზნესი და Suzuki-ის ოფიციალური დილერი გახდა საქართველოში.

    ჰოლდინგის კიდევ ერთი შვილობილი «ევროპროდუქტი» დღეს კვების პროდუქტების ბაზრის ლიდერია საქართველოში. მისი პარტნიორები არიან მსოფლიოში აღიარებული ბრენდები «ვალიო» (ფინეთი), Arla (დანია), Bayernland (გერმანია) და სხვა.

    2011 წლისთვის «ჯი-თი გრუპი» არსებული ბიზნესის განვითარებას გეგმავს და მიმდინარე წელს იმედის თვალით უყურებს, როგორც კომპანიისათვის, ასევე მთელი ქვეყნისათვის.

     

  • «თეგეტა თრაქ ენდ ბას”«“- ქართული კომპანია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი მანქანათმშენებელი კონცერნები ენდობიან

    ვეყნის ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორი მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები და ინფრასტრუქტურული პროექტებია. ხარისხიანი სპეც-ტექნიკის გამოყენებას კი ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მორალურად და ფიზიკურად მოძველებული ტექნიკით თანამედროვე ეკონომიკას ვერ ააშენებ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს «თეგეტა მოტორსის» მესვეურებმა, ქართული სამშენებლო ინდუსტრია უმაღლესი ხარისხის ავტო-ტექნიკით მოემარაგებინათ.

    2006 წელს შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დაარსდა, რომელიც გერმანული მანქანათმშენებელი კონცერნის MAN TRUCK & BUS AG-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა. სწორედ ამ დროიდან გამოჩნდა ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში  MAN-ის ახალი და მოდერნიზებული ტექნიკა.

    „თეგეტა თრაქ ენდ ბას“ «თეგეტა მოტორს»-ის დიდი ოჯახის წევრია, რომელმაც მალე მოიპოვა წარმატება. წარმატებას მოჰყვა პარტნიორთა სპექტრის გაფართოება და თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებთან: SCHMITZ-CARGOBULL, CIFA, FAUN, ZIEGLER, KATMERCILER, TEREX, ISUZU, JCB და სხვა.

    „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-ს, როგორც კარგ ბიზნეს-პარტნიორს ენდობიან მსოფლიოს წამყვანი ავტოკონცერნები, ქართულ ბაზარზე კი მას სერიოზული და სანდო კომპანიის იმიჯი აქვს. მისი მომხმარებლები არიან სამშენებლო, საგზაო და გადამზიდავი კომპანიები, როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური საწარმოები. „თეგეტა თრაქ ენდ ბას“ მომხმარებლებს სთავაზობს სატვირთო ავტომობილებსა და სპეციალური დანიშნულების მანქანებს, ბეტონისა და ინერტული მასალების დამამუშავებელ სისტემებს, მიწისმთხრელ და საგზაო ტექნიკას, თოვლის გამწმენდებს, მუნიციპალურ ტექნიკას და სხვა.

    კომპანია მუდმივად ცდილობს, მოიძიოს ახალი პარტნიორები, ტექნიკის უფრო ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს მომხმარებლებს და გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები. სწორედ ამ მიზნით კომპანიამ მომხმარებელს, მისი ინტერესებისა და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით, რამდენიმე ახალი ბრენდი შესთავაზა. 

    2010 წელი კომპანიისთვის წარმატებული იყო. გაყიდვები და მოგება 2009 წელთან შედარებით საშუალოდ 16%-ით გაიზარდა. 2011 წელს „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-ს უფრო ამბიციური გეგმები აქვს და გაყიდვების გაორმაგებას ფიქრობს. მით უფრო, რომ 2011 წლის პირველ ორ თვეში 100 ერთეული ტექნიკის გაყიდვაზე გაფორმდა ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის დაგეგმილზე მეტი კონტრაქტი გაფორმდება. 

    „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-ი ზრუნავს თავის მომხმარებელზე და მასთან ურთიერთობას ტექნიკის მიყიდვის შემდეგაც აგრძელებს. კომპანია ყველა კლიენტს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს, რომელიც მოიცავს სერვისს, საგარანტიო მომსახურებასა და შესაბამისი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

    „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-ის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი მისი თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სერვის-ცენტრებია, რომელიც თბილისში კახეთის გზატკეცილზე და დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარეობს. ეს ცენტრები მულტიბრენდულია და „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-ის მიერ ჩამოყვანილი ავტომობილების გარდა, სხვა ბრენდებსაც ემსახურება. აქ მაღალკვალიფიციური პერსონალი ყოველდღიურად 50-70 კლიენტს ემსახურება. ამასთან, კომპანიას აქვს კიდევ ერთი სერვისი, მაღალი გამავლობის ავტომობილებით აღჭურვილ მობილურ ჯგუფებს შეუძლიათ გამოძახებისთანავე მიაკითხონ და ტექმომსახურება გაუწიონ ავტომანქანებს. ამ სერვისის მიღება კლიენტს საქართველოს ნებიმიერ კუთხეში შეუძლია.

    ხარისხი არის ის, რითაც „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-ი გამოირჩევა. თითოეული თანამშრომელი ზრუნავს კომპანიის იმიჯზე და ცდილობს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოკლე დროში გადაჭრას ნებისმიერი საკითხი და ნაკისრი ვალდებულებები დროულად შეასრულოს.

    კვალიფიციური თანამშრომელი კომპანიის შეუფასებელ აქტივს წარმოადგენს და ამიტომ კადრების გადამზადება ყოველწლიურ ღონისძიებებში შედის. MAN-ის სხვადასხვა სასწავლებლებში შესაბამისი კურსები გაიარეს, როგორც მენეჯერული რგოლის, ასევე ავტომანქანების სპეციალისტებმა. ამასთან, გერმანელი სპეციალისტები მუდმივად ჩამოდიან საქართველოში და კომპანიის თანამშრომლებს ტრენინგებს უტარებენ.

    «კომპანია ცდილობს, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარების პროცესში. საქმიანობის გამჭვირვალობით, გულწრფელობითა და პასუხისმგებლობით მივაღწიოთ შედეგს - ჩვენი კომპანია იყოს სანიმუშო», - აღნიშნავს „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-ის გენერალური დირექტორი დავით ჭეიშვილი.

     

  • თეგეტა მოტორსი - დროა აირჩიო ხარისხი

    «თეგეტა მოტორსი» - ეს არის ქართული ხარისხის ნიშანი, რომელსაც  დასავლელი პარტნიორებიც ენდობიან და ქართველი ავტომფლობელებიც აფასებენ. «თეგეტას» პროდუქციითა და სერვისით სარგებლობა პრესტიჟულია და დაცულობის გარანტიას იძლევა. ამასთან, ამ «დიდი ოჯახის» წევრობა პასუხისმგებლობა და სიამაყეა.

    ყველაფერი კი 15 წლის წინ დაიწყო, როდესაც კომპანია «ავტოექსპორტი» დაფუძნდა და უცხოეთიდან ავტოსათადარიგო ნაწილების შემოტანა დაიწყო. 2001 წელს კომპანიის სახელი «თეგეტა მოტორსით» შეიცვალა. ბრენდი «თეგეტა მოტორსი» დრომ გამოსცადა და დღეს ეს სახელი, სრულიად დამსახურებულად, ხარისხთან, ხარისხთან და კიდევ ხარისხთან ასოცირდება.

    «თეგეტა» ნელ-ნელა გაიზარდა, განვითარდა და დღეს დიდ ოჯახს წარმოადგენს. მისი შვილობილი კომპანიები არიან: Tegeta Truck & Bus, Tegeta Logistics, Tegeta Construction Equipment, Transcaucasian Distribution Company, Tegeta Premium Vehicles. ჰოლდინგი მსოფლიოს ცნობილი ბრენდების წარმომადგენელი და ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.  დღეს «თეგეტა მოტორსი» თანამშრომლობს ავტოინდუსტრიის ისეთ გიგანტებთან, როგორიც არიან: BRIDGESTONE, SHELL, VARTA, JCB, MAN, BOSCH, MICHELIN, MEGUIN, ISTA, ZF, MOTUL და სხვა. ცოტა ხნის წინ კი PORSCHE-ს ოფიციალური იმპორტიორის სტატუსიც მოიპოვა.

    «თეგეტა მოტორსის» წარმატების საიდუმლო მარტივია: ის ცდილობს, მიღწეული სტაბილურად შეინარჩუნოს. კომპანია მხოლოდ დღევანდელი დღით არ ცხოვრობს და არც ხვალინდელ სწრაფ მოგებაზე აკეთებს გათვლას. ტოპ-მენეჯმენტის მთავარი სტრატეგია ისეთი სტრუქტურების შექმნაა, რომლებიც დროს გაუძლებს, რათა მხოლოდ ძლიერ მენეჯერზე არ იყოს დამოკიდებული და «თეგეტა მოტორსმა», როგორც წარმატებულმა კომპანიამ, 100 ან 200 წლის შემდეგაც იარსებოს. «თეგეტას» მიზანი არ არის ბაზრის დაპყრობა სხვების ჩაყლაპვის გზით, არამედ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება.

    კომპანია მუდმივად ცდილობს, ქართველ მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური პროდუქცია თუ მომსახურება, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშია დანერგილი. «თეგეტა მოტორსში» ავტომფლობელების მომსახურების სრული სპექტრია: დაწყებული ავტომობილების დიაგნოსტირებით, საბურავებისა თუ ზეთის გამოცვლით, დამთავრებული სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებით, რომელიც სპეციალური ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით ხდება. «თეგეტა» მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელს მისთვის ხელმისაწვდომ ფასებში. აქ ხარისხი ფასზე ბევრად მაღალია.

    «თეგეტაში» ტყუილი არ არსებობს, აქ ყველამ იცის, რომ კლიენტი ყოველთვის მართალია და თუ მას ერთხელ მაინც მოატყუე ან აწყენინე, ხვალ აღარ მოვა. ამიტომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კლიენტის არა მარტო ავტომობილის ხარისხიანი მომსახურება შესთავაზონ, არამედ კომფორტიც. ამ მიზნით კომპანიაში პერსონალ-მენეჯერის თანამდებობაც იქმნება. მისი მიზანი იქნება, მომხმარებელს სათანადო ყურადღება მიაქციოს.

    კომპანიის სტრატეგიული მიზანია, «თეგეტა მოტორსი»დასავლური სტანდარტების შესაბამისი კომპანია გახდეს ანუ არა მარტო გარეგნულად გამოირჩეოდეს დახვეწილი დიზაინითა და სისუფთავით, არამედ კომპანიის შიდა სტრუქტურაც ევროპულ სტანდარტებთან იყოს შესაბამისობაში.

    «ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული სტანდარტების კომპანია. გერმანელმა სპეციალისტებმა მაღალი შეფასება მოგვცეს, მაგრამ საკუთარ თავს კიდევ უფრო მეტს ვთხოვთ. ბევრი რამ გაკეთებული გვაქვს, ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია. გვინდა, ამ სფეროში სრულყოფილებას მივაღწიოთ», - აღნიშნავს ჰოლდინგ «თეგეტა მოტორსის» გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.  

    საერთაშორისო სტანდარტების მისაღწევად «თეგეტა» ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს არ იშურებს. 2009 წელს «თეგეტა მოტორსმა» საქართველოში პირველმა დანერგა საწარმოს რესურსების მართვის ინტეგრირებული ახალი სისტემა “SAP”. ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროგრამაა და მსოფლიოს ისეთ კომპანიებში გამოიყენება, როგორებიცაა Sony, Nokia, Panasonic, Coca-Cola, Shell, Adidas, Hugo Boss, BMW, BP, Kodak და მრავალი სხვა. ეს პროგრამა აერთიანებს ფიზიკური აქტივობის, ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების მართვის ყველა პროცესს. «თეგეტა მოტორსს» “შAP” ეხმარება, გააუმჯობესოს ურთიერთობები კლიენტებთან და პარტნიორებთან, გაზარდოს კომპანიის ეფექტურობა.

    «თეგეტა მოტორსის» ასეთმა მაღალმა სტანდარტებმა განაპირობა ის, რომ მისი პარტნიორობა ისეთმა ავტოგიგანტმა გადაწყვიტა, როგორიც პორშეა. 2010 წელს «თეგეტას» ჰოლდინგს ახალი წევრი “Tegeta Premium Vehicles” შეემატა. ის საქართველოში PORSCHE-ს ოფიციალური იმპორტიორი გახდა. 2011 წელს იხსნება “პორშე ცენტრი თბილისი” და ასევე ავტორიზებული სერვისცენტრი. ის პორშეს მარკის ავტომობილებს სადიაგნოსტირებო და სარემონტო მომსახურებას გაუწევს.

    კომპანიის მთავარი სიმდიდრე და სიამაყე მისი მაღალკვალიფიციური კადრებია. მთელი საქართველოს მასშტაბით ამჟამად აქ 700-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. «თეგეტა მოტორსში» მუშაობა ნიშნავს, რომ შენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი ხარ. კომპანიაში მოხვედრა საკმაოდ რთულია, შერჩევის კრიტერიუმები - მკაცრი. კანდიდატმა თავისი ნიჭი და კვალიფიკაცია სამეტაპიან ტესტირებასა და გასაუბრებაზე უნდა დაამტკიცოს. ამასთან კომპანია მუდმივად ცდილობს, გადაამზადოს თავისი თანამშრომლები როგორც უცხოეთში, ასევე ადგილზე. «თეგეტა მოტორსში» ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ადამიანი პროფესიონალად ჩამოყალიბდეს.

    «თეგეტა მოტორსის» წარმატება თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. კომპანიის განვითარებაში ყველას თავისი წვლილი შეაქვს. რაც შეეხება განვითარებას, ევროპული დონის სერვისცენტრი გაიხსნა ფოთში, რომელიც ძირითადად სატვირთო ავტომობილების მომსახურებაზეა ორიენტირებული. სერვისცენტრი განახლდება ქუთაისშიც. ასევე, გაფართოვდა და გაიხსნა «თეგეტა მოტორსის» სათაო ოფისის ტერიტორიაზე მდებარე მსუბუქი ავტომობილების სერვისცენტრი, რომელიც თანამედროვე, ევროპული დონისაა. აქ დანერგილი, ავტორიზებული პროგრამებისა და უნიკალური დანადგარების საშუალებით ხდება ავტომობილების შეკეთება. გარდა ამისა, თბილისში გაიხსნება მაზდას ცენტრი, რომელსაც საქართველოში პარტნიორობას «თეგეტა» გაუწევს. სერვისცენტრი გაიხსნება სომხეთშიც, ხოლო 2012 წელს კი - აზერბაიჯანშიც.

    «თეგეტა მოტორსი» ინვესტიციას მომავალში დებს. ამ მიზნით კომპანიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი მომავალში სხვადასხვა პროექტებზე  ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს. «თეგეტა მოტორსი» ტრანსპორტისა და მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ორ წარმატებულ სტუდენტს მაგისტრატურაში სწავლას დაუფინანსებს და შემდეგ კომპანიაში დაასაქმებს. ამასთან, კომპანია დარგის მეცნიერებსა და დამწყებ მკვლევარებს თავის ბაზაზე სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩატარებას სთავაზობს.


  • მუდამ პირველი და გამარჯვებული

    ძლიერი, გონიერი და ელეგანტური - ეს ტოიოტაა, მუდამ პირველი და გამარჯვებული. ტოიოტა ყველაზე ცნობადი ბრენდია, რომლის იმიჯი და რეპუტაცია დრომ გამოსცადა. ტოიოტამ მსოფლიოს გზებზე დაამტკიცა, რომ ერთგული მეგობარი და უღალატო პარტნიორია. მას ენდობიან ძლიერი მამაკაცები და მომხიბვლელი ქალბატონები. ვისაც სურს, იყოს გამორჩეული, დაცული და უბრალოდ პირველი, თავისი სასურველი ავტომანქანა თბილისში ტოიოტას ცენტრში ელოდება. 

    «ტოიოტა მოტორ კორპორაცია» თავისი აქტივებით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა და ავტოინდუსტრიის უპირობო ლიდერია. ტოიოტა ქართულ ავტობიზნესშიც გაყიდვებით პირველ ადგილზეა და ბაზრის 45 პროცენტს ფლობს. ტოიოტას ჯიპები ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია, რადგან ეს არის ხარისხი, რომელიც დროს უძლებს. ტოიოტას ჭკვიანი მანქანები ეკოლოგიაზე ზრუნავენ. გარკვეული სიჩქარით მოძრაობის დროს ახალი ავტომანქანის მძღოლს მწვანე სიგნალი ატყობინებს, რომ გარემოს არ აბინძურებს. ეს სწორედ ის მანქანებია, რომლებიც დღეს თბილისს ასე ძალიან სჭირდება.

    ირაკლი გურჩიანი, «ტოიოტა ცენტრი თბილისის» პრეზიდენტი: «იმედი მაქვს, მოვა დრო, როცა საქართველოში ახალი ავტომანქანის ყიდვას ბევრი შეძლებს და ჩვენს ქალაქებში ეკოლოგიურად სუფთა ახალი მანქანები ივლიან. მაგრამ ეს მას მერე მოხდება, რაც ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება. საავტომობილო ბიზნესი ეკონომიკის ზრდის განმსაზღვრელი ლაკმუსის ქაღალდია. ჩვენთან როგორც კი გაყიდვები იზრდება, უკვე ვიცი, რომ ქვეყნის ეკონომიკაში საქმე კარგად მიდის. 2009 წელთან შედარებით ახლა ჩვენს ბიზნესშიც უკეთესი სიტუაციაა და იმედია, მალე საქმე კიდევ უფრო კარგად იქნება».

    ტოიოტას ახალი მანქანები ქართულ ბაზარზე 1997 წელს გამოჩნდა, როცა პროფესიით მშენებელ-ინჟინერმა და ბიზნესმენმა, ცნობილი რესტორნის «ევროპას» დამფუძნებელმა, ირაკლი გურჩიანმა საკუთარი თავის გამოცდა საავტომობილო ბიზნესში სცადა. იცოდა, რომ ტოიოტა მსოფლიო ავტოინდუსტრიაში ყველაზე სერიოზული ბრენდი იყო და მისი მანქანები საუკეთესო იქნებოდა საქართველოსთვის, მისი რელიეფისა და საზოგადოების მენტალიტეტის გათვალისწინებით. «ტოიოტა მოტორ კორპორაციას» წერილი მისწერა, რომ მათი დილერობა სურდა. სულ მალე ტოკიოდან დადებითი პასუხი მოვიდა. მსოფლიოს წამყვანმა ავტოგიგანტმა საქართველოში დილერის შერჩევის გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო და პარტნიორის შერჩევაში არც შემცდარა.

    ტოიოტამ ქართულ მხარეს ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით დილერობის უფლება მისცა იმ გარანტიით, რომ თბილისში იაპონური სტანდარტების შესაბამისი ბიზნესცენტრი აშენდებოდა თავისი შოურუმით. ცენტრის შენობა ქართველმა არქიტექტორებმა დააპროექტეს, თუმცა მთელი სამშენებლო პროცესი იაპონელების ზედამხედველობით მიმდინარეობდა. თვეში ორჯერ ტოკიოდან ინჟინრები ჩამოდიოდნენ და მშენებლობის ხარისხსა და სტანდარტებს აკონტროლებდნენ. 1998 წლის 1 ნოემბერს ტოიოტას ბიზნესცენტრის გახსნაზე იაპონიიდან 40-კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა.

    დღეს «ტოიოტა ცენტრი თბილისის» პრეზიდენტი ამბობს, რომ ფორტუნამ გაუღიმა და ტოიოტას დილერობა მისთვის ღმერთისგან ბოძებული დიდი საჩუქარი იყო. 

    ქართველმა პარტნიორმა იაპონელების ნდობა და მოლოდინი გაამართლა. ავტობიზნესში გამოუცდელობის მიუხედავად, ირაკლი გურჩიანმა თავის გუნდთან ერთად ტოიოტას გაყიდვების სისტემა იმ დონეზე ააწყო, რომ მალე ბაზრის შეუცვლელი ლიდერი გახდა.

    2006 წელს, ირაკლი გურჩიანის დიდი ძალისხმევის შედეგად იაპონელებმა თბილისში ოფისი – «ტოიოტა კავკასია» გახსნეს და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დილერებს ავტომანქანებით დღემდე სწორედ აქედან ამარაგებენ. არადა, ტოკიოში თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ეს ოფისი ბულგარეთში გაეხსნათ, მაგრამ ირაკლი გურჩიანმა ტოიოტას ვიცე-პრეზიდენტთან მეგობრული ურთიერთობების წყალობით შეძლო, გადაწყვეტილება თბილისის სასარგებლოდ შეეცვლევინებინა.

    ტოიოტას ცენტრში მანქანების ფართო და მრავალფეროვანი არჩევანია. რაც მთავარია, ყველა მოდელი ექსკლუზიურად კავკასიისთვის არის დამზადებული. ტოიოტაში სიახლეა და ყველა მოდელზე 5-წლიანი საგარანტიო ვადა მოქმედებს. ცენტრში ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობენ კლიენტს. მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ავტომანქანის საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

    თბილისის შოურუმში ლენდ კრუიზერის, პრადო 2011-ის, კოროლას, ქემრის, რავ4-ს და ლექსუსის ჯიპების გვერდით ტოიოტას ბოლო მოდელის ჰიბრიდული მანქანაც ელოდება თავის მყიდველს. «ტოიოტა ცენტრი თბილისი» პირველი კომპანია იყო, რომელმაც ეკოლოგიურად სუფთა მანქანების ჩამოყვანა დაიწყო და უკვე გაიყიდა კიდევ რამდენიმე ჰიბრიდული მანქანა. ეს მომავლის მანქანაა, რომელიც 100 კილომეტრზე მხოლოდ 3 ლიტრ საწვავს მოიხმარს, თვითონ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და დატვირთვა არ სჭირდება.

    ჰიბრიდულმა მანქანამ, ვიდრე შოურუმში გამოჩნდებოდა, საქართველოში 1-წლიანი ტესტირება გაიარა. ტოიოტას ცენტრს თავისი ტაქსების კომპანია აქვს, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. კომპიუტერებით აღჭურვილი ჰიბრიდული მანქანა სწორედ ტაქსად იყო გამოყენებული, რათა სრული დატვირთვით ემუშავა და მთელი საქართველო მოევლო. 1 წლის შემდეგ კომპიუტერების მეხსიერებაში დაგროვილი ინფორმაცია იაპონიაში შეისწავლეს და დასკვნა დაიდო, რომ ამ ტიპის ჰიბრიდული მანქანა ქართული რელიეფისთვის იდეალურია.

    «ტოიოტა ცენტრი თბილისის» წარმატება მხოლოდ იაპონური ბრენდის დამსახურება არ არის და კომპანიის პირველობაში დიდი წვლილი იმ გუნდს მიუძღვის, რომელიც წლებია, ერთგულად ემსახურება თავის საქმეს. აქ მაღალი პროფესიული სტანდარტებია დანერგილი და თითოეული თანამშრომელი ზრუნავს კომპანიის იმიჯზე. 150-კაციანი გუნდის სათავეში სამართლიანი და გულისხმიერი ხელმძღვანელი დგას. სწორედ დამფუძნებლის მენეჯერული მიდგომებისა და საკადრო პოლიტიკის წყალობით ტოიოტას თბილისის ცენტრიდან კადრების გადინება თითქმის არ ხდება. ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა თავის საქმეს ღირსეულად აკეთებს. ირაკლი გურჩიანი დიდი ოჯახის მამაა, ჰყავს მეუღლე, თეონა(რომელმაც თავისი თანადგომით დიდი წვლილი შეიტანა, რისთვისაც მას დიდი მადლობა)  და 4 შვილი: ორი გოგონა და 2 ბიჭი.

     

  • რომპეტროლის მეექვსე წელი წარმატების გზაზე

    ტრანსნაციონალური კომპანია «რომპეტროლი» საქართველოს ბაზარზე ექვსი წელია მოღვაწეობს და სადღეისოდ ქვეყნის ნავთობბაზარზე ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილეს მომწოდებელს წარმოადგენს. საქართველოში მუშაობის განმავლობაში, „რომპეტროლმა“ უკვე განახორციელა 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია, ხოლო 2010 წელს მის მიერ ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 78 მილიონ ლარს გადააჭარბა. «რომპეტროლ ჯგუფის» მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს 19 ქვეყანაში  50-მდე კომპანიას აერთიანებს.

    კომპანიისა და მის მიერ საქართველოში განხორციელებული წარმატებული ნაბიჯების შესახებ გვესაუბრება „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი:

    - გასული წლების განმავლობაში, საწვავის მაღალი, ევროპული ხარისხისა და დანერგილ სერვისებში „ნოუ ჰაუს“ შედეგად, ჩვენმა კომპანიამ ავტორიტეტი მოიპოვა მომხმარებლებს შორის.

    საქართველოში განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად თბილისში მდებარე ჩვენი უნიკალური ნავთობბაზა მიმაჩნია. ბაზა ეკოლოგიური თვალსაზრისით, ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების სისტემის მიხედვით უახლესია და თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს. ამ ნავთობბაზის რეკონსტრუქციის პროექტი 2010 წელს ძალზე მოკლე  ვადებში, სულ რაღაც 6 თვეში განხორციელდა.

    - რამდენი ბენზინგასამართი სადგურია „რომპეტროლის“ ქსელში და რამდენი თანამშრომელი ჰყავს კომპანიას?

     - ამჟამად კომპანიის ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 71 ბენზინგასამართ სადგურს ითვლის, მათ შორის 11 პარტნიორი სადგურია. ჩვენი ქსელი დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია და მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით მაღალი დონის საწვავს აწვდის. გეგმის მიხედვით,  მიმდინარე წელს სადგურების ქსელს  კიდევ შეემატება ახალი ობექტები. რაც შეეხება დასაქმებას, კომპანიაში ამჟამად 600-მდე ადამიანი მუშაობს. ქსელის გაფართოებასთან ერთად, პროპორციულად იმატებს თანამშრომელთა რაოდენობაც.

    - როგორ ახორციელებს „რომპეტროლი“ საწვავის ხარისხის კონტროლს, რა პროცედურას გადის საწვავი გადამუშავებიდან ქსელში მოხვედრამდე?

    - „რომპეტროლი“ საწვავის ტრანსპორტირებას მხოლოდ საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან „პეტრომიდია“ (რუმინეთი) ახორციელებს. აქ წარმოება ევროსტანდარტებს სრულად პასუხობს. ჩვენი თანამედროვე ლაბორატორიები გვაძლევს საშუალებას, რომ ავიღოთ სინჯები და ვაწარმოოთ საწვავის ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზე, სანამ მას მომხმარებელი მიიღებს. «რომპეტროლის» უნიკალური ტექნოლოგია Q-Protect და ჩვენი მობილური ლაბორატორია უზრუნველყოფს იზოტოპების ზუსტ გაზომვას ჩვენს საწვავში. ეს ტექნოლოგია გამორიცხავს ჩვენი საწვავის ხარისხში რაიმე ცვლილებას, ან ჩვენი ბენზინგასამართი სადგურების ქსელში სხვა საწვავის მოხვედრას. 

     „რომპეტროლის“ საწვავის ხარისხი აბსოლუტურად  აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და სერტიფიცირებულია, ამიტომ ყოველთვის  მზად ვართ ნებისმიერი სახის ოფიციალური შემოწმებისთვის. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ „რომპეტროლის“ ქსელში არსებული ყველა სახის საწვავი იმ ხარისხისაა, რა ხარისხზეც ვსაუბრობთ და რომ «რეგულარით» დაწყებული, «სუპერით» დამთავრებული, ყველა საწვავი რუმინეთიდანაა იმპორტირებული და შემოწმების ყველა ინსტანცია აქვს გავლილი.

     - ცნობილია, რომ «რომპეტროლს» ეკუთვნის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - «პეტრომიდია.» რითაა უნიკალური ეს ქარხნები და რა ინვესტიციაა განხორციელებული მათ მოდერნიზაციაზე?

    - დიახ, «რომპეტროლის» საკუთრებაა რუმინეთში უახლესი სტანდარტის ქარხანა „პეტრომიდია“, რომლის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 5 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს და უფრო მცირე მასშტაბის ქარხანა „ვეგა“. გარდა ამისა, კომპანია რამდენიმე ნავთობქიმიურ კომპლექსს ამუშავებს.

    რაც შეეხება ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას „პეტრომიდია“, საიდანაც ხორციელდება საავტომობილო საწვავის მოწოდება, ბოლო წლების განმავლობაში მოხდა მისი სრული რეკონსტრუქცია, რაშიც 400 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

    ტექნოლოგიური თვალსაზრისით ქარხანა საკმაოდ რთულია - მიმდინარე გადამუშავებისას ნელსონის მოცულობის ინდექსი 10,5-ს შეადგენს. მაშინ, როდესაც საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლით, ამერიკაში ეს ინდექსი 9,5-ს შეადგენს, ხოლო ევროპის მასშტაბით - საშუალოდ 6,5-ს. ქარხანას შეუძლია ყველა ტიპის ნავთობის გადამუშავება, რომელიც შავი ზღვის რეგიონში მოიპოვება. წელს დასრულდება ამ ქარხნის მოდერნიზაცია. ამ პროცესს უძღვებიან ისეთი წამყვანი და ლიცენზირებული კომპანიები, როგორიცაა Axens (საფრანგეთი), Jacobs, Techniპ (ნიდერლანდები). მოდერნიზაციის შედეგად იმატებს არა მხოლოდ გადამუშავების სიმძლავრე, არამედ ქარხანა წელსვე იქნება მზად, გამოუშვას სტანდარტი ევრო-6, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში 2014 წლიდან შემოიღებენ.

    «რომპეტროლ ჯგუფის» მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს 19 ქვეყანაში  50–მდე კომპანიას აერთიანებს. ძირითადად წარმოდგენილია საფრანგეთში, რუმინეთში, ესპანეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. «რომპეტროლის» ჯგუფის მფლობელია კომპანია „ყაზმუნაიგაზი“.

    - უკვე რამდენიმე წელია, «რომპეტროლი» აქტიურადაა წარმოდგენილი სოციალური კუთხით, განსაკუთრებით სპორტის მხარდაჭერისა და ქველმოქმედების  მიმართულებით...

     -  დიახ, კომპანია „რომპეტროლი“ავტოსპორტის დიდი სპონსორი და მხარდამჭერია საქართველოში. ამჟამად საავტომობილო სპორტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია არამარტო პროფესიონალებში, არამედ მოყვარულებშიც. გარდა ამისა, «რომპეტროლი» საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებასაც ეხმარება. საუნივერსიტეტო სპორტის სპონსორობა საქართველოში „რომპეტროლიადას“ სახელს ატარებს და ათეულობით სპორტის სახეობას აერთიანებს.  რაც შეეხება საქველმოქმედო-სოციალურ პლატფორმას, საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა საბავშვო პროექტი „ვხატავთ რომპეტროლს“, რომელიც თავისი არსით არა მხოლოდ გასართობი, არამედ შემეცნებითიცაა და მიუსაფარი თანატოლებისადმი ტოლერანტობის განვითარებას უწყობს ხელს.

  • შავი ზღვის ტერმინალი უსაფრთხო! უვნებელი! ეფექტური!

    რედუტ კალედან  BST – მდე.

    ყულევის ნავთობტერმინალი და ნავსადგური  მსოფლიოში ნავთობის უსაფრთხო ტრანსპორტირების ერთ-ერთი ახალი ალტერნატიული გზაა. ტერმინალი გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურით. აქ ფუნქციონირებს ვაგონ-ცისტერნების გადმოსატვირთი 4 სარკინიგზო ხაზი, სადაც 168 ვაგონ-ცისტერნის ერთდროული გადმოტვირთვაა შესაძლებელი. ნავთობპროდუქტების შემნახველი პარკი შედგება 16 რეზერვუარისაგან, რომლთა ტევადობაა 320 000 მ3. პერსპაქტივაში გათვალისწინებულია პარკის საერთო მოცულობის 380 000 მ3-მდე გაზრდა. ტერმინალის ნავსადგურის ორ მისადგომს აქვს შესაძლებლობა მიიღოს 100 000 მ3 წყალწყვის საზღვაო ხომალდები, რომელთა ნავთობპროდუქტებით ჩატვირთვის წარმადობა 8 000 მ3/სთ-დან 12 000 მ3/სთ-მდეა. აღსანიშნავია, რომ ახლახან «შავი ზღვის ტერმინალმა» შევრონის 100 000 მ3 წყალწყვის საზღვაო ხომალდის ჩატვირთვის რეკორდულ დროის მაჩვენებელს მიაღწია -18 საათი და 45 წუთი.

    ამგვარად ტერმინალის ტექნიკური შესაძლებლობები და მართვის სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ნავთობის გადატვირთვის ოპერაციებს უსაფრთხოს, უვნებელს და ეფექტურს ხდის.

    ყულევს ან რედუტ კალეს უძველესი და მდიდარი წარსული აქვს. 1804 წელს მდინარე ხობისწყლის შესართავთან, სადაც ადრე სამეგრელოს თავად ჯაიანის მიერ აგებული სათვალთვალო კოშკი - კულე ან კულევი მდებარეობდა,  რუსეთმა საჯარისო ნაწილები გადმოსხა, რომლებმაც აქ ააშენეს ციხესიმაგრე - რედუტი. ძველმა კულემ და ახალმა რედუტმა მისცეს სახელი დღევანდელ  რედუტ კალეს, შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პორტს, რომელიც წარმოადგენდა სატრანზიტო პორტს ხმელთაშუა, აზოვისა და შავი ზღვის პორტებიდან შემოსული ტვირთებისათვის ამიერკავკასიაში. განსაკუთრებით გაიზარდა რედუტ კალეს მნიშვნელობა 1821 წლიდან, როცა ამიერკავკასიაში შეღავათიანი სატრანზიტო სავაჭრო ტარიფი დაწესდა; აქედან საქონელი უკვე შუა აღმოსავლეთშიც გადიოდა.

    1846 წელს რედუტ კალეს სანავსადგურო ქალაქის სტატუსი მიანიჭეს. მალე ყირიმის ომის დროს,  რედუტ კალე თურქეთმა დაბომბა. რედუტ კალეს მნიშვნელობა საბოლოოდ დაეცა მაშინ, როდესაც ბაქოდან და თბილისიდან სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყო ფოთის პორტის მიმართულებით და დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დაწინაურდნენ სანავსადგურო ქალაქები ფოთი და სოხუმი.  რედუტ კალემ კვლავ იწყო აღორძინება, როდესაც 1998 წელს მის ტერიტორიაზე ნავთობტერმინალის მშენებლობის იდეის განხილვა დაიწყო. ჩატარებული სპეციალური კვლევის შედეგად მიღებული პროგნოზის თანახმად 2010-2015 წლებში საქართველოს ნავსადგურები ვეღარ შეძლებდნენ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოსალოდნელი მოცულობის დამუშავებას. ამგვარად, 1999 წელს საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა ბრძანებას ყულევში ნავთობტერმინალისა და ნავსადგურის მშენებლობის შესახებ.   

    პროექტი სრულად  განხორციელდა მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) 2006 წლის დეკემბერში გადაწყვიტა ტერმინალის მშენებლობის გაგრძელება. SOCAR-ი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც დაფუძნდა 1992 წელს. შOჩAღ-ის ახალი წარმატებები მნიშვნელოვანწილად აზერბაიჯანის  სახელ